24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

და­ვი­ბა­დე ირ­ლან­დი­ის დეს­პო­ტუ­რი წყო­ბის ბო­ლო დე­კა­და­ში, მაგ­რამ დღეს სულ სხვა, თა­ნა­მედ­რო­ვე, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ

spot_img

ესაუბრა მაია სიმონიშვილი
რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ირ­ლან­დი­ე­ლი მწე­რა­ლი და ფსი­ქო­ლო­გი მი­ქა­ელ პატ­რიკ მულ­ვი­ჰი­ლი ეწ­ვია. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მი­ქა­ე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტუმ­რობს, თუმ­ცა, ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვი­ზი­ტი მი­სი ახა­ლი წიგ­ნის „ციმ­ბი­რის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხვრე­ლი“ ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეძღ­ვ­ნე­ბო­და. ახა­ლი გა­მო­ცე­მის პრე­ზენ­ტა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლ სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც ეს ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.
ირ­ლან­დი­ე­ლი ნო­ვე­ლის­ტი მი­ქა­ელ მულ­ვი­ჰი­ლი 1978 წელს, დუბ­ლინ­ში და­ი­ბა­და. 2003 წლი­დან სწავ­ლობ­და ფსი­ქო­ლო­გი­ას დუბ­ლი­ნის ბიზ­ნე­სი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა, ხო­ლო ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში სა­მა­გის­ტ­რო სწავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ექიმ-კონ­სულ­ტან­ტად და­იწყო მუ­შა­ო­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში და­იწყო მი­სი სამ­წერ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბაც და გო­თი­კუ­რი ჟან­რის წიგ­ნე­ბი „ციმ­ბი­რის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხვრე­ლი“ და „დუბ­ლი­ნის დე­მო­ნი“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მი­სი მოთხ­რო­ბე­ბი იბეჭ­დე­ბა ჟურ­ნალ­ში BP. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი მი­ქა­ელ მულ­ვი­ჰი­ლი გა­ნათ­ლე­ბით ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტია, ამ­ჟა­მად სა­ჯა­რო მო­ხე­ლედ მუ­შა­ობს და კლი­ენ­ტებს კონ­სულ­ტა­ცი­ებს უტა­რებს. იგი ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ზეც გვე­სა­უბ­რა. მი­ქა­ე­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის სი­ძეა და ქარ­თ­ველ მე­უღ­ლეს­თან, სა­ლო­მე ფე­რა­ძეს­თან ერ­თად, ორ შვილს ზრდის.
„ციმ­ბი­რის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხვრე­ლის“ ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მა მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან იქ­ნე­ბა. ეს წიგ­ნი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე, 2014 წელს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­ი­ბეჭ­და. ქარ­თუ­ლად წიგ­ნი, სა­ქარ­თ­ვე­ლო-ირ­ლან­დი­ის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის ხელ­შეწყო­ბით, ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნა შა­ლამ­ბე­რი­ძემ თარ­გ­მ­ნა (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ივი­რო­ნი“, თბი­ლი­სი, 2018 წე­ლი). წიგ­ნი ჰო­რო­რის ჟანრს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა და მას­ში ავ­ტო­რი პოს­ტ­საბ­ჭო­თა რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბებს ფან­ტას­მა­გო­რი­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ის­ტო­რი­ით აგ­ვი­წერს. მოგ­ვითხ­რობს ტო­ბი­ა­სის ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო, მოს­კო­ვი­დან ციმ­ბირ­ში მი­დის, სა­დაც გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის სა­ბა­დოს და­ქი­რა­ვე­ბულ მეთ­ვალ­ყუ­რედ იწყებს მუ­შა­ო­ბას. მოვ­ლე­ნე­ბი „პე­რეს­ტ­რო­ი­კის“ შემ­დ­გომ რუ­სეთ­ში ვი­თარ­დე­ბა. ცო­ტა ხან­ში, ტო­ბი­ა­სი შე­ამ­ჩ­ნევს, რომ ეს მხო­ლოდ წი­ა­ღი­სე­უ­ლი სა­ბა­დო არ არის და ნავ­თო­ბის მომ­პო­ვებ­ლებ­მა, გა­მო­უც­დელ­მა მუ­შებ­მა ჯო­ჯო­ხე­თის ხვრე­ლი გათხა­რეს… ტო­ბი­ა­სი მიხ­ვ­დე­ბა, რომ რა­ღაც უნ­და იღო­ნოს და ამ ბრძო­ლა­ში რწმე­ნა მი­სი მთა­ვა­რი საყ­რ­დე­ნია.
ავ­ტო­რის თა­ნახ­მად, ნა­წარ­მო­ე­ბი საბ­ჭო­თა ფსი­ქი­ატ­რი­ი­სა და ფსი­ქო­ა­ნა­ლი­ზის პრობ­ლე­მებ­საც ეხე­ბა. იგი ისე აღ­წერს გა­უცხო­ე­ბულ გა­რე­მოს, რომ ყვე­ლა პერ­სო­ნა­ჟის ის­ტო­რია რო­მე­ლი­ღაც ნაც­ნობ ამ­ბავს გვა­გო­ნებს და სი­ზუს­ტით გაკ­ვირ­ვე­ბა­საც კი იწ­ვევს. მით უმე­ტეს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ავ­ტო­რი რუ­სეთ­ში არას­დ­როს ყო­ფი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ჰო­რო­რის ჟან­რი­სა, წიგ­ნ­ში ყვე­ლა­ზე მწვა­ვე ეპი­ზო­დე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იუმო­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა.
— მი­ქა­ელ, „ციმ­ბი­რის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხვრე­ლი“ ჰო­რო­რის ჟანრს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, რით ახ­ს­ნი­დით ამას?
— სა­ლა­მი ჩვენს მკითხ­ვე­ლებს. პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 20 წლის წინ დავ­წე­რე და ეს პო­ლი­ტი­კურ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გა­მო­იწ­ვია. მე ირ­ლან­დი­ე­ლი ვარ და თქვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი, იცით, რომ გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი ხში­რი იყო. ერთ-ერთი ასე­თი­ ტე­რაქ­ტი, 1998 წელს, ქა­ლაქ ომა­ში, ირ­ლან­დი­ის არ­მი­ამ მო­აწყო და 29 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ყვე­ლა­ზე მძი­მე იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა იყო, რომ ტე­რო­რის­ტებ­მა ხალ­ხი სწო­რედ ბომ­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი იყ­ვ­ნენ. ამ მოვ­ლე­ნამ ყვე­ლას გა­უქ­რო ილუ­ზია, რომ ძა­ლა­დო­ბით პრობ­ლე­მე­ბი გვარ­დე­ბა. ეს ჩემ­თ­ვის შო­კის­მომ­გ­ვ­რე­ლი მოვ­ლე­ნა იყო, მა­შინ გა­ვი­აზ­რე რა ხდე­ბო­და და არ ვი­ცო­დი, გან­ც­დე­ბი რო­გორ გად­მო­მე­ცა. პირ­ვე­ლი ლექ­სი სწო­რედ ამ და­ბომ­ბ­ვას და მის შე­დე­გებს მი­ვუძღ­ვე­ნი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ცო­ტა ხან­ში, „დი­დი პა­რას­კე­ვის, ანუ ბელ­ფას­ტის შე­თან­ხ­მე­ბა“ და­ი­დო, რა­მაც სამ­შ­ვი­დო­ბო პრო­ცე­სი და­იწყო. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ორი­ვე მხრი­დან ხდე­ბო­და, სამ­შ­ვი­დო­ბო პრო­ცე­სით დაძ­ლე­ულ იქ­ნა.
რა­ტომ ვწერ ჰო­რო­რის ჟან­რ­ში? მარ­თა­ლი რომ გითხ­რათ, ჩვე­ნი ის­ტო­რია გა­მო­ირ­ჩე­ვა სის­ხ­ლი­თა და ბრძო­ლით (რა­შიც ცო­ტა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰგავს). ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ შიმ­ში­ლო­ბა და გე­ნო­ცი­დი, ამ ყვე­ლა­ფერ­მა, სა­ბო­ლო­ოდ, აჯან­ყე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი ჩა­მოგ­ვი­ყა­ლი­ბა და უსა­მარ­თ­ლო­ბი­სად­მი ყო­ველ­თ­ვის პრო­ტეს­ტი გვაქვს. ჩვენ­თ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვა ფი­ან­და­ზე­ბით მო­ფე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც აისა­ხა. „დრა­კუ­ლას“ ავ­ტო­რი, ბემ სტო­კე­რი ირ­ლან­დი­ე­ლი იყო, რაც შემ­თხ­ვე­ვით არ მოხ­და. ის მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი თე­ატ­რის, „ლი­ცე­უ­მის“ დი­რექ­ტო­რიც გახ­ლ­დათ. ბავ­შ­ვო­ბა­ში, 7 წლამ­დე ვერ და­დი­ო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფეხ­ბურ­თე­ლი და სპორ­ტ­ს­მე­ნი იყო. ბრემ სტო­კე­რი დუბ­ლი­ნის ცი­ხე-სი­მაგ­რე­შიც მუ­შა­ობ­და, სწო­რედ ამ გა­რე­მოს აღ­წერს რო­მან­ში. ვამ­პი­რი „დრა­კუ­ლას“ პრო­ტო­ტი­პე­ბი სის­ხ­ლის­მ­ს­მე­ლი ფე­ო­და­ლე­ბი არი­ან თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვით, ეს გა­რე­მოც­ვა ირ­ლან­დი­ას ხრავ­და და მო­სახ­ლე­ო­ბას აშიმ­ში­ლებ­და. ასე რომ, ამ პერ­სო­ნაჟს რე­ა­ლო­ბი­დან ვი­ღებთ.
ჩვენ­მა მკითხ­ველ­მა იცის ირ­ლან­დი­ის „კარ­ტო­ფი­ლის შიმ­ში­ლო­ბის“ შე­სა­ხებ. ირ­ლან­დია ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც მდი­და­რი ქვე­ყა­ნა — ხორ­ბალს, მარ­ც­ვალს, სი­მინდს და ხორცს აწარ­მო­ებ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რას შე­იძ­ლე­ბო­და გა­მო­ეწ­ვია ასეთ სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი შიმ­ში­ლი, რომ 1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხო­ლო მე­ო­რე მი­ლი­ო­ნი, იძუ­ლე­ბით, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და? ამას მოჰ­ყ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფა, რაც მხო­ლოდ გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მდიდ­რე­ბი მხო­ლოდ კარ­ტო­ფი­ლით არ იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, ის ღა­რი­ბე­ბის ძი­რი­თა­დი საკ­ვე­ბი იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ს შე­მორ­ჩა.
— რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი აისა­ხა იეტ­სის, ჯო­ი­სის, უაილ­დის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში…
— რა თქმა უნ­და, იეტ­სის მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ იცით, თუ რამ­დე­ნი გა­ა­კე­თა ირ­ლან­დი­ის­თ­ვის. ჯო­ი­სის ნა­წარ­მო­ე­ბებ­შიც ვხე­დავთ ირ­ლან­დი­უ­რი წარ­სუ­ლის ასეთ ლა­ბი­რინ­თებს, უაილ­დის ზღაპ­რე­ბიც კი სავ­სეა ამ გან­ც­დით.
ჩვე­ნი ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ირ­ლან­დი­ე­ლი მწერ­ლე­ბი უფ­რო მე­ტად პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი სამ­ყა­რო­დან მო­დი­ან, მაგ­რამ მათ ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი ხში­რად ბრი­ტა­ნელ მწერ­ლებ­საც უწო­დე­ბენ. ზე­მოთ ბრემ სტო­კერ­ზე გე­სა­უბ­რეთ, ის სუფ­თა ირ­ლან­დი­ე­ლი მწე­რა­ლია თა­ვი­სი გან­წყო­ბე­ბით. მი­სი თხრო­ბის სტი­ლი თბი­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რია, მი­უ­ხე­და­ვად პერ­სო­ნა­ჟი­სა. ის ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რია, ნამ­დ­ვი­ლი სიტყ­ვის ოს­ტა­ტი.
— მა­იკლ, და­ვუბ­რუნ­დეთ თქვენს ახალ რო­მანს, რო­მე­ლიც ჩვენს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას საკ­მა­ოდ ზუს­ტად აღ­წერს ისე, რომ რუ­სეთ­ში არც ყო­ფილ­ხართ და ამ პრობ­ლე­მებს არც იც­ნობ­დით. რა­ტომ აღ­წე­რეთ რუ­სე­თი?
— სხვა­თა შო­რის, დუბ­ლინ­ში მივ­დი­ო­დი და რუ­სუ­ლი გა­ლო­ბა მო­მეს­მა, რა­მაც ჩემ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ მღე­როდ­ნენ აქ, ირ­ლან­დი­ა­ში. რე­ლი­გი­ურ­მა და­პი­რის­პი­რე­ბებ­მაც საკ­მა­ოდ უარ­ყო­ფი­თი რო­ლი ითა­მა­შა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე. ყო­ველ­დღე ვხვდე­ბო­დი ლტოლ­ვი­ლებს და მათ ის­ტო­რი­ებს ვის­მენ­დი. სწო­რედ ამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით შე­იქ­მ­ნა ეს წიგ­ნი — „ ციმ­ბი­რის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ხვრე­ლი“. თქვენ იცით, მსოფ­ლიო დღეს ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას, ყვე­ლა­ფე­რი კი სი­ხარ­ბის გა­მო ხდე­ბა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი დეს­პო­ტი­უ­რი, დეპ­რე­სი­უ­ლი, არა­ფუნ­ქ­ცი­უ­რი ქვე­ყა­ნა იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არც ის მა­ვიწყ­დე­ბა, რომ სხვა ქვეყ­ნებ­საც მსოფ­ლიო დო­მი­ნან­ტო­ბა სურ­დათ. ჩვე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწე­რა­ლი, ჯორჯ ორუ­ე­ლიც და, მას­თან ერ­თად, ბევ­რი სხვა მწე­რა­ლი თუ რე­ჟი­სო­რი საბ­ჭო­თა კავ­ში­რით, ადა­მი­ან­თა და­ცუ­ლო­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის იდე­ით მო­ხიბ­ლუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ი­გეს, თუ რა­ზე იდ­გა ეს ქვე­ყა­ნა — სწო­რედ ადა­მი­ა­ნე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა­სა და უთა­ნას­წო­რო­ბა­ზე. მშრო­მელ­თა ბა­ნა­კე­ბი­სა და გუ­ლა­გის არ­სე­ბო­ბა ნამ­დ­ვი­ლი შო­კი იყო იმ ევ­რო­პე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც მა­ნამ­დე საბ­ჭო­თა კავ­ში­რი „მშრო­მელ­თა სა­მოთხე“ ეგო­ნათ. აქ არც ის უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ცა­რის­ტებ­საც მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბა მოს­წონ­დათ, მეზობე­ლი ქვეყ­ნე­ბის დატყ­ვე­ვე­ბა იშ­ვი­ა­თი არ იყო რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში. ჩე­მი ნა­წარ­მო­ე­ბიც მსგავს, მაგ­რამ დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებს ეხე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია მში­ე­რი, ბევ­რი გა­ნიც­დის ჩაგ­ვ­რას და ჩე­მი ნა­წე­რე­ბი მათ შე­სა­ხე­ბაც არის. ირ­ლან­დი­ის კულ­ტუ­რა მდი­და­რია ლე­გენ­დე­ბით სუ­ლე­ბის, მკვდრე­თით აღ­დ­გე­ნი­ლე­ბის, მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­სა­ხებ. ვცდი­ლობ, არ ვი­ყო მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც წე­რით მხო­ლოდ სა­კუ­თარ და გა­მომ­ცემ­ლის ეგოს იკ­მა­ყო­ფი­ლებს. ხში­რად ხდე­ბა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე რო­მა­ნებ­ზე მე­ტად, ნა­ფიქრ და ნაგ­რ­ძ­ნობ ტექ­ს­ტებს სიმ­ღე­რებ­ში ან ფილ­მის სცე­ნა­რებ­ში ვხვდე­ბით. დღე­ვან­დელ ტექ­ს­ტებ­ში მილ­ტო­ნის „და­კარ­გუ­ლი სა­მოთხე“ ძნე­ლად იძებ­ნე­ბა.
შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ირ­ლან­დი­ის კულ­ტუ­რა და მი­თე­ბი ჩემს ჰო­რო­რებ­ში ბუ­ნებ­რი­ვად გა­მოვ­ლინ­და. თუმ­ცა, ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი წიგ­ნია.
— იცით, რომ რუ­სე­თის რე­ჟიმს ქარ­თუ­ლი გა­ლო­ბა აკ­რ­ძა­ლუ­ლი ჰქონ­და?
— მა­შინ არ ვი­ცო­დი, ახ­ლა უკ­ვე ვი­ცი, რომ თქვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­ლო­ბა გაქვთ, თქვენც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის იბ­რ­ძ­ვით და სა­ქარ­თ­ვე­ლო ირ­ლან­დი­ას ბუ­ნე­ბი­თაც ჰგავს. ჩე­მი შვი­ლე­ბი დე­დით ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან და თქვენს ქვე­ყა­ნას­თან მეც მშობ­ლი­უ­რი გრძნო­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს.
— გა­ნათ­ლე­ბით ფსი­ქო­ლო­გი ხართ, კერ­ძოდ, ნივ­თი­ე­რე­ბა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის თე­რა­პევ­ტი. ალ­ბათ, იცით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახ­ლა­ხან მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია მოხ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის ირ­გ­ვ­ლივ დი­დი დის­კუ­სი­ე­ბია.
რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რას გვეტყო­დით ამ თე­მა­ზე?
— პირ­ველ რიგ­ში, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ნივ­თი­ე­რე­ბა თუ ალ­კო­ჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არის, ეს მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბაა. ნივ­თი­ე­რე­ბა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რო­ბის თე­მა არ არის, ეს დი­დი ენიგ­მაა, რო­მელ­საც დღემ­დე იკ­ვ­ლე­ვენ. თუმ­ცა, ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლებს მხო­ლოდ უნე­ბის­ყო­ფო ადა­მი­ა­ნე­ბად წარ­მო­ა­ჩე­ნენ. გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბის ეპო­ქამ დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გო, რომ 3 სა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს: ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი. ნივ­თი­ე­რე­ბა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პირ­ველ რიგ­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რია, ნივ­თი­ე­რე­ბას ორ­გა­ნიზ­მი ეგუ­ე­ბა და მო­ითხოვს. ნივ­თი­ე­რე­ბა­და­მო­კი­დე­ბულ­თა შვი­ლე­ბი ხში­რად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ალ­კო­ჰო­ლიზ­მი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბით, ასე რომ, ეს ბი­ო­ლო­გი­უ­რად გე­ნებ­ზეც მოქ­მე­დებს.
ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დროს, რო­ცა ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე ხე­ლი არ მი­უწ­ვ­დე­ბათ, ეს სურ­ვილს ამ­ძაფ­რებს, ხო­ლო მი­ღე­ბის შემ­დეგ დიდ ეიფო­რი­ას გრძნო­ბენ. ლუ­დო­მა­ნი­ის (თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა) და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­და­რე­ბი­სას ვხვდე­ბით, რომ ორი­ვეს ერ­თ­ნა­ი­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ეფექ­ტი აქვს.
ნივ­თი­ე­რე­ბა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა­ცაა და ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. ახ­ლობ­ლე­ბი ხში­რად არაც­ნო­ბი­ე­რად უწყო­ბენ ხელს მა­თი ახ­ლობ­ლის და­ა­ვა­დე­ბას. ეს არ არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა შვე­ლის. ლო­ი­ა­ლუ­რი თვი­თონ პა­ცი­ენ­ტი­სა და ახ­ლობ­ლის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა ვი­ყოთ, მაგ­რამ არა ფაქ­ტის მი­მართ. ქცე­ვის მო­დე­ლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რია, რამ­დე­ნა­დაც ავად­მ­ყო­ფი ილუ­ზი­ებ­ში იწ­ვ­რ­თ­ნე­ბა და რე­ა­ლო­ბას სწყდე­ბა. ცხოვ­რე­ბა რე­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბის­გან შედ­გე­ბა. ხში­რად, ნარ­კო­მა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ნარ­ცი­სიზ­მი ახა­სი­ა­თებს, სა­კუ­თარ პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რი­სას კი იტყუ­ე­ბი­ან, რად­გან მის დაძ­ლე­ვას პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ეს, რაც ახ­ლა ვთქვი, მხო­ლოდ აის­ბერ­გის წვე­რია. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ჩვენ ისიც უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რამ გა­მო­იწ­ვია ნარ­ცი­სიზ­მი და რა­ტომ ეში­ნი­ათ პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბის აღი­ა­რე­ბის. ნარ­კო­მა­ნი­ის დაძ­ლე­ვა მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა, თუ წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დაწყე­ბამ­დე მომ­ხ­დარ პი­როვ­ნულ ცვლი­ლე­ბებ­საც გა­ვი­აზ­რებთ. აქ სი­ა­მოვ­ნე­ბის პრინ­ცი­პიც შე­მო­დის, ნივ­თი­ე­რე­ბა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სი­ხარ­ბეს იწ­ვევს, საკ­მა­რი­სი არას­დ­როს არის. ელი­ზა­ბეთ ვერ­ცელ­მა ამ თე­მას მი­უძღ­ვ­ნა ნაშ­რო­მი „პრო­ზა­კის თა­ო­ბა“, სა­დაც აღ­წე­რი­ლია, რო­გორ და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბას იწ­ვევს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა. მა­რი­ხუ­ა­ნას შემ­თხ­ვე­ვა­ში, საქ­მე უფ­რო მსუ­ბუ­ქა­დაა, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა მის და­თეს­ვას, ვფიქ­რობ, თქვენს ეკო­ნო­მი­კას საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ფერ­მე­ბი უფ­რო და­ეხ­მა­რე­ბო­და.
სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი ნარ­კო­მა­ნი­ის­გან გან­კურ­ნე­ბის­თ­ვის გამო­საფხიზ­ლე­ბე­ლი დე­ტოქ­სი­ფი­კა­ციაა, ამა­ვე დროს, მკურ­ნა­ლო­ბამ ყვე­ლა ას­პექ­ტი ერ­თად უნ­და მო­იც­ვას: ბი­ო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი, ეს უნ­და იყოს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით თე­რა­პია. მე­დი­კო­სებს შე­დე­გის მი­ღე­ბა­ში ხელს ისიც უშ­ლის, რო­დე­საც ერ­თხელ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ხელს ჩა­იქ­ნე­ვენ. პი­რი­ქით, რო­ცა ცხენ­ზე ჯდო­მას სწავ­ლობთ, იცით, რომ შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ვარ­დეთ, მაგ­რამ ისევ ჯდე­ბით. მკურ­ნა­ლო­ბის დროს, უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ჩა­ვარ­დ­ნე­ბი ზოგ­ჯერ მეტ ბიძგს იძ­ლე­ვა გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის­თ­ვის.
მკურ­ნა­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ავად­მ­ყო­ფო­ბის ფა­რუ­ლი მხა­რე­ე­ბიც გა­ნი­კურ­ნოს, ნივ­თი­ე­რე­ბა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბევ­რი და­ფა­რუ­ლი მხა­რე აქვს. ხში­რად, თვი­თონ მე­დი­კო­სებ­საც მზად­ყოფ­ნა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რო­გორ ვმკურ­ნა­ლო­ბით, ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი თუ ჰო­ლის­ტი­კუ­რი მე­თო­დე­ბით.
და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ზე­ზად ხში­რად მო­წყე­ნი­ლო­ბა და ფრუს­ტ­რა­ცია სა­ხელ­დე­ბა ღა­რიბ ფე­ნებ­ში, „ლუ­ზე­რო­ბის“ ხში­რად ძა­ხი­ლიც იწ­ვევს ამას, ახ­ლობ­ლე­ბის არაფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხში­რად ნახ­ვაც უწყობს ხელს. მსგავს პა­ცი­ენ­ტებ­თან ხში­რად ვა­ტა­რებ­დი სა­მო­ტი­ვა­ციო გა­სა­უბ­რე­ბას, რომ მთა­ვა­რი მი­ზე­ზი გაგ­ვე­გო. გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მათ ყვე­ლა იმ მო­მენ­ტის გა­აზ­რე­ბა­ში უნ­და და­ვეხ­მა­როთ, თუ რა იწ­ვევს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რა უწყობს ხელს და რა ეხ­მა­რე­ბა გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა­ში. მათ ეს არ­ჩე­ვა­ნი სრუ­ლი­ად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად უნ­და გა­ა­კე­თონ. რაც მთა­ვა­რია, ნივ­თი­ე­რე­ბა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე უარის თქმა სი­მა­მა­ცეს მო­ითხოვს. პა­ცი­ენ­ტი უნ­და მიხ­ვ­დეს, რომ წამ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უფ­რო დი­დი სი­მა­მა­ცეა, ვიდ­რე მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის პა­ცი­ენ­ტ­ზე უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მე არ მჯე­რა, რომ შემ­ც­ვ­ლე­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა, ეს იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. მკურ­ნა­ლო­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი უნ­და იყოს. ჩვენს ეპო­ქა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა. რაც უფ­რო ად­რე აღ­მო­ვა­ჩენთ პრობ­ლე­მას, მით უფ­რო მა­ლე მოხ­დე­ბა მი­სი გა­დაჭ­რა. ამის სა­უ­კე­თე­სო გზა პრე­ვენ­ციაა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აუცი­ლებ­ლად გჭირ­დე­ბათ „ალ­კო­ჰოლ ანო­ნი­მუ­სის“ და „ნარ­კო­ტიკ ანო­ნი­მუ­სის“ მსგავ­სი სერ­ვი­სე­ბი, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ანო­ნი­მუ­რად მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა.
— რამ­დე­ნად ხერ­ხ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტ­თა ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვა ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც ირ­ლან­დიაა?
— ირ­ლან­დი­ა­ში მსგავ­სი სერ­ვი­სე­ბი წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვა პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია. პა­ცი­ენ­ტე­ბი მხო­ლოდ სა­ხელს ამ­ხე­ლენ, გვარს — არა. ანო­ნი­მუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მათ პრობ­ლე­მის გა­აზ­რე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ისე დაწყე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ არც ნარ­კო­ტი­კე­ბის შემ­ც­ვ­ლე­ლებს შე­ეჩ­ვი­ონ. ამა­ვე დროს, უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, რომ, ხში­რად, ახ­ლობ­ლე­ბი ხელს უწყო­ბენ ადა­მი­ა­ნის ნივ­თი­ე­რე­ბა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ტყუ­ი­ლე­ბით, ილუ­ზი­ე­ბით, და­პი­რე­ბე­ბით… სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტ­რებ­ში, მათ ამ ტყუ­ი­ლე­ბის გარ­ჩე­ვა­საც ას­წავ­ლი­ან და მო­მა­ვალ­ში თა­ვის დაც­ვაც უკეთ შე­უძ­ლი­ათ. მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გი უნ­და იყოს ისე­თი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი უმ­წე­ო­ბის გან­ც­დას და­აძ­ლე­ვი­ნებს და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი გზებს და­ა­ნა­ხებს.
— ირ­ლან­დი­ა­ში ერთ-ერ­თი მძი­მე მოვ­ლე­ნა იყო ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ის­ტო­რი­ე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ ირ­ლან­დი­ა­ში ქა­ლე­ბი და მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბი ჯო­ჯო­ხე­თურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, მათ ბავ­შ­ვებს არ­თ­მევ­დ­ნენ, მო­ნე­ბად ამუ­შა­ვებ­დ­ნენ და სა­სი­ცოცხ­ლო საფ­რ­თხეს უქ­მ­ნიდ­ნენ, ხში­რი იყო ამ მი­ზე­ზით ქა­ლე­ბის ემიგ­რა­ცი­აც. ბო­ლო წლებ­ში, მრა­ვა­ლი მსგავ­სი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვე­ბის სიმ­რავ­ლე ეკ­ლე­სი­ე­ბის ეზო­ებ­ში. ამ ფაქ­ტებ­შიც იგ­რ­ძ­ნო­ბა ირ­ლან­დი­ის ის­ტო­რია. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დღე­საც, ქა­ლე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან, ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი ჩვი­ლე­ბი გა­რეთ, ბე­დის იმე­დად და­ტო­ვონ. მკითხ­ვე­ლის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რომ ირ­ლან­დია, დღეს, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ემიგ­რან­ტებ­საც უყ­ვართ. ირ­ლან­დია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გუ­ლუხ­ვი ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში გვხვდე­ბა. რო­გორ მოხ­და ეს, რა და­გეხ­მა­რათ ასე­თი და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?
— თა­ვი­დან, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ირ­ლან­დია მხო­ლოდ სა­ხე­ლი იყო ქა­ღალ­დ­ზე. ჩვენ საკ­მა­ოდ შერ­ყე­უ­ლი ქვე­ყა­ნა გვქონ­და. თუ ქა­ლებს 26 ქვე­ყა­ნა­ში ჰქონ­დათ რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი მა­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში იყო. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ პრობ­ლე­მის სა­თა­ვე რე­ლი­გია იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მორ­წ­მუ­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ, რე­ლი­გი­ის და­ნა­შა­ულს ვერ უარ­ვ­ყოფთ. კა­თო­ლი­კე­ებ­სა და პრო­ტეს­ტან­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბამ წარ­მოშ­ვა მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა ორი­ვე მხა­რეს. 1960 წელს, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა პირ­ვე­ლად მო­ითხო­ვა. აქ ჩნდე­ბა კითხ­ვა, ირ­ლან­დი­ე­ლებ­მა თვი­თონ ხომ არ შექ­მ­ნეს ეს პრობ­ლე­მე­ბი, რად­გან ერ­თ­მა­ნეთ­საც დევ­ნიდ­ნენ? რამ­დე­ნად უნ­და ვიგ­რ­ძ­ნოთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვ­რას ჩვე­ნი კულ­ტუ­რაც გა­ნა­პი­რო­ბებ­და? ქა­ლებ­ზე ხომ მა­თი­ვე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ძა­ლა­დობ­დ­ნენ. რა თქმა უნ­და, ვერ გა­ვექ­ცე­ვით სექ­სიზ­მ­სა და სექ­ტა­რი­ა­ნულ მე­თო­დებს, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში გვქონ­და, ოჯა­ხებს მხო­ლოდ ქა­ლე­ბი უვ­ლიდ­ნენ, ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კი ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბებ­საც ძა­ლი­ან არ­ღ­ვევ­დ­ნენ. პატ­რი­არ­ქა­ტი მო­სახ­ლე­ო­ბას აკონ­ტ­რო­ლებ­და და ხში­რად ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. სწო­რედ ამი­ტომ მო­ვი­პო­ვეთ სე­კუ­ლა­რიზ­მი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა დაგ­ვეც­ვა.
მა­გა­ლი­თად, მე მყავ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც რამ­დენ­ჯერ­მე მირ­ტყა წიგ­ნი, რად­გან მის რწმე­ნას არ ვი­ზი­ა­რებ­დი. მინ­და გითხ­რათ, რომ დღეს მსგავ­სი ქცე­ვის­თ­ვის ის მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ იქ­ნე­ბო­და. ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბა შიმ­ში­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და­იწყო, ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­უ­ლი ემიგ­რან­ტი ირ­ლან­დი­ე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის შე­მოს­ვ­ლით. ისი­ნი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ახ­ლობ­ლებს, ბავ­შ­ვებს. ირ­ლან­დი­ე­ლე­ბი ოჯახ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მშრო­მე­ლი ხალ­ხია. არ და­გა­ვიწყ­დეთ, ჩვენ არას­დ­როს გვქო­ნია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პრობ­ლე­მე­ბის მსგავ­სი, მაგ­რამ გვქონ­და რე­ლი­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. მას შემ­დეგ, რაც სე­კუ­ლა­რიზ­მი გა­მოცხად­და, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ აშ­კა­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და ვი­თა­რე­ბა. ახ­ლა ვფიქ­რობ, რო­დის გახ­და ირ­ლან­დია ბევ­რად ჰუ­მა­ნუ­რი ქვე­ყა­ნა?
90-იანი წლე­ბის და­საწყის­ში, ირ­ლან­დი­ის ტე­ლე­ვი­ზი­ამ და მე­დი­ამ ყვე­ლა დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­შუ­ქე­ბა და მო­ძა­ლა­დე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და­იწყეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ამოძ­რავ­და. თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი და პი­რა­დი ხა­სი­ა­თის ძა­ლა­დო­ბა. ამან მოვ­ლე­ნე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბას შე­უწყო ხე­ლი. ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მას­ვ­ლა პო­ლი­ტი­კუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად და­იწყო, რო­დე­საც ბრი­ტა­ნე­თი დამ­პყ­რობ­ლი­დან თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან პარ­ტ­ნი­ო­რად იქ­ცა.
ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბამ დი­დი რო­ლი ითა­მა­შა ქვეყ­ნის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, ჩვე­ნი გზე­ბი დღეს ბევ­რად უკე­თე­სია, ვიდ­რე ბავ­შ­ვო­ბა­ში მახ­სოვს. მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე. ირ­ლან­დი­ე­ლებ­მა ის­წავ­ლეს ფი­ნან­სუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ღე­ბა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც ევ­რო­პის პე­რი­ფე­რი­ად ით­ვ­ლე­ბა. სამ­შ­ვი­დო­ბო პრო­ცეს­მა, რო­მე­ლიც 1994 წელს და­იწყო და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, გზა გა­უხ­ს­ნა ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ქვე­ყა­ნა­ში. ამ მოვ­ლე­ნე­ბამ­დე, უმუ­შევ­რო­ბა ეროვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა იყო, დღეს ირ­ლან­დი­ელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­საქ­მე­ბუ­ლია.
თქვენს კითხ­ვა­ში, ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აღ­ნიშ­ნეთ, რომ ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა არა მხო­ლოდ ირ­ლან­დი­ის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გან­ხილ­ვის თე­მაა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ებ­რ­ძ­ვის ბუ­ლინგს და ჩაგ­ვ­რას. აქ გვერდს ვერ ავუვ­ლით იმას, რომ კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი წარ­სუ­ლის დაძ­ლე­ვამ ქა­ლებ­სა და ბავ­შ­ვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მაც დაძ­ლია. ის­ტო­რი­უ­ლად რთულ პე­რი­ოდ­ში, ქა­ლე­ბი უფ­რო ზი­ან­დე­ბოდ­ნენ, რად­გან მა­თი მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც ბევ­რად მწი­რი იყო. ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბას სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბაც იწ­ვევს.
დე ვე­ლე­რას მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ირ­ლან­დი­ე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ღა­რი­ბი და მში­ე­რი იყო, ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი და მა­თი დე­დე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან გა­რი­ყუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რა­ი­მე­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბო­და. ეს სა­ში­ნე­ლი ირ­ლან­დია იყო, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბას არ ცნობ­დ­ნენ. დღეს ეს ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლი­ლია.
ადა­მი­ა­ნებს ეს­მით, რომ ეს პი­რა­დი, მაგ­რამ არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი სა­კითხია და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლია. მეც ვფიქ­რობ, რომ ამ ბო­ლო ათ­წ­ლე­ულ­ში, 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ქა­ლა­ქედ ვი­ქე­ცი. მულ­ტი­კულ­ტუ­რა­ლიზ­მი ბევრ რა­მეს გვას­წავ­ლის და ჩვენს თავს გა­რე­და­ნაც ვხე­დავთ. ამომ­რ­ჩე­ვე­ლი წლი­დან წლამ­დე უკე­თეს მმარ­თ­ვე­ლო­ბას და უკე­თეს პო­ლი­ტი­კო­სებს ითხოვს. ახ­ლა მე­დი­ცი­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზეც ვმუ­შა­ობთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რად მოხ­და.
ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბამ, ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­გეს, რომ რა­ღაც მხო­ლოდ მათ არ ემარ­თე­ბათ, ეს რა­ღაც ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებს, რა­ღა­ცა­ში ერ­თ­მა­ნე­თის მოს­მე­ნა შეგ­ვიძ­ლია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­რო გან­ვი­თარ­და.
ამა­ვე დროს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ღა­რი­ბი ფე­ნე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ბევ­რად ამ­ცი­რებს კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის რიცხვს. დღეს ირ­ლან­დი­ის კუნ­ძულ­ზე მშვი­დო­ბა სუ­ფევს. ამ გა­მოც­დი­ლე­ბით, ვფიქ­რობ, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას.
მე და­ვი­ბა­დე ირ­ლან­დი­ის დეს­პო­ტუ­რი და ჩრდი­ლო­ვა­ნი წყო­ბის ბო­ლო დე­კა­და­ში და დღეს სულ სხვა, თა­ნა­მედ­რო­ვე, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები