COVID-19 და ცვლი­ლე­ბე­ბი მსოფლიო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში

556
COVID-19-ის შე­დე­გად სკო­ლე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­ხუ­რუ­ლია. 1.2 მი­ლი­არ­დი ბავ­შ­ვი საკ­ლა­სო ოთა­ხის გა­რე­თაა დარ­ჩე­ნი­ლი.
ამის შე­დე­გად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვა­ლა, თვალ­სა­ჩი­ნოდ გა­ი­ზარ­და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა – ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ სკო­ლის გა­რეთ, ციფ­რულ პლატ­ფორ­მებ­ზე.
კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბას ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ამ მხრივ, შე­იძ­ლე­ბა, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ იქ­ნეს.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, დღეს­დღე­ო­ბით, მსოფ­ლი­ოს 186 ქვე­ყა­ნა­ში ,1.2 მი­ლი­არ­დ­ზე მე­ტი ბავ­შ­ვი სკო­ლის გა­რეთ რჩე­ბა. და­ნი­ა­ში 11 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­სა და სკო­ლებ­ში ბრუნ­დე­ბი­ან, სამ­ხ­რეთ კო­რე­ა­ში კი მოს­წავ­ლე­ე­ბი ვი­დე­ო­ზა­რე­ბით უკავ­შირ­დე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლებს.
საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის ამ უეცა­რი ჩა­ნაც­ვ­ლე­ბის გა­მო ბევრს აინ­ტე­რე­სებს, გაგ­რ­ძელ­დე­ბა თუ არა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა პან­დე­მი­ის შემ­დეგ და რო­გორ იმოქ­მე­დებს იგი მსოფ­ლიო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე.
COVID-19-ის გა­მო­ჩე­ნამ­დეც შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბა­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და მა­თი ფუნ­ქ­ცი­ის ზრდა, იქ­ნე­ბო­და ეს ენე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბე­ბი, ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი თუ ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა კი­დევ უფ­რო გა­ი­ზარ­და COVID-19-ის პი­რო­ბებ­ში.
რო­გორ პა­სუ­ხობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტო­რი COVID-19-ის გა­მოწ­ვე­ვას

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოთხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ბევ­რი პროგ­რა­მა სთა­ვა­ზობს მომ­ხ­მა­რე­ბელს უფა­სო წვდო­მას მათ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს ისეთ პლატ­ფორ­მას, რო­გო­რი­ცაა BYJU’s — ბენ­გა­ლუ­რუ­ში (ინ­დო­ე­თი) და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ფირ­მა, რო­მე­ლიც 2011 წელს და­არ­ს­და და, დღეს­დღე­ო­ბით, ამ სფე­რო­ში მსოფ­ლი­ოს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პა­ნიაა. მას მე­რე, რაც კომ­პა­ნი­ამ უფა­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბი შე­მო­ი­ღო, Think and Learn აპ­ლი­კა­ცი­ით, ახა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 200%-ით გა­ი­ზარ­და.

ჩი­ნუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის – ტენ­სენ­ტის საკ­ლა­სო ოთა­ხი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბამ სტუ­დენ­ტებს მოს­თხო­ვა, ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მებ­ზე გა­ნაგ­რ­ძონ სწავ­ლა. ეს უდი­დე­სი „ონ­ლა­ინ მოძ­რა­ო­ბაა“ გა­ნათ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში – იუჰან­ში 730.000 სტუ­დენ­ტი ტენ­სენ­ტის K-12 ონ­ლა­ინ სკო­ლა­ში ეს­წ­რე­ბა გაკ­ვე­თი­ლებს.

სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი ერ­თი ფან­ჯ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს. მა­გა­ლი­თად, სინ­გა­პურ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პა­კე­ტი Lark მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს ული­მი­ტო დროს სთა­ვა­ზობს ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის­თ­ვის, ასე­ვე, ავ­ტო­მა­ტურ თარ­გ­მანს, ერ­თობ­ლი­ვი რე­დაქ­ტი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, საზ­რი­ა­ნი კა­ლენ­დ­რის დახ­მა­რე­ბით გან­რი­გის შედ­გე­ნას და სხვა   ფუნ­ქ­ცი­ებს.

Alibaba-მ, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, გა­ა­ფარ­თო­ვა თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.  ზო­გი­ერ­თ­მა სკო­ლამ ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ებ­თან და­იწყო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, ლოს ან­ჯე­ლე­სის სკო­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­სა და P-ს შე­თან­ხ­მე­ბით,   ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­არ­ხებ­ზე და­იწყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­და­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ასაკ­ზე. BBC დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მობს ვირ­ტუ­ა­ლურ სწავ­ლე­ბას; ეს პროგ­რა­მე­ბი მთელ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­შია ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ჩაბ­მუ­ლი არი­ან ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სას­წავ­ლო გა­და­ცე­მებ­ში — ცნო­ბი­ლი ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლი, სერ დე­ვიდ ატენ­ბო­რო გე­ოგ­რა­ფი­ას ას­წავ­ლის და ოკე­ა­ნე­ებ­ზე უამ­ბობს მათ, მან­ჩეს­ტერ-სი­თის არ­გენ­ტი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სერ­ხიო აგუ­ე­რო ელე­მენ­ტა­რუ­ლი ფრა­ზე­ბის წარ­მოთ­ქ­მას და თვლას ას­წავ­ლის პა­ტა­რებს ეს­პა­ნუ­რად, პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი ლი­ამ პე­ი­ნი და მე­იბ­ლი მუ­სი­კა­სა და წე­რა-კითხ­ვას ას­წავ­ლი­ან, ფი­ზი­კო­სი ბრა­ი­ან კოქ­სი, პრო­ფე­სო­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო გა­და­ცე­მის წამ­ყ­ვა­ნი, ბავ­შ­ვებს მზის სის­ტე­მა­სა და გრა­ვი­ტა­ცი­ა­ზე ესა­უბ­რე­ბა ბავ­შ­ვებს.

რას ნიშ­ნავს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი სა­მო­მავ­ლოდ

ზო­გი ფიქ­რობს, რომ და­უ­გეგ­მა­ვი და სწრა­ფი გა­დას­ვ­ლა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე, ყო­ველ­გ­ვა­რი წვრთნის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სიმ­წი­რის და მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე, კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ვერ იქ­ნე­ბა მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის, ზოგს კი სჯე­რა, რომ ახა­ლი, ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სარ­გებ­ლო­ბას მო­ი­ტანს; გა­ნათ­ლე­ბა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­ტეგ­რა­ცია უფ­რო სწრა­ფი ტემ­პით გან­ვი­თარ­დე­ბა და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთ კომ­პო­ნენ­ტად იქ­ცე­ვა.

ამ­გ­ვა­რი სწავ­ლე­ბა უკ­ვე წარ­მა­ტე­ბი­თაა და­ნერ­გი­ლი სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მა­გა­ლი­თად, ჟე­ჯი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 5.000-ზე მე­ტი ონ­ლა­ინ კურ­სია შე­მო­ღე­ბუ­ლი, ლონ­დო­ნის სა­მე­ფო კო­ლე­ჯი, კო­რო­ნა­ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სტუ­დენ­ტებს ონ­ლა­ინ კურ­სე­ბის მთელ პა­კეტს სთა­ვა­ზობს.

ბევრ ლექ­ტორს ეჭ­ვი აღარ ეპა­რე­ბა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის სი­კე­თე­ში. იორ­და­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, დოქ­ტო­რი ამ­ჯე­დი აბობს: „ამან სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა სწავ­ლე­ბის მე­თო­დი. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით უფ­რო ეფექ­ტუ­რად და შე­დე­გი­ა­ნად ვუ­კავ­შირ­დე­ბი სტუ­დენ­ტებს ჩატ­ჯ­გუ­ფებ­ში, ვი­დეო შეხ­ვედ­რებ­ზე, ერ­თ­მა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ დო­კუ­მენ­ტებს. ჩემს სტუ­დენ­ტებს ასე უფ­რო ეად­ვი­ლე­ბათ. ისი­ნი Lark-ის აქ­ტი­უ­რი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი არი­ან. ამ სის­ტე­მას კო­რო­ნა­ვი­რუ­სის შემ­დე­გაც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ. მჯე­რა, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სა და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის შერ­წყ­მა ძალ­ზე ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა“.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი

აუცი­ლე­ბე­ლია ამ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა. სტუ­დენ­ტებს ყველ­გან ერ­თ­ნა­ი­რად არ მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი ინ­ტერ­ნეტ­სა თუ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე; ეს ხარ­ვე­ზი შე­ი­ნიშ­ნე­ბა რო­გორც სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, ასე­ვე ერ­თი და იმა­ვე ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნშიც. მა­გა­ლი­თად, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ნორ­ვე­გი­ა­სა და ავ­ს­ტ­რი­ა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის 95%-ს სა­კუ­თა­რი კომ­პი­უ­ტე­რი აქვს სას­კო­ლო და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში კი ამ­გ­ვა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის რიცხ­ვი მხო­ლოდ 34%-ია.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში თვალ­სა­ჩი­ნო სხვა­ო­ბაა პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ და და­უც­ველ ფე­ნებს შო­რის – შეძ­ლე­ბულ ოჯა­ხებ­ში ყვე­ლა 15 წლის ბავშვს აქვს სა­კუ­თა­რი კომ­პი­უ­ტე­რი, ღა­რიბ ოჯა­ხებ­ში კი 25%-ს არა აქვს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სკო­ლე­ბი ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხე­ბის შვი­ლებს ციფ­რუ­ლი ხელ­საწყო­ე­ბით, ასე მოხ­და ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში, ახალ სამ­ხ­რეთ უელ­ს­ში.

ეფექ­ტუ­რია თუ არა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა

მათ­თ­ვის, ვი­საც ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბა, აშ­კა­რაა, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რივ უფ­რო ეფექ­ტუ­რია. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სტუ­დენ­ტე­ბი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 25-60%-ით მეტ მა­სა­ლას ით­ვი­სე­ბენ, ვიდ­რე საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და აუდი­ტო­რი­ებ­ში. აქ ათ­ვი­სე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 8-10%-ია. ელექ­ტ­რო­ნუ­ლად სწავ­ლას 40-60%-ით ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ტრა­დი­ცი­ულ სწავ­ლას საკ­ლა­სო ოთახ­ში. სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვად აწე­სე­ბენ სწავ­ლის ტემპს: შე­უძ­ლი­ათ უკან დაბ­რუ­ნე­ბა და გა­და­კითხ­ვა, თვი­თონ წყვე­ტენ, რამ­დე­ნი დრო სჭირ­დე­ბათ ამა თუ იმ სა­კითხის ასათ­ვი­სებ­ლად.

თუმ­ცა, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით. ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ად­რე­ულ ასაკ­ში, დად­გე­ნი­ლი გრა­ფი­კი და გარ­კ­ვე­უ­ლი გა­რე­მო სჭირ­დე­ბათ, რად­გან მათ ად­ვი­ლად ეფან­ტე­ბათ ყუ­რადღე­ბა. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის სრუ­ლად გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, სა­ჭი­როა, ბავ­შ­ვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბით. კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ პა­ტა­რე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკეთ ით­ვი­სე­ბენ მა­სა­ლას, რო­ცა სწავ­ლა სა­ხა­ლი­სოა, რა­საც ხელს უწყობს თა­მა­შე­ბის ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.   ამ მხრივ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შეც­ვ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბა

აშ­კა­რაა, რომ პან­დე­მი­ამ მთლი­ა­ნად მო­შა­ლა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, თუმ­ცა, ბევრს მი­აჩ­ნია, რომ იგი ისე­დაც შე­საც­ვ­ლე­ლი იყო. იერუ­სა­ლი­მის ებ­რა­უ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, მკვლე­ვა­რი იუვალ ნოე ჰა­რა­რი, თა­ვის წიგ­ნ­ში „21 გაკ­ვე­თი­ლი XXI სა­უ­კუ­ნის­თ­ვის“, აღ­წერს, თუ რო­გორ ეფუძ­ნე­ბი­ან სას­წავ­ლებ­ლე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლი, აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბათ ისე­თი უნა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და ადაპ­ტი­რე­ბა, რაც უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი გახ­დეს გა­ნათ­ლე­ბის უფ­რო ახა­ლი, ეფექ­ტუ­რი მე­თო­დის შე­საქ­მ­ნე­ლად? სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წრე­ებ­ში ბევ­რი გეგ­მავს, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა მე­თო­დი­კის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად აქ­ცი­ოს.

ასეა თუ ისე, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ცხა­დი გახ­და, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის უსაზღ­ვ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი დღემ­დე ნაკ­ლე­ბად იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და რომ ამ­გ­ვა­რი სწავ­ლე­ბის ფარ­თოდ და­ნერ­გ­ვას დი­დი სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია.

მო­ამ­ზა­და ნი­ნო ქა­ჯა­ი­ამ

მასალა მომ­ზა­დე­ბუ­ლია „World Economic Forum“-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით

დატოვეთ კომენტარი