24 ნოემბერი, კვირა, 2024

CK-12 პლატფორმის გამოყენება სასწავლო პროცესში

spot_img

ქე­თე­ვან სე­ფი­აშ­ვი­ლი

2021 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ათე­უ­ლის წევ­რი, თბი­ლი­სის მე-10 სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მინ­და გე­სა­უბ­როთ ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მის შე­სა­ხებ — https://www.ck12.org. CK-12 სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ნორ­ვე­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს, ნორ­ვე­გი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ა­გენ­ტოს (სტატ­პე­დი) და გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია. პროგ­რა­მა მიზ­ნად ისა­ხავს ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ხა­რის­ხი­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მი­ერ და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2021-2023 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში.

CK-12 დამ­ხ­მა­რე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ონ­ლა­ინ სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, ფლეშ­ბა­რა­თე­ბი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნებ­ში: მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია, ფი­ზი­კა და ა.შ.

ამ პლატ­ფორ­მის უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია: მას­წავ­ლე­ბელს – ახ­ს­ნი­სა და მა­სა­ლის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლეს — და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლის.

ამ სა­იტს ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­ყე­ნებ­დი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, გა­დას­ვ­ლის­თა­ნა­ვე და მა­ნამ­დეც, ვი­ყე­ნებ­დი სი­მუ­ლა­ცი­ებ­სა და სუ­რა­თებს, ასე­ვე, თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას.

ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ჩემ­თ­ვის იმის გა­გე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ა­სა და ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მას შო­რის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორ­მ­და, რო­მელ­საც ხე­ლი მო­ა­წე­რეს გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ირი­ნა ხან­თა­ძემ და CK-12-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ნი­რუ ხოს­ლამ. კო­ა­ლი­ცი­ამ სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო ამ მა­სა­ლე­ბის თარ­გ­მ­ნა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ძა­ლი­ან მა­ლე შეძ­ლო ფლექს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ქარ­თ­ველ მომ­ხ­მა­რებ­ლამ­დე მი­ტა­ნა.

2021 წლის ზაფხულ­ში კონ­სულ­ტანტ მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­კურ­სი გა­მოცხად­და, საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით, 2021 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს კი, კონ­სულ­ტანტ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მ­და. ჩა­ტარ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა, სა­დაც ირი­ნა ხან­თა­ძემ და თა­მუ­ნა გურ­გე­ნი­ძემ კონ­სულ­ტანტ მას­წავ­ლებ­ლებს მა­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი გა­აც­ნეს, ხო­ლო მთარ­გ­მ­ნე­ლებ­მა: ანა კინ­წუ­რაშ­ვილ­მა, თი­ნა­თინ ზარ­დი­აშ­ვილ­მა და სხვებ­მა თარ­გ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს.

თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის კონ­სულ­ტან მას­წავ­ლე­ბელს მი­ნი-ჯგუ­ფებ­თან მუ­შა­ო­ბა და ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თ­ვის ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მის გაც­ნო­ბა და­ე­ვა­ლა. კონ­კ­რე­ტუ­ლად ფი­ზი­კა­ში 6 კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ირ­ჩა.

 

ახ­ლა კი, კონ­კ­რე­ტუ­ლად CK-12-ისა და ფი­ზი­კის შე­სა­ხებ. ქარ­თულ ენა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და 3 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (7, 8, 9 კლა­სე­ბი) და +1 — ფი­ზი­კოს­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი.

 

თი­თო­ე­ულ თავ­ში ჩაშ­ლი­ლია სა­კითხე­ბი. მა­გა­ლი­თის­თ­ვის მო­გიყვნთ ერთ პა­რაგ­რაფს მე-8 კლა­სი­დან – 3.10 ბერ­კე­ტი.

ამ პა­რაგ­რაფ­ში, თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას­თან ერ­თად, მოყ­ვა­ნი­ლია იუთუ­ბის არ­ხ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი, ასე­ვე, მო­ცე­მუ­ლია ბერ­კე­ტე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცია, აქ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ნიშ­ვ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (HIHGLIGHT TEXT)

რაც მთა­ვა­რია, გაკ­ვე­თილ­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლია სი­მუ­ლა­ცია და სა­მუ­შაო ფურ­ც­ლე­ბიც, სა­მუ­შაო ფურ­ც­ლებს თან ახ­ლავს სი­მუ­ლა­ცი­ე­ბის ლინ­კე­ბი https://www.ck12.org/physics/Mechanical-Advantage/

 

რო­გორც ყვე­ლა პა­რაგ­რაფს, ამ პა­რაგ­რაფ­საც ერ­თ­ვის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი.

 

სწო­რედ ამი­ტომ არის CK-12 პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას, სას­წავ­ლო და­ნა­კარ­გე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, სა­სურ­ვე­ლია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ამ პლატ­ფორ­მის ჩარ­თ­ვა.

დის­ტან­ცი­უ­რი/ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ, და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ი­ძი­ონ სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი­თა და ვი­დე­ო­რე­სურ­სე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი სა­სურ­ვე­ლი თე­მა მშობ­ლი­ურ ენა­ზე, გა­ი­მე­ო­რონ გავ­ლი­ლი თე­მე­ბი და შე­ი­მეც­ნონ ახა­ლი მა­სა­ლა. ამ სა­ი­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, ვი­მე­დოვ­ნებ, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი.

ასე­ვე ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი აუცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ CK-12 პლატ­ფორ­მას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მე კი, ჩემს კო­ლე­გა კონ­სულ­ტანტ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, შე­ვეც­დე­ბი, პლატ­ფორ­მა ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში დავ­ნერ­გო.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები