13 ივნისი, პარასკევი, 2025

„Adolescence“ – მო­ზარ­დო­ბა, რო­მელ­საც თვა­ლი უნ­და გა­ვუს­წო­როთ

spot_imgspot_img
მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

!!გაფ­რ­თხი­ლე­ბა: წე­რილ­ში გამ­ჟ­ღავ­ნე­ბუ­ლია სე­რი­ა­ლის ში­ნა­არ­სი და მას­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი

 

Adolescence Netflix-ის ახა­ლი მი­ნი­სე­რი­ა­ლია, რო­მელ­მაც მა­ყუ­რებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. Adolescence შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­სურ­სია, რომ­ლი­თაც შეგ­ვიძ­ლია ვიმ­ს­ჯე­ლოთ მო­ზარ­დე­ბის წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, საფ­რ­თხე­ებ­ზე, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია მათ სთა­ვა­ზობს, სას­კო­ლო გა­რე­მო­სა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ზე, მშობ­ლო­ბა­სა და მშობ­ლის როლ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში და, რა თქმა უნ­და, ზო­გა­დად სიყ­მაწ­ვი­ლე­ზე – უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ეტაპ­ზე, რო­მელ­საც ყვე­ლამ თვა­ლი უნ­და გა­ვუს­წო­როთ.

Adolescence, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ფიქ­რის სა­ბაბს აჩენს, მო­ზარ­დე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბულ საფ­რ­თხე­ებ­ზე ძა­ლი­ან ნათ­ლად და ყო­ველ­გ­ვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე მი­უ­თი­თებს; ის ესა­უბ­რე­ბა მო­ზარ­დე­ბის ბე­დის გან­მ­კარ­გავ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს და ცი­ვი შხა­პის ეფექ­ტით აფხიზ­ლებს მათ. მი­უ­ხე­და­ვად სე­რი­ა­ლი­სად­მი ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, მი­ნა­ხავს იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წე­რი­ლე­ბიც. რო­გორც ვხვდე­ბი, ისი­ნი ელო­დე­ბოდ­ნენ სე­რი­ალს იმა­ზე, რო­გო­რი სას­ტი­კი შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­ზარ­დი, რომ ერ­თი შე­ხედ­ვით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, წყნა­რი ბი­ჭი შე­იძ­ლე­ბა ცივ­სის­ხ­ლი­ან მკვლე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნოს, მაგ­რამ სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვათ, ეს 4-სა­ა­თი­ა­ნი ფილ­მი გა­ცი­ლე­ბით უფ­როს მტკივ­ნე­უ­ლია, ვიდ­რე ეს შე­იძ­ლე­ბა ერ­თი შე­ხედ­ვით ჩან­დეს. ეს ტკი­ვი­ლი ანად­გუ­რებს მშობ­ლებს, ფსი­ქო­ლო­გებს, დებს, გარ­შე­მომ­ყო­ფებს, და პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მო­ზარ­დებს: მკვლე­ლებ­საც და მოკ­ლუ­ლებ­საც…

Adolescence არ არის დე­ტექ­ტი­უ­რი სე­რი­ა­ლი; აქ არა­ვინ იძი­ებს, თუ ვინ მოკ­ლა 13 წლის კე­ტი ლე­ო­ნარ­დი, რად­გან ეს მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის და­საწყის­ში­ვე უკ­ვე ნა­თე­ლია.

ვფიქ­რობ, სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რის, 13 წლის  ჯე­ი­მი მი­ლე­რის ამ­ბა­ვი მშობ­ლე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და კი­დევ უამ­რა­ვი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებ­თან და მო­ზარ­დებ­თან ვმუ­შა­ობთ, დაგ­ვა­ფიქ­რებს, რა ვი­ცით და უფ­რო მე­ტად, რა არ ვი­ცით მო­ზარ­დებ­ზე, მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, მათ წი­ნა­შე მდგარ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და იმ საფ­რ­თხე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მათ ოთა­ხებ­ში ღა­მით აციმ­ცი­მე­ბულ ეკ­რა­ნებს მო­აქვს.

ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ სე­რი­ალ­ზე და­ვიწყებ­დე სა­უ­ბარს და გა­მოვ­ყოფ­დე ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გზავ­ნი­ლებს, იქამ­დე მინ­და ორი რამ აღ­ვ­ნიშ­ნო:

  1. ქარ­თუ­ლი ენის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნის მი­ხედ­ვით, მო­ზარ­დი არის ვინ­მე ან რა­მე, რო­მე­ლიც ზრდის პრო­ცეს­შია, ანუ ზრდა­და­უს­რუ­ლე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ის ად­გას გზას, რო­მელ­მაც ზრდას­რუ­ლო­ბამ­დე უნ­და მი­იყ­ვა­ნოს. სწო­რედ ეს გზაა ყვე­ლა­ზე რთუ­ლად გა­სავ­ლე­ლი და ამ გზა­ზე მო­ზარ­დებს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­გან ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბათ;
  2. სე­რი­ა­ლი, ერ­თი შე­ხედ­ვით, სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბით იწყე­ბა: მა­მას მო­ზარ­დი შვი­ლი სწერს, რომ მუ­ცე­ლი სტკი­ვა და უნ­და, რომ სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნის ნე­ბა დარ­თოს. მა­მა, დე­ტექ­ტი­ვი ბას­კომ­ბი, თა­ნამ­შ­რო­მელ ქალს ეუბ­ნე­ბა, რომ ბი­ჭი უკ­ვე ხში­რად იქ­ცე­ვა ასე, რად­გან უბ­რა­ლოდ ეზა­რე­ბა სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. გთხოვთ, ეს ამ­ბა­ვი კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ.

ჯე­ი­მი მი­ლერს პო­ლი­ცია სა­კუ­თარ ოთახ­ში, დი­ლა­ად­რი­ან და­ა­პა­ტიმ­რებს (აქ­ვე აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად დაც­ლი­ლია ძა­ლა­დო­ბის სურ­ვი­ლის­გან და ზიზღის­გან, მა­ში­ნაც კი, რო­ცა საქ­მე შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულს ეხე­ბა). ბი­ჭი ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლია, უნე­ბუ­რად ჩა­ის­ვე­ლებს. ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია, მთე­ლი ოჯა­ხი, მათ შო­რის, ჯე­ი­მიც. ჩნდე­ბა ეჭ­ვი: რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს სი­მარ­თ­ლე იყოს? მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი ამ­ტ­კი­ცებს, რომ ამ უწყი­ნარ­მა ბიჭ­მა თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა.

რო­გორ მი­ვი­და ყვე­ლა­სა­გან შე­უმ­ჩ­ნევ­ლად 13 წლის მო­ზარ­დი აქამ­დე? იქ­ნებ მა­მა ძა­ლა­დობ­და მას­ზე? იქ­ნებ მა­მა დე­და­ზე ძა­ლა­დობ­და? მო­ზარ­დი ხომ ყვე­ლა­ფერს ის­რუ­ტავს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმას, რა­საც ოჯახ­ში ან სკო­ლა­ში ხე­დავს, რა­საც მი­სი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი აკე­თე­ბენ.

მაგ­რამ მა­მა­მი­სი ასე­თი კა­ცი არაა. მე­ტიც – ჯე­ი­მის მა­მა თა­ვად იყო მშობ­ლის­გან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი, და სწო­რედ ამი­ტომ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ თა­ვად სხვაგ­ვა­რი მშო­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მას თა­ვი­სი ცო­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ამ ოჯახ­ში არ ჩანს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბო­და მო­ზარ­დის ფსი­ქი­კა და­ე­მა­ხინ­ჯე­ბი­ნა. და ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორ მოხ­და, რომ ჯე­ი­მი ასე­თი გახ­და? – და­უს­რუ­ლებ­ლად ეკითხე­ბა მა­მა სა­კუ­თარ თავს და პა­სუხს ვერ პო­უ­ლობს.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ერ­თი დე­ტა­ლი, რო­მელ­ზეც ჯე­ი­მის დე­და ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას: ჯე­ი­მი ღა­მით ყო­ველ­თ­ვის სახ­ლ­ში იყო, ის არ და­დი­ო­და სა­შიშ ად­გი­ლებ­ში, მშობ­ლებს გუ­ლი დამ­შ­ვი­დე­ბუ­ლი ჰქონ­დათ, ბი­ჭი ხომ სა­კუ­თარ ოთახ­ში იყო, არა­ვის არა­ფერს უშა­ვებ­და და არც მას აყე­ნებ­და ვინ­მე ზი­ანს, მა­გა­ლი­თად, არ იყო იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ის სახ­ლ­ში და­სის­ხ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი დაბ­რუნ­დე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი, რო­ცა გავ­ძა­ხებ­დი, რომ უკ­ვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იყო და უნ­და და­ე­ძი­ნა, ხმას არ იღებ­და, უბ­რა­ლოდ სი­ნათ­ლეს აქ­რობ­დაო.

ამი­ტომ, კარ­გად დავ­ფიქ­რ­დეთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით, თა­ნაც უკონ­ტ­რო­ლოდ, ისარ­გებ­ლონ ბავ­შ­ვებ­მა და მო­ზარ­დო­ბა­ში ახ­ლად ფეხ­შედ­გ­მულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ეს სივ­რ­ცე ძა­ლი­ან ბევრ ხა­ფანგს სთა­ვა­ზობს?

კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა, მა­ნი­პუ­ლა­ცია, შე­უ­რაცხ­ყო­ფა, იდე­ა­ლუ­რად შე­ფუ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცქე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის სი­ძულ­ვი­ლი, მი­უ­ღებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ზე­მო­დან თა­ნა­ტო­ლე­ბის და­ცინ­ვა შე­იძ­ლე­ბა და­ერ­თოს – ეს ხომ საფ­რ­თხე­ე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო მო­ზარ­დებს უქა­დის, ვიდ­რე ისი­ნი ის­წავ­ლი­ან მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას­თან, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ან სი­ძულ­ვი­ლის ენას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას.

რა შე­უძ­ლი­ათ ამ დროს მას­წავ­ლებ­ლებს და მშობ­ლებს? Adolescence გვე­კითხე­ბა: ვიც­ნობთ თუ არა ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს ან სა­კუ­თარ შვი­ლებს? ვი­ცით ახა­ლი თა­ო­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი, ცხოვ­რე­ბის წე­სი? ვი­ცით, რო­გორ ურ­თი­ერ­თო­ბენ სამ­ყა­როს­თან, რა ფა­რუ­ლი კო­დე­ბით სა­უბ­რო­ბენ ერ­თ­მა­ნეთ­თან?

ახ­ლა გა­გახ­სე­ნებთ იმ ამ­ბავს, რომ­ლის და­მახ­სოვ­რე­ბაც ზე­მოთ უკ­ვე გთხო­ვეთ: ამ­ბა­ვი დე­ტექ­ტი­ვი ბას­კომ­ბი­სა და მი­სი შვი­ლის შე­სა­ხებ.

მოკ­ლუ­ლი გო­გოს საქ­მის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად მი­სუ­ლი დე­ტექ­ტი­ვი თა­ვი­სი შვი­ლის სკო­ლა­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. ბი­ჭი მსხვერ­პ­ლ­საც იც­ნობ­და და ჯე­ი­მი­საც. და რო­ცა ხე­დავს, რო­გორ არას­წო­რად მიჰ­ყავს მა­მას გა­მო­ძი­ე­ბა, მას­თან სა­უბ­რის სურ­ვილს იჩენს. რა ხდე­ბა ამ დროს? დე­ტექ­ტი­ვი, რო­მე­ლიც უკ­ვე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ სკო­ლა­ში მის შვილს ჩაგ­რა­ვენ (გა­მო­ძი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, აკ­ვირ­დე­ბა თა­ვი­სი შვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას), ბიჭ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა ძა­ბავს; შე­ში­ნე­ბუ­ლია, რო­ცა შვი­ლი მას­თან სა­უ­ბარს გა­დაწყ­ვეტს, რად­გან ფიქ­რობს, რომ მის თავს რა­ღაც ძა­ლი­ან ცუ­დი ხდე­ბა, რომ  ახ­ლა თა­ვის პრობ­ლე­მებ­ზე უნ­და უამ­ბოს, რო­მელ­თა შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­და; ეში­ნია იმის, რაც შე­იძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნოს. დი­ახ, კა­ცი აანა­ლი­ზებს, რომ მუც­ლის ტკი­ვი­ლის მო­მი­ზე­ზე­ბა სი­ზარ­მა­ცე კი არ იყო, არა­მედ ბუ­ლინ­გის­გან თავ­და­საღ­წე­ვი გზა.

მაგ­რამ ბი­ჭი სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უ­ბარს არ აპი­რებს. მა­მას მხო­ლოდ იმას ახ­ვედ­რებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ მი­დის, რად­გან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი სუ­ლაც არ ნიშ­ნავ­და იმას, რომ მოკ­ლუ­ლი გო­გო ჯე­ი­მის მი­მართ და­დე­ბი­თად იყო გან­წყო­ბი­ლი, რომ მას აფა­სებ­და და ზე­მო­დან არ უყუ­რებ­და. ეს კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უამ­რავ, ერ­თი შე­ხედ­ვით სრუ­ლი­ად უწყი­ნარ სიმ­ბო­ლოს შე­ი­ცავ­და, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ბუ­ლინ­გი­სა და შე­უ­რაცხ­ყო­ფის უზარ­მა­ზარ ინ­ფორ­მა­ცი­ას ატა­რებს. ცალ­კეა კო­დუ­რი სიტყ­ვე­ბი, რო­მელ­თა გა­რე­შეც მო­ზარ­დე­ბის სამ­ყა­როს კარს, უბ­რა­ლოდ, ვე­რას­დ­როს შე­ა­ღე­ბენ მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ფილ­მ­ში არის ერ­თი სცე­ნა, თით­ქოს ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი: მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ ხვდე­ბა, რა სიტყ­ვებ­ზე, რა სიმ­ბო­ლო­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რად­გან მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ებს არ იც­ნო­ბენ, არ იცი­ან მა­თი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. არ იცი­ან, სად სტკი­ვათ, რა სტკენთ და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეტ­კი­ნოთ.

ამას­თა­ნა­ვე, სას­კო­ლო გა­რე­მო თით­ქოს მიმ­ღე­ბე­ლიც კია ბავ­შ­ვე­ბის აგ­რე­სი­ის, თით­ქოს ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­მეა. და ეს აგ­რე­სია მე­ტას­ტა­ზე­ბი­ვი­თაა უკ­ვე მო­დე­ბუ­ლი გა­რე­მოს: მოს­წავ­ლე­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს ეუხე­შე­ბი­ან, ერ­თ­მა­ნეთს დას­ცი­ნი­ან, მო­ზარ­დო­ბის თან­მ­დე­ვი აგ­რე­სია ყველ­გან იფ­რ­ქ­ვე­ვა, მაგ­რამ მის გარ­დაქ­მ­ნას არა­ვინ ცდი­ლობს. მშობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მთა­ვა­რია, შვი­ლი ღა­მით სახ­ლ­ში ჰყავ­დეთ, მას­წავ­ლებ­ლებს კი მი­აჩ­ნი­ათ, რომ მთა­ვა­რია, თა­ვი­ანთ სა­გან­ში გაკ­ვე­თი­ლი რო­გორ­მე ჩა­ა­ტა­რონ და მე­რე საკ­ლა­სო ოთა­ხი­დან გა­იქ­ც­ნენ.

სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ ძა­ლა­დო­ბენ, სახ­ლ­ში მშობ­ლე­ბი არ ძა­ლა­დო­ბენ, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბა ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­შია და ყვე­ლა ად­გი­ლი­დან ჟო­ნავს, ხო­ლო მო­ზარ­დე­ბის სამ­ყა­როს არ­ცოდ­ნა, თით­ქოს ყვე­ლას და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ ხდის.

რე­ჟი­სორს კად­რ­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­მოჰ­ყავს ჯე­ი­მის თა­ნაკ­ლა­სე­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სიკ­ვ­დილ­ზე ისე­თი ირო­ნი­ი­თა და გულ­გ­რი­ლო­ბით სა­უბ­რობს, ტან­ში უსი­ა­მოვ­ნო ჟრუ­ან­ტელ­მა შე­იძ­ლე­ბა და­გი­ა­როთ, მაგ­რამ უფ­რო სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ მოს­წავ­ლის ქცე­ვას არ­ც ერ­თი უფ­რო­სი არ აკ­ვირ­დე­ბა, თით­ქოს არც კი უკ­ვირთ. უწყ­ვე­ტი კად­რის ეფექ­ტი იძუ­ლე­ბულს გვხდის, რომ მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა ამ ბიჭს და მის­ნა­ირ მო­ზარ­დებს, რად­გან აგ­რე­სია და სი­ძულ­ვი­ლი, ან ძა­ლა­დო­ბი­სად­მი გულ­გ­რი­ლო­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და და­იძ­ლი­ოს.

კე­ტი­სა და ჯე­ი­მის ურ­თი­ერ­თო­ბა ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას: ჯე­ი­მი ფსი­ქო­ლოგ ბრი­ონს უყ­ვე­ბა, რო­გორ გა­უვ­რ­ცე­ლეს გო­გოს თა­ნაკ­ლა­სელ­მა ბი­ჭებ­მა პი­რა­დი ფო­ტო­ე­ბი. გო­გო­ნე­ბის სხე­უ­ლი, რო­გორც მა­თი შერ­ცხ­ვე­ნის მთა­ვა­რი იარა­ღი, მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის შან­ტა­ჟის უმ­თავ­რეს წყა­როდ იქ­ცე­ვა. ჯე­ი­მი ფიქ­რობს, რომ ახ­ლა გო­გო­ნა ისე­თი მოწყ­ვ­ლა­დი შე­იძ­ლე­ბა იყოს, რომ მას­თან მე­გობ­რო­ბის შან­სი გა­უჩ­ნ­დეს, მაგ­რამ ასეთ დრო­საც მის­გან მხო­ლოდ უარ­ყო­ფას იღებს. სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­გან წა­მო­სუ­ლი აგ­რე­სია, და­ცინ­ვა და მი­უ­ღებ­ლო­ბა ზუს­ტად ისე­ვე მოქ­მე­დებს მო­ზარდ ბი­ჭებ­ზე, რო­გორც გო­გო­ნებ­ზე. ბი­ჭე­ბის და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, რო­გორც ვხვდე­ბით, ან აგ­რე­სი­ა­ში იზ­რ­დე­ბა, ან სა­პი­რის­პი­რო სქე­სის და­მორ­ჩი­ლე­ბის სურ­ვილ­ში, ხო­ლო რო­ცა ის ამ ყვე­ლა­ფერს ვერ იღებს, გო­გო­ნა სა­სიკ­ვ­დი­ლო­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მე­ტოს.

ჯე­ი­მის ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და უპი­რო­ბო მიმ­ღებ­ლო­ბა. ფსი­ქო­ლოგ­თან სა­უბ­რი­სას აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ბი­ჭი ყველ­გან ამ მიმ­ღებ­ლო­ბას ეძებ­და. ეძებ­და, მათ შო­რის, მა­მის­გან, რო­მე­ლიც არ სცემ­და, არ უყ­ვი­რო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო დროს ისე ვერ თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­და, რო­გორც სჭირ­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, რო­ცა ბი­ჭი სპორ­ტ­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ აღ­წევ­და, მა­მა ბიჭს თვალს ვერ უს­წო­რებ­და,  გულ­წ­რ­ფე­ლად ვერ თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­და. ჯე­ი­მი ამ ქცე­ვამ და­ა­ზი­ა­ნა.

მშობ­ლებს ხში­რად ავიწყ­დე­ბათ, რომ თვა­ლი უნ­და გა­უს­წო­რონ შვი­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ და­მარ­ცხე­ბებს; მე­ტიც – სწო­რედ მა­შინ უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნონ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მიმ­ღებ­ლო­ბის უნა­რი. მხო­ლოდ ასე თუ შევ­ძ­ლებთ ვი­ცო­დეთ, რა­ზე ფიქ­რობს მო­ზარ­დე­ბის გო­ნე­ბა, რო­დის სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა და რა შე­იძ­ლე­ბა მშო­ბელ­მა იღო­ნოს.

სულ ოდ­ნავ მა­ინც არ მოგ­წონ­ვართ? – ეკითხე­ბა ჯე­ი­მი მას­თან მი­სულ ფსი­ქო­ლოგს. მხო­ლოდ ეს აინ­ტე­რე­სებს.  მიმ­ღებ­ლო­ბა. იმ დროს იმა­ზეც კი არ ფიქ­რობს, გა­მო­კე­ტა­ვენ თუ არა მრა­ვა­ლი წე­ლი ცი­ხე­ში, მხო­ლოდ ის აინ­ტე­რე­სებს, ნუ­თუ ნამ­დ­ვი­ლად მა­ხინ­ჯია? ნუ­თუ ნამ­დ­ვი­ლად ასე­თი უუნა­როა? ნუ­თუ სა­ერ­თოდ, სულ ოდ­ნავ მა­ინც არაა მო­სა­წო­ნი?.. ბი­ჭებ­საც ზუს­ტად ისე­ვე სტკი­ვათ, ისე­ვე უწევთ უამ­რავ სტე­რე­ო­ტიპ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, ზუს­ტად ისე­ვე ანად­გუ­რებთ იმა­ზე ფიქ­რი, რომ თით­ქოსდა, უშ­ნო­ე­ბი არი­ან და მა­თი სხე­უ­ლი ისე­თი არაა, რო­გო­რიც უნ­დათ იყოს, რო­გორც გო­გო­ნებს.

სა­გუ­ლის­ხ­მოა ერ­თი დე­ტა­ლი: დე­ტექ­ტი­ვი ბას­კომ­ბი წყდე­ბა საქ­მეს და სკო­ლი­დან კვლავ პო­ლი­ცი­ა­ში კი არ ბრუნ­დე­ბა, შვილ­თან ერ­თად საჭ­მე­ლად მი­დის. თა­ნამ­შ­რო­მელს ეუბ­ნე­ბა, ბი­ჭი ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­დი ხნით პირ­ვე­ლად მე­სა­უბ­რაო. ხვდე­ბა, რომ ისიც ზუს­ტად ისე­ვე არ იც­ნობს თა­ვის შვილს და შვი­ლის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­გორც ჯე­ი­მის მა­მა არ იც­ნობ­და. მა­მე­ბის უმ­წე­ო­ბა, რო­მე­ლიც მათ გა­მოფხიზ­ლე­ბას და მოვ­ლე­ნე­ბის­თ­ვის თვა­ლის გას­წო­რე­ბას მო­აქვს, ძა­ლი­ან დიდ ემო­ცი­ებს აღ­ძ­რავს მა­ყუ­რე­ბელ­შიც.

ეს ფილ­მი არა­ვის ადებს ხელს, არა­ვის მი­მართ არ გვი­ჩენს სი­ძულ­ვილს. მკვლე­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე სე­რი­ა­ში უკ­ვე ცნო­ბი­ლია, ჩვენ­თ­ვის ცივ­სის­ხ­ლი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვე არაა; ჩვენ მი­ზე­ზებს ვე­ძებთ, რო­გორ მი­ვი­და მო­ზარ­დი იქამ­დე, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის ხელ­ყო­ფა გა­ბე­და?

ჩვე­ნი ში­შე­ბის­გან გა­მოს­ვ­ლის და რე­ა­ლო­ბის­თ­ვის თვა­ლის გას­წო­რე­ბის დრო მო­ვი­და — თით­ქოს ამ სე­რი­ა­ლის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი სწო­რედ ესაა. რო­გო­რი რთუ­ლიც არ უნ­და იყოს, თვა­ლი უნ­და გა­უს­წო­რო შენს მო­ზარდ შვილს, შენს მო­ზარდ მოს­წავ­ლეს, და ყო­ველ­თ­ვის გახ­სოვ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მო­საფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი რა­მაა.

რა შე­უძ­ლია სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას?

სას­კო­ლო განათლება არ შე­იძ­ლე­ბა დუმ­დეს ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის თან­მ­დევ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, მათ ასა­კობ­რივ სირ­თუ­ლე­ებ­სა და იმ წი­ნა­ღო­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც ისი­ნი ყო­ველ­წა­მი­ე­რად აწყ­დე­ბი­ან. იქ­ნებ ეს ფილ­მი გახ­დეს კარ­გი მა­გა­ლი­თი, ვი­ფიქ­როთ ცალ­კე საგ­ნის ან საგ­ნებ­ში ისე­თი მა­სა­ლე­ბის შე­მო­ტა­ნა­ზე, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მო­ზარ­დე­ბის სამ­ყა­როს მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ, რა­თა სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბად ჩაგ­ვ­თ­ვა­ლონ და რო­გორ­მე ისე შე­ვაღ­წი­ოთ მათ გუ­ლებ­ში, რო­გორც ეს სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა შეძ­ლო.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება