17 ივნისი, სამშაბათი, 2025

28-ე არდადეგები ჩვენთან ერთად…

spot_imgspot_img

მო­რი­გი სას­წავ­ლო წლის და­სას­რუ­ლია, მო­რი­გია კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, თუმ­ცა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი არც სას­წავ­ლო წე­ლია მო­რი­გი და არც წე­ლი­წა­დი. მღელ­ვა­რე­ბით, ქა­ო­სი­თა და არა­სა­სურ­ვე­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე წე­ლია, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა სფე­რო­ზე აისა­ხა. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­მაც მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სტა­ბი­ლუ­რო­ბა მი­ი­ტა­ნა კი­დევ ერ­თი სას­წავ­ლო წლის და­სას­რუ­ლამ­დე. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნილ­მა  პო­ლი­ტი­კურ­მა ქა­ოს­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში წა­მოჭ­რი­ლი ბევ­რი სა­კითხი და თე­მა შთან­თ­ქა. რო­მე­ლი ერ­თი და­ვა­სა­ხე­ლო? მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სის ახა­ლი ფორ­მუ­ლა, ენ­ქას და­პა­უ­ზე­ბუ­ლი წევ­რო­ბა, კი­დევ ერ­თხელ გა­და­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა და ა.შ. ამა­სო­ბა­ში სა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბიც წა­მოგ­ვე­წია. მა­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბის  გა­მოც­დე­ბიც და­იწყე­ბა და ჩა­ბა­რე­ბა-ვერ­ჩა­ბა­რე­ბის მღელ­ვა­რე­ბა გა­და­ფა­რავს კი­დევ ბევრ რა­მეს. თუმ­ცა, სექ­ტემ­ბ­რის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, ისევ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სქე­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც, მრა­ვალ­გ­ზის და­პი­რე­ბის თა­ნახ­მად, წე­სით და რი­გით, ზაფხულ­ში უნ­და ვი­ხი­ლოთ. მოვ­ლე­ნებს წინ ვერ გა­ვუს­წ­რებთ, მაგ­რამ, თუ­კი ამ­ჯე­რად მა­ინც შეს­რულ­და და­პი­რე­ბა, მა­შინ წინ „ცხე­ლი“ ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი გვე­ლო­დე­ბა, რად­გან ახა­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და ახა­ლი „წე­სე­ბით“ მო­უ­წევთ მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახალ რელ­სებ­ზე გა­დაწყო­ბა. სი­ახ­ლე­ებს კი მუდ­მი­ვად თან ახ­ლავს ბევ­რი მღელ­ვა­რე­ბაც  და ბევ­რი შრო­მაც, ხში­რად გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბაც. ჩვე­ნი გა­ზე­თი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველ­თ­ვის პირ­ვე­ლია, ვინც მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს მას­წავ­ლებ­ლებს იმ სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის გზა­ზე ხვდე­ბათ. ეს ბევ­რ­ჯერ გაგ­ვი­კე­თე­ბია და ამ­ჯე­რა­დაც, ცხა­დია, მომ­ზა­დე­ბუ­ლი და გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბით შე­ვუდ­გე­ბით, მას­წავ­ლებ­ლებ­თან და სკო­ლებ­თან ერ­თად, ახა­ლი წე­სე­ბი­სა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გარ­კ­ვე­ვა-და­ნერ­გ­ვას.

აქ­ვე ვახ­სე­ნებ გა­ზე­თის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს, რო­მე­ლიც უკ­ვე 28 წე­ლია, 17 ივ­ნისს თავს გვახ­სე­ნებს და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო თა­რი­ღის­თ­ვის მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას გვძენს, ვა­კე­თოთ საქ­მე ხმა­უ­რის გა­რე­შე და ვი­ყოთ იქ, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბით ჩვენს პე­და­გო­გებს.

ბუ­ნებ­რი­ვია, ვეც­დე­ბით, კი­დევ მეტ მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს, სტუ­დენ­ტ­სა თუ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მივ­წ­ვ­დეთ, აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ და გა­ვა­ზი­ა­როთ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია.

მკითხ­ვე­ლი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს ჩვენს გა­მო­ცე­მას თუ ვებ­გ­ვერდს, აუცი­ლებ­ლად შე­ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ახა­ლი რუბ­რი­კე­ბი­თა და აქ­ტი­ვო­ბე­ბით მდიდ­რ­დე­ბა ჩვე­ნი მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი არ­ქი­ვი და, ბუ­ნებ­რი­ვია, არც წლე­ვან­დე­ლი წე­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი. ჩვე­ნი „ქო­მა­გო­ბა“ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი სწო­რედ შე­მეც­ნე­ბი­თი და მე­თო­დუ­რი სტა­ტი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა-გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რად გა­შუ­ქე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. სხვაგ­ვა­რად, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და 28-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის და­წე­რა, ის­ტო­რი­ის, რო­მე­ლიც უკ­ვე იქ­ცა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვარ­თათ­ვის მთა­ვარ საყ­რ­დე­ნად და სა­მიზ­ნედ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გიყ­ვე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შექ­მ­ნილ ამ­ბებს, გაწ­ვ­დით სი­ახ­ლე­ებს, რე­ფორ­მე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას (და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი რე­ფორ­მა გა­ვა­შუ­ქეთ, მათ­გან ნა­წი­ლი დას­რულ­და, მათ შო­რის, ზო­გი შე­დე­გი­ა­ნად და ზო­გიც უშე­დე­გოდ; ნა­წი­ლი შეწყ­და, ანუ უბ­რა­ლოდ ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო­ე­ბი­სა და მი­ზე­ზის გა­მო). ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნ­და, ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქვს — მკითხ­ვე­ლამ­დე მი­ვი­დეს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ან პრო­ცე­სე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბა.

მკითხ­ველს კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ჩვე­ნი კონ­ტენ­ტი იქ­მ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­ზე და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რ­დებ­სა და სტუ­დენ­ტებ­ზე მა­თი­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე მა­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით. ამი­ტომ, კი­დევ ერ­თხელ მო­ვუ­წო­დებთ მათ უფ­რო აქ­ტი­უ­რი და უშუ­ა­ლო/გულ­წ­რ­ფე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­კენ, რაც გა­ცი­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლოს გახ­დის გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც ბევრ სი­ახ­ლეს, წარ­მა­ტე­ბა­სა თუ პრობ­ლე­მას გა­მო­ი­ტანს სამ­ზე­ო­ზე; კი­დევ უფ­რო მე­ტად გახ­ს­ნის სა­დის­კუ­სიო ხაზს და მსჯე­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას — რო­გორ გავ­ხა­დოთ ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა უკე­თე­სი. ამა­ზე სა­ფიქ­რა­ლი რომ ბევ­რი გვაქვს, ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით.

არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში კი თვა­ლი ადევ­ნეთ  akhaliganatleba.ge-ზე ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­სა და სტა­ტი­ებს.

ბედ­ნი­ერ არ­და­დე­გებს გი­სურ­ვებთ!

 

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება