6 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2025

2025 წლის ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლო – გა­მომ­ცემ­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი

„ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა ის ად­გი­ლია, სა­დაც მსოფ­ლიო ხვდე­ბა ერ­თ­მა­ნეთს“ – აღ­ნიშ­ნავს ბაზ­რო­ბის დი­რექ­ტო­რი იურ­გენ ბო­სი. ბევ­რი წე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო ამ შეხ­ვედ­რის გა­დაკ­ვე­თის ნა­წი­ლია. მე­ტიც – 2018 წელს ჩვენ ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით ვი­ყა­ვით წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

„ან­ბა­ნით მოთხ­რო­ბი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“ – ეს იყო ქარ­თუ­ლი სტენ­დის მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცია 2018 წელს. იმ­ჟა­მინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი დეა მეტ­რე­ვე­ლი ხაზს უს­ვამ­და იმ ფაქტს, რომ ფრან­კ­ფურ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე სა­პა­ტიო ქვეყ­ნის სტა­ტუ­სით წარ­დ­გე­ნით სა­ქარ­თ­ვე­ლოს თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ჰქონ­და სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი შან­სი, სა­კუ­თა­რი თა­ვი მო­ე­ნიშ­ნა მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რულ რუ­კა­ზე.

ასეც მოხ­და. 2018 წელს ქარ­თულ­მა ან­ბან­მა, ლი­ტე­რა­ტუ­რამ და კულ­ტუ­რამ ნამ­დ­ვი­ლად მო­იც­ვა ფრან­კ­ფურ­ტი. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის, ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის, 33 ასოს შე­სა­ხებ ბაზ­რო­ბა­ზე შეკ­რე­ბილ აუდი­ტო­რი­ას მწე­რალ­მა აკა მორ­ჩი­ლა­ძემ 10 წუთ­ში უამ­ბო:

[…]რო­გორც სა­მოც­და­ა­თი ან ორა­სი წლის წი­ნათ, დღე­საც ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­დაყ­ვეს თა­ვის ნა­წერს. ან აქაც არა­შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­მო­სა­ვა­ლი ეძი­ოს, ან უცხო­ეთს შე­ა­ფა­როს თა­ვი, შე­იძ­ლე­ბა მუშ­ტიც მოხ­ვ­დეს, შე­იძ­ლე­ბა ქუ­დიც ჩა­მო­იფხა­ტოს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გუ­ლის­წყ­რო­მას მო­ე­რი­დოს. აი, ამ დი­დი ის­ტო­რი­უ­ლი, რო­გორ გითხ­რათ, და­მან­გ­რე­ვე­ლი თუ აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ქარ­ტე­ხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მწე­რა­ლი მა­ინც რჩე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მორ­ჩე­ულ ფი­გუ­რად, ეს ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის იქ არის, სა­დაც ყვე­ლა არას­დ­როს არ არის და ამავ­დ­რო­უ­ლად იქ არის, სა­დაც ყვე­ლა ყო­ველ­თ­ვის მო­იყ­რის თავს. ეს არის ჩვე­ნი, ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

[…]ჩემი, რო­გორც ქარ­თ­ვე­ლის ჭკუ­ით, ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი, უც­ნა­უ­რი, ჰუ­მა­ნის­ტუ­რი, მრა­ვალ­გ­ზის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი, მაგ­რამ კულ­ტუ­რა გვაქვს, ამას ვე­ძა­ხით ჩვენ ქარ­თულ კულ­ტუ­რას. ასე­თი ის­ტო­რიაა სა­ერ­თოდ. ძვე­ლი, სის­ხ­ლით და სიმ­ძი­მით სავ­სე. თა­ვის შე­ნახ­ვის და გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვია ჩვე­ნი ამ­ბა­ვი სა­ერ­თოდ…

წლე­ვან­დე­ლი ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სტენ­დი თით­ქოს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ამ სიტყ­ვე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო. ეს იყო კი­დევ ერ­თი ამ­ბა­ვი ჩვე­ნი არ­და­ნე­ბე­ბის, ბრძო­ლის, გა­დარ­ჩე­ნი­სა და გზის გაგ­რ­ძე­ლე­ბის.

2025 წლის ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო ახალ­შექ­მ­ნილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის ასო­ცი­ა­ცი­ამ წა­რად­გი­ნა.

ბაზ­რო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ით­ქ­ვა, ბევ­რი და­ი­წე­რა. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რა გან­ც­დებს აჩენს ეს დღე­ე­ბი, რო­გო­რი ფიქ­რე­ბის სა­ბაბს ტო­ვებს და რას გვა­ნატ­რე­ბი­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და წიგ­ნის ინ­დუს­ტ­რი­ის­თ­ვის.

მთარ­გ­მ­ნე­ლი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინტე­ლექ­ტის“ რე­დაქ­ტო­რი გვან­ცა შუ­ბი­თი­ძე წელს ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბას თა­ვის კო­ლე­გებ­თან ერ­თად ეს­წ­რე­ბო­და. გვან­ცას ჩა­ნა­წე­რე­ბი ამ შე­კითხ­ვებ­ზე გვცემს პა­სუხს, უფ­რო ახ­ლო­დან შეგ­ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს ამ დღე­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას და იმ კუ­ლუ­ა­რებ­ში შეგ­ვიძღ­ვე­ბა, სა­დაც ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩანს, რო­გორ შე­უძ­ლია წიგნს და­ა­ახ­ლო­ოს და შე­ა­კავ­ში­როს ქვეყ­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, ძა­ლა და იმე­დი მის­ცეს გა­დარ­ჩე­ნის­თ­ვის მებ­რ­ძოლ ერებ­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს და მა­თი ამ­ბა­ვი ყვე­ლას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით მი­ი­ტა­ნოს.

გვან­ცა შუბითიძე: ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე პირ­ვე­ლად 2009 წელს ვი­ყა­ვი და, ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან დიდ­ხანს გამ­ყ­ვა. გარ­და იმი­სა, რომ ბაზ­რო­ბის მას­შ­ტაბ­მა გა­მა­ო­ცა, მახ­სოვს, მა­შინ პირ­ვე­ლად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ადა­მი­ა­ნებ­მა, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, არა მხო­ლოდ წიგ­ნე­ბის სა­ყიდ­ლად შე­იძ­ლე­ბა იარონ, არა­მედ, ამას­თან ერ­თად, დროც სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რონ — მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვი­ხიბ­ლე სტენ­დე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და  ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი უამ­რა­ვი ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი გა­სარ­თო­ბით.

მას შემ­დეგ ბევ­რი დრო გა­ვი­და და ახ­ლა ჩვე­ნი, ად­გი­ლობ­რი­ვი წიგ­ნის ბაზ­რო­ბე­ბიც, ბევ­რად პა­ტა­რა მას­შ­ტა­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ასე­თი­ვე ად­გი­ლე­ბია – არა მხო­ლოდ წიგ­ნე­ბის სა­ყიდ­ლად გან­კუთ­ვ­ნი­ლი, არა­მედ დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ყვე­ლა ასა­კის წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის, თუმ­ცა, წლე­ვან­დელ ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე დას­წ­რე­ბა ჩემ­თ­ვის მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­გო­ნე­ბად დარ­ჩე­ბა, ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თ­ვე­ლო­სად­მი იმ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნად­გო­მის გა­მო, რო­მე­ლიც ქარ­თულ სტენ­დ­თან მო­სუ­ლი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის­გან იგ­რ­ძ­ნო­ბო­და ბაზ­რო­ბის დღე­ებ­ში.

ვეც­დე­ბი, მოკ­ლედ შე­ვა­ჯა­მო 2025 წლის ფრან­კ­ფურ­ტის ბაზ­რო­ბის დღე­ე­ბი და ფაქ­ტებ­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბიც გა­გი­ზი­ა­როთ.

2025 წლის ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა რიცხ­ვებ­ში:

ფრან­კ­ფურ­ტის 77-ე წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე 4300-ზე მეტ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა სტენ­დი 131 ქვეყ­ნი­დან, 3500 ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა და ამ ყვე­ლა­ფერს 238 000 ვი­ზი­ტო­რი და­ეს­წ­რო, სა­პა­ტიო სტუ­მა­რი კი ფი­ლი­პი­ნე­ბი იყო.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი და ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლე­ბი:

ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა, გარ­და მკითხ­ველ­თა საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი­სა, ერთ-ერ­თი დიდი ფო­რუ­მია მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, სა­დაც წიგ­ნის გა­მომ­ცემ­ლე­ბი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ იმ სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც აქ­ტუ­ა­ლუ­რია და, ცხა­დია, ყვე­ლა სფე­როს ეხე­ბა – მათ შო­რის კულ­ტუ­რა­საც და სა­გა­მომ­ცემ­ლო სექ­ტორ­საც. წელს ასე­თი ცენ­ტ­რა­ლუ­რი თე­მა იყო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი – მი­სი პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ ასე­ვე, პრობ­ლე­მუ­რი მი­მარ­თე­ბა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებ­თან და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბას­თან.

ციფ­რუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ დის­კუ­სია ბაზ­რო­ბის მთა­ვარ სცე­ნა­ზე გა­ი­მარ­თა, მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის კი იყ­ვ­ნენ ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მა­რია რე­სა და ნა­ტოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი. ჩვენ­თ­ვის და­უ­ვიწყა­რი მო­მენ­ტი იყო, რო­დე­საც მა­რია რე­სამ (ავ­ტორ­მა წიგ­ნი­სა „როგორ და­ვა­მარ­ცხოთ დიქ­ტა­ტო­რი“) თა­ვის ქარ­თ­ველ გა­მომ­ცემ­ლებს პირ­და­პირ სცე­ნი­დან მი­მარ­თა და თა­ნად­გო­მა გა­მო­უცხა­და ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟიმ­თან ბრძო­ლა­ში.

გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის (IPA) ქარ­თ­ველ­მა პრე­ზი­დენ­ტ­მა, გვან­ცა ჯო­ბა­ვამ, და­ა­ფუძ­ნა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დამ­ც­ველ­თა ჯილ­დო (FEDA), რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის პირ­ველ სა­ფეს­ტი­ვა­ლო დღეს გა­ი­მარ­თა. პრე­მია ყო­ველ­წ­ლი­უ­რი იქ­ნე­ბა და პირ­ვე­ლი და­ჯილ­დო­ე­ბა 2026 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სწო­რედ ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

2025 წლის ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლო

სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის წლე­ვან­დე­ლი ბაზ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო იმით, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პირ­ვე­ლად წა­რად­გი­ნა „სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის ასო­ცი­ა­ცი­ამ“, რო­მე­ლიც 2025 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­გა­მომ­ცემ­ლო სექ­ტორ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ და­არ­ს­და სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ბო­ი­კოტ­ში მყო­ფი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მი­ერ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტენ­დის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი ბო­ლო დროს ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბი იყო – პრო­ტეს­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს „მთავ­რო­ბის“ მი­ერ ევ­რო­პულ გზას­თან მი­ზან­მი­მარ­თულ და­შო­რე­ბა­სა და დრა­კო­ნულ კა­ნო­ნებ­ზე და სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი. მა­თი პორ­ტ­რე­ტე­ბი და გზავ­ნი­ლე­ბი ნა­ხა ყვე­ლამ, ვინც ქარ­თულ სტენდს ეწ­ვია წიგ­ნის ბაზ­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში.

დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თ­ვის ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა 17 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­ს­ნა. ამა­ვე დღეს გა­ი­მარ­თა მი­ღე­ბა ქარ­თულ სტენ­დ­თან, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და მო­სა­სალ­მებ­ლად, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თა­ნად­გო­მის გა­მო­სა­ხა­ტად, ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბის გა­საც­ნო­ბად და ღვი­ნი­სა და ჩურ­ჩხე­ლის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად. მათ­გან ბევ­რი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ 2018 წლის ბაზ­რო­ბამ, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლო იყო სა­პა­ტიო სტუ­მა­რი, იმ­დე­ნად დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, რომ მომ­დევ­ნო წელ­ს­ვე ეს­ტუმ­რ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და მას შემ­დეგ გვგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ.

შემ­დეგ დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო და­გეგ­მი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მათ შო­რის 18 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თუ­ლი დის­კუ­სია – „ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი კონ­ტექ­ს­ტე­ბი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში: ის­ტო­რი­უ­ლი ტრავ­მე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა“ – ზა­ალ ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლის მო­დე­რა­ტო­რო­ბით, რო­მელ­შიც სა­ლო­მე ბე­ნი­ძეს, ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძე­სა და ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს მო­ვუს­მი­ნეთ.

გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო ჩემ­თ­ვის ის მო­მენ­ტი, რო­ცა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას ჩემს გერ­მა­ნელ მე­გო­ბარს მოვ­კა­რი თვა­ლი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად სხვა დარ­ბა­ზის­კენ მი­დი­ო­და, მაგ­რამ ნა­ბი­ჯი შე­ა­ნე­ლა და მო­სას­მე­ნად ჩა­მოჯ­და. 2017 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მეს­ტუმ­რა, მას შემ­დეგ არ მე­ნა­ხა და ესეც მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა იყო – ფრან­კ­ფურ­ტი­დან საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობს და არ მი­ფიქ­რია, თუ იქ­ნე­ბო­და ბაზ­რო­ბა­ზე, თვი­თო­ნაც არა­ნაკ­ლებ გა­ოც­და, რო­ცა დის­კუ­სი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დი. მითხ­რა, რო­გორც კი ყუ­რი მოვ­კა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო ახ­სე­ნეს, მა­შინ­ვე გა­დავ­წყ­ვი­ტე დას­წ­რე­ბაო.

ამა­ვე დღეს წა­ი­კითხეს გერ­მა­ნი­ის პენ­ცენ­ტ­რის სტენ­დ­თან ზვი­ად რა­ტი­ა­ნის ლექ­სე­ბი ქარ­თულ და გერ­მა­ნულ ენებ­ზე. შე­სა­ვალ­ში გერ­მა­ნი­ის პენ­ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა მოგ­ვიყ­ვა, თუ რას აკე­თე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პე­ნი და მი­სი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი მწერ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში არი­ან დევ­ნი­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი, ან სუ­ლაც უკ­ვე მსჯავ­რ­და­დე­ბულ­ნი, რო­გორც ეს ზვი­ად რა­ტი­ა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­შია. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ მათ და­ვეხ­მა­როთ, მაგ­რამ თუ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბის სა­ზო­მად იმას მი­ვიჩ­ნევთ, რამ­დე­ნი მწერ­ლის დახ­ს­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ უსა­მარ­თ­ლო ტყვე­ო­ბი­დან, მა­შინ ეს ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა დი­დი წარ­მა­ტე­ბით ვერ და­იკ­ვეხ­ნის, თუმ­ცა, ჩვენ ამას ასე არ ვა­ფა­სებთ და მცდე­ლო­ბას ვაგ­რ­ძე­ლებთ, რად­გან ვი­ცით, რომ პა­ტა­რა გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბიც არ­სე­ბობს და მა­თი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე ფიქ­რი და ამის­თ­ვის ზრუნ­ვა არ უნ­და შევ­წყ­ვი­ტო­თო, გვითხ­რა მან.

18 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის „გა­მოს­ვ­ლის წიგ­ნის“ გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის წარ­დ­გე­ნაც, რომ­ლის თარ­გ­მა­ნიც ნა­თია მი­ქე­ლა­ძე-ბახ­სო­ლი­ანს ეკუთ­ვ­ნის და რო­მე­ლიც ავ­ს­ტ­რი­ულ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ვი­სერ­მა“ გა­მოს­ცა.

19 სექ­ტემ­ბერს „სოვ­ლა­ბი­სა“ და მწე­რალ ლა­შა ბუ­ღა­ძის ერ­თობ­ლი­ვი წიგ­ნის „სა­ქარ­თ­ვე­ლო იოსებ სტა­ლი­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ“ წარ­დ­გე­ნა გა­ი­მარ­თა. ლა­შა ბუ­ღა­ძემ და პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა, გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა, წიგ­ნი დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და გა­მომ­ცემ­ლებს გა­აც­ნეს.

ამა­ვე დღეს, გერ­მა­ნულ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „და­გი­ე­ლიმ“, გვან­ცა ჯო­ბა­ვას­თან ერ­თად, წა­რად­გი­ნა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზი­ის ან­თო­ლო­გია, რო­მელ­შიც შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა არეკ­ლი­ლი ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რია; ასე­ვე გა­ი­მარ­თა სა­ლო­მე ბე­ნი­ძის „მა­როს“ გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის წარ­დ­გე­ნაც, რო­მე­ლიც იუნო­ნა გუ­რულ­მა თარ­გ­მ­ნა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ავი­ვამ“ გა­მოს­ცა.

ორი­ვე წარ­დ­გე­ნა კი­დევ ერ­თი სცე­ნა და ას­პა­რე­ზი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ასე მტკივ­ნე­ულ უახ­ლო­ეს მოვ­ლე­ნებ­ზე სა­უბ­რის­თ­ვი­საც.

ასე­თი იყო 2025 წლის ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა, რომ­ლის მსვლე­ლო­ბი­სა­საც ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბით ის­მო­და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტის ხმა, გა­რე­მოს­გან კი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და უზარ­მა­ზა­რი თა­ნად­გო­მა და სიყ­ვა­რუ­ლი.

თუმ­ცა, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი მა­ინც ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის შვი­ლე­ბის გაც­ნო­ბა აღ­მოჩ­ნ­და, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბად­ნენ, იქ იზ­რ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ცდი­ლო­ბენ, ქარ­თუ­ლად ილა­პა­რა­კონ და იკითხონ. ბევ­რი ასე­თი სტუ­მა­რი ჰყავ­და ქარ­თულ სტენდს, მათ­გან ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რ­და, – 16-17 წლის შავ­გ­ვ­რე­მა­ნი გო­გო­ნა, გა­მარ­თუ­ლი, აშ­კა­რად წიგ­ნე­ბი­დან ნას­წავ­ლი ქარ­თუ­ლით და ულა­მა­ზე­სი ღი­მი­ლით – იმე­დი მაქვს, რო­დის­მე კი­დევ შევ­ხ­ვ­დე­ბი, მა­ნამ­დე კი მი­სი ყო­ვე­ლი გახ­სე­ნე­ბა იმ იმედს ჩა­მი­ნერ­გავს გულ­ში, რომ ქარ­თუ­ლი ენა და ქარ­თუ­ლი წიგ­ნი ყვე­ლა სირ­თუ­ლე­სა და გა­მოწ­ვე­ვას გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა და კი­დევ დიდ­ხანს, ძა­ლი­ან დიდ­ხანს იცოცხ­ლებს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას მსოფ­ლიო კულ­ტუ­რის მას­შ­ტა­ბით.

 

მსგავსი სიახლეები

აქტუალური თემები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

პროფესიული განათლება