20 მაისი, ორშაბათი, 2024

15 თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ 

spot_img

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც – მთელი საქართველოს მასშტაბით –
  1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ. სამარშრუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა;
  2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა;
ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით:
  1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება);
  1. კვების ობიექტები სტუმრების მიღებას ღია სივრცეებში შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა;
მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და, მეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები