3 მაისი, პარასკევი, 2024

13 მარტს აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღე გაიმართება

spot_img

13 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ონლაინ ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება.

იხილეთ შეხვედრაზე დასასწრები ბმული.

ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გამოსაცდელები შეიტყობენ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ რეგისტრაციის დროს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას, აგრეთვე, რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება.

ონლაინ ღია კარის დღეები მომავალშიც ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები