23 ნოემბერი, შაბათი, 2024

წინ­მს­წ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა – უმოკ­ლე­სი გზა და­საქ­მე­ბის­თ­ვის

spot_img

ერ­თი წე­ლი გა­ვი­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მი­ღე­ბი­დან. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ახა­ლი კა­ნო­ნი, თა­ვი­სი მოქ­ნი­ლო­ბით, ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებს, კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ვა­დე­ბი ამა­ვე კა­ნო­ნი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი.

ჩვენ ამ­ჯე­რად იმ კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებთ, რო­მე­ლიც წინ­მ­ს­წ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბა, რად­გან იგი უშუ­ა­ლო კავ­შირ­შია ქვეყ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მას­თან – და­საქ­მე­ბას­თან. ეს სის­ტე­მა მას შემ­დეგ არ­სე­ბობს, რაც 2011 წელს პირ­ვე­ლი კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტი გა­მო­ი­ცა „არა­ფორ­მა­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის პი­რო­ბე­ბი­სა და წე­სის შე­სა­ხებ“, თუმ­ცა წე­სის ხარ­ვე­ზე­ბი არ იძ­ლე­ო­და მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა არ მომ­ხ­და­რა. მა­გა­ლი­თად, ამ აქ­ტის მი­ხედ­ვით, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო იყო შუ­ა­ლე­დუ­რი და დას­კ­ვ­ნი­თი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც აღი­ა­რე­ბის პრო­ცეს­ში პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რიცხუ­ლია. სწო­რედ ეს და სხვა სირ­თუ­ლე­ე­ბი გახ­და იმის მი­ზე­ზი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით ვერ ისარ­გებ­ლა.

რას გვთა­ვა­ზობს აღი­ა­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა, მე­ტად მოქ­ნი­ლი და ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია თუ არა იგი ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თ­ვის? ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კა­ხა­ბერ ერა­ძე გვარ­წ­მუ­ნებს, რომ ეს ნამ­დ­ვი­ლად ასეა – ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა აქვს, მი­მარ­თოს ამ­ღი­ა­რე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას (დღე­ი­სათ­ვის პრო­ფი­ლის შე­სა­ბა­მის კო­ლეჯს, მო­მა­ვალ­ში კი სხვა იური­დი­ულ პი­რებ­საც, მა­გა­ლი­თად – სექ­ტო­რულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს) და მო­ითხო­ვოს მი­სი აღი­ა­რე­ბა, რა­საც შე­დე­გად მოს­დევს სერ­ტი­ფი­კა­ტის ან იშ­ვი­ა­თად – დიპ­ლო­მის გა­ცე­მა, რომ­ლე­ბიც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტებს წარ­მო­ად­გენს და შე­უძ­ლია მი­სი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ფორ­მა­ლუ­რად აქ­ცი­ოს. სწო­რედ ასე­თი სი­მარ­ტი­ვის გა­მო, რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სწავ­ლის პრინ­ცი­პის, მათ შო­რის –  რაც უკ­ვე ვი­ცი, ვის­წავ­ლე, მე­ო­რედ აღარ უნ­და ვის­წავ­ლო, ცხოვ­რე­ბა­ში და­ნერ­გ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ბო­ლოს და ბო­ლოს ეს არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ხომ მხო­ლოდ იმი­ტო­მაა არა­ფორ­მა­ლუ­რი, რომ არ გან­ხორ­ცი­ელ­და ავ­ტო­რი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. არა­და, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სას­წავ­ლო კურ­სი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი ტარ­დე­ბა, მათ შო­რის, უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ, რო­მელ­თა ხა­რის­ხი ეჭ­ვ­ქ­ვეშ არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია. ბა­ტო­ნი კა­ხა ამ­ბობს, რომ აქ მი­ღე­ბუ­ლი უნა­რე­ბი არა­თუ არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღე­მა­ტე­ბა კი­დეც ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მი­ღე­ბულ უნა­რებს. სწო­რედ ამი­ტომ მი­ე­სალ­მე­ბა ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა მსგავ­სი პრო­ვა­ი­დე­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნას ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში რო­გორც კო­ლე­ჯებ­თან პროგ­რა­მე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ისე და­მო­უ­კი­დებ­ლად, ფორ­მა­ლუ­რი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზით. ამი­ტომ უნ­და მის­ცე­მო­დათ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა ის, რაც მათ უკ­ვე იცი­ან ან შე­უძ­ლი­ათ. გარ­და იმი­სა, რომ ეს გზა ეკო­ნო­მი­კუ­რად ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნია, ზო­გავს დროს, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის. თუმ­ცა, არის ერ­თი ნი­უ­ან­სი, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს წინ­მ­ს­წ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის მსურ­ველ­მა — რა თქმა უნ­და, ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის გზით სრუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის აღი­ა­რე­ბა მოხ­დეს. კა­ხა ერა­ძე გან­მარ­ტავს, რომ „სრუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია, გარ­და ცალ­კე­უ­ლი უნა­რე­ბი­სა, ასე­ვე მო­ი­ცავს ტრან­ს­ფე­რულ უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, უცხო ენის ცოდ­ნა ან IT უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვერ უღი­არ­დეს, მაგ­რამ და­ი­დას­ტუ­რებს იმას, რაც იცის და შემ­დეგ გა­მო­ი­ყე­ნებს მხო­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ან მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებს, კო­ლე­ჯის სრუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო კურ­სის გავ­ლის ნაც­ვ­ლად. ამ გზით შეძ­ლებს ის სრუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შედ­გე­ნას და შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მ­წი­ფო დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბა­საც. საქ­მე ისაა, რომ ზოგ­ჯერ არც აქვს ადა­მი­ანს სრუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დიპ­ლო­მის აღე­ბის მო­ტი­ვა­ცია, რად­გან სწო­რედ რო­მე­ლი­მე ცალ­კე­უ­ლი უნა­რე­ბია დამ­საქ­მებ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს გზა სა­უ­კე­თე­სოა წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბის­თ­ვის, რად­გან არც დამ­საქ­მე­ბელს მო­უ­წევს წლო­ბით ლო­დი­ნი (ზო­გი პროგ­რა­მის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 2-3 წე­ლია) სა­ჭი­რო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტის მი­სა­ღე­ბად და არც სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბე­ლი და­კარ­გავს უქ­მად დრო­სა და ფი­ნან­სებს, და­ი­დას­ტუ­რებს სერ­ტი­ფი­კა­ტით შრო­მის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნად უნარს და შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას“.

აქ­ვე ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, უამ­რავ უნარს იძენს ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ე­რი უნა­რი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ნე­ბის­მი­ერ პროგ­რა­მა­ში ხვდე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი. იგუ­ლის­ხ­მე­ბა არა მხო­ლოდ კურ­სებ­ზე ან ტრე­ნინ­გებ­ზე ნას­წავ­ლი, არა­მედ ისიც, ჩვენ თვი­თონ რომ „შე­მოგ­ვეს­წავ­ლა“ — მა­გა­ლი­თად, კომ­პი­უ­ტერ­ზე მუ­შა­ო­ბა, თუნ­დაც, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან კერ­ვის, ქარ­გ­ვის, ფუტ­კ­რის მოვ­ლის, ხის ნა­კე­თო­ბა­თა დამ­ზა­დე­ბის თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი შე­საძ­ლოა იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი და გახ­დეს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლი. სწო­რედ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ანი­ჭებს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას გან­სა­კუთ­რე­ბულ მოქ­ნი­ლო­ბას და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ასა­კობ­რი­ვი შეზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს და გა­მო­ნაკ­ლი­სი არც წინ­მ­ს­წ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის ნა­წი­ლია. რო­გორც კა­ხა ერა­ძე ამ­ბობს, ეს ძა­ლი­ან კარ­გი მე­ქა­ნიზ­მია კომ­პა­ნი­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, თა­ვი­ან­თი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უჩ­ნ­დე­ბათ. ამ ეტაპ­ზე, ეს შე­ე­ხე­ბათ კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს — 2020 წლი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რ­დე­ბა მოთხოვ­ნე­ბი ყვე­ლის პრო­დუქ­ტებ­ზე, ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი (თუ ამომ­ყ­ვა­ნი) უნ­და ადას­ტუ­რებ­დეს სა­კუ­თარ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნებ­მა, რო­მელ­თაც ეს უნა­რე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად აქვთ, უნ­და მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რა­თა მი­ი­ღონ თა­ვი­ან­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დო­კუ­მენ­ტუ­რი და­დას­ტუ­რე­ბა. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ეტა­პობ­რი­ვად, სხვა სფე­რო­ებ­ზეც გავ­რ­ცელ­დე­ბა, კერ­ძოდ, მშე­ნებ­ლო­ბა, ელექ­ტ­რო­ო­ბა და სხვ. პირ­ველ რიგ­ში, საფ­რ­თხის შემ­ც­ველ პრო­ფე­სი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იწ­ვე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის როლს წინ­მ­ს­წ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თ­ვა­ში, ესაა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თ­ვის აღი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა და აღი­ა­რე­ბის ექ­ს­პერ­ტ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. იგი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია ასე­ვე აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე, რომ არ იქ­ცეს ფიქ­ტი­ურ, ფორ­მა­ლურ პრო­ცე­სად, არა­მედ ნამ­დ­ვი­ლად ადას­ტუ­რებ­დეს იმ უნა­რებს, რაც ადა­მი­ანს აქვს. კა­ხა ერა­ძე ამ­ბობს, რომ „ცენ­ტ­რ­ში ამ სა­კითხს კუ­რი­რებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი, რად­გან ეს სცდე­ბა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებს. წინ­მ­ს­წ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა ეხ­მი­ა­ნე­ბა კი­დევ ერთ თე­მას — ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ ვსა­უბ­რობთ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ უკ­ვე გა­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტ­ზე, რო­მელ­საც ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნე­ბის­თ­ვის ვი­ყე­ნებთ. ბო­ლო წლებ­ში, თვალ­ში­სა­ცე­მია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბულ­თა წი­ლის ზრდა. ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კი­დევ უფ­რო მარ­ტივ­დე­ბა აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი. ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის პრინ­ცი­პი ისაა, რომ ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნე­ბი­სთ­ვის ეთ­ვ­ლე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სხვა პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მათ შო­რის, უმაღ­ლეს­ში ის­წავ­ლეს. ასე რომ, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, წინ­მ­ს­წ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა ამოკ­ლებს პროგ­რა­მე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბას, ბევ­რად ამ­ცი­რებს სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯებს და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო დროს. ნურც ის დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბა, რომ და­საქ­მე­ბა­ში უპი­რა­ტე­სო­ბა კვა­ლი­ფი­ცი­ურ, სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნე კადრს მი­ე­ნი­ჭე­ბა და ლო­გი­კუ­რია, რომ სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბაც უპი­რა­ტე­სი იქ­ნე­ბა“.

♦ ♦ ♦

ეს ნამ­დ­ვი­ლად ასეა, მაგ­რამ რამ­დე­ნად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თუნ­დაც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ჩვენ­თ­ვის უც­ნო­ბია. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბით, რე­გი­ო­ნე­ბის უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი და­ა­ინ­ტე­რე­სოს, ისი­ნი ხომ შე­იძ­ლე­ბა ათას­გ­ვარ უნა­რებს ფლობ­დ­ნენ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის გავ­ლე­ნით, სა­კუ­თარ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით. ამი­ტო­მაც ამ შე­თა­ვა­ზე­ბამ შე­საძ­ლოა მათ პრო­ფე­სი­ულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს, რა თქმა უნ­და, სა­სარ­გებ­ლო და კე­თი­ლის­მ­ყო­ფე­ლი.

ანა ფირცხალაიშვილი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები