29 მარტი, პარასკევი, 2024

ვიდ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­მო­სა­ვა­ლი სტუ­დენ­ტ­ზეა მიბ­მუ­ლი, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი მა­ღა­ლი ვერ იქ­ნე­ბა

spot_img
დღეს ჩვენს სტუ­მარ­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტ­თა და მა­გის­ტ­რან­ტ­თა ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სას­წავ­ლო კვლე­ვი­თი კლას­ტე­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან, პროფ. მა­მუ­კა ბე­რი­აშ­ვილ­თან უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებთ. გა­ნათ­ლე­ბა, ზო­გა­დად, სა­ხელ­მ­წი­ფო პრი­ო­რი­ტე­ტებს შო­რის, ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად სა­ხელ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რე­ა­ლუ­რად რა ვი­თა­რე­ბაა პრი­ო­რი­ტე­ტულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით – რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ხა­რის­ხი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­სა და მოთხოვ­ნებს, არის თუ არა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­ნო­მია. კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ერ­თია, რა წე­რია კა­ნონ­ში და მე­ო­რეა, რა ვი­თა­რე­ბაა რე­ა­ლუ­რად. სა­უბ­რი­სას ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბევ­რი თე­მა გა­მო­იკ­ვე­თა. გთა­ვა­ზობთ ამ თე­მე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას.

რა­ტომ ვერ მუ­შა­ობს ჩვენ­თან უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­ნო­მია

ჩრდი­ლო­ევ­რო­პულ სო­ცი­ა­ლურ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­ში, სა­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო, ფაქ­ტობ­რი­ვად, 100%-ით აფი­ნან­სებს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, მის აკა­დე­მი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ერე­ვა. ამ თვალ­საზ­რი­სით, მათ რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა აქვთ, მაგ­რამ ჩვენ­თან, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ერ­თოდ არ აფი­ნან­სებს, მაგ­რამ ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტ­რო­ლი და­უ­წე­სოს, გარ­კ­ვე­უ­ლი შეზღუდ­ვე­ბით, ავ­ტო­ნო­მი­ა­ზე სა­უ­ბა­რიც კი ზედ­მე­ტია. ფორ­მა­ლუ­რად ით­ვ­ლე­ბა, რომ რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი ან სხვა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი ავ­ტო­ნო­მი­უ­რად მი­ი­ღე­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ასე არ არის.

ლა­პა­რა­კია რო­გორც ში­და, ასე­ვე გა­რე ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა­ზე. რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ფერს აძ­ლევს (პირ­ველ რიგ­ში, ფი­ნან­სურ სახ­ს­რებს), მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტ­რო­ლი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი, თუნ­დაც კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამ ვი­თა­რე­ბა­ში რო­მელ გა­რე ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი. კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა კი იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია, რომ ერ­თ­მა­ნე­თის გა­მომ­რიცხა­ვი მუხ­ლე­ბია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ან არას­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ არის შექ­მ­ნი­ლი, ან, უბ­რა­ლოდ, სის­ტე­მა არა­ვის აინ­ტე­რე­სებს.

კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი – რო­გორც წე­სი, ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი ყო­ველ­თ­ვის აკა­დე­მი­უ­რი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი აკა­დე­მი­ურ სივ­რ­ცე­ში. ჩვე­ნი მი­ნის­ტ­რე­ბი ძი­რი­თა­დად ამ მოთხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რებ­მა გარ­კ­ვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ ვერც ერ­თი მთავ­რო­ბის დროს, ვერც ერ­თ­მა მი­ნის­ტ­რ­მა ვერ შექ­მ­ნა (და არც შე­ეძ­ლო, იმი­ტომ, რომ ამის კომ­პე­ტენ­ცია არ ჰქონ­და) უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა და სის­ტე­მა. რე­ფორ­მას ეძა­ხი­ან ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბას, რე­ა­ლუ­რად ეს არის ღო­ნის­ძი­ე­ბა და არა რე­ფორ­მა. რე­ფორ­მა იქ­ნე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი სტრუქ­ტუ­რა, ჩვე­ნი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­პულ სის­ტე­მას და ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რას და­ემ­ს­გავ­სე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს არ გვაქვს და არც არა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბაა ამის, რომც იყოს მცდე­ლო­ბა, ამის გა­სა­ტა­რებ­ლად კომ­პე­ტენ­ცია არ ყოფ­ნით არც ერთ დო­ნე­ზე, არც სა­მი­ნის­ტ­როს და არც შე­სა­ბა­მის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტს – ეს მუდ­მი­ვად ასე იყო.

უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი გა­გე­ბით

ჩვენ­თან დაშ­ვე­ბუ­ლია რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ასე­ვე კერ­ძო უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. სხვა სა­კითხია, რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა არის შპს, რაც იმ­თა­ვით­ვე არას­წო­რია, უმაღ­ლე­სის იური­დი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს შპს. ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რი თავ­ნე­ბო­ბა ხდე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხრივ, რა თქმა უნ­და, მათ უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვთ, მაგ­რამ ეს არ ხდე­ბა ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე. კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, მი­ნი­მუმ, 95% რე­ა­ლუ­რად სა­შუ­ა­ლო დო­ნის კო­ლე­ჯის დო­ნე­ზეა, არა­ვი­თა­რი აკა­დე­მი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვთ, ანუ კვლე­ვი­თი კონ­ტექ­ს­ტი, რაც კვლე­ვის, სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის ერ­თი­ა­ნო­ბას მო­ითხოვს. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ევ­რო­პუ­ლი გა­გე­ბით, სა­მი­ვეს ერ­თი­ა­ნო­ბას მო­ი­ცავს. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თით­ქოს ცდი­ლო­ბენ ამ პრინ­ცი­პის აღ­დ­გე­ნას, მაგ­რამ მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით. რე­ა­ლუ­რად, არც ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და არც კერ­ძო არ არის ევ­რო­პუ­ლი ან ამე­რი­კუ­ლი (უფ­რო მე­ტად სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი) გა­გე­ბით სრულ­ყო­ფი­ლი. ამას შემ­დე­გი მი­ზე­ზი აქვს:

√  სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ან მთლი­ა­ნად, 100%-ით, აფი­ნან­სებს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს (თა­ვის კვლე­ვი­ა­ნად, სწავ­ლე­ბი­ან-სწავ­ლი­ა­ნად) ან სა­ბა­ზი­სო ფულს აძ­ლევს და შემ­დეგ უკ­ვე სხვა­დას­ხ­ვა ფონ­დე­ბი­დან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან ან ფირ­მე­ბი­დან ხდე­ბა თან­ხის მო­ზიდ­ვა იმ სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც აქვს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს და რო­მელ­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლია. სა­ბა­ზი­სო და­ფი­ნან­სე­ბა, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი, ყვე­ლას აქვს. რას ნიშ­ნავს სა­ბა­ზი­სო და­ფი­ნან­სე­ბა – უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რა და ძი­რი­თა­დი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი სა­ბა­ზი­სო ხელ­ფასს იღე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან. ვთქვათ, სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად, მაქვს 2 000 ლა­რი, და­ნარ­ჩე­ნი უნი­ვერ­სი­ტეტს შე­უძ­ლია პრო­ექ­ტე­ბით, ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან და ფირ­მე­ბი­დან მო­ზი­დუ­ლი ფუ­ლით, ჩე­მი აქ­ტი­ვო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ და­მა­ტე­ბით მომ­ცეს მე, ან სხვა რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სორს, ან ყვე­ლას ერ­თად. გა­აჩ­ნია, თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ციპ­ზეა თუ არა აგე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დად, ეს ჩრდი­ლო­ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­დე­ლია და სა­ფუძ­ვე­ლი გერ­მა­ნი­ი­დან მო­დის.

√ რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ფი­ნან­სუ­რი სახ­ს­რე­ბი მო­დი­ო­დეს კერ­ძო სეგ­მენ­ტი­დან (ბიზ­ნე­სი, ფონ­დე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ა.შ.), სა­ხელ­მ­წი­ფო კი არ უნ­და აძ­ლევ­დეს მათ ფულს, სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მსგავ­სად; თუმ­ცა, შე­საძ­ლოა მათ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გა­ნაც მი­ი­ღონ გარ­კ­ვე­უ­ლი სახ­ს­რე­ბი, ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თუ რამ­დე­ნა­დაა და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი ესა თუ ის კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი აკა­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და რა პრი­ო­რი­ტე­ტი აქვს სა­ხელ­მ­წი­ფოს. და­სავ­ლუ­რი კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ვინ­მე კერ­ძო პი­რის ან შპს-ს კუთ­ვ­ნი­ლე­ბა კი­ არ არის, არა­მედ ეს არის აკა­დე­მი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო კერ­ძო სექ­ტო­რი­დან შე­მო­დის, სხვა არა­ფე­რი. ის მა­ხინ­ჯი სა­ხე, რაც ჩვენ­თან არის – შპს (ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტია გა­მო­ნაკ­ლი­სი — აგ­რა­რუ­ლი და ჯი­პა), იმ­თა­ვით­ვე, მო­გე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ორ­გა­ნი­ზა­ციაა, შე­სა­ბა­მი­სად მათ არ აინ­ტე­რე­სებთ აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი, არა­მედ მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბა.

კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლუ­რი აკა­დე­მი­უ­რი კვლე­ვა არ არ­სე­ბობს (შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი იყოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი). თუ სად­მე არის კვლე­ვა, ეგეც არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის დო­ნე­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი, და­ბა­ლი ხა­რის­ხის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი ან მსგავ­სი ტი­პის კვლე­ვე­ბი. არც ერთ უნი­ვერ­სი­ტეტს, ე.წ. კერ­ძოს, არ აქვს კვლე­ვი­თი ბა­ზა, გარ­და აგ­რა­რუ­ლი­სა და არც აინ­ტე­რე­სებთ. პირ­და­პირ უნ­და ით­ქ­ვას, რო­დე­საც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ირ­ქ­მევს უნი­ვერ­სი­ტეტს და აქვს ერ­თი ან ორი ფა­კულ­ტე­ტი, ეს უკ­ვე სრუ­ლი აბ­სურ­დია. ეს არის ე.წ. კო­ლე­ჯი იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­გა­ლი­თად, გვაქვს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. შე­სა­ბა­მი­სად ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ორი დარ­გი გაქვს და თან ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა – უბ­რა­ლოდ ფუ­ლის გა­სა­კე­თე­ბე­ლი სა­ხე­ლია, იმი­ტომ, რომ აკა­დე­მი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა­ში არა­ფე­რი დევს. ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში ეს კო­ლე­ჯე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც, მაქ­სი­მუმ, 1 ან 2 წე­ლი გრძელ­დე­ბა, რომ შე­ას­წავ­ლონ ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე­ე­ბი და გა­მო­ვიდ­ნენ ბან­კის მე­ნე­ჯე­რე­ბი ან ოფიც­რე­ბი, ანუ ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი. დიდ­წი­ლად, ეს ეხე­ბა ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტეტ­საც. ტუ­რიზ­მის­თ­ვის დოქ­ტო­რან­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რი ისე­თი აბ­სურ­დია, რომ ამის იქით არა­ფე­რია. ეს არის, უბ­რა­ლოდ, რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან სხვა შან­სი არ აქვთ. კერ­ძოს შემ­თხ­ვე­ვა­ში იმი­ტომ, რომ შპს არის და აინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ მო­გე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოს კი ეს ფა­კულ­ტე­ტე­ბი იმის­თ­ვის სჭირ­დე­ბა, რომ აკა­დე­მი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტე­ბი შე­ი­ნა­ხოს, რო­მელ­ზეც მოთხოვ­ნა არ არის. ეს არის ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ინ­ტეგ­რა­ცია

კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, გა­ყო­ფი­ლი იყო – მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მია, რო­მე­ლიც კვლე­ვა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე, სა­დაც თით­ქოს მხო­ლოდ სწავ­ლე­ბა იყო, თუმ­ცა ბევ­რი ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი, პრო­ფე­სო­რი, კა­თედ­რის გამ­გე უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კვლე­ვებს ატა­რებ­და. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სა­ხეც­ვ­ლი­ლი პრუ­სი­უ­ლი სის­ტე­მა მუ­შა­ობ­და. რო­ცა და­ფუძ­ნ­და ვილ­ჰელმ მე­ო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბა (ომის შემ­დეგ მაქს პლან­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ერ­ქ­ვა), იქ თავ­მოყ­რი­ლი იყო ელი­ტუ­რი და ექ­სე­ლენტ კვლე­ვე­ბი. ახ­ლა მაქს პლან­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც 80-ზე მე­ტი კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტი აქვს და ყვე­ლა ექ­სე­ლენტ ინ­ს­ტი­ტუ­ტია, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა დარ­გ­ში (ძი­რი­თა­დად, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, იური­დი­უ­ლი, ეკო­ნო­მი­უ­რი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნაკ­ლე­ბად), უფ­რო მე­ტი მჭიდ­რო კავ­ში­რია უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. თუ ად­რე მაქს პლან­კ­ში შე­იძ­ლე­ბო­და, რომ მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი არა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, არა­მედ, უბ­რა­ლოდ, მკვლე­ვა­რი ყო­ფი­ლი­ყო, ახ­ლა აუცი­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი იყოს და არა მარ­ტო გერ­მა­ნი­ის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ა­შია, პრო­ცე­სი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია და პრო­ფე­სო­რე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ამ კვლე­ვის პრო­დუქ­ტი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ყვე­ლა იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის და ქვეყ­ნის­თ­ვის, რო­მე­ლიც ამ კვლე­ვე­ბის მო­ნა­წი­ლეა. პლუს, მათ აქვთ უკ­ვე უფ­ლე­ბა, რომ კვლე­ვით პრო­ცეს­ში თვი­თონ მო­ი­ზი­დონ ყვე­ლა­ზე კარ­გი დოქ­ტო­რან­ტე­ბი და მა­გის­ტ­რან­ტე­ბიც კი, და, ვთქვათ, სა­დოქ­ტო­რო და სა­მა­გის­ტ­რო დი­სერ­ტა­ცია მაქს პლან­კის ინ­ს­ტი­ტუტ­ში მომ­ზად­დეს, თუმ­ცა, დაც­ვე­ბი იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. სწავ­ლე­ბის, კვლე­ვის და სწავ­ლის ამ­გ­ვა­რი ინ­ტეგ­რა­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

ახა­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი

ევ­რო­პა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ახა­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი იქ­მ­ნე­ბა, ე.წ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კლას­ტე­რე­ბი, კონ­კ­რე­ტულ დარ­გ­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძი­რი­თა­დად, აქ­ცენ­ტი ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ კვლე­ვა­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხ­ვა დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თო შე­ხე­ბის წერ­ტი­ლი აქვთ რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ თე­მას­თან, მა­გა­ლი­თად, ასე­თი თე­მა შე­იძ­ლე­ბა იყოს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო რო­გორც ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი თე­მა, რო­მე­ლიც ბევრ დარ­გობ­რივ მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს. ამის­თა­ნა კვლე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ იურის­ტე­ბი, ის­ტო­რი­კო­სე­ბი, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, სო­ცი­ო­ლო­გე­ბი, რა თქმა უნ­და, ეკო­ნო­მის­ტე­ბი და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვე­ბიც უფ­რო ფუნ­და­მენ­ტუ­რი და სრულ­ყო­ფი­ლია. რო­დე­საც კვლე­ვა კლას­ტე­რის დო­ნე­ზე ხდე­ბა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თავ­მოყ­რი­ლი არი­ან ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი. რო­გორც წე­სი, თი­თო­ე­ულ უნი­ვერ­სი­ტეტს ევ­რო­პა­ში, ძი­რი­თა­დად, 3-4 კლას­ტე­რი აქვს. თუმ­ცა, არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად ე.წ. ექ­სე­ლენთ ინი­ცი­ა­ტი­ვას ფლო­ბენ; ეს ნიშ­ნავს, რომ ამ ტი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ყვე­ლა დარ­გობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბა უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. აქ მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი იმა­ზეა, რომ სწავ­ლე­ბა და კვლე­ვა ხდე­ბა არა სა­გან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლად, მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რია ის­წავ­ლო დაწყე­ბუ­ლი ქვის ხა­ნი­დან დღემ­დე, არა­მედ კონ­კ­რე­ტულ თე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლად, რო­მელ­საც დი­დი რე­ლე­ვან­ტო­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და აკა­დე­მი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. ამ კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა შემ­დეგ სწავ­ლე­ბაც, ეს ახა­ლი კვლე­ვის შე­დე­გი ინერ­გე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რო­გორც ახა­ლი კუ­რი­კუ­ლუ­მი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის ნა­სა­ხიც კი არ არის იმი­ტომ, რომ, ჯერ ერ­თი, ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი რე­ა­ლუ­რად არ არის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, იმი­ტომ, რომ, რო­გორც ვთქვი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხელ­მ­წი­ფო არა­ფერს აძ­ლევს, მარ­ტო აკონ­ტ­რო­ლებს და მა­თი შე­მო­სა­ვა­ლი, ძი­რი­თა­დად, სტუ­დენ­ტე­ბის გა­და­სა­ხა­დია. ამი­ტომ ხა­რის­ხი, ვიდ­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­მო­სა­ვა­ლი სტუ­დენ­ტ­ზეა მიბ­მუ­ლი, მა­ღა­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, იმა­ზეა აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვას სტუ­დენ­ტი, რო­გო­რი ცუ­დიც არ უნ­და იყოს, იმი­ტომ, რომ ამით ფულს კარ­გა­ვენ. შე­სა­ბა­მი­სად, ეს უკ­ვე იმის გა­რან­ტიაა, რომ ხა­რის­ხი ვარ­დე­ბა.

კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის წა­ხა­ლი­სე­ბა

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არ არ­სე­ბობს არც ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი ფონ­დი ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, გარ­და რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი ფონ­დი­სა, რო­მე­ლიც კვლე­ვით კომ­პო­ნენტს წა­ა­ხა­ლი­სებს. რუს­თა­ვე­ლის ფონ­დი ისე­თი სტრუქ­ტუ­რით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ რე­ა­ლუ­რად, კვლე­ვა­ში რო­მე­ლი­მე სეგ­მენ­ტის ან მთლი­ა­ნად აკა­დე­მი­უ­რი სივ­რ­ცის წა­ხა­ლი­სე­ბა არა­ნა­ი­რად არ შე­უძ­ლია. ერ­თი მხრივ, პენ­სი­ე­ბის გამ­ცემ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­დაა ქცე­უ­ლი და, მე­ო­რე მხრივ, გას­ცემს გრან­ტებს (რო­გორც ჩვენ­თან წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ გრან­ტე­ბი). ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში გრან­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, არა­რე­ლე­ვან­ტურ თე­მებ­ზე გა­ი­ცე­მა და თა­ნაც თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა, წე­ლი­წად­ში, ძა­ლი­ან მცი­რეა. ძი­რი­თა­დად, სამ­წ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბია და სამ­წ­ლი­ა­ნი კვლე­ვა კი, ევ­რო­პუ­ლი გა­გე­ბით, სა­სა­ცი­ლოა, რო­გორც წე­სი, 5 წლი­დან და ზე­მოთ იწყე­ბა. ნამ­დ­ვი­ლი აკა­დე­მი­უ­რი კვლე­ვის­თ­ვის 3 წე­ლი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ საწყი­სი ფა­ზა იყოს, თა­ნაც – 60 000 ლა­რი წე­ლი­წად­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვი­თი თე­მა რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მსგავ­სი უფ­როა. სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი, თა­ვი­სი პრინ­ცი­პით, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს იმ ევ­რო­პუ­ლი ფონ­დე­ბის მოთხოვ­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის ხელ­შემ­წყო­ბი არი­ან. ალ­ბათ გა­მოჩ­ნ­დე­ბი­ან ად­ვო­კა­ტე­ბი და ჩა­მო­ა­სა­ხე­ლე­ბენ, რამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­საქ­მ­და, მაგ­რამ აქე­დან რე­ა­ლუ­რად პრო­ექ­ტე­ბის 90% არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია და და­ბა­ლი დო­ნის კვლე­ვებს წარ­მო­ად­გენს. რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ ამ ფონ­დის სტრუქ­ტუ­რა ძა­ლი­ან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია.

ბაზ­რის მოთხოვ­ნა

ხში­რად გა­ი­გო­ნებ, რომ გარ­კ­ვე­ულ დარ­გებ­ზე ბა­ზარ­ზეა მოთხოვ­ნა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, აკა­დე­მი­უ­რი სის­ტე­მა მთლი­ა­ნად ბაზ­რის მოთხოვ­ნებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს, გარ­კ­ვე­უ­ლი დარ­გე­ბი, რა თქმა უნ­და, მოთხოვ­ნა­დია და ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ექ­ცეს, მაგ­რამ, მა­გა­ლი­თად, ბაზ­რის მოთხოვ­ნა არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გერ­მა­ნი­ა­ში ფი­ლო­სო­ფია, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტია. ბაზ­რის მოთხოვ­ნა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, არ­სად არ არის ეგ­ვიპ­ტო­ლო­გია, მაგ­რამ არ­სე­ბობს ასე­თი ფა­კულ­ტე­ტი და ეს ნიშ­ნავს, რომ შენ აკა­დე­მი­უ­რად ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ხარ. ისე­ვე, რო­გორც რე­ა­ლუ­რად ბაზ­რის მოთხოვ­ნა ვე­რა­სო­დეს ვერ იქ­ნე­ბა კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. ბაზ­რის მოთხოვ­ნა ერ­თია, მაგ­რამ ამის გა­მო ამ ფა­კულ­ტე­ტე­ბის და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის არ მხარ­და­ჭე­რა კი­დევ მე­ო­რე პრობ­ლე­მაა. ერ­თი, რომ შენ კულ­ტუ­რულ დო­ნეს აჩ­ვე­ნებ, რო­დე­საც მხარს უჭერ ისეთ დარ­გებს, რო­გო­რიც არის, ვთქვათ, ეგ­ვიპ­ტო­ლო­გია, ასი­რო­ლო­გია, სიძ­ვე­ლეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი ან­თ­რო­პო­ლო­გია და სხვა, მე­ო­რე მხრივ, რო­დე­საც ინარ­ჩუ­ნებ ისეთ დარ­გებს, რო­გო­რიც არის ბირ­თ­ვუ­ლი ფი­ზი­კა, კვან­ტუ­რი მე­ქა­ნი­კა, ბი­ო­ლო­გი­ის ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე დარ­გე­ბი ან კვლე­ვე­ბი ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტ­ში, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ შე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მო­მა­ვა­ლი გა­ინ­ტე­რე­სებს. ამ ყვე­ლა­ფერს უნ­და გა­და­ლა­გე­ბა და სა­თა­ნა­დო სის­ტე­მის შექ­მ­ნა.

სის­ტე­მა და სტრუქ­ტუ­რა

ევ­რო­პუ­ლი სის­ტე­მის შე­სა­ბა­მის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სტრუქ­ტუ­რი­სა და სის­ტე­მის გა­რე­შე, რო­გორც იტყ­ვი­ან, „ვი­ბუქ­სა­ვებთ“ ერთ ად­გილ­ზე, შე­იძ­ლე­ბა იყოს პა­ტარ-პა­ტა­რა მიღ­წე­ვე­ბი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი, საგ­რ­ძ­ნო­ბი წინ­ს­ვ­ლა არ გვექ­ნე­ბა. დღემ­დე, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ალ­ბათ ალექ­სან­დ­რე ლო­მაია იყო – აღ­მოფხ­ვ­რა კო­რუფ­ცია მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე. კი, ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბა, ეს იყო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ამას ვერ ვარ­ჩევთ.

ხში­რად ვი­მე­ო­რებთ – ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. რა არის ეს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა? სხვა არა­ფე­რია, თუ არა, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. რა­ტომ არის სა­ჭი­რო მა­ინ­ც­და­მა­ინც ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა? ჯერ კი­დევ კან­ტის ცნო­ბილ ტექ­ს­ტ­ში — ფა­კულ­ტე­ტებს შო­რის კა­მა­თი — არის ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სა­ხელ­მ­წი­ფო არ უნ­და გან­საზღ­ვ­რავ­დეს მათ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას. აკა­დე­მი­უ­რი სივ­რ­ცე თვი­თონ უნ­და ად­გენ­დეს იმ სა­ჭი­რო­ე­ბებს, აკა­დე­მი­ურ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, რაც სჭირ­დე­ბა. არას­წო­რია გარ­კ­ვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მორ­გე­ბა ბიზ­ნე­სის ან პო­ლი­ტი­კის ინ­ტე­რე­სებ­ზე. თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ე­ცი, ეს და­ან­გ­რევს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას. ამის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და იყოს აგე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მარ­თ­ვის სტრუქ­ტუ­რაც და არა მარ­ტო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, მთე­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მარ­თ­ვის სტრუქ­ტუ­რა. რო­გორ უნ­და იმარ­თოს სის­ტე­მა? უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ისე­თი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი სტრუქ­ტუ­რა, რო­ცა თა­ვი­სუ­ფალ აკა­დე­მი­ურ სის­ტე­მას და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემ. აი, ეს არის სტრუქ­ტუ­რა და სის­ტე­მა. იმი­სათ­ვის, რომ სტრუქ­ტუ­რამ ამ სო­ცი­ა­ლურ სის­ტე­მას გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს.

მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლი არ არის. მე­თორ­მე­ტე კლა­სი შე­მო­ვი­ღეთ და რის­თ­ვის, კაც­მა არ იცის. რე­ა­ლუ­რად, ეს უნ­და ყო­ფი­ლი­ყო აბი­ტურ­კ­ლა­სე­ბი, რაც არ გა­კეთ­და. სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე რომ და­ბა­ლია, ზო­გა­დად, ვი­ცით, მაგ­რამ მეცხ­რე­დან მე­თორ­მე­ტე (ზო­გან ცა­მეტ­წ­ლი­ა­ნია) კლა­სის ჩათ­ვ­ლით გა­მარ­თუ­ლი აბი­ტურ­კ­ლა­სის სის­ტე­მა რომ იყოს, რო­გორც ევ­რო­პა­შია (ამე­რი­კა­მაც გა­და­ი­ღო ეს სის­ტე­მა), მა­შინ აღარ დაგ­ვ­ჭირ­დე­ბო­და გა­მოც­და, აბი­ტურ­კ­ლა­სის შე­დე­გე­ბით ჩა­ა­ბა­რებ­დ­ნენ უმაღ­ლეს­ში, მაგ­რამ, ჩვენ­თან აბ­სურ­დუ­ლი სის­ტე­მაა. თუ სის­ტე­მა მთლი­ა­ნად გა­მარ­თუ­ლი არ არის, არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს იმას, იქ­ნე­ბა თუ არა, მა­გა­ლი­თად, უნა­რე­ბის გა­მოც­და.

უნარ-ჩვე­ვე­ბი რე­ა­ლუ­რად მოწ­მ­დე­ბა ამე­რი­კუ­ლ შუ­ა­ლე­დურ კო­ლე­ჯებ­ში, სა­დაც, მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზეა აქ­ცენ­ტი, უმაღ­ლეს­ში რომ უნა­რე­ბის ტეს­ტით მოხ­ვ­დე, ასე­თი რამ არ­სად არ არის. შუ­ა­ლე­დუ­რი კო­ლე­ჯი სწო­რედ იმ ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის არის კარ­გი, სა­დაც აბი­ტურ­კ­ლა­სი არ არის. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი პრინ­ცი­პი აქვს.

მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი, ზო­გა­დად, პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხია, იმი­ტომ, რომ ეგ უკ­ვე სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ნამ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც გვაქვს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წამ­ს­ვ­ლელს რა­ღაც ტი­პის შე­მოწ­მე­ბა ნამ­დ­ვი­ლად დას­ჭირ­დე­ბა, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია მა­ინც ჰქონ­დეს.

რო­დე­საც გა­მარ­თუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მა გაქვს, თა­ვი­სი აბი­ტურ­კ­ლა­სე­ბით, მოს­წავ­ლე ისე­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლია, რომ თა­ვი­სუფ­ლად ირ­ჩევს ნე­ბის­მი­ერ დარგს, თუ კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვს სკო­ლა­ში და სწავ­ლას უმაღ­ლეს­ში აგ­რ­ძე­ლებს. ასე ხდე­ბა ჩრდი­ლო­ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში — ვი­საც აბი­ტურ­კ­ლას­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ­ზე უნ­და აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა, ის ძველ­ბერ­ძ­ნულ­საც სწავ­ლობს. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში, ლა­თი­ნუ­რი არის მე-5 კლა­სი­დან, მე-9-დან აბი­ტურ­კ­ლა­სი იწყე­ბა და მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ძვე­ლი ბერ­ძ­ნუ­ლიც აირ­ჩი­ოს ან ფრან­გუ­ლი, მა­ნამ­დე ინ­გ­ლი­სურ­საც სწავ­ლობს და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­თა­ვე­ბუ­ლი აქვს საქ­მე, რო­ცა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე მი­დის. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო­ში ვინც არის, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად (ჩვე­ნი კო­მა­რო­ვის სკო­ლის მსგავ­სად და უფ­რო მე­ტა­დაც) სწავ­ლობს ამ საგ­ნებს და იძენს მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დრო არ და­კარ­გოს (ჩვენ­თან, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დო­ნე­ზე, აი ია-ს რომ ვას­წავ­ლით). ამ დო­ნე­ზეა სწავ­ლე­ბა და აბი­ტუ­რი­ენ­ტ­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს, სად და რა­ტომ მი­დის.

იქ ყვე­ლა არ თვლის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ, რომ უმაღ­ლეს­ში ჩა­ა­ბა­როს, პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში მი­დი­ან. მე­რე თუ მო­უნ­დე­ბა, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ჩა­ა­ბა­რებს. ჩვენ 12-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა ისე გად­მო­ვი­ღეთ, რომ რე­ა­ლუ­რად არ გვეს­მო­და რას ნიშ­ნავ­და. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში არის რო­გორც 12-წლი­ა­ნი, ასე­ვე 13-წლი­ა­ნი სწავ­ლე­ბა. ჩვენ გად­მო­ვი­ღეთ 12-წლი­ა­ნი. 12-იან­სა და 13-იანს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ის კი არ არის, რომ, მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი წლით მეტს სწავ­ლო­ბენ, არა­მედ ის, რომ ასათ­ვი­სე­ბელ სა­ვალ­დე­ბუ­ლო პროგ­რა­მას 12-წლი­ა­ნე­ბი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად სწავ­ლის შე­დე­გად ით­ვი­სე­ბენ, ხო­ლო 13-წლი­ა­ნებ­თან ნაკ­ლე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბია და პროგ­რა­მა გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ერ­თი წლით მეტ­ზე. სხვა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ არის, სის­ტე­მა და პროგ­რა­მა ერ­თი და იგი­ვეა.

თა­ნას­წო­რი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პი

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრობ­ლე­მაა ისიც, რომ რე­გი­ო­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს (სხვა­თა შო­რის, ეს ძა­ლი­ან ცუ­დი ტერ­მი­ნია – რე­გი­ო­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი) არა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა არ აქვთ და რო­გორც თბი­ლის­ში ვა­კე­ში ცხოვ­რე­ბა ით­ვ­ლე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლად, ისე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თბი­ლის­ში სწავ­ლაა პრეს­ტი­ჟუ­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე რომ იყოს ევ­რო­პა­ში. გერ­მა­ნი­ა­ში, ბერ­ლინ­ში უნ­და ხდე­ბო­დეს ყვე­ლა­ფე­რი, ამ დროს ბერ­ლინ­ში 3 უნი­ვერ­სი­ტე­ტია, მაგ­რამ არაფ­რით უკე­თე­სი არ არის, ვიდ­რე მი­უნ­ხენ­ში, ან პა­ტა­რა ქა­ლაქ კა­სელ­ში, ან ბონ­ში და ა.შ. ეს არის ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, თა­ნას­წო­რი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის პრინ­ციპ­ზე. კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში ეს ჩვენც გვი­წე­რია, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არა­ფე­რი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე სო­ცი­ა­ლურ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, რო­გორც გერ­მა­ნია და შვე­ი­ცა­რიაა, არ უწე­რი­ათ კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფოა, ჩვენ გვი­წე­რია. სა­მა­გი­ე­როდ, ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კია მთლი­ა­ნად ლი­ბერ­ტა­ნი­ა­ლუ­რი, რაც ერ­თ­მა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­შიც ასეა, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვია.

სურ­ვი­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სის­ტე­მის გა­მარ­თ­ვა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, ახა­ლი ამა­ში არა­ფე­რია –  არ­სე­ბობს სტრუქ­ტუ­რე­ბი, სის­ტე­მე­ბი, უნ­და აიღო, შენს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზას შეუ­თავ­სო და შენს მოთხოვ­ნებს მო­არ­გო. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რა­ღა­ცაა, მა­გა­ლი­თად, ვე­ლო­სი­პე­დის სის­ტე­მა ხომ ერ­თია ყვე­ლას­თ­ვის, მაგ­რამ ზო­გი არის ტრა­სის­თ­ვის – სწრა­ფი, ზო­გი მთი­ა­ნი ან ტყი­ა­ნი ად­გი­ლე­ბის­თ­ვის და ა.შ. სის­ტე­მა უნ­და აიღო და იმის შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყე­ნო, მთის გინ­და, ტყის თუ ჭა­ო­ბის, სწო­რი გზის თუ ხრე­ში­ა­ნი, ამა­შია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პი უნ­და აიღო — ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის (ში­და და გა­რე ავ­ტო­ნო­მია, აუცი­ლე­ბე­ლია ორი­ვე) და სწავ­ლის, სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ერ­თი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და ააგო რო­გორ იფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და რა მი­ზანს და­ი­სა­ხავს შე­ნი უმაღ­ლე­სი – აღ­ზარ­დოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ვიწ­რომ­ხედ­ვე­ლი ფი­ზი­კო­სი ან მე­დი­კო­სი იქ­ნე­ბა თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აქ­ტი­უ­რო­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის აქ­ტი­უ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ქმე­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, ეს რო­ლი აკის­რია უნი­ვერ­სი­ტეტს და არა ის, რომ მხო­ლოდ 90 ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გა­ზარ­დოს.

ლა­ლი თვალაბეიშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები