24 ნოემბერი, კვირა, 2024

წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით – ინიციატივა არაქართულენოვანი სკოლებისთვის

spot_img

ინი­ცი­ა­ტი­ვის მხარ­დამ­ჭე­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით; ასე­ვე, მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, და­გეგ­მი­ლია მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის შექ­მ­ნა და არა­ქარ­თულ სკო­ლებ­ში მი­სი და­ნერ­გ­ვა. მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში, 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თე­ლავ­ში, 12 ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტი სწო­რედ ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის შექ­მ­ნა­ზე მუ­შა­ობ­და. შემ­დ­გომ ტრე­ნე­რე­ბი 165 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლებს გა­და­ამ­ზა­დე­ბენ, ხო­ლო მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე კი, გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში სხვა სკო­ლე­ბი­სა და საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან.

„გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დ­მა მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უცხა­და ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და აქ­ტუ­ა­ლურ პრო­ექტს, რომ­ლის მი­ზა­ნია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნ სკო­ლებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა, მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, და ზო­გა­დად, მა­თი გაძ­ლი­ე­რე­ბა ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პრო­ექტს, რო­მე­ლიც ჯერ მხო­ლოდ რა­მ­დე­ნი­მე თვეა და­იწყო, ახორ­ცი­ე­ლებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. გვა­ხა­რებს, რომ 12-კა­ცი­ა­ნი მენ­ტორ­თა ჯგუ­ფი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში და შე­მუ­შავ­და ის თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლა, რომ­ლი­თაც უკ­ვე სხვა პე­და­გო­გე­ბი გა­დამ­ზად­დე­ბი­ან და შემ­დ­გომ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ცალ­სა­ხად პო­ზი­ტი­ურ როლს ითა­მა­შებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ხო­ლო მას­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და უწყე­ბე­ბი შეძ­ლე­ბენ გარ­დამ­ტე­ხი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას ათ­წ­ლე­უ­ლე­ბით დაგ­რო­ვი­ლი და მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის საქ­მე­ში.

იმე­დი გვაქვს, რომ იდეა ნელ-ნე­ლა კი­დევ უფ­რო მეტ თა­ნა­მო­აზ­რეს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა დო­ნო­რებს შე­მო­იკ­რებს და ერ­თობ­ლი­ვად შევ­ძ­ლებთ ფუნ­და­მენ­ტუ­რად შევ­ც­ვა­ლოთ სა­ხელ­მ­წი­ფო ენი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის სწავ­ლე­ბის არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში“ – გა­ნაცხა­და გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა.

მასწავლებლის სახლის „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ კონსულტანტი ნინო შარაშენიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და მასწავლებელთა სახლის მიერ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. არაქართულენოვანი სკოლები, ჯერჯერობით, საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე დგანან – რთულია მათი ინტეგრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით სპეციალური პროგრამა შეიქმნა. თუმცა, როგორც პროგრამის კონსულტანტი ამბობს: „პრობლემების სრულად მოგვარებისთვის კიდევ ბევრი რამ არის საჭირო და ამ პრობლემათა შორის ერთ-ერთია წიგნიერების დონის ამაღლება, რაც არაქართულენოვან სკოლებში განსაკუთრებული სიმწვავით იგრძნობა.“  

როგორც წესი, უმთავრეს პრობლემად, როცა არაქართულენოვან სკოლებზე ვსაუბრობთ, ქართული ენის ფლობის დონე სახელდება. თუმცა ნინო შარაშენიძე მეორე, ასევე ძალიან მნიშვნელოვან, პრობლემად სკოლებში წიგნიერების დაბალ დონეს ასახელებს, რომელიც, მისივე თქმით, პირდაპირ კავშირშია ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებასთან. „პირველ რიგში, თავისთავად,  ქართული ენის ფლობის პრობლემა დგას, მაგრამ,  აქვე ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა და ეს არის წიგნიერების დაბალი დონე –  თუ ქვეყანა გარკვეულწილად არ გააუმჯობესებს ამ სკოლებში წიგნიერების დონეს, ენის ფლობის პრობლემა მაინც პრობლემად დარჩება. ენის სწავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგად ინტელექტს, რაც უფრო მაღალია ზოგადი ინტელექტი,  მით უფრო ადვილად ისწავლება ენა. ამიტომ ბუნებრივია, თუ სხვა საგნებშიც არ იქნა თუნდაც მინიმალური დონე მიღწეული, მაშინ მხოლოდ ქართული ენის სწავლება, სამწუხაროდ, ვერ მოგვცემს ისეთ შედეგს, რაც გვინდა, რომ გვქონდეს. სწორედ ამიტომ დადგა წიგნიერების დონის ამაღლების საკითხი დღის წესრიგში. სამწუხაროდ, წიგნიერების პრობლემა გვაქვს არა მხოლოდ არაქართულენოვან სკოლებში, არამედ ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში და ამას მოწმობს არაერთი საერთაშორისო კვლევა.“

პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, იგეგმება ტრენინგების ჩატარება, თუმცა, მისი წინაპირობა ჯერ ტრენინგ მოდულის შექმნაა, რომელშიც უშუალოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები ჩაერთვებიან.

ნინო შარაშენიძე: „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამა 165 სკოლას მოიცავს, სადაც შესული არიან ჩვენ მიერ წარგზავნილი კონსულტანტ-მასწავლებლები, მაგრამ ამ სკოლების გარდა, სისტემაში, დაახლოებით, 450-მდე სკოლაა, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება. იმ სკოლებში, სადაც კონსულტანტ-მასწავლებლები არიან, პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვარებულია (ხაზს ვუსვამ,  არა სრულად, არამედ მეტ-ნაკლებად).  ეს სკოლები უკეთეს მდგომარეობაში არიან თუნდაც იმის გამო, რომ ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლის დონე უფრო მაღალია. ასევე, ამ სკოლის სხვა საგნების მასწავლებლებს აქვთ კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ქართული ენის მასწავლებლებისგან და ა.შ.  ხოლო იმ სკოლებში, სადაც არ არიან შესული ჩვენი კონსულტანტ-მასწავლებლები, გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგები წიგნიერების მიმართულებით იმ სკოლების მასწავლებლებსაც ჩაუტარდეთ, რომლებიც არ არიან პროგრამის მონაწილეები. ეს მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან, სამწუხაროდ, პროგრამის გარეშე დარჩენილ სკოლებს ხელი ნაკლებად მიუწვდებათ სწავლების თანამედროვე მიდგომებზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ტრენინგები არა მხლოდ ქართულის, როგორ მეორე ენის მასწავლებელთა წიგნიერების უნარების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, არამედ სხვა საგნების სწავლებასაც შეუწყობს ხელს. საბოლოო მიზანი თავისთავად  წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება. ტრენინგების გავლის შემდეგ მასწავლებლები მიღებულ ცოდნას სწავლების პროცესში გადაიტანენ.“

ტრენინგ მოდულზე 12-კაციანი ჯგუფი იმუშავებს. მათ კარგად იციან ადგილზე არსებული მდგომარეობა. „ძალიან მნიშვნელოვანია მოდულის შექმნაში თავად მასწავლებლების ჩართვა. ამგვარი მიდგომა არის იმის გარანტი, რომ, ერთი მხრივ, ყველა პრობლემა იქნება გათვალისწინებული, ხოლო, მეორე მხრივ,  მიღებული ცოდნა მთლიანად მოერგება საჭიროებებს,“ – ამბობს ნინო შარაშენიძე. ერთწლიანი პროექტი ტრენინგ მოდულის შექმნასა და მის პილოტირებას გულისხმობს, რომლის დასრულების შემდეგ მასწავლებელთა სახლი აიღებს მიზნად, რომ ამ მიმართულებამ ყველა სკოლა მოიცვას.

იქნება თუ არა დაკავშირებული  წიგნიერების დონის ამაღლება მასწავლებლების კარიერულ წინსვლასთან და იმ სამფაზიან შეთავაზებასთან, რომელიც არაქართულენოვანმა მასწავლებლებმა სტატუსის ასამაღლებლად მიიღეს?  – ამის შესახებ პროგრამის კონსულტანტი ამბობს, რომ: „რეალურად ეს არის დამოუკიდებელი პროექტი და  ხელშეწყობა მასწავლებლებისთვის.  მას კავშირი არ აქვს სტატუსის ამაღლებასთან. თუმცა მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა, კარიერული წინსვლისათვის და სწავლების დონის ამაღლებისათვის კარგი საფუძველი გახდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფონდს იმისთვის, რომ  მხარი დაუჭირა მასწავლებლის სახლის ამ წამოწყებას – ეს არის დამოუკიდებელი პროექტი, და დიდი იმედია, რომ იქცევა სასარგებლო და ფართომასშტაბიან მიმართულებად.“

 ლალი ჯელაძე

 

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები