18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი – სი­ახ­ლე­ე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი  ⇒ ინტერვიუ ეკა დგებუაძესთან 

spot_img

– ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წე­ლიც პან­დე­მი­ით შექ­მ­ნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე და­იწყო. რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბა სის­ტე­მა ახალ სას­წავ­ლო წელს და რა იქ­ნე­ბა ის სი­ახ­ლე­ე­ბი, რომ­ლის და­ნერ­გ­ვა­საც გეგ­მავთ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

– პირ­ველ რიგ­ში, გა­მო­ვი­ყე­ნებ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და თქვე­ნი გა­ზე­თის მეშ­ვე­ო­ბით, კი­დევ ერ­თხელ მი­ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა სკო­ლას, მას­წავ­ლე­ბელს და მოს­წავ­ლეს ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სე­ბი და­იწყო – ბა­ვ­­შ­ვე­ბი ელო­დე­ბოდ­ნენ ახალი სას­წავ­ლო წლის დაწყებას, ახალ მიდ­გო­მებს, სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლებს… წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მათ. ძა­ლი­ან მინ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ და ყვე­ლა სი­ახ­ლე, რო­მელ­საც მათ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო შეს­თა­ვა­ზებს, კარ­გად გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი და თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლემ­დე იყოს მი­ტა­ნი­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მას­წავ­ლე­ბე­ლი არის ის ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რომ­ლის იმე­დად არის თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, მშო­ბე­ლი, ზო­გა­დად, სის­ტე­მა. ჩვენ გვაქვს მა­ღა­ლი მო­ლო­დი­ნი,  გა­ნათ­ლე­ბის სფ­ე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებს მი­ი­ტა­ნენ თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვამ­დე.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­წავ­ლო წლის­თ­ვის მზა­დე­ბას, წელს, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შა­ვეთ – რას გა­ვა­კე­თებ­დით საკ­ლა­სო ოთახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და რას – დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას. რად­გან მო­ლო­დი­ნი იყო, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუა­ცი­ის გამო, შე­იძ­ლე­ბა, სწავ­ლა საკ­ლა­სო ოთახ­ში არ დაწყე­ბუ­ლი­ყო, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის გა­ვა­კე­თეთ დაშ­ვე­ბე­ბი.

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით და ამი­ტომ, ახ­ლა, საკ­ლა­სო ოთახ­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თ­ვის, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, სკო­ლა­ში ჰი­გი­ე­ნა-სა­ნი­ტა­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა იყოს გა­მარ­თუ­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი – ზედ­მი­წევ­ნით და­ცუ­ლი. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, დღეს, სკო­ლე­ბი მზა­დაა, ყვე­ლა სა­ჭი­რო რე­სურ­სი შეს­ყი­დუ­ლია და გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აც აქვთ სკო­ლებს, ამას­თან ერ­თად, მათ, ამ კუთხით, წი­ნა წლის გა­მოც­დი­ლე­ბაც და­უგ­როვ­დათ.

ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის სი­ახ­ლე შე­ე­ხე­ბა რო­გორც დის­ტან­ცი­ურ, ისე პი­რის­პირ სწავ­ლე­ბას. რო­გორც იცით, შარ­შან ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის პი­ლო­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და გა­მო­ვაცხა­დეთ, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის ჩარ­თ­ვა – უნ­და გა­მოგ­ვე­ცა­და, რო­გორ იმუ­შა­ვებ­და ეს რე­სურ­სი, რომ შემ­დეგ შეგ­ვ­ძ­ლე­ბო­და იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რაც უშუ­ა­ლოდ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და. ამ პრობ­ლე­მებ­ზე ზაფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ვი­მუ­შა­ვეთ, რომ კი­დევ უფ­რო გაგ­ვე­მარ­თა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი. ჩა­შენ­და სხვა­დას­ხ­ვა ვე­ლე­ბი, ერთ-ერთ მა­გა­ლი­თად შე­მიძ­ლია გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მო­ვი­ტა­ნო, რო­მე­ლიც თე­მე­ბად არის ჩაშ­ლი­ლი და მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ასა­ხოს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა. გარ­და ამი­სა, ზაფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, ახალ კუ­რი­კუ­ლუმ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გვყავს მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფე­ბი, მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე, რომ­ლე­ბიც ში­ნა­არ­სის ნა­წილ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს, რო­გორ და­ნერ­გონ ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­გან­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

სა­მი­ნის­ტ­რომ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გა­ავ­რ­ცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მე­მო­რან­დუ­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სამ ინ­ტერ­ნეტ პრო­ვა­ი­დერ­თან გა­ვა­ფორ­მეთ და რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში მი­ი­ღე­ბენ ინ­ტერ­ნეტ მომ­სა­ხუ­რე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ შე­ღა­ვა­თე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ არა მხო­ლოდ სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ კერ­ძო სკო­ლი­საც. ესეც ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა, რი­თაც და­ვიწყეთ სას­წავ­ლო წე­ლი.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის ამოქ­მე­დე­ბა, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­საც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვგეგ­მ­ვათ. ეს იქ­ნე­ბა პლატ­ფორ­მა, სა­დაც ან­გა­რი­შე­ბი საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით აისა­ხე­ბა და ერ­თად იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ იყე­ნებს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბას მას­წავ­ლებ­ლე­ბი უკ­ვე სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს შეძ­ლე­ბენ.

კარ­გი სი­ახ­ლე­ე­ბი გვაქვს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლი კი­დევ უფ­რო მე­ტად გან­ვი­თარ­და, უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. გა­დამ­ზად­დ­ნენ ასის­ტენ­ტე­ბი, ეს ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო,  მათ არ ჰქონ­დათ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია. ნა­წი­ლი უკ­ვე გა­დამ­ზად­და, წლის ბო­ლომ­დე კი, სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ყვე­ლა ასის­ტენ­ტის გა­დამ­ზა­დე­ბას და­ვას­რუ­ლებთ. აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ და­ვიწყეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­მუ­შა­ოდ და აქ­ცენტს ვა­კე­თებთ არა მარ­ტო სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­სა და დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტ­ზე, არა­მედ მას­წავ­ლე­ბელ­ზე, რო­მე­ლიც სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ობს.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ისიც, რომ დას­რულ­და ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტის დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა და სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­შიც გან­თავ­ს­და. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნ­და მო­ერ­გოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს.

– რას მოხ­მარ­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მა­რ­თუ­ლე­ბით გაზ­რ­დი­ლი თან­ხე­ბი და აისა­ხე­ბა თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტებ­ზე?

– მას­წავ­ლე­ბ­ლის­თ­ვის კლას­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლე თა­ნა­ბა­რია, არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, სსს მქო­ნეა თუ ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, თა­ნაბ­რად/ერ­თ­ნა­ი­რად იმუ­შა­ოს გაკ­ვე­თილ­ზე მყოფ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს­თან. აქ­ვე ვიტყ­ვით იმა­საც, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მათ არა აქვთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი. ამი­ტომ, ახ­ლა, რე­ა­ლუ­რად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სის­ტე­მა­ში რამ­დე­ნი­მე ტი­პის მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს: მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­განს ას­წავ­ლის, მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი… და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მათ სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კას, აქაც თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბია და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სიც იმ­დე­ნი­ვეა, რაც პრაქ­ტი­კო­სის. თუმ­ცა, ძა­ლი­ან კარ­გი სი­ახ­ლე იყო ის, რომ წელს, პირ­ვე­ლად ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და ჩა­ტარ­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მოც­და­ზე რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის 50%-ზე მეტ­მა სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა შეძ­ლო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ სტა­ტუ­სი აიმაღ­ლეს. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე გვყავს უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მა­თი ხელ­ფა­სი უფ­რო­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სის თა­ნა­ბა­რი იქ­ნე­ბა და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გაჰ­ყ­ვე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას.

რაც შე­ე­ხე­ბა კითხ­ვას, თუ რას მოხ­მარ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა, გეტყ­ვით, რომ ეს ფუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხმარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სრულ­ყო­ფი­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნას, დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სებს, დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რე­ა­ლუ­რად, ეს არის მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი თან­ხა. ყვე­ლა სკო­ლა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ შეტყო­ბი­ნე­ბა/ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რე­სურ­სო­თა­ხის მოწყო­ბა ყვე­ლას­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ისი­ნი დე­ტა­ლუ­რად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი რო­გორ უნ­და იყოს რე­სურ­სო­თა­ხი აღ­ჭურ­ვი­ლი, რა არის ამის­თ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა. და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა, ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აყ­ვა­ნას და რე­სურ­სო­თა­ხის აღ­ჭურ­ვას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი რე­სურ­სებით. ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბი­დან, შე­იძ­ლე­ბა, სკო­ლამ გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის­თ­ვი­საც გა­მო­ი­ყე­ნოს,  თუ­კი მი­სი ხელ­ფა­სის ასა­ნაზღა­უ­რებ­ლად თან­ხა აკ­ლ­დე­ბა.

– აქ­ვე გკითხავთ იმ პრაქ­ტი­კო­სი სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც წელს ვერ შეძ­ლეს სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა, კი­დევ რამ­დენ­ჯერ შეძ­ლე­ბენ გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლას?

– რად­გან წელს პირ­ვე­ლი წე­ლია, რა თქმა უნ­და, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მო­მა­ვალ წელ­საც გა­ვიდ­ნენ გა­მოც­და­ზე და ეს იქ­ნე­ბა კი­დევ ერ­თი მცდე­ლო­ბა, გახ­დ­ნენ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. რად­გან პრაქ­ტი­კოს სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს, დღეს არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რით, მხო­ლოდ 2023 წლამ­დე აქვთ სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის უფ­ლე­ბა, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის მხარ­და­საჭე­რად, ჩვენ მო­ვამ­ზა­დეთ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი სწო­რედ ამ ვა­დას ეხე­ბა. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, სტა­ტუ­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გან­კუთ­ვ­ნი­ლი ვა­დე­ბი კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლით გა­და­ი­წი­ოს და, 2023 წლის ნაც­ვ­ლად, პრაქ­ტი­კოს სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს, და­მა­ტე­ბით, კი­დევ რამ­დე­ნი­მე წე­ლი მივ­ცეთ იმი­სათ­ვის, რომ გახ­დეს უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შეს­ვ­ლის შემ­დეგ, მათ გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლის კი­დევ რამ­დე­ნი­მე შან­სი მი­ე­ცე­მათ.

– ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბას გეგ­მავთ წელს მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით? დი­დი ხა­ნია, უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ელი­ან კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ახალ სქე­მას, რო­დის შეძ­ლე­ბენ ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას?

– გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, შექ­მ­ნა კო­მი­სია, სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი არი­ან სა­მი­ნის­ტ­როს, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის და ჩვე­ნი სსიპ-ების წარ­მო­მად­გე­ნ­ლე­ბი; ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბი. ჯგუ­ფი მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დო­კუ­მე­ნ­ტის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობს, რომ კი­დევ უფ­რო მე­ტად მო­ვარ­გოთ იმ თა­ნა­მედ­რო­ვე ხედ­ვებ­სა და რე­ფორ­მებს, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ, მა­გა­ლი­თად, ახ­ლა ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას სკო­ლის ლი­დე­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე, ვა­პი­რებთ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვას. რო­დე­საც სკო­ლებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ყვე­ლა ჭრილ­ში უნ­და და­ვი­ნა­ხოთ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რომ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ იმ დო­კუ­მენ­ტის გა­და­ხედ­ვაა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას არე­გუ­ლი­რებს, ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში, და­ას­რუ­ლებს მუ­შა­ო­ბას და გვე­ცო­დი­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხედ­ვა, რო­გორ შეძ­ლე­ბენ უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბას – შე­საძ­ლოა იგი­ვე პრინ­ცი­პე­ბი დარ­ჩეს, შე­საძ­ლოა, რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს.

– თქვენ ახ­სე­ნეთ, რომ სკო­ლის ლი­დე­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იწყებთ მუ­შა­ო­ბას, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რომ გვითხ­რათ, რას გუ­ლის­ხ­მობთ და რო­დის იგე­გე­მე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­დე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა?

– დი­რექ­ტო­რე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­კითხი მარ­თა­ლია გა­და­ი­დო, მაგ­რამ ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს და, რო­გორც გითხა­რით, ახ­ლა ვიწყებთ სკო­ლის ლი­დე­რო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის გზა. გვინ­და, დი­რექ­ტორს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეს. ამ მო­დელ­საც, ვფიქ­რობთ, წლის ბო­ლომ­დე და­ვა­მუ­შა­ვებთ.

– ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, აუცი­ლებ­ლად უნ­და გკითხოთ წი­ნა წლის გა­მოწ­ვე­ვებ­ზეც. რა იყო ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რაც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წი­ნა­შე დად­გა? ერთ-ერ­თი, რო­მე­ლიც თვალ­ში­სა­ცე­მად გა­მო­იკ­ვე­თა, დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე არა­თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა, თქვენ რას გვეტყ­ვით?

– მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ უბ­რუნ­დე­ბოდ­ნენ საკ­ლა­სო ოთახს. ალ­ბათ, ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი საკ­ლა­სო ოთახ­ში ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, ბავ­შ­ვ­მა მი­ი­ღოს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაც სწო­რედ ეს არის. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის არა დის­ტან­ცი­უ­რად, არა­მედ საკ­ლა­სო ოთახ­ში დას­წ­რე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბა. ცხა­დია, ამას გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მოჰ­ყ­ვე­ბა. თქვენ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ახ­სე­ნეთ, სწო­რედ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის კუთხით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სის­ტე­მის მი­ერ ეს პრობ­ლე­მა კარ­გად არის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და ისიც, რომ გვაქვს რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც გარ­თუ­ლე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტზე ­წ­ვ­დო­მა, ასე­ვე, არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ჩვენ ინ­ტერ­ნეტ პრო­ვა­ი­დე­რებ­თან ვი­მუ­შა­ვეთ, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტე­ბი მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. ასე­ვე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, ინ­ტენ­სი­უ­რად ვა­წარ­მო­ებთ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ებს, რომ ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია მაქ­სი­მალ­უ­რად იყოს და­ცუ­ლი.

რა თქმა უნ­და, ამ პე­რი­ოდ­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც – გა­მოწ­ვე­ვა ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცხა­დია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც უამ­რა­ვი სა­მუ­შაო ჩა­ტარ­და, მაგ­რამ, რო­დე­საც ხა­რის­ხ­ზე ვსა­უბ­რობთ, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვ­ლე­ბა, იც­ვ­ლე­ბა მიდ­გო­მე­ბიც და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­როა მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ამი­ტომ, ამ ნა­წილ­ში კი­დევ უფ­რო მე­ტი სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი და ამას გარ­კ­ვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა. სულ ორი წე­ლია, რაც ამ პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დით და მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი გაჩ­ნ­და. სის­ტე­მა­ში კი, 50 ათას­ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს, ერ­თ­ბა­შად ყვე­ლას შეს­ძი­ნო ის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­ნათ­ლე­ბა ითხოვს, რთუ­ლია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ კუთხი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და, რო­გორც გითხა­რით, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი დას­ჭირ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით აღ­ჭურ­ვა­სა და კი­დევ უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბას. ამას­თა­ნა­ვე, ვმუ­შა­ობთ სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მებ­ზე, ციფ­რუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა თუ რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა­ზეც. ამ რე­სურ­სი­სა და ცოდ­ნის თავ­მოყ­რა კი, მეტ დრო­სა და მუ­შა­ო­ბას მო­ითხოვს.

– რა გა­კეთ­და ან რა ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს გეგ­მავთ იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ვინც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ ჩა­ერ­თო სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და გარ­კ­ვე­უ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნა აქვს ესგ-ს მიხ­ედ­ვით?

– დო­კუ­მენ­ტ­ში პირ­და­პირ არის ასა­ხუ­ლი, რომ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მოს­წავ­ლეს აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი (გაც­დე­ნა ან სხვა ტი­პის), სკო­ლამ უნ­და და­ა­ორ­გა­ნი­ზოს და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იმის­თ­ვის, რომ მან შეძ­ლოს, და­ე­წი­ოს იმ პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც, გაკ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, გა­მო­ტო­ვა ან ვერ დას­ძ­ლია და მე­ტი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

– სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, ძა­ლი­ან არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა  – ათა­სო­ბით ბავ­შ­ვი ვერ იღებს გა­ნათ­ლე­ბას, არ და­დის სკო­ლა­ში… რა ტი­პის მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მათ­თან, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტ­რო ახორ­ცი­ე­ლებს და რა სერ­ვი­სე­ბი/შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი გაქვთ გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის?

– პროგ­რა­მა უწყ­ვე­ტია. ახ­ლა, რო­დე­საც დას­რულ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის სკო­ლა­ში ჩა­რიცხ­ვის პრო­ცე­სი, სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლო­დან, იგი­ვე ციკ­ლი და­იწყე­ბა, რაც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ წი­ნა წელს გა­ი­ა­რა. ჩვენ შევ­ძ­ლებთ, ზამ­თ­რის პე­რი­ოდ­ში, ალ­ბათ, იან­ვ­რის ბო­ლოს, გან­ვა­ახ­ლოთ მო­ნა­ცე­მე­ბი სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ. ცხა­დია, მხო­ლოდ მო­ნა­ცე­მე­ბის დად­გე­ნით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა და სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბენ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, რომ ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლებ­ში და­ვაბ­რუ­ნოთ და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩავ­რ­თოთ. სხვა­თა შო­რის, ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, კი­დევ უფ­რო ზუსტ მო­ნა­ცე­მებს 2021-2022 წლის კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ვნა­ხავთ.

– ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, 4 ოქ­ტომ­ბერს სწავ­ლის პი­რის­პირ დაწყე­ბას, პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბის გარ­და, სხვა კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც დი­დი იმე­დით ელი­ან. რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი, გა­და­ი­ნაც­ვ­ლებს თუ არა გაკ­ვე­თი­ლე­ბი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და იქ­ნე­ბა ეს სა­ყო­ველ­თაო თუ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მით?

– დი­ახ, ეს იქ­ნე­ბა სწო­რედ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა.  რო­დესც გვე­ცო­დი­ნე­ბა ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მუ­ნი­ცი­პა­ლურ და ქა­ლა­ქის დო­ნე­ზე, სკო­ლე­ბი იმ ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­იხ­ს­ნე­ბა, სა­დაც ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4% ან 4%-ზე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა. ეს მიდ­გო­მა შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებს, არა­მედ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს. იმე­დია, ეპიდ­სი­ტუ­ა­ცია ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები