23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია

spot_img

ბრძე­ნი ილია ამ­ბობ­და: „ერის და­ცე­მა და გა­თახ­სი­რე­ბა მა­შინ იწყე­ბა, რო­ცა ერი, თა­ვის­და სა­უ­ბე­დუ­როდ, თა­ვის ის­ტო­რი­ას ივიწყებს“.

ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით ეს სიტყ­ვე­ბი, მაგ­რამ, ხში­რად, არ ვაკ­ვირ­დე­ბით რამ­დენ  სიბ­რ­ძ­ნეს იტევს ეს ერ­თი ფრა­ზა. დი­ახ, თუ ადა­მი­ან­მა და­ი­ვიწყა თა­ვი­სი ის­ტო­რია, პა­ტი­ვი არ სცა მათ, ვინც მა­ნამ­დე იღ­ვ­წო­და და ცხოვ­რობ­და ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ის ვერ შექ­მ­ნის აწ­მ­ყოს და მით უმე­ტეს – მო­მა­ვალს. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მოგ­ვეთხ­რო ჩვე­ნი პა­ტა­რა ის­ტო­რია სკო­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უკ­ვე თით­ქ­მის ასი წე­ლია ემ­სა­ხუ­რე­ბა სო­ფელს, უზ­რ­დის გა­ნათ­ლე­ბულ, პროგ­რე­სულ თა­ო­ბებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს.

კა­ხეთ­ში მრა­ვა­ლი ლა­მა­ზი სო­ფე­ლია, მათ შო­რი­საა სა­ნა­ვარ­დო, რო­მე­ლიც ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს და მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა კუ­ჭატ­ნის თემს. სო­ფე­ლი სა­ნა­ვარ­დო ზღვის დო­ნი­დან 310 მეტ­რ­ზე მდე­ბა­რე­ობს, ჩრდი­ლო­ე­თი­დან ესაზღ­ვ­რე­ბა ქა­ლა­ქი ყვა­რე­ლი, რომ­ლის­გა­ნაც 7,5 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი; და­სავ­ლე­თით ჩა­მო­უ­დის მდი­ნა­რე ბურ­სა, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს კავ­კა­სი­ო­ნის მთე­ბი­დან იღებს, და­ღეს­ტ­ნის საზღ­ვარ­თან ახ­ლოს, ორი შე­ნა­კა­დით: ჩა­გურ­გუ­ლა და ფატ­მა­სუ­რი; აღ­მო­სავ­ლე­თით ესაზღ­ვ­რე­ბა სოფ­ლე­ბი: კუ­ჭა­ტა­ნი და წიწ­კა­ნა­ანთ­სე­რი, ხო­ლო სამ­ხ­რე­თით — მდი­ნა­რე ალა­ზა­ნი. კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დე­ბის სი­დი­ა­დე, მდი­ნა­რე­ე­ბის მწვა­ნე ჭა­ლე­ბი, მი­წის­ქ­ვე­შა წყლე­ბი, ნა­ყო­ფი­ა­ნი მი­წე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბას.

სო­ფე­ლი გა­შე­ნე­ბუ­ლია ოთხ პა­რა­ლე­ლურ, სწორ­ხა­ზო­ვან უბ­ნად, ცენ­ტ­რა­ლუ­რი უბა­ნი ყვა­რე­ლი-თბი­ლი­სის მთა­ვა­რი გზატ­კე­ცი­ლია. სა­ნა­ვარ­დოს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა ვრცელ­დე­ბა 2 კი­ლო­მეტ­რ­ზე. სოფ­ლი­დან სამ­ხ­რე­თით მდე­ბა­რე­ობს IV-VII სა­უ­კუ­ნის ახალ­ფე­ო­და­ლუ­რი, ბა­ზი­ლი­კუ­რი, ნა­ვი­სე­ბუ­რი ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც 2002 წელს ილია მე­ო­რემ აკურ­თხა, დღეს იწო­დე­ბა, რო­გორც მა­რი­ამ ღვთის­მ­შობ­ლის ეკ­ლე­სია.

ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სო­ფე­ლი სა­ნა­ვარ­დო მო­იხ­სე­ნი­ე­ბა იოანე ბაგ­რა­ტი­ო­ნის მი­ერ. 1786-90 წლებ­ში, ქართლ-კა­ხე­თის აღ­წე­რა­ში, ის მი­ე­კუთ­ნე­ბო­და ნეკ­რე­სის ეპარ­ქი­ას, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ფელ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა თან­და­თან შემ­ცირ­და და გა­და­შენ­და. XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში და­იწყო ში­და მიგ­რა­ცია, ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნი­დან, ხი­ზა­ბავ­რი­დან, უდი­დან, ვარ­გა­მი­დან ჩა­მო­სახ­ლ­და რამ­დე­ნი­მე კომ­ლი. ეს პრო­ცე­სი მეორე მსოფლიო ომამ­დე და­იწყო და ომის შემ­დე­გაც გაგ­რ­ძელ­და. ბუ­ნებ­რივ­მა რე­სურ­სებ­მა – კლი­მატ­მა, წყალ­მა, ნო­ყი­ერ­მა მი­წებ­მა – ხე­ლი შე­უწყო სოფ­ლის ხე­ლახ­ლა გა­შე­ნე­ბას და გაძ­ლი­ე­რე­ბას.

XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლე­ბამ­დე სო­ფელს არ ჰქონ­და სკო­ლა, 1926 წელს, სოფ­ლის მცხოვ­რებ­მა, ვა­სილ მა­ნა­ნა­ძემ გა­მო­ი­ჩი­ნა კე­თი­ლი ნე­ბა, საცხოვ­რე­ბელ სახლს მი­ა­შე­ნა ერ­თი ოთა­ხი და და­უთ­მო სოფ­ლის ახალ­გაზ­რ­დო­ბას. სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი, ვი­საც წე­რა-კითხ­ვის შეს­წავ­ლა სურ­დათ, ერ­თად სწავ­ლობ­დ­ნენ, მა­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ქალ­ბა­ტო­ნე­ბი: სი­და ნი­კო­ლო­ზიშ­ვი­ლი, თა­მარ მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი და ნა­დია თა­ვა­მა­იშ­ვი­ლი.

სო­ფელ სა­ნა­ვარ­დოს მაცხოვ­რებ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­მა ზრდამ დღის წეს­რიგ­ში და­ა­ყე­ნა სკო­ლის აშე­ნე­ბის სა­კითხი. სი­და ნი­კო­ლო­ზიშ­ვი­ლის თავ­და­დე­ბულ­მა ძალისხმევამ  შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და 1927 წელს, სოფ­ლის მი­ერ გა­ღე­ბუ­ლი ხარ­ჯით და მუ­შა-ხე­ლით, აშენ­და სკო­ლა, სა­დაც ოთხი კლა­სი იყო. სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ ოს­ტა­ტე­ბი: სი­მონ პა­რუ­ნაშ­ვი­ლი და მი­ხე­ილ წალ­და­ძე, მა­თი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ამოტ­ვიფ­რუ­ლია ქვა­ზე, რო­მე­ლიც აღ­მო­ჩე­ნილ იქ­ნა 2011 წელს, სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს. მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის, ნა­ნა ქა­ფი­ა­ნი­ძის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ეს ქვა დარ­ჩა ღი­ად, ჩა­ის­ვა ჩარ­ჩო­ში და სა­მას­წავ­ლებ­ლოს კე­დელს ამ­შ­ვე­ნებს, იმავ­დ­რო­უ­ლად, გვახ­სე­ნებს ჩვე­ნი სკო­ლის ის­ტო­რი­ას.

სკო­ლის პირ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი სი­და ნი­კო­ლო­ზიშ­ვი­ლი იყო, მას შემ­დეგ სკო­ლას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დ­ნენ: ალექ­სან­დ­რე შო­ნია, ვა­ლე­რი მო­დე­ბა­ძე, კო­ლია ბა­გა­ე­ვი, სო­ლო­მონ იაგო­რაშ­ვი­ლი, ჰამ­ლეტ მა­ნა­ნა­ძე; 2006 წლი­დან დღემ­დე, სკო­ლას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს ნა­ნა ქა­ფი­ა­ნი­ძე.

სოფ­ლის ზრდას­თან ერ­თად იზ­რ­დე­ბო­და სკო­ლაც, თა­ვი­დან ოთხ­წ­ლი­ა­ნი იყო, შემ­დეგ რვაწ­ლი­ა­ნად გა­და­კეთ­და, 90-იან წლებ­ში კი – სა­ბა­ზო, ცხრაწ­ლი­ან სკო­ლად.

2009 წელს სკო­ლას ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სა­ხე­ლი ეწო­და და მას შემ­დეგ ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ნა­ვარ­დოს სა­ჯა­რო სკო­ლა სი­ა­მა­ყით ატა­რებს ამ სა­ხელს. სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბა ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის  შვი­ლიშ­ვი­ლის, გი­ვი ან­დ­რი­ა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ის მსოფ­ლიო დო­ნის კარ­დე­ო­ლო­გია, ყო­ფი­ლი მო­ფა­რი­კა­ვე, სპორ­ტის რა­ინ­დად წო­დე­ბუ­ლი. ბა­ტო­ნი გი­ვის ბე­ბია, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო მა­ყაშ­ვი­ლი წარ­მო­შო­ბით ყვარ­ლი­დან იყო, ბა­ტონ გი­ვის ბევ­რი მო­გო­ნე­ბა აკავ­ში­რებ­და ყვა­რელ­თან და სო­ფელ სა­ნა­ვარ­დოს­თან. ძა­ლი­ან უნ­დო­და, ყვა­რელ­ში რო­მე­ლი­მე სკო­ლას მი­სი დი­დი წი­ნაპ­რის სა­ხე­ლი ეტა­რე­ბი­ნა, ბა­ტო­ნი გი­ვი­სა და იმ­ჟა­მინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის, ნა­ნა ქა­ფი­ა­ნი­ძის მონ­დო­მე­ბით, 2009 წელს, სკო­ლას ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის სა­ხე­ლი ეწო­და.

სო­ფელ სა­ნა­ვარ­დოს სას­კო­ლო ის­ტო­რი­ას ქმნიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უყ­ვარ­დათ თა­ვი­ან­თი სო­ფე­ლი, აღ­საზ­რ­დე­ლე­ბი და ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დ­ნენ სა­ნა­ვარ­დო­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. ესე­ნი იყ­ვ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი: ნა­დია ჭა­ბაშ­ვი­ლი, მა­ნია ლა­ფა­ჩიშ­ვი­ლი, ალი­ო­შა შო­ნია, ელე­ნე თა­მა­ზიშ­ვი­ლი, თი­ნა ასა­ბაშ­ვი­ლი, ნი­ნა როს­ტო­მაშ­ვი­ლი და სხვ.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღი­ზარ­და ისე­თი თა­ო­ბა, რო­მე­ლიც უკ­ვე თვი­თონ ზრუ­ნავ­და სოფ­ლის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ზე. მათ ისე­თი კვა­ლი და­ტო­ვეს, რომ დღე­საც პა­ტი­ვით იხ­სე­ნე­ბენ, მათ­ზე მო­გო­ნე­ბე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ც­დას იწ­ვევს თი­თო­ე­ულ სა­ნა­ვარ­დო­ელ­ში – სტე­ფა­ნე ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ მუ­რა­დაშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან გე­ლაშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ხა­ჩიშ­ვი­ლი, თი­ნა მე­ლი­ქო­ვა, ტა­სია ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, ლე­ლა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი იშ­ხა­ნი­ძე, ვე­რა ყუ­ლჯა­ნიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან ყუ­ლჯა­ნიშ­ვი­ლი, მა­რი­ამ პა­პაშ­ვი­ლი, კე­კე­ლა კე­ღოშ­ვი­ლი, მა­რი­ამ მა­მუ­კაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დ­რე ის­კან­და­რაშ­ვი­ლი –  50-ანი წლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და დი­რექ­ტო­რი სო­ლო­მონ იაგო­რაშ­ვი­ლი.

მა­თი აღ­ზ­რ­დი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში, მა­ში­ნაც და ახ­ლაც, წარ­მა­ტე­ბუ­ლად ამ­თავ­რე­ბენ სა­შუ­ა­ლო სკო­ლას და ეწყო­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ებში. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლამ ბევ­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი აღ­ზარ­და: ილია ყრუ­აშ­ვი­ლი, შალ­ვა ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ჯა­ნაშ­ვი­ლი, რო­ბერტ მაზ­მიშ­ვი­ლი, ფრი­დონ ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლი, ლი­კა ყულ­ჯა­ნიშ­ვი­ლი, ოთარ პეტ­რი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ამ  კიკ­ნა­ძე, მი­რი­ან გი­გო­ლაშ­ვი­ლი, სი­მურ თარ­ხ­ნიშ­ვი­ლი, ლა­ლი ყრუ­აშ­ვი­ლი, და­ვით პი­ტი­უ­რიშ­ვი­ლი და სხვა.

სკო­ლა აგ­რ­ძე­ლებს ტრა­დი­ცი­ებს… 2019 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და­იწყო რე­ფორ­მა, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ და­ნერ­გ­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­ირ­ჩა 165 სკო­ლა, მათ შო­რის იყო სა­ნა­ვარ­დოს საჯაროც, რაც, ალ­ბათ, იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ სკო­ლას, 15  პე­და­გო­გი­დან, 13 უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­ს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი, დი­რექ­ტო­რის, ნა­ნა ქა­ფი­ა­ნი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ნენ ამ რე­ფორ­მა­ში. ამ­ჟა­მად სკო­ლის 19 პე­და­გო­გი­დან 4 წამ­ყ­ვა­ნია, და­ნარ­ჩე­ნი კი — უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ჩვე­ნი სკო­ლის 9 მას­წავ­ლე­ბე­ლი მიწ­ვე­უ­ლია ყვარ­ლის სკო­ლებ­ში, შე­თავ­სე­ბით მუ­შა­ო­ბენ და აქ­ტი­უ­რად უზი­ა­რე­ბენ კო­ლე­გებს თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას. ამ­ჟა­მად სკო­ლის დი­რექ­ცია და პედ­კო­ლექ­ტი­ვი 75 მოს­წავ­ლის აღ­ზ­რ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა. გა­ვა დრო და ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და მოს­წავ­ლე­ე­ბიც და­წე­რენ ახალ სას­კო­ლო ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან წარ­სუ­ლი ქმნის აწ­მ­ყოს, აწ­მ­ყო კი – მო­მა­ვალს. ჩვენ კარ­გად გვაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ილი­ას სიტყ­ვე­ბი: „წარ­სუ­ლი მკვიდ­რი სა­ძირ­კ­ვე­ლია აწ­მ­ყო­სი, რო­გორც აწ­მ­ყო მო­მავ­ლი­სა“.

მა­რი­ნე ყრუ­აშ­ვი­ლი-მა­ნა­ნა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები