5 მაისი, კვირა, 2024

ჩატარდება თუ არა პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად

spot_img

ჩატარდება თუ არა პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სატატუსის მოსაპოვებლად და შენარჩუნდება თუ არა სტატუსის დანამატები, მომატებულ საბაზო ხელფასთან ერთად? როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, არაფრის გაუქმება და არც უკან დახევა არ იგეგმება. სამინისტრო  ყველა მიმდინარე საკითხის გაუმჯობესებაზე მუშაობს და გადაწყვეტილებას რეფორმის საკითხების შესახებ საზოგადოებას დეკემბერში გააცნობს.

გიორგი ამილახვარი: „როგორც გითხარით, დეკემბერში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ ამ საკითხებზე, მაგრამ, ზოგადად, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმდინარე საკითხის გაუმჯობესებაზე, არაფრის გაუქმებაზე და უკან დახევაზე.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კვირა არ გავა, რომ მე მასწავლებლებს არ ვხვდებოდე და არ ვიღებდე უკუკავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით.

სამი დიდი კვლევა მიმდინარეობს ახლა სისტემაში, რომელიც ეხება ეროვნულ სასწავლო გეგემას, სახელმძღვანელოების გრიფირებას და ე.წ. სქემას, რომელშიც მასწავლებლები არიან ჩართული. სამივე კვლევა უკვე ფინალურ ფაზაშია და ამის პრეზენტაცია, დეკემბრის დასაწყისში,  საჯაროდ გაიმართება. სწორედ ამ კვლევების, მასწავლებლებისგან მიღებული უკუკავშირებისა და პროცესების ანალიზის საფუძველზე, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება  უნარების გამოცდას, ჩვენ არ გაგვიუქმებია, სწორედ ამ ციფრს ველოდებოდით და წლის ბოლოს უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნება უნარების გამოცდა და საერთოდ, როგორ მოხდება სტატუსების ამაღლება, გაგრძელდება ეს იმავე ფორმით, როგორიც  იყო თუ გაუმჯობესებულ სისტემას შევთავაზებთ მასწავლებელებს. აქ ერთი არის, რომ, დიახ, შესაძლოა ეს ებმება სახელფასო პლიტიკასაც, მაგრამ ჩვენ ამას აღარ ვუკავშირებთ, ვინაიდან, გვინდა ღირსეული ხელფასი მივცეთ ყველას, მიუხედავად სტატუსისა. ბუნებრივია, სატატუსის დანამატები და განსხვავება იარსებებს, მაგრამ ჩვენი მიზანია, როგორც თავად მასწავლებლები ამბობენ, მნიშვნელოვნად გაიზარდოს მათი საბაზო ხელფასი, სწორედ ამაზე ვმუშაობთ“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები