2 მარტი, კვირა, 2025

შეხვედრა ევროკომისართან

spot_imgspot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან.

გიორგი ამილახვარმა ევროკომისარს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მას და ევროკომისიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პოზიტიური რეკომენდაციისთვის.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ლიდერების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა და ბოლო წლებში გადადგმული მნიშნელოვანი ნაბიჯები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებით დაგვირგვინდება.

გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მხრიდან განათლებისა და მეცნიერების სფეროების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკავშირის უნიკალური პროექტის „ევროპის სკოლა – თბილისის“ შესახებ. მისი თქმით, ევროპის სკოლის იდეის განხორციელება, რომელიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულების დაარსებას ითვალისწინებს, უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მომავალ სასწავლო წელს გაიხსნება.

მინისტრმა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზეც ისაუბრა, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარეობს. განსაკუთრებით გამოყო განათლების ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა, პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა და სისტემაში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება და დისტანციური სწავლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა. კერძოდ, აქტიურად გრძელდება მუშაობა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კუთხით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება ახალგაზრდობის მიმართულება. მან სრული მზაობა გამოთქვა ამ კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსთვის, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყნისთვის, Erasmus+ პროგრამის ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობის საკითხი განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მინისტრმა ევროკომისარს დაუდასტურა სრული მზაობა Erasmus+ პროგრამის ყველა კომპონენტის განხორციელებისთვის საჭირო ვალდებულების აღების მიმართულებით. მისი თქმით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული ინიციატივები, უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს, ევროპელ თანატოლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დადებითად შეაფასეს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნეს მისი ისტორიული მნიშვნელობა.

თავის მხრივ, ევროკომისარმა ილიანა ივანოვამ მადლობა გადაუხადა მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში. მან დადებითად შეაფასა განათლების მინისტრის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის რეფორმები, რომლებიც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე მიმდინარეობს.

spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

სა­ხე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ტრა­დი­ცი­ებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი - „გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ქრო­ნი­კა“ ის­მა­ილ კა­და­რე - „გახ­ლე­ჩი­ლი აპ­რი­ლი“   სიკ­ვ­დი­ლი შემ­ზა­რა­ვი გარ­და­უ­ვა­ლო­ბაა, მაგ­რამ ასე არ ფიქ­რობ მა­შინ, რო­ცა საქ­მე ტრა­დი­ცი­ე­ბით გან­საზღ­ვ­რულ სიკ­ვ­დილ­ზე მიდ­გე­ბა,...

უმაღლესი განათლება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი), 20 წელიწადზე მეტია, ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას. სასწავლებელი, ეფუძნება რა პროფესიული განათლების, ასევე მეზღვაურთა...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები