2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

შესაძლოა სტუდენტს ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან – ტექნიკურზე, ტექნიკურიდან კი ჰუმანიტარულ მიმართულებაზე გადასვლა აეკრძალოს

spot_img

პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, მეტწილად, გამორიცხავს იმ ხარვეზს, რასაც სტუდენტის ჰუმანიტარულიდან (თუ კი მან თავდაპირველად ჰუმანიტარული მიმართულება აირჩია) ტექნიკურ მიმართულებაზე გადასვლა გულისხმობს. მისივე თქმით, ტექნიკურ მიმართულებაზე აუცილებელი უნდა იყოს მათემატიკის ჩაბარება ისევე, როგორც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე – საქართველოს ისტორიის.

„თუ ბავშვი ტექნიკური მიმართულებით აბარებს, მისთვის აუცილებელი უნდა იყოს როგორც მათემატიკის, ისე იმ ტექნიკური საგნის ჩაბარება, რომელსაც უნივერსიტეტი მიიჩნევს საჭიროდ, ისევე, როგორც ჰუმანიტარული მიმართულებითაა მნიშვნელოვანი ისტორიის ჩაბარება. ვფიქრობთ, უბრალოდ სირცხვილია, სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს ისტორია. ამ მიმართულებითაც არჩევანი დამატებითი გამოცდა იმ საგანში, რომელსაც უნივერსიტეტი მოითხოვს.“ – აღნიშნა მან.

სავალდებულო სამი საგნის გარდა უნივერსიტეტებისთვის დამატებითი საგნის არჩევის უფლების მინიჭება კი მინისტრის განცხადებით მათი ავტონომიის გაძლერებას ემსახურება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები