24 ნოემბერი, კვირა, 2024

„ყვე­ლა ნიშ­ნავს ყვე­ლას“ – ინ­კ­ლუ­ზია და გა­ნათ­ლე­ბა 30 ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მა­გა­ლით­ზე

spot_img
გა­მოქ­ვეყ­ნ­და იუნეს­კოს ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, კავ­კა­სი­ის და შუა აზი­ის 30 ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებს. 2021 წლის გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რი­ში ცენ­ტ­რა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, კავ­კა­სი­ის და შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის – „ინ­კ­ლუ­ზია და გა­ნათ­ლე­ბა: ყვე­ლა ნიშ­ნავს ყვე­ლას“ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ერ­თობ­ლი­ვად იუნეს­კოს, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­ა­გენ­ტოს და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ცენ­ტ­რე­ბის ქსე­ლის მი­ერ. გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სეგ­რე­გი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა ისევ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ცენ­ტ­რა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტ­რა­ლურ აზი­ა­ში.

იუნეს­კოს ან­გა­რიშს სა­ფუძ­ვ­ლად უდევს 30 ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­და შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი, გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­კ­ლუ­ზი­ის გან­საზღ­ვ­რი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის და­სად­გე­ნად. 2021 წლის ევ­რა­ზი­ის ან­გა­რი­ში მო­ი­ცავს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს მთავ­რო­ბე­ბის­თ­ვის და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, ინ­კ­ლუ­ზი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მე-4 მიზ­ნის პო­ლი­ტი­კა­ში ასახ­ვის­თ­ვის რე­გი­ო­ნის მასშ­ტა­ბით.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და ანა­ლი­ზი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუტ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ანა­ლი­ზი დამ­ყა­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ინ­კ­ლუ­ზი­ის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ზე და ით­ვა­ლის­წი­ნებს 2020 წლის გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ან­გა­რი­შის მიდ­გო­მებ­სა და პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ექ­ს­პერ­ტი­ზებს.

ან­გა­რი­შით ვი­გებთ, რომ, მი­უ­ხე­და­ვად გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პროგ­რე­სი­სა, ჩარ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მა ისევ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ბო­ლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა გა­ი­ზარ­და და სკო­ლის გა­რეთ დარ­ჩე­ნილ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­ხევ­რ­და. თუმ­ცა, სეგ­რე­გი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში დღემ­დე გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზა. ან­გა­რი­ში მო­უ­წო­დებს მთავ­რო­ბებს, გა­დად­გან შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­კენ, რად­გან იგი უფ­რო ეფექ­ტუ­რად პა­სუ­ხობს ყვე­ლა მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას.

ანა­ლიზს სა­ფუძ­ვ­ლად უდევს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბის მი­ერ ინ­კ­ლუ­ზი­ის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, რე­გი­ონ­ში შე­იმ­ჩ­ნე­ვა პროგ­რე­სი გა­ნათ­ლე­ბის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სის­ტე­მე­ბის და­ნერ­გ­ვა­ში.

შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლებ­ში შემ­ცირ­და 78%-დან (2006) 53%-მდე (2016). ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, 30%-ით შემ­ცირ­და რე­ზი­დენ­ცი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბობს სეგ­რე­გი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ერთ დროს არას­წო­რად იქ­ნა შე­ფა­სე­ბუ­ლი, რო­გორც ეფექ­ტუ­რი.

სტუ­დენ­ტ­თა მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რე­გი­ო­ნის 22 ქვე­ყა­ნას აქვს ცალ­კე სკო­ლე­ბი ენობ­რი­ვი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სათ­ვის (მათ შო­რი­საა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც), თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, არ­სე­ბობს პა­რა­ლე­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის რის­კე­ბიც. თუ გა­ნათ­ლე­ბას სა­კუ­თარ ენა­ზე იღე­ბენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ამ პრო­ცესს სეგ­რე­გი­რე­ბულ გა­რე­მო­ში გარ­კ­ვე­უ­ლი რის­კე­ბი ახ­ლავს.

თუ ამ ჯგუ­ფე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის, სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეს საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ სრულ­ფა­სო­ვან ინ­ტეგ­რა­ცი­ას. ამი­ტომ ზო­გა­დი ტენ­დენ­ციაა მა­თი ჩვე­უ­ლებ­რივ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში ადაპ­ტა­ცია და აქ­ცენ­ტე­ბი უფ­რო ბი­ლინ­გ­ვუ­რი სწავ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე კეთ­დე­ბა. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი ხელს უწყობს ეთ­ნი­კუ­რი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ ყვე­ლა ამ ჯგუფ­მა მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი, იმა­ვე ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორ­საც სხვა და­ნარ­ჩე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი იღე­ბენ. ან­გა­რიშ­ში ასე­ვე ვკითხუ­ლობთ, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ითარ­გ­მ­ნე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბის ენი­დან და უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი საგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია. ბი­ლინ­გ­ვუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, სა­დაც უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის ის­ტო­რი­ას და ტრა­დი­ცი­ებს, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია.

ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად, კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ხელ­დე­ბა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლის გა­რეთ დარ­ჩე­ნა.

ამის მა­გა­ლი­თად კი, მოყ­ვა­ნი­ლია სა­მი ქვე­ყა­ნა – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და მონ­ღო­ლეთ­ში სკო­ლის გა­რეთ დარ­ჩე­ნილ მოს­წავ­ლე­თა შო­რის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი წი­ლი, სა­შუ­ა­ლოდ, ორ­ჯერ უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე სკო­ლა­ში მყო­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი წი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ნორ­მა­ლურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თულ შშმ მოს­წავ­ლე­თა წი­ლი 7.5%-ია, ხო­ლო სკო­ლის გა­რეთ დარ­ჩე­ნილ­თა წი­ლი 13.9%-ს შე­ად­გენს). აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს არის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ რე­გი­ო­ნის­თ­ვის. ცენ­ტ­რა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ყო­ვე­ლი მე­სა­მე მოს­წავ­ლე კვლავ ჩა­რიცხუ­ლია სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლებ­ში.

ან­გა­რიშ­ში ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია, ასე­ვე, იმ ხე­ლის­შემ­შ­ლელ პი­რო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც COVID-19-მა, ინ­კ­ლუ­ზი­ის და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შექ­მ­ნა რე­გი­ონ­ში.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, დის­ტან­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა დაბ­რ­კო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ყო­ვე­ლი მე­ოთხე მოს­წავ­ლის­თ­ვის, რო­მელ­საც არ აქვს პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი და ყო­ვე­ლი მე­ა­თე მოს­წავ­ლის­თ­ვის, რო­მელ­საც არ აქვს წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­ზე.

ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, 15 წლის მოს­წავ­ლე­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 16% არ იყო ჩარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის თავ­და­პირ­ველ ეტაპ­ზე. უკ­რა­ი­ნა­ში – მოს­წავ­ლე­თა მხო­ლოდ 1%, თუმ­ცა ბო­შა მოს­წავ­ლე­ე­ბის 20% არ იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში. ქვეყ­ნე­ბის მხო­ლოდ 38%-მა შექ­მ­ნა სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ენებ­ზე. ხორ­ვა­ტი­ა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ სა­უბ­რო­ბენ ხორ­ვა­ტულ ენა­ზე, მათ შო­რის ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ლტოლ­ვი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს წა­აწყ­დ­ნენ ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გა­მო. ქვეყ­ნე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 38%-მა და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია ღა­რიბ ოჯა­ხებს, რაც მო­ი­ცავ­და ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას და შეწყ­ვე­ტი­ლი სას­კო­ლო კვე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის მიზ­ნით დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას.

გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რი­შის დი­რექ­ტო­რის, მა­ნოს ან­ტო­ნი­ნი­სის შე­ფა­სე­ბით, COVID-19 პან­დე­მია წარ­მო­ად­გენს სე­რი­ო­ზულ დაბ­რ­კო­ლე­ბას ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, ამი­ტომ:

იმ­პულ­სი და­ი­კარ­გე­ბა თუ­კი მთავ­რო­ბე­ბი სას­წ­რა­ფოდ არ მი­ა­ნი­ჭე­ბენ პრი­ო­რი­ტეტს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს, რაც ხელს შე­უწყობს უკე­თე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მე­ლიც აფა­სებს ყვე­ლა მოს­წავ­ლის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას“.

ასე­ვე ყუ­რადღე­ბა მახ­ვილ­დე­ბა იმა­ზეც, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა სა­თა­ნა­დოდ არ იყო გა­წე­უ­ლი. დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ის, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი კი­დევ უფ­რო იზო­ლი­რე­ბუ­ლად იგ­რ­ძ­ნო­ბენ თავს, იქ­ნე­ბი­ან პა­სი­ურ როლ­ში და აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან სწავ­ლის­გან ჩა­მო­შო­რე­ბის საფ­რ­თხის წი­ნა­შე. მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ამ შექ­მ­ნა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, ხო­ლო ბულ­გა­რეთ­მა უზ­რუნ­ველ­ყო სა­ტე­ლე­ფო­ნო ცხე­ლი ხა­ზი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად. თუმ­ცა, ან­გა­რიშ­ში ვკითხუ­ლობთ, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის უმე­ტე­სი სერ­ვი­სე­ბი შე­მუ­შავ­და სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბის გა­რე­შე.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ექ­ს­კ­ლუ­ზი­ის ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი ფორ­მე­ბი პან­დე­მი­ამ­დეც არ­სე­ბობ­და — მონ­ღო­ლეთ­ში, მდი­და­რი მო­სახ­ლე­ო­ბის 95%, ხო­ლო ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 37% ამ­თავ­რებს სა­შუ­ა­ლო სკო­ლას; თურ­ქეთ­ში, სა­დაც 600 000 სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლი ბავ­შ­ვი და ახალ­გაზ­რ­და იყო მოქ­ცე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სის­ტე­მა­ში, 37% ჯერ კი­დევ სკო­ლის მიღ­მა რჩე­ბა; ბო­შა ბავ­შ­ვე­ბი, დღემ­დე, ყვე­ლა­ზე გა­რი­ყუ­ლი ჯგუ­ფია რე­გი­ონ­ში. ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ ბალ­კა­ნეთ­ში ბო­შა, აშ­კა­ლი და ეგ­ვიპ­ტე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 60% არ არის ჩა­რიცხუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში; ბო­შე­ბის მხო­ლოდ 3% ამ­თავ­რებს სა­შუ­ა­ლო სკო­ლას მონ­ტე­ნეგ­რო­ში. ბო­შა ბავ­შ­ვე­ბი ასე­ვე არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლად დი­აგ­ნო­ზი­რე­ბულ­ნი არი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. სლო­ვა­კეთ­ში, ბო­შუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ად­გენ­დ­ნენ სპე­ცი­ა­ლურ კლა­სებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის 63%-ს და სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის 42%-ს.

ასე­ვე ხში­რია გენ­დე­რუ­ლი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­აც. ბე­ლა­რუს­ში ტრე­ნინ­გე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ხელს უწყობს გენ­დე­რუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გამ­ყა­რე­ბას. 2016 წელს გა­ტა­რე­ბუ­ლი თურ­ქუ­ლი სა­წავ­ლო გეგ­მის რე­ფორ­მა თით­ქ­მის არ ახ­სე­ნებს ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებს. 23-დან მხო­ლოდ 7 ქვე­ყა­ნას აქვს პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ეხ­მი­ა­ნე­ბა და კრძა­ლავს სკო­ლა­ში ბუ­ლინგს სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის, გენ­დე­რუ­ლი იდენ­ტო­ბის ან გა­მო­ხატ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა კრძა­ლავს სკო­ლებ­ში ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ლა­პა­რაკს.

ან­გა­რიშ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბი რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ადას­ტუ­რებს პროგ­რესს. ხაზ­გას­მუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სწრა­ფი პროგ­რე­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მხრივ 2005-2015 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში. 1989 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რიცხულ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20000-ს აღ­წევ­და, ხო­ლო 2016 წლის­თ­ვის 1000 მოს­წავ­ლემ­დე შემ­ცირ­და. პო­ზი­ტი­ურ მა­გა­ლი­თად მოყ­ვა­ნი­ლია სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბე­ბის (მაგ. გა­ნათ­ლე­ბის და ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბის) ერ­თობ­ლი­ვი, ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლო, აგ­რეთ­ვე, ლი­დე­რია რე­გი­ონ­ში 2014-2018 წლებ­ში გა­დამ­ზა­დე­ბულ პე­და­გოგ­თა რა­ო­დე­ნო­ბით, ვინც გა­ი­ა­რა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის და ინ­კ­ლუ­ზი­ის კურ­სე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მიღ­წე­ვე­ბი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის ადაპ­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, ხაზ­გას­მუ­ლია გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წი­ნა­შე დგას.

სა­ქარ­თ­ვე­ლო ლი­დე­რია რე­გი­ონ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბებ­ში მოს­წავ­ლე­თა და­ბა­ლი მიღ­წე­ვე­ბის მხრივ, რაც მკა­ფიო ინ­დი­კა­ტო­რია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი­სა.

ნახ­სე­ნე­ბია მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ ის უარ­ყო­ფი­თი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში და რი­სი გა­მოს­წო­რე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია უფ­ლებ­რივ პრინ­ცი­პებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ჯან­სა­ღი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­მოწ­ვე­ვად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია სი­ღა­რი­ბის მა­ღა­ლი დო­ნე.

                                                               ???

კვლე­ვით ვი­გებთ, რა პროგ­რე­სი ან გა­მოწ­ვე­ვე­ბია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა, მხო­ლოდ იმის გა­გე­ბა, თუ სად ვართ, არ კმა­რა პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. რას გეგ­მავს ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი კვლე­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით და რო­გორ გეგ­მავს სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩარ­თ­ვას პრო­ცე­სებ­ში, რომ მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ ციფ­რე­ბად და ასა­ხულ შე­დე­გე­ბად არ დარ­ჩეს? ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი ამ­ბობს, რომ საწყის ეტაპ­ზე­ვე აც­ნო­ბეს სა­მი­ნის­ტ­როს, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა რომ იგეგ­მე­ბო­და და მე­ტიც, დახ­მა­რე­ბაც სთხო­ვეს: „გა­გე­ბით მო­ე­კიდ­ნენ და მხარ­ში დაგ­ვიდ­გ­ნენ, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ მუ­შა­ო­ბა­ში. სა­მი­ნის­ტ­რომ გა­მო­ყო ჯგუ­ფი და ჩვენ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში, პი­რა­დად ეკა დგე­ბუ­ა­ძე იყო კვლე­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ერ­თობ­ლივ შრო­მად. მიგ­ნე­ბე­ბიც და გა­მო­ცე­მუ­ლი ან­გა­რი­შიც მი­ე­წო­და სა­მი­ნის­ტ­როს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მის კურ­ს­ში არი­ან. თუმ­ცა, მე­ო­რე სა­კითხია რამ­დე­ნად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზი და გა­კეთ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ კი, იმ პო­ლი­ტი­კა­ში ასახ­ვა, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტ­რო ახორ­ცი­ე­ლებს. იმე­დი მაქვს, კონ­ტაქ­ტე­ბი და შეხ­ვედ­რე­ბი გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბი აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლად ამ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბენ. ამი­ტომ, იმე­დია, მა­თაც ექ­ნე­ბათ ინ­ტე­რაქ­ცია სა­მი­ნის­ტ­როს­თან და ჩვენც რა­ღაც რე­ზულ­ტა­ტებს მი­ვაღ­წევთ. მაგ­რამ რამ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებს თვი­თონ სის­ტე­მა ან­გა­რიშს – რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ამ რის­კე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნოს, ეს უკ­ვე თვი­თონ სის­ტე­მის საქ­მეა. ჩვე­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რა თქმა უნ­და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ჩარ­თუ­ლია პრო­ცე­სებ­ში და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც და­ვეხ­მა­რე­ბით სის­ტე­მას, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას რე­კო­მე­და­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­მელ­საც იუნეს­კო ამ კვლე­ვა­ში აძ­ლევს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ბე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დღის წეს­რიგ­ში ეს სა­კითხი ნამ­დ­ვი­ლად დგას და ინ­ტე­რაქ­ცი­ის დროს სა­მი­ნის­ტ­როს­თან და სხვა­დას­ხ­ვა რგო­ლებ­თან ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ.“

რაც შე­ე­ხე­ბა კვლე­ვა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, წელს პირ­ვე­ლად ჩა­ვერ­თეთ მსგავს კვლე­ვა­ში. იუნეს­კო, პე­რი­ო­დუ­ლად, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას მო­ნი­ტო­რინგს უტა­რებს. შუ­ა­ლე­დუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, რად­გან მხო­ლოდ ასე და­ად­გენს რო­გორ იმოქ­მე­დონ შემ­დეგ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­მა – პროგ­რე­სი და­ა­ფიქ­სი­რეს თუ რეგ­რე­სი, ეს გა­დაწყ­ვეტს სა­მო­მავ­ლო სა­მოქ­მე­დო გეგ­მას.

ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ამ­ბობს: „ჩვენ­თ­ვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, სად ვართ და გვქონ­დეს მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ვას­რუ­ლებთ ჩვენ მი­ერ აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. ამი­ტომ, ალ­ბათ, მო­მა­ვალ­შიც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ მი­ერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­და, ცხა­დია, იუნეს­კოს სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც აქვს ინ­ფორ­მა­ცია და ის ემ­ყა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვებს – მსოფ­ლიო ბან­კის, OECD – ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, იუნი­სე­ფის და ა.შ. ინ­ფორ­მა­ცი­ებს. ასე­ვე, იყე­ნებს მა­თე­მა­ტი­კა­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბის მო­ნა­ცე­მებ­საც. ამ მხრივ, შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც იყო, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, სამ­წუ­ხა­როდ,  რე­გი­ონ­ში, ერთ-ერთ და­ბალ სა­ფე­ხურ­ზეა. თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო მიღ­წე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მებს მოს­წავ­ლე­თა სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით შევ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ გვყავს მოს­წავ­ლე­თა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით არ­თ­მე­ვენ თავს შე­ფა­სე­ბებს და მიღ­წე­ვე­ბიც, ანუ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბიც აქვთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რეა ასე­თი ჯგუ­ფე­ბი და ყუ­რად­სა­ღე­ბია ისიც, რომ ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, კერ­ძო სკო­ლე­ბი­სა და დი­დი ქა­ლა­ქე­ბის პრეს­ტი­ჟუ­ლი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, უფ­რო დი­დი ჯგუ­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა კი ვერ არ­თ­მევს თავს შე­ფა­სე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი უფ­რო მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან — სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­კუ­რად უფ­რო და­ბა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბი, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი და ა.შ. რაც მთა­ვა­რია, მათ მო­ნა­ცე­მებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, ანუ მიღ­წე­ვებს შო­რის სხვა­ო­ბა ძა­ლი­ან დი­დია. ამ მკვეთრ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებ­ში მო­ჩანს სეგ­რე­გა­ცი­ის ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას აქვს. ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე უნ­და ვიზ­რუ­ნოთ, ცხა­დია, არა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ კარ­გი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი დავ­წი­ოთ დაბ­ლა, არა­მედ იმ და­ბა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი გავ­ზარ­დოთ, გა­ვა­თა­ნაბ­როთ მა­ღა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და ინ­ტეგ­რა­ცია ჩვე­უ­ლებ­რივ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის აწე­ვა სის­ტე­მის წი­ნა­შე უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნაა, ამი­ტომ სწო­რედ აქეთ უნ­და მივ­მარ­თოთ ძი­რი­თა­დი მუ­შა­ო­ბაც. მარ­თა­ლია, ბევ­რი პროგ­რე­სუ­ლი ნა­ბი­ჯია გა­დად­გ­მუ­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს საკ­მა­რი­სად არ აისა­ხე­ბა შე­დე­გებ­ზე. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ არ აქვს სის­ტე­მა­ტი­ზე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი, მო­ი­კოჭ­ლებს სწო­რი და­გეგ­მ­ვი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბის გან­საზღ­ვ­რის პო­ლი­ტი­კაც, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი და და­გეგ­მი­ლი გზე­ბი არ არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ა.შ.“

და მა­ინც, რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ყუ­რად­სა­ღე­ბი რე­კო­მენ­და­ცია ან პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც კვლე­ვით წარ­მო­ჩინ­და? – გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი ამ­ბობს, რომ თუ ან­გა­რიშს და­ვეყ­დ­რ­ნო­ბით, ბო­ლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა, ამ მხრივ დი­დი შრო­მაა გა­წე­უ­ლი, ჩა­დე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით პროგ­რე­სიც ფიქ­სირ­დე­ბა. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ეს არ უნ­და გვაძ­ლევ­დეს დაწყ­ნა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, უფ­რო მე­ტია გა­სა­კე­თებ­ლი თუნ­დაც იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, სა­დაც გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი და­ფიქ­სირ­და. „პირ­ველ რიგ­ში კი, უფ­რო მე­ტი უნ­და გა­კეთ­დეს მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, რომ ისი­ნი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ ჩვე­უ­ლებ­რივ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ანუ სკო­ლის მიღ­მა ბავ­შ­ვე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა დარ­ჩე­ნი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­როე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი. ყვე­ლა­ზე დი­დი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა, თუ ჩვენ შევ­ძ­ლებთ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გარ­ღ­ვე­ვას და მა­თი მხრი­და­ნაც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეც­ვ­ლას (ზოგს, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, თა­ვად არ სურს ჩვე­უ­ლებ­რივ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ში ჩარ­თ­ვა და თა­ნა­ტო­ლებ­თან ყოფ­ნა). ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბაც უნ­და მუ­შა­ობ­დეს, აქ­ტი­უ­რად უნ­და იყოს პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი. მკა­ფი­ოდ ჩანს, რომ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მხრივ, ჯერ კი­დევ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს — სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­ღებ­ლო­ბა ნაკ­ლე­ბია, სამ­წუ­ხა­როდ, ვხვდე­ბით სი­ძულ­ვი­ლის ენით სა­უ­ბარს და სტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბას და ა.შ. ამ მი­მარ­თ­ულ­ე­ბით ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნის აწე­ვა, ანუ გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტის შე­ტა­ნა სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­ს­ხ­ვ­რე­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის.“ – ამ­ბობს გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.

ან­გა­რი­ში აყა­ლი­ბებს 10 რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მელ­თა შო­რი­საა:

✔? ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­გე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, ყვე­ლა მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვის გზით, გა­ნურ­ჩევ­ლად მა­თი იდენ­ტო­ბისა, წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა;

✔? 27-დან 19 ქვე­ყა­ნა, მათ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში ან სხვა დო­კუ­მენ­ტებ­ში, სპე­ცი­ა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გან­მარ­ტე­ბას უკავ­ში­რებს ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად შეზღუ­დულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სხვა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ჯგუ­ფებს;

✔? 30 სტრა­ტე­გი­ი­დან მხო­ლოდ 9 ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას გენ­დე­რულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე;

✔? ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ და­ეხ­მა­როს და ას­წავ­ლოს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს. 2018 წელს, სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მხო­ლოდ ყო­ვე­ლი მე­ო­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი გრძნობ­და თავს მომ­ზა­დე­ბუ­ლად, რომ ემუ­შა­ვა შე­რე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კლა­სებ­ში და ყო­ვე­ლი მე­სა­მე- კულ­ტუ­რუ­ლად მრა­ვალ­ფე­რო­ვან კლა­სებ­ში. ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, შე­სა­ბა­მი­სი შე­ფარ­დე­ბე­ბი იყო ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე და ყო­ვე­ლი მე­ა­თე მას­წავ­ლე­ბე­ლი;

✔? ყვე­ლა მოს­წავ­ლემ უნ­და ის­წავ­ლოს ერ­თ­ნა­ი­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მით. რე­გი­ონ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის ში­ნა­არ­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ეს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ხელს უწყობს სო­ცი­ა­ლუ­რი ცრურ­წ­მე­ნე­ბის და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბას. თუმ­ცა, 2017 წლი­დან, რუ­მი­ნე­თის კუ­რი­კუ­ლუ­მი მო­ი­ცავს ბო­შე­ბის ყოვ­ლის­მომ­ც­ველ ის­ტო­რი­ას, ხო­ლო აზერ­ბა­ი­ჯან­მა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში, შე­მო­ი­ტა­ნა გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის კრი­ტე­რი­უ­მი, მაგ­რამ ამ კრი­ტე­რი­უმს და­ბა­ლი წო­ნა მი­ე­ნი­ჭა;

✔? მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კა რე­გი­ონ­ში ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც რთავს მოს­წავ­ლე­ებს კუ­რი­კუ­ლუ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში. ახა­ლი კა­ნო­ნი სერ­ბეთ­ში ხაზს უს­ვამს მშობ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ხე­ლი შე­უ­შა­ლონ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას, ასე­ვე მათ უფ­ლე­ბას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ებ­ში. ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ სა­ერ­თოა: უზ­ბე­კეთ­ში 70% ამ­ბობს, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლებ­ში უნ­და სწავ­ლობ­დ­ნენ. ამის დაძ­ლე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ­კი მშობ­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ იქ­ნე­ბი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე­ვე ფუნ­და­მენ­ტურ როლს თა­მა­შობს, რო­გორც ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე უფ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი და მეთ­ვალ­ყუ­რე. ისი­ნი ასე­ვე ატა­რე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ებს, მა­გა­ლი­თად ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ა­ში, რაც ზრდის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ მხარ­და­ჭე­რას;

✔? გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ცენ­ტ­რე­ბის ქსე­ლის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ლა­ნა იურ­კო აღ­ნიშ­ნავს, რომ „პო­ლი­ტი­კის ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის წი­ნა­პი­რო­ბა არის მოს­წავ­ლე­თა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბის, რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბის და­ნახ­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი ზო­მაა, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში აღი­ა­რე­ბას იძენს, ის უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს იმ მხრივ, რომ მო­იც­ვას უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი და მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღოს მშობ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები