11 მარტი, სამშაბათი, 2025

ქართველი გოგონების წარმატება ევროპის ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში

spot_imgspot_img

 

თურქეთში დასრულდა ევროპის გოგონათა მე-2 ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI), სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა – გუნდი 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება. ნაკრების ოთხი წევრიდან სამი ვლადიმირ კომაროვის სკოლის მოსწავლეა – ქეთევან ციმაკურიძე, ნინო ჩხაიძე და გვანცა ხვედელიძე, მეოთხე თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მოსწავლეა – თეო კაკაბაძე; ოლიმპიადაში მონაწილე ჯგუფის ლიდერი – გიორგი მანდარია, თანალიდერი – ზაზა გამეზარდაშვილი.

ქეთევან ციმაკურიძემ ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონობა და ოქროს მედალი მოიპოვა; თეო კაკაბაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ნინო ჩხაიძე კი – ბრინჯაოს მედლის.

ოლიმპიადაში 45-მდე ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის, ევროპის ქვეყნების გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, მექსიკის, პერუს, ინდოეთის, იაპონიის, სინგაპურის და ა.შ. გუნდები, რომელთაც, ტრადიციულად, უძლიერესი მოსწავლეები ჰყავთ და შეუდარებლად დიდი რესურსი აქვთ.

ინფორმატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის (EGOI) ფორმატი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისა და ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადის მსგავსია.

აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენმა ინფორმატიკის ნაკრებმა გუნდებმა სამ დიდ ასპარეზობაზე (ონლაინ შეჯიბრებების გარდა) – მსოფლიო, ევროპის ახალგაზრდულ და ევროპის გოგონათა ოლიმპიადებზე, ჯამში, 1 ოქროს, 2 ვერცხლის, 5 ბრინჯაოს მედალი და 3 საპატიო დიპლომი დაიმსახურეს.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება