26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბი

spot_img

მაკა პაპავა
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ახა­ლა­ბას­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ­მა სას­წავ­ლო გეგ­მამ ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­კის­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას – ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბი ყვე­ლა იმ უნარ-ჩვე­ვა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს პი­როვ­ნუ­ლი თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ესა­ჭი­რო­ე­ბათ. თი­თო­ე­უ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა უნ­და მოხ­დეს სას­კო­ლო გა­რე­მო­ში.

ფუნ­ქ­ცი­ურ-კომ­პო­ნენ­ტუ­რი უნა­რე­ბია:

♦ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა;

♦ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა;

♦ კო­მუ­ნი­კა­ცია;

♦ კო­ლა­ბო­რა­ცია;

♦ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა;

♦ ხა­სი­ა­თი/ნე­ბე­ლო­ბა.

გან­ვი­ხი­ლოთ ექ­ვ­სი­ვე ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რი.

მას­წავ­ლებ­ლის ამო­ცა­ნაა, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ჰკითხოს სა­კუ­თარ თავს: რამ­დე­ნად უწყობს ხელს ჩემ მი­ერ და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი/პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კოგ­ნი­ტუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას? სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა.

კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კოგ­ნი­ტუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი/კომ­პო­ნენ­ტე­ბია:

  1. დაკ­ვირ­ვე­ბა – გახ­სე­ნე­ბა, ამოც­ნო­ბა;
  2. კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და გან­ზო­გა­დე­ბა – შე­და­რე­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა (კონ­ტ­რას­ტი), კლა­სი­ფი­ცი­რე­ბა, რე­ლე­ვან­ტუ­რი და არა­რე­ლე­ვან­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა;
  3. დას­კ­ვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე – პირ­ვე­ლა­დი დას­კ­ვ­ნა, ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქ­მა;
  4. დას­კ­ვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე – თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბა, ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბის, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის, კლი­შე­ე­ბი­სა და პრო­პა­გან­დის, უსა­ფუძ­ვ­ლო დაშ­ვე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი გან­ზო­გა­დე­ბის ან მცი­რედ გან­ზო­გა­დე­ბის ამოც­ნო­ბა, დას­კ­ვ­ნე­ბის ფაქ­ტე­ბით და­დას­ტუ­რე­ბა.

რას გუ­ლის­ხ­მობს შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა? მას­წავ­ლებ­ლის ამო­ცა­ნაა, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, ჰკითხოს სა­კუ­თარ თავს: რამ­დე­ნად უწყობს ხელს ჩემ მი­ერ და­გეგ­მი­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი/ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბით უნარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კოგ­ნი­ტუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას?

შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა კოგ­ნი­ტუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი:

♦ თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნე­ბა – კითხ­ვე­ბის დას­მა, იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა; პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა; ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა;

♦ ფლექ­სი­უ­რო­ბა – პრობ­ლე­მის და­ნახ­ვა და შე­ფა­სე­ბა სხვა­დას­ხ­ვა პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან, მიდ­გო­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა;

♦ ორი­გი­ნა­ლო­ბა – უნი­კა­ლუ­რი და ახა­ლი იდე­ის გე­ნე­რი­რე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა ელე­მენ­ტის­გან უნი­კა­ლუ­რი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა;

♦ დე­ტა­ლებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა – იდე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გამ­დიდ­რე­ბა დე­ტა­ლი­ზა­ცი­ის ხარ­ჯ­ზე.

მას­წავ­ლებ­ლის ამო­ცა­ნაა, მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი. ანა­ლი­ზი­სას კი, მოს­წავ­ლეს ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლე­ბი­ნოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე. სწო­რედ ამა­ში მდგო­მა­რე­ობს კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბია:

♦ ინ­ფორ­მა­ცი­ის ნათ­ლად და ში­ნა­არ­სი­ა­ნად გა­მო­ხატ­ვა – მიზ­ნობ­რი­ო­ბა (ინ­ფორ­მი­რე­ბა, ინ­ს­ტ­რუქ­ტი­რე­ბა, მო­ტი­ვი­რე­ბა, დარ­წ­მუ­ნე­ბა), მეტყ­ვე­ლე­ბის ტი­პის შერ­ჩე­ვა – აღ­წე­რა, თხრო­ბა, მსჯე­ლო­ბა, აქ­ტი­უ­რი მოს­მე­ნა (კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა, დი­ა­ლოგ­ში გა­ყო­ლა (ანუ მო­ნი­ტო­რინ­გი), მიზ­ნობ­რი­ვი ფრაგ­მენ­ტუ­ლო­ბა), კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლი­ზე­ბა (სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სი­ტუ­ა­ცი­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და გა­მო­ხატ­ვის რე­ლე­ვან­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა (სა­თა­ნა­დო ფუნ­ქ­ცი­უ­რი სა­მეტყ­ვე­ლო ქმე­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა), არა­ვერ­ბა­ლუ­რი სიგ­ნა­ლე­ბი (სხე­უ­ლის ენა, მი­მი­კა, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია და ა.შ.);

♦ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა – ღი­ა­ო­ბა, კე­თილ­გან­წყო­ბა;

♦ ემ­პა­თია (სხვი­სი თვა­ლით და­ნახ­ვა) – თვით­რეფ­ლექ­სია/უკუ­კავ­ში­რი, ურ­თი­ერ­თო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი;

♦ აღი­ა­რე­ბა – თა­ნას­წო­რო­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ტო­ლე­რან­ტო­ბა (გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის მიმ­ღებ­ლო­ბა), ორი­ენ­ტა­ცია პრობ­ლე­მა­ზე და არა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ჩარ­თულ სუ­ბი­ექ­ტ­ზე.

მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მის­ცეს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი. ანა­ლი­ზი­სას კი, მოს­წავ­ლეს ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლე­ბი­ნოს კო­ლა­ბო­რა­ცი­ას­თან (თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას­თან) და­კავ­ში­რე­ბულ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე. ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს:

♦ ერ­თად მუ­შა­ო­ბა – პი­რის­პირ და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, იდე­ე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გზით;

♦ სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა – სა­ერ­თო მი­ზა­ნი, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­დეგ­თან მი­მარ­თე­ბით;

♦ არ­სე­ბი­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი (ში­ნა­არ­სი, პრო­ცე­სი, პრო­დუქ­ტი) – წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, რო­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა, პრო­დუქ­ტის დი­ზა­ი­ნი, ბუ­ნე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბი­თო­ბა, ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა (ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ორი დო­ნე – ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი).

აგ­რეთ­ვე მას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ამო­ცა­ნაა, მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, ვის­თან და რო­გორ მო­უხ­და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში. ანა­ლი­ზი­სას კი, მოს­წავ­ლეს ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლე­ბი­ნოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის უნა­რის კომ­პო­ნენ­ტებ­ზე.

ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა უნარს, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის უნა­რებ­საც აქვს კომ­პო­ნენ­ტე­ბი:

♦ უზე­ნა­ე­სი ეთი­კის პრინ­ცი­პე­ბი – ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი­სად­მი შემ­წყ­ნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

♦ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი და თა­ნა­შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა – პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და­ფა­სე­ბა;

♦ თე­მის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­აზ­რე­ბა – ლო­კა­ლუ­რი თე­მის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ქვეყ­ნის­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, მსოფ­ლი­ოს ცოდ­ნა და შე­მეც­ნე­ბა.

ამ კომ­პო­ნენ­ტ­თა გან­ვი­თა­რე­ბით ყა­ლიბ­დე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე.

მას შემ­დეგ, რაც მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლე­ბი­ნოს ხა­სი­ა­თის/ნე­ბე­ლო­ბის უნა­რის კომ­პო­ნენ­ტებ­ზე:

♦ იდენ­ტო­ბა – სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა (ვინ ვარ მე), გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის (რას­თან ვა­ფი­ლირ­დე­ბი);

♦ თვით­რე­გუ­ლა­ცია – მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა, და­გეგ­მ­ვა, თვი­თე­ფექ­ტუ­რო­ბის გან­ც­და, სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბი, მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბა;

♦ თვი­თაქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია – ენ­თუ­ზი­აზ­მი ყვე­ლა საქ­მის მი­მართ, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სამ­ყა­როს მი­მართ კე­თილ­გან­წყო­ბა, პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა.

ეს იმ კომ­პო­ნენ­ტ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა, რო­მელ­საც მო­ი­ცავს ხა­სი­ა­თის/ნე­ბე­ლო­ბის უნა­რე­ბი.

ფუნ­ქ­ცი­ურ უნარ­თა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია მოს­წავ­ლის პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. მა­თი გან­ვი­თა­რე­ბა დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის წარ­მარ­თ­ვის პრო­ცეს­ზე, ვი­ნა­ი­დან მოს­წავ­ლე­ში სწო­რედ ამ დროს იბა­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და მიმ­ღებ­ლო­ბა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები