24 ნოემბერი, კვირა, 2024

ტესტის ნიმუში

spot_img

საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება ორი ტიპის დავალება:

დახურული, არჩევითპასუხებიანი (20 ქულა)

ღია (კვლევის დაგეგმვა, კურიკულუმის ანალიზი, საპროექტო წინადადება) (60 ქულა)

გთავაზობთ ტესტური დავალების ნიმუშებს:

არჩევითპასუხიანი დავალების ნიმუშები

თითოეული შეკითხვის მაქსიმალური ქულა – 1

  1. ერთ-ერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ არ განიხილა და არ დაამტკიცა მომდევნო წლის ბიუჯეტი. ამის მიუხედავად, დირექტორმა იანვრის თვიდან დაიწყო ფინანსების განკარგვა სკოლის სხვადასხვა საჭიროების უზრუნველსაყოფად, თუმცა ერთი თვის განმავლობაში გახარჯული თანხის ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდა გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ს. შეაფასეთ დირექტორის ქმედების მართებულობა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

ა) დირექტორის ქმედება იყო მართებული, რადგან სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.

ბ) დირექტორის ქმედება არ იყო მართებული, რადგან ის ვალდებული იყო თანხები არ გაეცა, სანამ სამეურვეო საბჭო არ დაამტკიცებდა ახალ ბიუჯეტს.

გ) დირექტორის ქმედება იყო მართებული, რადგან მას არ აქვს ვალდებულება სამეურვეო საბჭოს დაამტკიცებინოს ბიუჯეტი.

დ) დირექტორის ქმედება არ იყო მართებული, რადგან სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები მხოლოდ შრომის ანაზღაურებისთვის.

სწორი პასუხია . 

2. საჯარო სკოლამ მშობლებთან შეთანხმებით გადაწყვიტა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საგანში თავის მოსწავლეებს შესთავაზოს დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სკოლის რომელი შეთავაზება/შეთავაზებები არ ეწინააღმდეგება ეროვნულ სასწავლო გეგმას?

I.საჯარო სკოლამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საგანში მოსწავლეებს შესთავაზა დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, რომელსაც უძღვება იმავე სკოლის მასწავლებელი;

II.საჯარო სკოლამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საგანში მოსწავლეებს შესთავაზა დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, რომელსაც უძღვება სხვა სკოლის მასწავლებელი და რომელიც მეშვიდე გაკვეთილის სახით ჩაჯდა ცხრილში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საათობრივი დატვირთვის ფარგლებში;

III. საჯარო სკოლამ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ საგანში მოსწავლეებს შესთავაზა დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, რომელსაც უძღვება სხვა სკოლის მასწავლებელი და საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ ხორციელდება არასაგაკვეთილო სახით.

ა) მხოლოდ I

ბ) მხოლოდ I და II

გ) მხოლოდ II და III

დ) მხოლოდ III

სწორი პასუხია .

  1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მოწვეული მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების:

ა) 25%-ს;

ბ) 35%-ს;

გ) 50%-ს;

დ) 60%-ს; 

სწორი პასუხია .

ღია ტიპის დავალებები

დავალების ტიპი #1

კვლევის დაგეგმვა

დავალების ჯამური ქულა – 9

საბაზო საფეხურზე ბიოლოგიის მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა, რომელიც მას დაეხმარებოდა მშობელთა დაბალი ჩართულობის მიზეზების იდენტიფიცირებასა და მათთან კომუნიკაციის ეფექტური გზების შერჩევაში. ამისათვის მან თავის კოლეგებსა და თქვენ, როგორც სკოლის დირექტორს, შესათანხმებლად წარმოგიდგინათ კვლევის მონახაზი, რომლის მიხედვითაც სკოლას მშობლებისაგან უნდა გამოეთხოვა შემდეგი ინფორმაცია:

♦ სამუშაო ადგილი

♦ სამუშაო პირობები და ხანგრძლივობა

♦ ოჯახის შემოსავალი

♦ ოჯახის წევრების რაოდენობა

♦ ოჯახის წევრების განათლება

♦ საკონტაქტო ინფორმაცია

♦ დამოკიდებულება სკოლისადმი

მასწავლებლის აზრით, ამ ინფორმაციის დახმარებით სკოლა შეძლებდა მოსწავლეთა ოჯახების შესახებ სრული სურათის დანახვასა და ამის გათვალისწინებით, მშობლებზე მორგებული ინტერაქციის დაგეგმვას სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობის გასაზრდელად.

  1. შეაფასეთ, რამდენად მიზნობრივი და რელევანტურია ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი კვლევის მონახაზი პრობლემის გადაწყვეტისთვის. თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. დასაბუთებისას სრულად განიხილეთ ის მონაცემები, რომელთა მოპოვებაც დაისახა მიზნად მასწავლებელმა და იმსჯელეთ მათ მნიშვნელობაზე პრობლემის გადაწყვეტის პროცესში.
  2. არგუმენტირებულად წარმოადგინეთ აღნიშნული კვლევის განხორციელების თქვენეული ხედვა:

) რა მონაცემებს შეაგროვებდით;

 ) რა მეთოდებს გამოიყენებდით აღნიშნული მონაცემების შესაგროვებლად.

თქვენი პასუხები დაასაბუთეთ

N1 მითითებაზე გაცემული პასუხი ფასდება შემდეგი სქემის მიხედვით (მაქსიმალური შეფასება – 3 ქულა):

N2 მითითებისდაპუნქტებზე გაცემული პასუხები ფასდება ქვემოთ მოცემული სქემების მიხედვით (თითოეულის მაქსიმალური შეფასება – 3 ქულა, საერთო ჯამში – 6 ქულა)

 „პუნქტის შეფასება

პუნქტის შეფასება

დავალების ტიპი #2

კურიკულუმის ანალიზი

დავალების ჯამური ქულა – 28 სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იწყებს ახალი კომპლექსური დავალების განხორციელებას და თქვენ, როგორც დირექტორს, წინასწარ გთხოვთ, დაესწროთ მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებების პრეზენტაციას. დასწრებამდე მასწავლებელმა წარმოგიდგინათ კომპლექსური დავალების გეგმა.

შეაფასეთ მოცემული გეგმა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი კონსტრუქტივისტული პრინციპებით სწავლის შესაძლებლობას;

 ) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი გლობალურფუნქციური უნარებისა და მეტაკოგნიციის განვითარების შესაძლებლობას;

) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი და შეფასების რუბრიკა მოსწავლის ჰოლისტური შეფასების შესაძლებლობას.

თქვენი პასუხები დაასაბუთეთ.

მასწავლებლის მიერ შემუშავებული კომპლექსური დავალების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის გზამკვლევში. ასევე, კოპლექსური დავალების ნიმუშები განხილულ იქნება ვებინარებზე.

შეფასების რუბრიკა

ქვემოთ წარმოდგენილია შეფასების კრიტერიუმები და ქვეკრიტერიუმები:

ა) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი კონსტრუქტივისტული პრინციპებით სწავლის შესაძლებლობას:

♦ გრძელვადიან მიზანზე ორიენტირებულობა

♦ შესასწავლი საკითხისთვის საჭირო წინარე ცოდნის გააქტიურება

♦ საკითხით განსაზღვრული ცოდნის კონსტრუქტივისტულად აგება და გააზრება

♦ ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება

♦ ორიენტირებულობა ცოდნის სამივე კატეგორიაზე

ბ) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი გლობალურფუნქციური უნარებისა და მეტაკოგნიციის განვითარების შესაძლებლობას:

♦ კრიტიკული აზროვნების განვითარება

♦ შემოქმედებითი აზროვნების განვითარება

♦ მეტაკოგნიციის მხარდაჭერა

♦ თანამშრომლობა და კომუნიკაცია

♦ ორიენტაცია მოსწავლის ავტონომიურობასა და თვითრეგულაციაზე

გ) რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი და შეფასების რუბრიკა მოსწავლის ჰოლისტური შეფასების შესაძლებლობას:

♦ მიზნობრიობა

♦ინდივიდუალური მიდგომა

♦ განმავითარებელი მხარდაჭერა

♦ მოსწავლის პიროვნების მხარდაჭერა

თითოეული ქვეკრიტერიუმი შეფასდება შემდეგი სქემით:

დავალების ტიპი #3:

 საპროექტო წინადადება

დავალების ჯამური ქულა – 23

თქვენ ჩაიბარეთ ერთ-ერთი საჯარო სკოლა და გახდით მისი ლიდერი. აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაა – 810, მასწავლებელთა რაოდენობა – 46.

სკოლამ ჩაატარა თვითშეფასება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

სკოლის თვითშეფასების შედეგები

 სკოლის ძლიერი მხარეები:

♦ სკოლას ჰყავს მოტივირებული მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ სწავლების პროცესი გახადონ საინტერესო და მრავალფეროვანი. ისინი თავად ქმნიან დამატებით საგანმანათლებლო მატერიალურ და ელექტრონულ რესურსებს.

♦ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში იყენებენ მოსწავლეზე ორიენტირებულ და ასაკობრივად შესაბამის აქტივობებს, როგორებიცაა: დისკუსია, კითხვა-პასუხი, აზრის ნახატით გადმოცემა, აპლიკაციების შექმნა და ა.შ.

♦ მასწავლებლები ატარებენ სადამრიგებლო საათებს, ინტეგრირებულ გაკვეთილებს;

♦ სამივე საფეხურზე განხორციელებულია საინტერესო და მოსწავლეთათვის ასაკობრივად შესაბამისი პროექტები;

♦ მასწავლებლები ხელს უწყობენ მშობელთა ჩართულობას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში (შეხვედრების, ღონისძიებებში მონაწილეობის, პროექტებში ჩართვის გზით);

♦ მასწავლებლები წაახალისებენ მოსწავლეებს, მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადებსა და სხვა ტიპის შემეცნებით აქტივობებში და ამისათვის მიმართავენ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას (ატარებენ დამატებით გაკვეთილებს, მოსწავლეებს აძლევენ დამატებით სამუშაოს და ა.შ.).

სკოლის გასაძლიერებელი მხარეები:

♦ მასწავლებლების მიერ სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენებული ცოდნის შესაფასებელი დავალებები ძირითადად არის ნასწავლი მასალის რეპროდუქცია და კვლავწარმოება, ფუნქციურ ცოდნაზე აქცენტი ნაკლებია;

♦ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შეფასებისას მასწავლებელთა ნაწილი მართებულად ვერ იყენებს განმავითარებელ შეფასებას. ხშირ შემთხვევაში შეფასება გამოიყურება შემდეგნაირად: „ყოჩაღ, ასე გააგრძელე, დღეს კარგი გოგო/ბიჭი ხარ!“ გამოიყენება ღიმილის ამსახველი სტიკერი, რომელსაც გააჩნია გრადაცია (სხვადასხვა სტიკერი სხვადასხვა შეფასებას წარმოადგენს) და ა.შ.;

♦ სკოლა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა პროგრესისა და სკოლის ეფექტიანობის შეფასებისას ძირითადად ორიენტირებულია მისაღები გამოცდების შედეგებზე, ოლიმპიადებზე მიღწეულ წარმატებასა და პროექტებში მონაწილეობაზე. სკოლას არ გააჩნია ერთიანი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გაკეთდეს მოსწავლეთა შედეგების ანალიზი და აისახოს ეს სკოლის შემდგომ სამოქმედო სტრატეგიაში, სასკოლო გეგმაში და ა.შ.;

♦ წლის ბოლოს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ქმნის მოსწავლის შემაჯამებელ განმავითარებელ დახასიათებას, რომელიც ძირითადად ერთნაირი ლექსიკითა და ფორმალიზმით არის შესრულებელი. დახასიათება სტანდარტულად მცირე ზომისაა და მასში ნაკლებად იკითხება მოსწავლის წინსვლის ინდივიდუალური გზა;

♦ საბაზო საფეხურის მასწავლებელთა ნაწილს უჭირს კლასის მართვა. ხშირ შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესის დროს იგნორირებულია კლასის ნაწილი და აქტივობებში ჩართულნი არიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც მომზადებული აქვთ დავალებები.

მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალებები:

  1. გამოყავით ერთი პრიორიტეტული პრობლემა და დაასაბუთეთ თქვენი არჩევანი. შეფასების სქემა (2 ქულა)

 2. თქვენ მიერ შერჩეული პრობლემის პრევენციის/ინტერვენციის მიზნით, შეიმუშავეთ საპროექტო წინადადების მონახაზი ქვემოთ მოცემული ფორმის მიხედვით.

საპროექტო წინადადების მონახაზ

  1. პროექტის აქტუალობა (პროექტით გათვალისწინებული საკითხის მოკლე მიმოხილვა; დასაბუთება, თუ რატომ არის პროექტი მნიშვნელოვანი და აქტუალური.)
  2. პროექტის მიზნები და ამოცანები (აღწერეთ პროექტის მიზნები და განსაზღვრეთ ამოცანები.)
  3. პროექტის განხორციელების ეტაპები და შესასრულებელი სამუშაოები (აღწერეთ, რა ეტაპებისაგან შედგება პროექტი, რა აქტივობების განხორციელებას ისახავს მიზნად და როგორ უკავშირდება ეს აქტივობები პროექტის საბოლოო მიზანს.)
  4. პროექტისთვის საჭირო რესურსები (აღწერეთ, რა ადამიანური და მატერიალური რესურსი გჭირდებათ პროექტით გათვალისწინებული მიზნის განხორციელებისათვის, დაასაბუთეთ მათი საჭიროება.)
  5. პროექტის მოსალოდნელი შედეგები, მათი ღირებულება (აღწერეთ პროექტით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები, დაასაბუთეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგი, ხაზი გაუსვით მათ ღირებულებას სკოლისა და კონკრეტულად, მოსწავლისთვის.)
  6. პროექტის განხორციელების მონიტორინგი (აღწერეთ, როგორ გაუწევთ ზედამხედველობას პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგის რა მექანიზმს გამოიყენებთ პროგრესის შეფასებისათვის.)
  7. პროექტის შეფასების ინდიკატორები (აღწერეთ პროექტის შეფასების ინდიკატორები, რომლებიც ადასტურებს პროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.)

პრობლემის უკეთ წარმოდგენისა და საპროექტო წინადადების მონახაზის სრულად გაშლის მიზნით, შეგიძლიათ მონაცემებში შეიტანოთ დამატებითი დეტალები (მაგ.: უკვე განხორციელებული ქმედებები, სკოლის ძლიერი მხარეები და ა.შ.).

შეფასების სქემა

საპროექტო წინადადების მონახაზის თითოეული პუნქტი ფასდება ქვემოთ მოცემული სქემით (თითოეული პუნქტი – 3 ქულით, ჯამში – 21 ქულა):

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები