16 ივნისი, ორშაბათი, 2025

ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის უკომ­პ­რო­მი­სო ცხოვ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა

spot_imgspot_img
ტერენტი გრანელის პორტრეტი. ლადო გუდიაშვილი

3 ივ­ნი­სი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის და­ბა­დე­ბის დღეა, რომ­ლის პო­ე­ტურ ხმა­ზე და­ვით წე­რე­დი­ან­მა და­წე­რა: „ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის პო­ე­ტუ­რი ხმა ყვე­ლა­ზე მძაფ­რი, ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი და ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი ხმაა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ ლი­რი­კა­ში… იგი საბ­ჭო­თა პო­ე­ტი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და აკ­რ­ძალ­ვით თუმ­ცა არ აუკ­რ­ძა­ლავთ, ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე კე­თი­ლი სიტყ­ვით მის ხსე­ნე­ბას საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და. ანუ მთე­ლი ოც­და­ა­თი თუ ორ­მო­ცი წე­ლი ისიც და მი­სი პო­ე­ზი­აც უფ­რო არ არ­სე­ბობ­და, ვიდ­რე არ­სე­ბობ­და. მთელ თა­ო­ბებს გა­და­ა­ვიწყეს“.

ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის პი­რა­დი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტრა­გე­დია ნამ­დ­ვი­ლა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან. ის უკომ­პ­რო­მი­სო იყო რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა­ში, რის გა­მოც საბ­ჭო­ეთ­მა სი­ცოცხ­ლე­ში­ვე სა­მა­გა­ლი­თოდ და­სა­ჯა.

„არ შე­იძ­ლე­ბა ტე­რენ­ტი ეპო­ქის კონ­ტექ­ს­ტი­დან ამო­ვაგ­დოთ. იმ­პე­რა­ტო­რო, რად და­ი­ვიწყე მა­მის საფ­ლავ­ზე სან­თ­ლის დან­თე­ბაო, ასე მი­მარ­თავ­და ის „ჩვენს“ ბე­ლადს [სტა­ლინს – რ.თ.], მა­შინ რო­ცა სხვე­ბი ბე­ლა­დებს ოდებს და პო­ე­მებს უძღ­ვ­ნიდ­ნენ. ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას ბო­ლომ­დე შე­ე­წი­რა“ – აღ­ნიშ­ნავს ლე­რი ალი­მო­ნა­კი, რო­მელ­მაც მრა­ვა­ლი წე­ლი შე­ა­ლია წა­მე­ბუ­ლი პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის კვლე­ვას, გა­ნახ­ლე­ბას და ფაქ­ტობ­რი­ვად, მან­ვე ჩა­უ­ყა­რა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სა­ფუძ­ვე­ლი გრა­ნე­ლო­ლო­გი­ას. ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის პე­რი­ო­დი­დან, რო­ცა გრა­ნე­ლის სა­ხელს ტა­ბუ ედო, ლე­რი ალი­მო­ნაკს არ დარ­ჩე­ნია მო­უჩხ­რე­კა­ვი არ­ქი­ვი, წიგ­ნ­სა­ცა­ვი თუ ოჯა­ხი, იმ­ხა­ნად და­ლუ­ქუ­ლი სპეც­ფონ­დე­ბი, სა­დაც ჟა­მის უკუღ­მარ­თო­ბით და­ღუ­პუ­ლი პო­ე­ტის შე­დევ­რე­ბი არ მო­ე­ძი­ოს, არ გა­მო­ე­ცეს, და­კარ­გ­ვის­გან არ ეხ­ს­ნას.

2020 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­მა“ გა­მოს­ცა ლე­რი ალი­მო­ნა­კის წიგ­ნი „ჩემი გვა­რი გრა­ნე­ლი“, რო­მე­ლიც ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: „კვი­რის წირ­ვე­ბი“ – ესაა ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი რო­მა­ნი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და პო­ე­ზი­ა­ზე, უფ­რო სწო­რად – ცხოვ­რე­ბის პო­ე­ზი­ა­ზე, სა­დაც ნამ­დ­ვი­ლი, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ამ­ბე­ბის გვერ­დით გვხდე­ბა დი­დი პო­ე­ტის მის­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში ჩა­ძირ­ვის და მის სა­ი­დუმ­ლო­თა მო­ხელ­თე­ბის მცდე­ლო­ბე­ბიც; „გრა­ნე­ლის ლან­დი“ ერ­თ­გ­ვა­რად მე­მუ­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და მოგ­ვითხ­რობს იმ წი­ნა­ღო­ბა­თა და სირ­თუ­ლე­თა შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ლე­რი ალი­მო­ნაკ­მა წი­ნა სა­უ­კუ­ნის 60-იან, 70-იან და 80-იან წლებ­ში გა­ი­ა­რა ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის სა­ხე­ლის აღორ­ძი­ნე­ბი­სა და დამ­კ­ვიდ­რე­ბის გზა­ზე.

ამ წიგ­ნ­ში ლე­რი ალი­მო­ნა­კი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს ტე­რენ­ტის წა­მე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ ფორ­მა­ზე და საბ­ჭო­ე­თის მი­ერ მის სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯა­ზე წერს: „ცხა­დია [საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი] დევ­ნის ტე­რენ­ტი გრა­ნელ­საც, მაგ­რამ დევ­ნის ყვე­ლა­ზე სა­ზა­რე­ლი ფორ­მით: მას გი­ჟის ხა­ლათს აც­მევს და ასახ­ლებს სუ­რამ­ში. სას­ტი­კი მარ­ტო­ო­ბი­სა და ამა­ო­ე­ბის ოთხი წე­ლი გა­ა­ტა­რა სუ­რა­მის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში იძუ­ლე­ბით შე­პა­ტიმ­რე­ბულ­მა პო­ეტ­მა. ბო­ლოს გა­მორ­ბის სა­თაყ­ვა­ნე­ბელ თბი­ლის­ში („თბი­ლი­სი წმინ­და თავ­შე­სა­ფა­რი, თბი­ლი­სი მინ­და, რო­გორც საფ­ლა­ვი“), გა­მორ­ბის, კი­დევ ერ­თხელ რომ მო­ე­ფე­როს თბი­ლის­სა და თბი­ლი­სე­ლებს, გა­მო­ეთხო­ვოს წმინ­და ად­გი­ლებს და, რო­გორც მი­უ­სა­ფარ­მა ბო­გა­ნომ, ისე და­ამ­თავ­როს წა­მე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა არა­მი­ან­ცი­სე­ულ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში“.

ტე­რენ­ტის ცალ­კე იმით ტან­ჯავ­დ­ნენ, რომ გა­ლაკ­ტი­ო­ნის ეპი­გო­ნად მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ და მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას ასე თე­ლავ­დ­ნენ.

„ანა კა­ლან­და­ძის ხმა­ში ალაგ-ალაგ ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ის­მის გა­ლაკ­ტი­ო­ნის ხმა. მაგ­რამ იგი არა­თუ ეპი­გო­ნად არ გა­მო­უცხა­დე­ბი­ათ, პი­რი­ქით, თავ­და­პირ­ვე­ლად ფარ­ზე სწო­რედ იმის­თ­ვის აიტა­ცეს და ძალ­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი დე­ბი­უ­ტი მო­უწყ­ვეს, რომ გა­ლაკ­ტი­ო­ნის­თ­ვის და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნათ.

რო­ცა ეს საქ­მე ჩა­ე­შა­ლათ, ტერენტი მა­შინ­ვე გან­ზე გას­წი­ეს და ათი-თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სტრი­ქო­ნი აღარ და­უ­ბეჭ­დეს. მხო­ლოდ შემ­დეგ გა­მო­უ­ცეს სიფ­რი­ფა­ნა კრე­ბუ­ლი, არ შე­ა­ტა­ნი­ნეს, რაც კი სა­უ­კე­თე­სო ჰქონ­და.

თვი­თონ მან ამ და­პი­რის­პი­რე­ბი­სა არა­ფე­რი იცო­და, გა­ლაკ­ტი­ონს ეთაყ­ვა­ნე­ბო­და და შე­ტო­ქე­ბა აზ­რად არ ჰქო­ნია.

გა­ლაკ­ტი­ონ­მა კი უმალ იგ­რ­ძ­ნო თა­ვის ძველ მტერ-მოყ­ვა­რე­თა შე­ფა­რუ­ლი ზრახ­ვე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თა­ვის­თ­ვის ყვე­ლა­ფერს იწერ­და და აღუ­ნუს­ხა­ვი არც ეს დარ­ჩე­ნია“ – წერს და­ვით წე­რე­დი­ა­ნი ტე­რენ­ტი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ იმა­ვე წე­რილ­ში „ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის ხმა“.

გა­ლაკ­ტი­ო­ნი და ტე­რენ­ტი მე­გობ­რობ­დ­ნენ; გა­ლაკ­ტი­ო­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს 1922 წლის 7 დე­კემ­ბერს გა­მარ­თულ ტე­რენ­ტის სა­ღა­მო­ში; ამა­ვე დროს, ის აღი­ა­რებს ტე­რენ­ტის, რო­გორც პო­ეტს.

დრა­მა­ტურ­გი გე­ნო ქელ­ბა­ქი­ა­ნი იგო­ნებს:

„გრა­ნელს გა­უ­გია, რომ ვი­ღაც კრი­ტი­კოსს კლუბ­ში მოხ­სე­ნე­ბის კითხ­ვი­სას აღუ­ნიშ­ნავს, ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი გა­ლაკ­ტი­ო­ნის მიმ­ბაძ­ვე­ლიაო. ამ ამ­ბით გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი უგუ­ნე­ბოდ შეხ­ვედ­რია გა­ლაკ­ტი­ონს. მათ შო­რის ამ­გ­ვა­რი დი­ა­ლო­გი გა­მარ­თუ­ლა:

– ცუ­დად ხომ არა ხარ? – ჰკითხა გა­ლაკ­ტი­ონ­მა.

ტე­რენ­ტიმ პა­სუ­ხი და­უგ­ვი­ა­ნა. მე­რე შე­ხე­და თვა­ლებ­ში და უთხ­რა:

– თუ შენ მოხ­ვე­დი ჩემ­თან, რო­გორც დი­დი პო­ე­ტი პა­ტა­რა პო­ე­ტის სა­ნა­ხა­ვად, სას­ტი­კად სცდე­ბი.

გა­ლაკ­ტი­ო­ნი გა­ოც­და.

– რას ამ­ბობ, რის დი­დი პო­ე­ტი! მე მო­ვე­დი შენ­თან, რო­გორც მე­გო­ბარ პო­ეტ­თან.

– ესეც იცო­დე, – გა­ნაგ­რ­ძო ტე­რენ­ტიმ, – მე შენ­ზე დი­დი პო­ე­ტი ვარ.

გა­ლაკ­ტი­ონ­მა გა­ი­ღი­მა მარ­ტო მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­ო­ცა­რი ღი­მი­ლით:

– კი, ძა­მი­კო, ჩემ­ზე დი­დი ხარ!“

(მო­გო­ნე­ბა შე­სუ­ლია წიგ­ნ­ში „გა­ლაკ­ტი­ო­ნი. 200 ამ­ბა­ვი“. შემ­დ­გე­ნე­ლი: ნა­თია სი­ხა­რუ­ლი­ძე. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუ­ჯი“. 2019).

დათო სიმონიას ილუსტრაცია

გა­ლაკ­ტი­ო­ნი თა­ვის უბის წიგ­ნა­კებ­შიც წერს ტე­რენ­ტის შე­სა­ხებ:

„იგი გა­მოხ­ვე­უ­ლია თბილ, ჭუჭყი­ან ძონ­ძებ­ში და აგ­ვის­ტოს მზე და­უნ­დობ­ლად აჭერს შიშ­ველ თავ­ზე.

ვინ არის ეს კა­ცი? – იკითხეს.

გრა­ნე­ლია, პო­ე­ტი, – იყო პა­სუ­ხი.

იმა­ვე ქვა­ფე­ნილ­ზე მი­დის იგი­ვე ფეხ­შიშ­ვე­ლა ადა­მი­ა­ნი და ახ­ლა კი მას თბი­ლი ძონ­ძე­ბიც არა აქვს. თოვს, ზამ­თა­რია, ის კი თეთ­რე­უ­ლის ამა­რა მი­დის.

ვინ არის ეს კა­ცი, – იკითხეს. გრა­ნე­ლია, პო­ე­ტი, – იყო პა­სუ­ხი.“

2018 წელს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუჯ­მა“ გა­მოს­ცა წიგ­ნი „ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი“ (სე­რი­ა­ში „თან სა­კითხა­ვი“), რო­მე­ლიც ნი­ნო სადღო­ბე­ლაშ­ვილ­მა შე­ად­გი­ნა. ამ წიგ­ნ­ში ტე­რენ­ტი გრა­ნელ­ზე შე­სუ­ლია სა­მი ამ­ბა­ვი, რომ­ლე­ბიც მი­სი ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის ქრო­ნი­კას გვი­ცოცხ­ლებს.

„რუს­თა­ვე­ლის პროს­პექტს სამ­ნი მი­უყ­ვე­ბოდ­ნენ: კო­ლაუ ნა­დი­რა­ძე, სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი და შალ­ვა კაშ­მა­ძე. ქა­შუ­ე­თის მხრი­დან ტე­რენ­ტი გრა­ნელ­მა ამო­უხ­ვია – ღა­მე­ნა­თევ­მა, ჩა­მო­ძენ­ძილ­მა, თმა­ა­ბურ­ძ­გ­ნილ­მა. შემ­ხ­ვედ­რი პო­ე­ტე­ბი რომ და­ი­ნა­ხა, შო­რი­დან მოვ­ლა და­ა­პი­რა, მაგ­რამ გზად სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი გა­და­უდ­გა

და ხე­ლი გა­უ­წო­და:

– გა­მარ­ჯო­ბა, ტე­რენ­ტი!

გრა­ნელს მის­თ­ვის არც შე­უ­ხე­დავს, მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი წინ გა­იშ­ვი­რა, გა­და­ატ­რი­ალ-გად­მო­ატ­რი­ა­ლა და უპა­სუ­ხა:

– ხომ უყუ­რებ, სი­მონ, რა ჭუჭყი­ა­ნი მაქვს… მაგ­რამ მა­ინც არ გა­ვის­ვ­რი შე­ნი ხე­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვით!..

არა­ვინ იცის, რა წყე­ნა ჰქონ­და ასე­თი ნა­ტანჯ პო­ეტს კონ­კ­რე­ტუ­ლად სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნის­გან, თო­რემ უფ­რო დიდ­მა და მო­ურ­ჩე­ნელ­მა წყე­ნამ ცხოვ­რე­ბის­გან ხომ მი­სი ბე­დის­წე­რა და პო­ე­ზია გა­ნა­პი­რო­ბა!..“

„ერთ დღეს, რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტ­ზე, ტე­რენ­ტი გრა­ნელს კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი შეხ­ვ­და. კო­ტე მე­გობ­რებ­თან ერ­თად იყო. ის შო­რი­დან­ვე მი­ე­სალ­მა პო­ეტს, ხო­ლო რო­ცა მი­უ­ახ­ლოვ­და, გა­და­ეხ­ვია და შუბ­ლ­ზე აკო­ცა.

– ტე­რენ­ტი, მე გა­დავ­წყ­ვი­ტე დავ­წე­რო სცე­ნა­რი, რომ­ლის ქვა­კუთხე­დი შე­ნი ლექ­სი იქ­ნე­ბა. ჩვენს სი­ა­მა­ყე­ზე, ვა­ნო სა­რა­ჯიშ­ვილ­ზე ასე­თი ლექ­სი ჯერ არა­ვის და­უ­წე­რია. შენ უნ­და მეწ­ვიო ბი­ნა­ზე, ჩვენ ამის შე­სა­ხებ უნ­და ვიმ­ს­ჯე­ლოთ. მარ­თა­ლია, მე ხში­რად მოს­კოვ­ში ვარ, ახ­ლაც მი­ვემ­გ­ზავ­რე­ბი!.. რომ ჩა­მო­ვალ, უსა­თუ­ოდ უნ­და მნა­ხო! ჩე­მო ტე­რენ­ტი, მე შენს შე­მოქ­მე­დე­ბას ვიც­ნობ, თვალს ვა­დევ­ნებ შენს მიღ­წე­ვებს და მხურ­ვა­ლედ ვე­სალ­მე­ბი. ტე­რენ­ტი, აუცი­ლებ­ლად უნ­და ვნა­ხოთ ერ­თ­მა­ნე­თი. ეს დად­გ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო.

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მე­გობ­რებ­მაც არ და­ი­შუ­რეს ოვა­ცი­ე­ბი და სა­ქე­ბა­რი სიტყ­ვე­ბი გზად შეხ­ვედ­რი­ლი პო­ე­ტის მი­მართ. ტე­რენ­ტი ბედ­ნი­ე­რი და იმე­დი­ა­ნი უს­მენ­და.

სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, შეხ­ვ­დ­ნენ თუ არა კი­დევ დი­დი რე­ჟი­სო­რი და პო­ე­ტი ერ­თ­მა­ნეთს. ფაქ­ტია, რომ ეს დად­გ­მა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა“.

„ნი­კა აგი­აშ­ვილს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე „თეთ­რი საყ­და­რი“ მუ­დამ აგო­ნებ­და გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მის ერთ სა­ღა­მოს, რო­ცა იმ საყ­დ­რის უკან, ქარ­სა და ყინ­ვა­ში, ხის ძი­რას მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლი­ლი ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი ნა­ხა.

„თავ­შიშ­ველს უკან გა­და­ვარ­ცხ­ნი­ლი თმა ქა­ლი­ვით გა­უშ­ლია. აც­ვია წელ­შე­შო­ბი­ლი გრძე­ლი ნაც­რის­ფე­რი ხა­ლა­თი, კო­ჭებს ზე­მოთ და­მოკ­ლე­ბუ­ლი ვიწ­რო­ტო­ტე­ბი­ა­ნი შარ­ვა­ლი, შა­ვად შე­ღე­ბი­ლი ტი­ლოს ფეხ­საც­მე­ლე­ბი. პა­პი­როსს აბო­ლებს, ცა­ლი ხე­ლი თავ­ქ­ვეშ ამო­უდ­ვია“.

მას და პო­ეტს შო­რის დი­ა­ლო­გიც გა­მარ­თუ­ლა:

– ეჰეი, ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, ჩა­მო­დი აქ, თუ კა­ცი ხარ.

ნი­კა აგი­აშ­ვილს ტე­რენ­ტი კარ­გად იც­ნობ­და, ისიც იცო­და, სად მუ­შა­ობ­და და მი­სი ნამ­დ­ვი­ლი გვა­რის შე­სა­ხე­ბაც მო­ეხ­სე­ნე­ბო­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თ­ვის „ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე­თი“ მი­მარ­თავ­და თურ­მე.

– ჩა­მო­დი აქ, ჩემ­თან. ამ მწვა­ნე­ზე წა­მო­წე­ქი და ვი­სა­უბ­როთ. ჩემ­სა­ვით იქ­ნე­ბი და იოც­ნე­ბებ მუ­დამ. ოც­ნე­ბას რა სჯო­ბია. ვუ­ყუ­როთ ამ ცას, პი­რაღ­მა წა­მო­წო­ლი­ლე­ბი…

„მწვა­ნეს“ რას ეძახ­და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი იყო – ირ­გ­ვ­ლივ მხო­ლოდ ყინ­ვის­გან დამ­ზ­რა­ლი ქვე­ბი ეყა­რა.

– არ გცი­ვა? – ჰკითხა ნი­კა აგი­აშ­ვილ­მა და წას­ვ­ლა და­ა­პი­რა.

– რა მი­გეჩ­ქა­რე­ბა! მე აქ უნ­და და­ვე­სახ­ლო. კარ­გი ად­გი­ლია. მარ­ტო ვიქ­ნე­ბი და ხელს არა­ვინ შე­მიშ­ლის ოც­ნე­ბა­ში. მა­ლე თოვ­ლი მო­ვა, მშრა­ლი თოვ­ლი.თოვ­ლის ფან­ტე­ლებს უნ­და გავ­ყ­ვე. გინ­და, ლექსს გა­ჩუ­ქებ, ბევ­რი ლექ­სი მაქვს.

საყ­დრის კარ­თან აიტუ­ზა, ცო­ტა ხნით იდ­გა და რა­ღა­ცას ჩურ­ჩუ­ლებ­და. მე­რე გუ­ლის­ჯი­ბი­დან ფან­ქ­რის ნა­ტე­ხი ამო­ი­ღო, და­ა­ნერ­წყ­ვა და „ტემ­პის“ კო­ლოფ­ზე წა­ა­წე­რა:

ჩი­ტი

მზე ისევ გაჩ­ნ­და,

დღე ასე მი­დის,

და უცებ დაჯ­და

მი­წა­ზე ჩი­ტი.

გავ­ყუ­რებ ქუ­ჩებს,

დღე ასე მი­დის.

დაჯ­და და უცებ

აფ­რინ­და ჩი­ტი.

– წა­ი­ღე თუ კა­ცი ხარ, ნუ და­კარ­გავ, თუ გინ­და ასე­თებს აუარე­ბელს დავ­წერ. ახ­ლა კი მშვი­დო­ბით იარე…

პი­რაღ­მა გაწ­ვა ხის ძი­რას ქვებ­ზე და აგი­აშ­ვი­ლის­თ­ვის ყუ­რადღე­ბა აღარ მი­უქ­ცე­ვია. მწო­ლი­ა­რემ მუხ­ლი­მუხ­ლ­ზე შე­მო­ი­დო და კვლავ პა­პი­რო­სი გა­ა­ბო­ლა“.

ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის დღი­ურ­ში ასეთ ჩა­ნა­წერს ვხვდე­ბით: „კვი­რა დღეა, მივ­დი­ვარ სი­ონ­ში. არ თოვს. ვუს­მენ ქარ­თულ გა­ლო­ბას და ვი­გო­ნებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რო­გორც უხი­ლავს. იქი­დან მი­ვი­წევ დი­დუ­ბი­სა­კენ. ნე­ლა თოვს. შევ­დი­ვარ პან­თე­ონ­ში, პირ­ვე­ლად ვნა­ხუ­ლობ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის საფ­ლავს. ვკითხუ­ლობ ასეთ წარ­წე­რას: „ქარ­თ­ვე­ლი ერი არ და­ი­ვიწყებს შენს უკ­ვ­დავ სა­ხელს“. ცო­ტა ხნის და­ფიქ­რე­ბის შემ­დეგ ვი­ნა­ხუ­ლე ვა­ჟას ობო­ლი სა­მა­რე. ღრუბ­ლი­ა­ნი ზე­ცა და თოვ­ლი­ა­ნი დე­და­მი­წა ორი­ვე თეთ­რია, მხო­ლოდ სი­თეთ­რეა გარ­შე­მო და დუ­მი­ლი“.

მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი მცდე­ლო­ბი­სა, არც ქარ­თ­ველ­მა ერ­მა და­ი­ვიწყა ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის სა­ხე­ლი, მი­სი უკომ­პ­რო­მი­სო ცხოვ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა. მან შეძ­ლო და, სიკ­ვ­დი­ლის შემ­დე­გაც მო­ე­რია საბ­ჭო­ე­თის ტე­რორ­სა და სი­სას­ტი­კეს.

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება