19 მარტი, სამშაბათი, 2024

სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის ერ­თი იგა­ვის ანა­ლი­ზი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ნა­აზ­რე­ვის ფონ­ზე

spot_img

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ და­წე­რი­ლა და ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალს ვე­რა­ფერს ვიტყ­ვით, თუმ­ცა გვინ­და მკითხ­ვე­ლის ყუ­რადღე­ბა შე­ვა­ჩე­როთ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­აზ­რევ­ზე, რომ­ლის წარ­მოდ­გე­ნა კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მის სა­ხით ხელს შე­უწყობს ისე­თი მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­გო­რი­ცაა ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბა.

ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლია გმი­რო­ბის, თავ­და­დე­ბი­სა და ზნე­ობ­რი­ო­ბის უბად­ლო მა­გა­ლი­თე­ბით. ეს თვი­სე­ბე­ბი უმაღ­ლე­სი სათ­ნო­ე­ბის მწვერ­ვა­ლებს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­თაც (ფსალ­მუნ­თა გა­მო­ძა­ხი­ლით) პი­რო­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ აღ­ს­ვ­ლა „მა­ღალ­სა მას მთა­სა წმინ­და­სა“. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ადა­მი­ა­ნუ­რი სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა­კენ სწრაფ­ვად სწო­რედ ამ­გ­ვარ აღ­მას­ვ­ლას მი­იჩ­ნევ­და. დი­დი მოღ­ვა­წე აღ­ნიშ­ნავ­და: „ჭეშ­მა­რი­ტი კა­ცო­ბა არ­ქო­ნა ცოდ­ვი­სა კი არ არის, არა­მედ ქო­ნაა მად­ლი­სა, სი­კე­თი­სა“. ილია ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან მიჯ­ნავ­და minimum-ი და maximum-ი სათ­ნო­ე­ბებს და აქ­ტი­ურ, გა­აზ­რე­ბულ, პრაქ­ტი­კულ ქმე­დე­ბას მი­იჩ­ნევ­და ერის გა­დარ­ჩე­ნის პი­რო­ბად. მი­სი აზ­რით, minimum-ი სათ­ნო­ე­ბას „სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მო­ქა­ლა­ქუ­რი ერ­თ­მა­ნე­თო­ბა და ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა ჰკმა­რობს. ამ minimum-ზედ, ამ ხაზ­ზე დგო­მა ყვე­ლას­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ხო­ლო, შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი ამ ხაზს ძირ­საც დას­ცილ­დეს და ზე ას­ცილ­დეს კი­დეც. დამ­ცი­ლე­ბე­ლი სცო­დავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ის­ჯე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან­ვე, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ცი­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლო­ბაა. ამი­ტომ არ-და­ცი­ლე­ბას ითხოვს კა­ცი­სა­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვი­თარ­ცა მო­ვა­ლე­ო­ბას, და ზე-აცი­ლე­ბას კი თვი­თო­ე­უ­ლის ნე­ბა­ზედ სტო­ვებს. ამ ხაზ­ზე ზე-აცი­ლე­ბა, ესე იგი ამ ნაკ­ლე­ბი სათ­ნო­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა, გან­დი­დე­ბა, გაძ­ლი­ე­რე­ბა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რია, მსხვერ­პ­ლია, გმი­რო­ბაა კა­ცი­სა… კა­ცუ­რი კა­ცო­ბის ნი­მუ­ში minimum-ი სათ­ნო­ე­ბა კი არ არის, რო­მე­ლიც არ-ცოდ­ვის საზღ­ვა­რია, არა­მედ maximum-ი, რო­მე­ლიც მად­ლის სამ­ფ­ლო­ბე­ლოა და სა­უფ­ლის­წუ­ლოა.“

თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ი. ჭავ­ჭა­ვა­ძე სა­მო­ქა­ლა­ქო და ზნე­ობ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას ახ­დენს. ილი­ას ეს ნა­აზ­რე­ვი კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა ასე წარ­მო­ვად­გი­ნოთ:

ამ სქე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში თვალ­სა­ჩი­ნოს ხდის, სათ­ნო­ე­ბის რო­მელ სა­ფე­ხურ­ზე დგა­ნან პერ­სო­ნა­ჟე­ბი, არი­ან ისი­ნი უბ­რა­ლოდ პა­ტი­ოს­ნე­ბი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბი, თუ უფ­რო მა­ღა­ლი სათ­ნო­ე­ბე­ბის მოხ­ვე­ჭი­სა­კენ მი­ის­წ­რაფ­ვი­ან.

ეს სქე­მა გვეხ­მა­რე­ბა არა მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ანა­ლი­ზი­სას, არა­მედ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, უფ­რო ფარ­თო მას­შ­ტა­ბით მო­ვახ­დი­ნოთ პერ­სო­ნაჟ­თა კა­ტე­გო­რი­ზა­ცია.

მო­ცე­მუ­ლი აზ­რის ნა­თელ­სა­ყო­ფად გან­ვი­ხი­ლოთ სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის იგა­ვი „მო­ხერ­ხე­ბუ­ლი არა­ბი“. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი გა­აზ­რე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ვ­რ­ჩეს მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის ქცე­ვის მო­ტი­ვე­ბი. ვგუ­ლის­ხ­მობთ იმ მოვ­ლე­ნას, რომ არა­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად არ­ღ­ვევს სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნო­ნებს, შეჯ­დე­ბა თა­ვის ცხენ­ზე, ვერ­ცხ­ლით სავ­სე ტო­მა­რას გა­დაჰ­კი­დებს ბე­და­ურს და გა­ა­ჭე­ნებს. მან ხა­ლი­ფა­სა და მის ჯარს აფიქ­რე­ბი­ნა, რომ ფუ­ლი­ცა და ცხე­ნიც გა­ი­ტა­ცა. არა­ბი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად იქ­ცე­ვა, ის ხე­დავს, რომ მას მოს­დე­ვენ „კა­ის ცხე­ნე­ბი­თა“ და, თუ და­ი­ჭე­რენ, დას­ჯა არ ას­ც­დე­ბა, არა­ნა­ი­რი თა­ვის მარ­თ­ლე­ბა არ უშ­ვე­ლის. ასე რომ , ის თავს საფ­რ­თხე­ში იგ­დებს და ამას აკე­თებს პრინ­ცი­პუ­ლად.

მარ­თა­ლია, ბო­ლოს არა­ბი უკან­ვე ბრუნ­დე­ბა და ასა­ხე­ლებს თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის მი­ზეზს („შორს ვი­დექ, სა­კი­და­რი არა მყვან­და რა, ვერ­ცხ­ლი მძი­მე არის, ვერ ვზი­დევ­დი, წა­ვი­ღე და ახ­ლა ცხე­ნი მო­მიყ­ვა­ნიაო“), მაგ­რამ ის­მის კითხ­ვა, რამ­დე­ნად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და ამომ­წუ­რა­ვია მი­სი ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბა? თუ არა­ბის პა­სუხს და­ვეყ­რ­დ­ნო­ბით, მა­შინ ცხა­დია, ილი­ა­სე­უ­ლი კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მის მი­ხედ­ვით, ის დგას სათ­ნო­ე­ბის minimum-ის სა­ფე­ხურ­ზე, მას ცოდ­ვა არ ჩა­უ­დე­ნია, ცხე­ნი და ვერ­ცხ­ლი არ მო­უ­პა­რავს. ცხე­ნი გარ­კ­ვე­უ­ლი მიზ­ნის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნა და მე­რე და­აბ­რუ­ნა. მაგ­რამ პერ­სო­ნა­ჟის ამ­გ­ვა­რი თა­ვის მარ­თ­ლე­ბა ეჭ­ვ­ქ­ვეშ აყე­ნებს ნა­წარ­მო­ე­ბის სა­თა­ურს. რა­ტომ, რა კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით უწო­და სულ­ხან-სა­ბამ არაბს მო­ხერ­ხე­ბუ­ლი? ცხა­დია, მხედ­რის ქცე­ვა­ში იკ­ვე­თე­ბა უც­ნა­უ­რო­ბის ელე­მენ­ტე­ბი. არაბს შე­ეძ­ლო თა­ვი­დან­ვე აეხ­ს­ნა მე­ფი­სა და ჯა­რის­კა­ცე­ბი­სათ­ვის თა­ვი­სი პრობ­ლე­მა. მაგ­რამ ის ასე არ მო­იქ­ცა, პირ­ქით, ყვე­ლას აფიქ­რე­ბი­ნა, რომ მუხ­თა­ლი, მატყუ­ა­რა და ყა­ჩა­ღია. მან თით­ქოს მას­ხ­რად აიგ­დო ამ­დე­ნი ხალ­ხი, შე­უ­რაცხ­ყო ხა­ლი­ფა­ცა და მი­სი მხლებ­ლე­ბიც. თუ არაბს და­ი­ჭერ­დ­ნენ, რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნო­ნე­ბის დამ­რ­ღ­ვევ­სა და ავა­ზაკს, მკაც­რად დას­ჯიდ­ნენ. ეს სას­ჯე­ლი იქ­ნე­ბო­და მარ­თ­ლაც სა­მა­გა­ლი­თო, რად­გან მან უპ­რე­ცე­დენ­ტო და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მის თა­ვის მარ­თ­ლე­ბას არა­ვინ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ წა­ვი­და არა­ბი მხე­და­რი ამ­ხე­ლა რის­კ­ზე?

არაბს ვერ იჭე­რენ. მე­სა­მე დღეს ხდე­ბა სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნა: მხე­და­რი მო­დის და ცხენს აბ­რუ­ნებს. ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლია. მი­სე­უ­ლი ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბა უფ­რო მე­ტად აოცებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ისი­ნი უნე­ბუ­რად ეკითხე­ბი­ან: „ვინ­ღა მოგ­დევ­და, ცხე­ნი რადღა მოგ­ყ­ვან­დაო?“ აქ, სწო­რედ ამ შე­კითხ­ვა­ში, და­ჭე­რი­ლია ადა­მი­ან­თა სუ­ლის ფა­რუ­ლი ბნე­ლი მხა­რე­ე­ბი. სულ­ხან-სა­ბა დი­დი ფსი­ქო­ლო­გია. იგი აშიშ­ვ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზნე­ობ­რი­ვი და­ცე­მის სუ­რათს. ამ შე­კითხ­ვა­ში სრუ­ლი­ად უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლია უმაღ­ლე­სი მსა­ჯუ­ლის პო­ზი­ცია, სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნის მო­ტი­ვი.

გა­ო­ცე­ბის საგ­ნად ქცე­უ­ლა პა­ტი­ოს­ნე­ბა და პირ­მ­ტ­კი­ცო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ გა­ი­ცი­ნა არაბ­მა და „უზ­რა­ხა უპი­რო­ბა“ ამ ზნე­და­ცე­მულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­რეგ­ნუ­ლად ალ­ბათ მარ­თ­ლაც ჰგავ­დ­ნენ ლა­მა­ზად მორ­თულ, შე­ფეთ­ქილ საფ­ლა­ვებს, რო­მელ­თა მიღ­მა სრუ­ლი გახ­რ­წ­ნა და სიმ­ყ­რა­ლე იფა­რე­ბო­და. სულ­ხან-სა­ბას აზ­რით, სწო­რედ ასე­თი ფა­სა­დუ­რი პა­ტი­ოს­ნე­ბაა დამ­ღუპ­ვე­ლი იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც თა­ვად გვევ­ლი­ნე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნო­ნე­ბის დამ­ც­ვე­ლად (გა­ნა ისი­ნი არ და­ე­დევ­ნენ არაბს და­ნა­შა­უ­ლის ასა­ლაგ­მად?). აქ სრუ­ლი კონ­ტ­რას­ტია გა­რეგ­ნულ, მოჩ­ვე­ნე­ბით პა­ტი­ოს­ნე­ბა­სა და ში­ნა­გან გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბას შო­რის. იცი­ნის არა­ბი და ამ და­ცინ­ვით ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზნე­ობ­რი­ვი სი­მე­ბის შერ­ხე­ვას, მის გა­მოფხიზ­ლე­ბას.

სა­გუ­ლის­ხ­მოა ისიც, რომ ხალ­ხის შე­კითხ­ვას არა­ბი მხე­და­რი მზამ­ზა­რე­ულ პა­სუხს არ აძ­ლევს. იგი იქით უბ­რუ­ნებს კითხ­ვას ხალხს: „კარ­გის პა­სუ­ხად ეგ მექ­ნა, ღმერ­თი რას მი­ზამ­დაო?“ მი­სი შე­კითხ­ვა ადა­მი­ა­ნებს ფიქ­რი­სათ­ვის, გან­ს­ჯი­სათ­ვის გა­ნაწყობს.

და მა­ინც რა­ტო­მაა არა­ბი მო­ხერ­ხე­ბუ­ლი? და­ვაკ­ვირ­დეთ, რო­გორ ახერ­ხებს იგი ხალ­ხის სულ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას. არაბს პირ­და­პირ რომ ექა­და­გა, პი­რუმ­ტ­კი­ცო­ბა და სიც­რუე ცოდ­ვაა და ამი­სათ­ვის ადა­მი­ა­ნებს ღმერ­თი დას­ჯი­სო, ეს იქ­ნე­ბო­და მშრა­ლი, მო­საწყე­ნი დი­დაქ­ტი­კა, ათას­ჯერ მოს­მე­ნი­ლი და გაც­ვე­თი­ლი და­რი­გე­ბა, ამი­ტომ მი­სი სიტყ­ვე­ბი სულს ვერ შეძ­რავ­და, მი­ზანს ვერ მი­აღ­წევ­და. სა­ჭი­რო იყო გა­ყი­ნუ­ლი ზნე­ობ­რი­ვი შე­გო­ნე­ბე­ბის საქ­მით გა­ცოცხ­ლე­ბა, ისე­თი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ქცე­ვა, რო­მე­ლიც შო­კის­მომ­გ­ვ­რე­ლად იმოქ­მე­დებ­და. ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი არა­ბი იგა­ვუ­რი ქცე­ვის მა­გა­ლითს გვაძ­ლევს, თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ქმე­დე­ბით ის ახერ­ხებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სუ­ლის, გუ­ლი­სა და გო­ნე­ბის შეძ­ვ­რას, რა­თა მათ შეგ­ნე­ბა­ში აღ­ბეჭ­დოს ის აზ­რი, რომ ღმერ­თი არა­ვის აპა­ტი­ებს სიც­რუ­ე­სა და ორ­პი­რო­ბას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ სიტყ­ვე­ბით იგი ხა­ლი­ფა­საც აფ­რ­თხი­ლებს, რო­გორც ქვეყ­ნის უმაღ­ლეს ხე­ლი­სუ­ფალს. ღმერ­თის წი­ნა­შე ყვე­ლას თა­ნაბ­რად მო­ე­კითხე­ბა.

სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ამ იგა­ვის ერთ-ერ­თი უჩი­ნა­რი პერ­სო­ნა­ჟი არის უფა­ლი, რო­მე­ლიც გან­ს­ჯის ჩვენს საქ­ცი­ელს. სწო­რედ უფ­ლის რუ­პო­რია არა­ბი მხე­და­რი.

სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის არა­ბი მხე­და­რი გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის „ალა­ვერ­დო­ბის“ მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის სუ­ლი­ე­რი წი­ნა­პა­რია. და, სა­ერ­თოდ, ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი რა­ინ­დი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ხე-სიმ­ბო­ლოა.

სა­ბო­ლო­ოდ, შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ არა­ბი არის არა მარ­ტო პა­ტი­ო­სა­ნი, პირ­მ­ტ­კი­ცე, ღვთის მო­ში­ში, არა­მედ თა­ვი­სი გო­ნე­ბა­გამ­ჭ­რი­ა­ხო­ბის, გა­ბე­დუ­ლე­ბი­სა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, ხალ­ხი­სათ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი გმი­რია. სა­კუ­თა­რი სი­ცოცხ­ლის საფ­რ­თხე­ში ჩაგ­დე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ქა­და­გებს მა­ღალ იდე­ა­ლებს. ამი­ტომ ეს პერ­სო­ნა­ჟი, ილი­ა­სე­უ­ლი კოგ­ნი­ტუ­რი სქე­მის მი­ხედ­ვით, „მად­ლის სამ­ფ­ლო­ბე­ლოს“ მკვიდ­რია.

სა­ინ­ტერ­ესოა, კოგ­ნი­ტურ სქე­მა­ზე რო­მე­ლი ად­გი­ლი მი­ვა­კუთ­ნოთ იგავ­ში წარ­მოდ­გე­ნილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ცხა­დია, მათ არა­ნა­ი­რი ცოდ­ვა არ ჩა­უ­დე­ნი­ათ და ისი­ნი minimum-ის ხაზ­ზე უნ­და და­ვა­ბი­ნა­ვოთ, მაგ­რამ ვგრძნობთ, რო­გო­რი მერ­ყე­ვი და არამ­დ­გ­რა­დია ეს ნე­იტ­რა­ლუ­რი ხა­ზი.

სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა, რომ ზნე­ობ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ფა მწი­რი და უბად­რუ­კია. სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნო­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს უზ­რუნ­ველ­ყოფს და არ შე­უძ­ლია კა­ცის გა­ა­და­მი­ა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გო­მა, არ ხე­ლე­წი­ფე­ბა ადა­მი­ან­თა სუ­ლი­ე­რი ფე­რის­ც­ვა­ლე­ბა და კა­თარ­ზი­სი. რო­გორც ილია იტყო­და: „ჩე­მი მსა­ჯუ­ლი ჩე­მი ტვი­ნია და ის პა­ტა­რა ღმერ­თი, რო­მელ­საც სინ­დისს ეძა­ხი­ან“. სწო­რედ ამ მსა­ჯულს უნ­და მო­ვუს­მი­ნოთ.

ეკა­ტე­რი­ნე მხე­ი­ძე
სსიპ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზე­და მეს­ხე­თის ბრო­წე­უ­ლას სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და

ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები