8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

სპორტული სიახლეები

spot_img

მსოფ­ლი­ოს სას­კო­ლო გიმ­ნა­ზი­ა­და

აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში, მსოფ­ლი­ოს სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­და – გიმ­ნა­ზი­ა­და ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც 50 ქვეყ­ნის 2000-ზე მე­ტი სპორ­ტ­ს­მე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პროგ­რა­მა­ში სპორ­ტის 18 სა­ხე­ო­ბა იყო, თუმ­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო მხო­ლოდ ერ­თ­ში გა­მო­ვი­და, ოღონდ ორ დის­ციპ­ლი­ნა­ში – თა­ვი­სუ­ფალ­სა და ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში. ორი­ვე ნაკ­რე­ბი 4-4 სპორ­ტ­ს­მე­ნით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლებ­მაც დი­დი წარ­მა­ტე­ბით იჭი­და­ვეს და თით­ქ­მის 100%-იანი შე­დე­გი და­დეს: 7 ოქ­რო და 1 ვერ­ცხ­ლი, ამას გიმ­ნა­ზი­ა­დის თა­სიც და­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ი­პო­ვეს.

ეს იყო 15-წლამ­დელ­თა ტურ­ნი­რი, რა­საც ჭა­ბუკ­თა უმ­ც­როს ასაკ­საც უწო­დე­ბენ, ჭი­და­ო­ბა­ში კი ამ ასაკ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს სას­კო­ლო ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ზო­გა­დად, მსგავ­სი ოლიმ­პი­ა­დე­ბის პროგ­რა­მა­ში წო­ნე­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი შე­დის, თი­თო წო­ნის გა­მო­ტო­ვე­ბით, ოღონდ „თავი­სუ­ფალ­ში“ თუ, პი­რო­ბი­თად, კენ­ტი წო­ნე­ბი უწევს, ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ­ში, პი­რი­ქით, ლუ­წი წო­ნე­ბია. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად, თან­მიმ­დევ­რო­ბა მთლად ასე მკაც­რად არ იყო და­ცუ­ლი – წო­ნებს მას­პინ­ძ­ლე­ბი არ­ჩე­ვენ, რა­შიც შეზღუდ­ვა არა აქვთ, მაგ­რამ ბრა­ზი­ლი­ა­ში 4-4 ფა­ლა­ვა­ნით გა­მოს­ვ­ლა სწო­რედ ამით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და არა იმით, რომ სხვებ­მა კვა­ლი­ფი­კა­ცია ვერ გა­ი­ა­რეს.

ამ ოქ­ტე­ტი­დან თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში ოთხი­ვე ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ­ში კი 3 ოქ­რო და 1 ვერ­ცხ­ლი მო­ვი­პო­ვეთ. თუმ­ცა, ის ერ­თიც იგებ­და ფი­ნალს, მაგ­რამ მე­ტო­ქემ ბო­ლო წა­მებ­ზე გა­უ­თა­ნაბ­რა ან­გა­რი­ში და რა­კი ბო­ლო ქუ­ლა მი­სი იყო, მოქ­მე­დი წე­სე­ბით, გა­მარ­ჯ­ვე­ბაც მას დარ­ჩა.

ტურ­ნირ­ზე პი­რა­დი პირ­ვე­ლო­ბის შემ­დეგ „გიმ­ნა­ზი­ა­დის თა­სიც“ გა­თა­მაშ­და, რო­მელ­შიც ბრა­ზი­ლი­ის, აშშ-სა და მსოფ­ლი­ოს ნაკ­რე­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ჩვე­ნი რვა­ვე სპორ­ტ­ს­მე­ნი შე­დი­ო­და მსოფ­ლი­ოს ნაკ­რებ­ში – თავ-თა­ვი­ანთ სტილ­ში და რვა­ვემ მო­ი­გო თა­ვი­სი შეხ­ვედ­რა! „გიმ­ნა­ზი­ა­დის თა­სიც“ სავ­სე­ბით დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ერ­გო მსოფ­ლი­ოს ნაკ­რებს და, ცხა­დია, ჩვე­ნებ­საც.

გთა­ვა­ზობთ ჩემ­პი­ონ-პრი­ზი­ო­რებს და მათ სკო­ლებს, თუმ­ცა მა­ნამ ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც – ევ­რო­პის სპორ­ტის კვი­რე­ულს, რო­მე­ლიც 23-29 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოც უერ­თ­დე­ბა.

♦ თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბა

I ად­გი­ლი

მა­თე ცი­ნა­ძე (48) – ქუ­თა­ი­სის №37 სა­ჯა­რო სკო­ლა

და­ვით პა­პუ­კიშ­ვი­ლი (57) – გო­რის №9 სა­ჯა­რო სკო­ლა

კო­ბა გო­გუ­ა­ძე (62) – ბა­თუ­მის №22 სა­ჯა­რო სკო­ლა

გი­გია ლუ­ქუ­ნი­ძე (85) – რუს­თა­ვის№15 სა­ჯა­რო სკო­ლა

♦ ბერ­ძ­ნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა

I ად­გი­ლი

ლუ­კა ხა­ინ­დ­რა­ვა (52) – თბი­ლი­სის №139 სა­ჯა­რო სკო­ლა

ერეკ­ლე თავ­ბე­რი­ძე (57) – ოზურ­გე­თის №4 სა­ჯა­რო სკო­ლა

ლუ­კა მარ­ტი­აშ­ვი­ლი (75) – სა­გა­რე­ჯოს №3 სა­ჯა­რო სკო­ლა

II ად­გი­ლი

და­ვით შა­ვა­ძე (44) – წალ­კის №2 სა­ჯა­რო სკო­ლა

 

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი სას­ტენ­დო სრო­ლა­ში

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ხორ­ვა­ტულ ოსი­ეკ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი დას­რულ­და სას­ტენ­დო სრო­ლა­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რ­დებ­ში გო­გო­ნა­თა შო­რის ის­ტო­რი­უ­ლი მე­და­ლი მო­ვი­პო­ვეთ – ელი­ზა­ვე­ტა ბო­ი­არ­ში­ნო­ვა მრგვალ სტენ­დ­ზე სრო­ლა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში საკ­მა­ოდ დი­დი ის­ტო­რია გვაქვს, თუმ­ცა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, მსგავ­სი მიღ­წე­ვა არ გვქო­ნია.

არა­და, ბო­ი­არ­ში­ნო­ვა ისე­თი წვა­ლე­ბით ჩა­ვი­და ხორ­ვა­ტი­ა­ში… ჯერ იყო და თურ­ქეთ­ში ტრან­ზი­ტით გავ­ლი­სას იარა­ღის გა­და­ტა­ნა­ზე შე­ექ­მ­ნა პრობ­ლე­მა. რო­გორც იქ­ნა, ეს სა­კითხი ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი მსრო­ლე­ლის, ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძის პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბით მოგ­ვარ­და (პი­რა­დად და­უ­რე­კა თურ­ქე­თის ფე­დე­რა­ცი­ას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით), შემ­დეგ ავი­ა­რე­ი­სი გა­და­ი­დო და ისევ აირია ყვე­ლა­ფე­რი (ეს უკ­ვე მთელ გუნდს შე­ე­ხო, თუმ­ცა, ბო­ი­არ­ში­ნო­ვას იარა­ღი მა­ინც ყვე­ლა­ზე მწვა­ვე პრობ­ლე­მად რჩე­ბო­და)… შემ­დეგ იყო და­რეკ­ვე­ბი, ფაქ­სე­ბი, თხოვ­ნე­ბი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­თან, რომ ტრან­ს­პორ­ტი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ეხ­ვედ­რე­ბი­ნათ, ფორ­მა­ლო­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლა­დაც ჩვე­ნე­ბის­თ­ვის გა­მო­ნაკ­ლი­სი და­ეშ­ვათ…

პირ­ვე­ლი დღის შემ­დეგ ბო­ი­არ­ში­ნო­ვა (მას მა­მა – დე­ნის ბო­ი­არ­ში­ნო­ვი წვრთნის) მე-12 ად­გილ­ზე იყო 10-ქუ­ლი­ა­ნი და­ნა­კარ­გით და მა­შინ ფი­ნალ­ში გას­ვ­ლაც კი ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნი იყო, არა­თუ ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა. თუმ­ცა, მე­ო­რე დღეს, დარ­ჩე­ნილ 2 სე­რი­ა­ში, კარ­გად ის­რო­ლა და 112 ქუ­ლით ფი­ნა­ლურ ექ­ვ­სე­ულ­ში შე­ვი­და. არა­და, რე­ი­ტინ­გ­ში მეშ­ვი­დე იყო, მაგ­რამ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი ბრი­ტა­ნელ­მა სპორ­ტ­ს­მენ­მა მო­ი­გო, რო­მელ­მაც შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის­თ­ვის ევ­რო­პის რე­კორ­დიც კი და­ამ­ყა­რა, მაგ­რამ ის სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლე­ბის­თ­ვის იბ­რ­ძო­და და ფი­ნალ­ში ვერც გა­ვი­დო­და. ასე მოხ­ვ­და ჩვე­ნი მსრო­ლე­ლი ფი­ნალ­ში, მაგ­რამ იქაც ბო­ლო სე­რი­ამ უშ­ვე­ლა – ერთ-ერ­თ­მა სლო­ვაკ­მა მსრო­ლელ­მაც 112 და­აგ­რო­ვა, თუმ­ცა ბო­ლო სე­რი­ა­ში ელი­ზა­ვე­ტა ბო­ი­არ­ში­ნო­ვას უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჰქონ­და და მედ­ლის­თ­ვი­საც გა­აგ­რ­ძე­ლა ბრძო­ლა.

აი, ფი­ნალ­ში კი ბო­ი­არ­ში­ნო­ვამ მარ­თ­ლაც კარ­გად ის­რო­ლა – პირ­ვე­ლი 26 გას­რო­ლი­დან ყვე­ლა გა­მო­ი­ყე­ნა და ერ­თი ხა­ნო­ბა მდევ­რებს 4 ქუ­ლი­თაც კი გა­ექ­ცა. მარ­თა­ლია, შემ­დეგ ჩა­ვარ­დ­ნე­ბიც ჰქონ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ 60 გას­რო­ლი­დან 53 ქუ­ლა მა­ინც და­აგ­რო­ვა. ამ­დე­ნი­ვე ჰქონ­და გუნ­დურ­ში მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ სლო­ვაკ მი­როს­ლა­ვა ჰო­კო­ვა­საც. ისი­ნი ბო­ლო ეტა­პებ­ზე კვალ­ში ედ­გ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს და შეხ­ვედ­რა ქუ­ლა ქუ­ლა­ში მი­დი­ო­და. ჰო­კო­ვა მას­ზე ად­რე ის­რო­და და ბო­ლო სე­რი­ა­ში, რო­ცა მან 4-ივე სა­მიზ­ნე და­ამ­ს­ხ­ვ­რია, ჩვენს მსრო­ლელს აცი­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ბო­ი­არ­ში­ნო­ვამ არც ააცი­ლა – ნერ­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­თო­კა და  4-ივე გას­რო­ლა გა­მო­ი­ყე­ნა. ცივ­სის­ხ­ლი­ა­ნო­ბა და­მა­ტე­ბი­თი სე­რი­ის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა – სლო­ვაკ­მა 2-დან ერ­თი გას­რო­ლა ააცი­ლა, ელი­ზა­ვე­ტამ კი ორი­ვე გა­მო­ი­ყე­ნა და ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

ირაკლი თავაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები