24 ნოემბერი, კვირა, 2024

სკო­ლის ექი­მი და ექ­თა­ნი

spot_img

რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ი­წე­რა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის

სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის სტან­დარ­ტ­ში

 

სკო­ლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტი და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სივ­რ­ცის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა, 22 მარტს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტ­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ბრძა­ნე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რა. სტან­დარ­ტი ად­გენს რო­გორც ექი­მის, ისე ექ­თ­ნის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სკო­ლის ექიმს უნ­და ჰქონ­დეს უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა და ფლობ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ტი­ფი­კატს შემ­დე­გი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი­დან რო­მე­ლი­მე­ში: „პე­დი­ატ­რია“; „სა­ო­ჯა­ხო მე­დი­ცი­ნა“; „ზო­გა­დი პრო­ფი­ლის ექი­მი პე­დი­ატ­რი“; ხო­ლო სკო­ლის ექ­თანს უნ­და ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ახორ­ცი­ე­ლებ­დეს სკო­ლის ექი­მის დამ­ხ­მა­რე საქ­მი­ა­ნო­ბას, დად­გე­ნი­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში.

სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, სკო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­ნა­წი­ლე­ბის პრინ­ცი­პი მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და სას­წავ­ლო შე­ნო­ბე­ბის მი­ხედ­ვი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. სკო­ლებ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რეა, მა­გა­ლი­თად, მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში, და­საშ­ვე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის, სა­ნი­ტა­რია-ჰი­გი­ე­ნი­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი, რო­გო­რიც არის სოფ­ლის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა (თუ მი­სი ოფი­სი გან­თავ­სე­ბუ­ლია იმა­ვე სო­ფელ­ში, სა­დაც სკო­ლა მდე­ბა­რე­ობს), სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში კი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვის პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩეს ორი სკო­ლა, სა­დაც თი­თო­ე­ულ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 50-ზე ნაკ­ლე­ბია და აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მო­ემ­სა­ხუ­როს ერ­თი ექ­თა­ნი/ექი­მი, რო­მე­ლიც დად­გე­ნი­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით (მო­რი­გე­ო­ბით) გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, კვი­რის დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი გრა­ფი­კის ან სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით, იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც ად­გილ­ზე მუდ­მი­ვად ვერ იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, სკო­ლამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, პირ­ვე­ლა­დი/გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­კითხებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი/გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლის მი­ერ, სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვა სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის გა­მოცხა­დე­ბამ­დე.

თუ სკო­ლა მო­ი­ცავს ორ ან მეტ შე­ნო­ბას, რომ­ლებ­შიც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და გან­თავ­სე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა იური­დი­ულ მი­სა­მარ­თ­ზე (გარ­და იმ შემ­თხ­ვე­ვი­სა, რო­ცა შე­ნო­ბე­ბის გან­ლა­გე­ბა, გო­ნივ­რულ ვა­დებ­ში, პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა), სა­ვალ­დე­ბუ­ლოა თი­თო­ე­ულ შე­ნო­ბა­ში და­მა­ტე­ბით სკო­ლის ექი­მის/სკო­ლის ექ­თ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

სკო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, სკო­ლის მი­ერ შექ­მ­ნილ­მა სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ უნ­და შე­არ­ჩი­ოს, რო­მე­ლიც და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლის დი­რექ­ცი­ი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით, რომ­ლის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც მდე­ბა­რე­ობს სკო­ლა; აუცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­მარ­თ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლოა, ჩა­ერ­თონ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი; ასე­ვე, იმ დარ­გობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მე­ლი დარ­გის სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­საც აქვთ სკო­ლის ექი­მად/სკო­ლის ექ­თ­ნად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა.

⇒ სტან­დარ­ტი სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბულ ექიმს ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ მის­თ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, და­უშ­ვე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გულ­გ­რი­ლო­ბა და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის მი­მართ. კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მოს­წავ­ლე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მით მი­მარ­თავს, სკო­ლის ექი­მი არ უნ­და შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს მხო­ლოდ მის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვით, რო­ცა სა­ხე­ზეა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან მი­მარ­თ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა; ასე­ვე, და­უშ­ვე­ბე­ლია, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის დროს, ექი­მი და­კავ­დეს პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით (სკო­ლის ექიმს არ ეკ­რ­ძა­ლე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბა ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მხო­ლოდ სკო­ლის ექი­მის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის მიღ­მა).

⇒ სტან­დარ­ტ­ში ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სკო­ლის ექიმ­მა უნ­და აწარ­მო­ოს სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბის აღ­რიცხ­ვის ჟურ­ნა­ლი, რო­მე­ლიც უნ­და მო­ი­ცავ­დეს ისეთ ზო­გად ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გო­რი­ცაა: პა­ცი­ენ­ტის სა­ხე­ლი, გვა­რი, კლა­სი (ასა­კი), მი­მარ­თ­ვის თა­რი­ღი და მი­ზე­ზი. სკო­ლის ექი­მის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბის აღ­რიცხ­ვის ჟურ­ნა­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ფორ­მა წარ­მო­ად­გენს სკო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, წარ­მო­ე­ბულ იქ­ნეს რო­გორც ელექ­ტ­რო­ნუ­ლად, ისე ქა­ღალ­დის მა­ტა­რე­ბელ­ზე და მას­ზე წვდო­მა ექ­ნე­ბა სკო­ლის ექიმს/სკო­ლის ექ­თანს. სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბის აღ­რიცხ­ვის ჟურ­ნა­ლი ინა­ხე­ბა, და­ხურ­ვი­დან, 5 წლის ვა­დით, ხო­ლო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ფორ­მა მოს­წავ­ლის მი­ერ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე/სხვა სკო­ლა­ში გა­დას­ვ­ლამ­დე, რის შემ­დე­გაც გა­და­ე­ცე­მა მოს­წავ­ლის მშო­ბელს/კა­ნო­ნი­ერი წარ­მო­მად­გე­ნელს/სრულ­წ­ლო­ვან კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს, სხვა დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად. სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბის აღ­რიცხ­ვის ჟურ­ნა­ლი, 5 წლის ვა­დის გას­ვ­ლის შემ­დეგ, გა­ნად­გურ­დე­ბა წაშ­ლის/მა­ტე­რი­ა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბის გზით.

⇒ რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ექ­თ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, სტან­დარ­ტი ად­გენს, რომ: მან უნ­და გა­უ­წი­ოს დახ­მა­რე­ბა სკო­ლის ექიმს მი­სი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში; გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის დროს კი, სკო­ლის ექი­მის მი­თი­თე­ბით, მოს­წავ­ლეს აღ­მო­უ­ჩი­ნოს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, ხო­ლო ექი­მის არ­ყოფ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლია და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ — ჩა­ა­ტა­როს სა­ჭი­რო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი და მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ აც­ნო­ბოს სკო­ლის ექიმს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ექ­თანს შე­უძ­ლია, გა­მო­ი­ძა­ხოს სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ში ასე­ვე შე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მოს­წავ­ლის მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნე­ლის­თ­ვის, მოს­წავ­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. სა­სურ­ვე­ლია (თუ­კი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა), გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც მის­ცეს მშო­ბელს. აგ­რეთ­ვე, სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნ­და და­ეხ­მა­როს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ მოს­წავ­ლეს — ინ­სუ­ლი­ნის მი­ღე­ბა­ში, ას­თ­მით და­ა­ვა­დე­ბულ მოს­წავ­ლეს — ინ­ჰა­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ში. გარ­და ამი­სა, სტან­დარ­ტი ავალ­დე­ბუ­ლებს ექ­თანს, კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, და­ეხ­მა­როს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს.

იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც სკო­ლის ექ­თა­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას, ამ მო­ვა­ლე­ო­ბებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ობს სკო­ლის სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნურ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა­ში, მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბი­სა და პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

⇒ სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო სივ­რ­ცის ტი­პე­ბი სკო­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა ორი სა­ხის იყოს — სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი (შე­სა­ბა­მი­სი ავე­ჯით, ტექ­ნი­კით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ოთა­ხი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ მოს­წავ­ლე­ებს) და სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქ­ტი (სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ნა­წილ­ში (არა საკ­ლა­სო ოთახ­ში) მოწყო­ბი­ლი სივ­რ­ცე, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სა­ხარ­ჯი მა­სა­ლა). იმ სკო­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც 50 და ნაკ­ლე­ბი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტის მოწყო­ბა, თუმ­ცა, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მი­ნი­მა­ლუ­რი მოთხოვ­ნის სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქ­ტის მოწყო­ბა, ხო­ლო სკო­ლებ­ში, სა­დაც 50-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტის მოწყო­ბა.

რა არის სკო­ლის ექი­მის კომ­პე­ტენ­ცია

♦ და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს მოს­წავ­ლის ან სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­და­უ­დე­ბელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე (ტრავ­მა, და­ზი­ა­ნე­ბა, დამ­წ­ვ­რო­ბა, მწვა­ვე ტკი­ვი­ლი, მო­წამ­ვ­ლა, ას­ფიქ­სია, კრუნ­ჩხ­ვა, შო­კი, ცნო­ბი­ე­რე­ბის მოშ­ლა, ცხე­ლე­ბა და სხვა მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა);

♦ შე­ა­ფა­სოს მდგო­მა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მე და მი­ი­ღოს სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა;

♦ პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მარ­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში წვდო­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, მო­ი­ძი­ოს არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლის/პერ­სო­ნა­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს;

♦ მოს­წავ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­მარ­თოს დი­რექ­ცი­ას (სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის მი­ერ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი ფორ­მით), მა­თი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მი­მარ­თოს მოს­წავ­ლის მშობ­ლებს/კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს და მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ;

♦ სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­მარ­თ­ვე­ბი აღ­რიცხოს სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბის აღ­რიცხ­ვის ჟურ­ნალ­ში და გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ტა­ნოს სკო­ლა­ში გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ფორ­მა­ში;

♦ მო­ახ­დი­ნოს სკო­ლა­ში იმ გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის შე­ფა­სე­ბა, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის რის­კებს (სი­მაღ­ლი­დან ვარ­დ­ნა, და­ცე­მა, ჭრი­ლო­ბის მი­ყე­ნე­ბა, დამ­წ­ვ­რო­ბა და ა.შ.); მი­ი­ღოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი; შე­ატყო­ბი­ნოს სკო­ლის შე­სა­ბა­მის პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ პირს საფ­რ­თხის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და საფ­რ­თხის სრუ­ლად აღ­მოფხ­ვ­რის პრო­ცესს გა­უ­წი­ოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა;

♦ სა­ჭი­რო პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი:

∇ ბავ­შ­ვ­თა ასაკ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნი­სა და გარ­თუ­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის, რო­გო­რი­ცაა: სქო­ლი­ო­ზი, ბრტყე­ლი ან/და ვალ­გუ­სუ­რი ტერ­ფი, ტა­ნა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა დარ­ღ­ვე­ვე­ბი, მხედ­ვე­ლო­ბი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი, პი­რის ღრუს და­ა­ვა­დე­ბე­ბი;

∇ მოს­წავ­ლის ან­თ­რო­პო­მეტ­რუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფა­სე­ბა ასა­კობ­რივ ნორ­მებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით;

∇ პე­დი­კუ­ლო­ზის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით;

♦ მშობ­ლე­ბის­გან/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა გა­უ­წი­ოს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე და ხში­რად მო­ა­ვა­დე მოს­წავ­ლე­ებს;

♦ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­თან/კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან იქო­ნი­ოს კო­მუ­ნი­კა­ცია და გას­ცეს სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი;

♦ გა­ა­ტა­როს სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სკო­ლა­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს;

♦ გა­უ­წი­ოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა მოს­წავ­ლე­თა იმუ­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს (ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გეგ­მუ­რი და არა­გეგ­მუ­რი აც­რე­ბის ის­ტო­რი­ის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მოთხოვ­ნა მოს­წავ­ლის მშობ­ლის­გან/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის­გან და მა­თი შეს­წავ­ლა. გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ან/და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აც­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი კა­ლენ­დ­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მოს­წავ­ლის მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის);

♦ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მოს­წავ­ლე­ებ­თან, მშობ­ლებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სი, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა, პი­რად ჰი­გი­ე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა, მათ შო­რის, მო­ზარ­დ­თა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის რის­კე­ბი და სხვა;

♦ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სკო­ლის სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა. სკო­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ პერ­სო­ნალს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია და­ლა­გე­ბის წე­სის, გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ხსნა­რე­ბის, და­სუფ­თა­ვე­ბის რე­ჟი­მის, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვი­სა და სხვა მსგავ­სი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ;

♦ გა­უ­წი­ოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა სკო­ლა­ში სას­მე­ლი წყლი­სა და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის დაც­ვას;

♦ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლის დღის რე­ჟი­მის, სა­გაკ­ვე­თი­ლო და დას­ვე­ნე­ბის რე­ჟი­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში;

♦ მოს­წავ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბის, არა­სა­თა­ნა­დო მოპყ­რო­ბის ან სხვა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სკო­ლის დი­რექ­ცი­ის, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის და სხვა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით;

♦ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი მო­ზარ­დის ამოც­ნო­ბის/შე­ფა­სე­ბის, რე­ფე­რი­რე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, მო­ზარ­დის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ეჭ­ვის, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ეჭ­ვი­სა და და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა­ში გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­აღ­რიცხ­ვო ფორ­მას­თან ერ­თად, შე­ავ­სოს ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის/სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცია „ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბის წე­სის“ შე­სა­ბა­მი­სად;

♦ გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცია (სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხ­ვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ტი­პე­ბი, პე­რი­ო­დუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ა.შ.) და მო­ამ­ზა­დოს სა­ჭი­რო წი­ნა­და­დე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბი­სათ­ვის წარ­სად­გე­ნად;

♦ და­იც­ვას პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები