24 ნოემბერი, კვირა, 2024

სკო­ლა ის ად­გი­ლი უნ­და იყოს, სა­დაც მოს­წავ­ლეს კი არ გან­ს­ჯი­ან, არა­მედ ეხ­მა­რე­ბი­ან სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში

spot_img

თა­მარ ჯა­ყე­ლი

ზო­გა­დი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის 

დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტი

 

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პე­და­გო­გი­კუ­რი პრინ­ცი­პე­ბი

ჩვენ ვი­სა­უბ­რებთ მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პე­და­გო­გი­კურ სა­ფუძ­ვ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც სხვა არა­ფე­რია, თუ არა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პა­რა­დიგ­მის ხუ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პი.

რა­ტომ ვირ­ჩევთ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პა­რა­დიგ­მას?

კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პა­რა­დიგ­მას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია, მას მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი აქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კომ­პ­ლექ­სურ პრობ­ლე­მა­ტი­კას შე­ის­წავ­ლის კოგ­ნი­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გან­შ­ტო­ე­ბა. ამ პრობ­ლე­მა­ტი­კის შე­სა­ხებ ცოდ­ნამ არ­ნა­ხუ­ლი ევო­ლუ­ცია გა­ნი­ცა­და, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პა­რა­დიგ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ზო­გი­ერ­თი ბრალს გვდებს იმა­ში, რომ ერ­თი ვიწ­რო თე­ო­რი­ით ვი­ფარ­გ­ლე­ბით, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს ასე არ არის.

კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პა­რა­დიგ­მის არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი

უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პა­რა­დიგ­მას ორი არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქვს, ესე­ნია:

მოს­წავ­ლე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტია;

სწავ­ლა ცოდ­ნის აქ­ტი­უ­რი კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბის პრო­ცე­სია.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ პა­რა­დიგ­მა­ში ერ­თი­ან­დე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა თე­ო­რია, რო­მე­ლიც ამ ორ უმ­თავ­რეს დე­ბუ­ლე­ბას აღი­ა­რებს. ასე რომ, კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პა­რა­დიგ­მა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­ო­რია.

პრინ­ცი­პე­ბის გან­ხილ­ვა

პირ­ვე­ლი პრინ­ცი­პი — სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. რა­ტომ უნ­და და­ე­ფუძ­ნოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ში­ნა­გან აქ­ტი­ვო­ბას? მო­ვიხ­მობთ ანა­ლო­გი­ას. კარ­გი მე­ბა­ღე ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა, თუ ნერ­გის შიგ­ნით არ და­იძ­ვ­რე­ბა პრო­ცე­სე­ბი. ამის მსგავ­სად, მას­წავ­ლე­ბელ­მა თავ­და­უ­ზო­გა­ვა­დაც რომ იაქ­ტი­უ­როს, მა­ინც ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა, თუ თა­ვად მოს­წავ­ლე არ იაქ­ტი­უ­რებს. მი­სი ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რე­ბის ზრდის სა­ფუძ­ვე­ლი მი­სი ში­ნა­გა­ნი აქ­ტი­ვო­ბაა. ასე რომ, გო­ნე­ბა­ში ცოდ­ნის სტრუქ­ტუ­რე­ბის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა მო­ზარ­დის ში­ნა­გა­ნი აქ­ტი­ვო­ბის პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლია.

რა აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის დაც­ვას მო­ითხოვს მოს­წავ­ლე­ებ­ში ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა?

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი პრობ­ლე­მა­ტი­კის გა­მოკ­ვ­ლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ უმ­ჭიდ­რო­ე­სი კავ­ში­რია ემო­ცი­ურ ფაქ­ტო­რებ­სა და კოგ­ნი­ტურ აქ­ტი­ვო­ბას შო­რის, ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. ამ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აუცი­ლე­ბე­ლია ორი პი­რო­ბის დაც­ვა:

ერ­თი — მოს­წავ­ლის პი­როვ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა, და­ფა­სე­ბა, მი­სი თვით­რ­წ­მე­ნის გაზ­რ­და. მოს­წავ­ლე უნ­და გრძნობ­დეს, რომ მი­სი პი­როვ­ნე­ბა ღი­რე­ბუ­ლია სას­კო­ლო თე­მის­თ­ვის;

მე­ო­რე — სარ­ბი­ე­ლის შექ­მ­ნა მოს­წავ­ლის ძალ­თა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ეს გუ­ლის­ხ­მობს მო­ზარ­დის­თ­ვის აზ­რი­ა­ნი, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კონ­ტექ­ს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. იმ­დე­ნად მოწყ­და სკო­ლა ცხოვ­რე­ბას, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ ხე­და­ვენ აზრს, თუ რის­თ­ვის სწავ­ლო­ბენ იმას, რა­საც სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან.

აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლემ და­ი­ნა­ხოს კავ­ში­რი სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და სკო­ლის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე ცხოვ­რე­ბას შო­რის. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა მის­თ­ვის ღი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა.

რით უწყობს ხელს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პე­და­გო­გი­კა მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას?

საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვით, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მოს­წავ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გაღ­ვი­ვე­ბას, პრო­ვო­ცი­რე­ბას ახა­ლი ცოდ­ნის შე­სა­ძე­ნად.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კონ­ტექ­ს­ტებს უკავ­შირ­დე­ბა და თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბის, კმა­ყო­ფი­ლე­ბის, სი­ა­მა­ყის გან­ც­და მო­აქვს.

ნათ­ქ­ვა­მის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ მოგ­ვ­ყავს თქვენ­თ­ვის უკ­ვე ნაც­ნო­ბი მა­გა­ლი­თი:

მე­ო­რე პრინ­ცი­პი — სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნის ეტა­პობ­რი­ვად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით.

რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბა?

იმი­ტომ, რომ ჩვენ წი­ნა­რე ცოდ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­მუ­შა­ვებთ აღ­ქ­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამი­ტომ ამ­ბო­ბენ მკვლევ­რე­ბი, მხო­ლოდ იმის სწავ­ლა შეგ­ვიძ­ლია, რის შე­სა­ხე­ბაც რა­ღაც ცოდ­ნა გვაქვს. თუ არ გვაქვს რა­ი­მე ცოდ­ნა აღ­ქ­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვერ და­ვა­მუ­შა­ვებთ მას. ჩვე­ნი გო­ნებ­რი­ვი სა­ამ­ქ­რო ვერ ამუ­შავ­დე­ბა და გა­გე­ბის აქ­ტებს ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

წი­ნა­რე ცოდ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით:

აღ­ვიქ­ვამთ ინ­ფორ­მა­ცი­ას;

ვდებთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას მას­ში;

ვი­ძენთ ახალ ცოდ­ნას!

წი­ნა­რე ცოდ­ნა სწავ­ლის აუცი­ლე­ბე­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია. რო­ცა მოს­წავ­ლეს ვთა­ვა­ზობთ ისეთ კონ­ტექ­ს­ტებს, რომ­ლე­ბიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მი­სი ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბის სფე­როს, მას ვარ­თ­მევთ ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებს და ვტო­ვებთ უსუ­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, გა­ნი­ა­რა­ღე­ბულს. ასე­თი მოს­წავ­ლე კარ­გავს ცოდ­ნის შე­ძე­ნის ბუ­ნებ­რივ სურ­ვილს.

რით უწყობს ხელს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პე­და­გო­გი­კა ცოდ­ნის ეტა­პობ­რი­ვად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით?

⇒ თე­მით, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ნაც­ნობ კონ­ტექ­ს­ტებს. ეს წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

⇒ საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვით, რო­მე­ლიც და­ის­მის მოს­წავ­ლის წი­ნა­რე ცოდ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

⇒ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით, რომ­ლის კონ­ტექ­ს­ტი ახ­ლოს დგას მოს­წავ­ლე­თა გა­მოც­დი­ლე­ბის სფე­რო­ებ­თან და თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ აამუ­შა­ოს გო­ნებ­რი­ვი სა­ამ­ქ­რო და ნაც­ნობ კონ­ტექ­ს­ტებ­ში მო­ახ­დი­ნოს ახა­ლი ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი.

ამი­ტომ, ამ კლა­სებ­ში აღარ არ­სე­ბობს უკა­ნა მერ­ხის მოს­წავ­ლის სინ­დ­რო­მი, ყვე­ლას რა­ღაც სათ­ქ­მე­ლი აქვს, ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია პრო­ცეს­ში. ცნე­ბით, რო­მე­ლიც, თა­ვი­სი სამ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი სტრუქ­ტუ­რით, სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მოს­წავ­ლე ნაც­ნო­ბი­დან უც­ნო­ბის­კენ წა­ვიყ­ვა­ნოთ. მარ­თ­ლაც ცნე­ბას სა­მი კომ­პო­ნენ­ტი აქვს — სა­ხე­ლი; არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, იგი ზო­გად ცოდ­ნას გა­მო­ხა­ტავს, რო­მე­ლიც უნ­და დამ­კ­ვიდ­რ­დეს მოს­წავ­ლის გო­ნე­ბა­ში; მა­გა­ლი­თე­ბი, ესაა კონ­კ­რე­ტულ ფორ­მა­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია მოს­წავ­ლის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, ცნე­ბა „სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბია: ოჯა­ხი, სა­მე­გობ­რო, კლა­სი, სკო­ლა და სხვ. ცნე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა გვაძ­ლევს, მოს­წავ­ლე­ე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი ცოდ­ნი­დან წა­ვიყ­ვა­ნოთ ზო­გა­დი ცოდ­ნი­სა­კენ, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის მიღ­მაა და უნი­ვერ­სა­ლუ­რია.

მე­სა­მე პრინ­ცი­პი — სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უნ­და მო­ი­ცავ­დეს ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ას: დეკ­ლა­რა­ტი­ულს, პრო­ცე­დუ­რულ­სა და პი­რო­ბი­სე­ულს.

კონ­კ­რე­ტულ მა­გა­ლი­თებ­ზე, კერ­ძოდ, არით­მე­ტი­კულ ოპე­რა­ცი­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ვნა­ხოთ, რას გუ­ლის­ხ­მობს ცოდ­ნის სა­მი კა­ტე­გო­რია.

დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლია ცოდ­ნა, რო­ცა ვამ­ბობ წესს, რო­გორ უნ­და გავ­ყო გა­სა­ყო­ფი გამ­ყოფ­ზე. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ შე­მიძ­ლია ამ ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. იგი პა­სუ­ხობს შე­კითხ­ვას — რა? პრო­ცე­დუ­რუ­ლია ცოდ­ნა, რო­დე­საც შე­მიძ­ლია, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გავ­ყო რიცხ­ვე­ბი. იგი პა­სუ­ხობს შე­კითხ­ვას — რო­გორ? პი­რო­ბი­სე­უ­ლია ცოდ­ნა, რო­ცა შე­მიძ­ლია გა­ვარ­კ­ვიო, რო­მელ არით­მე­ტი­კულ ოპე­რა­ცი­ას მო­ითხოვს ამა თუ იმ ამო­ცა­ნის ამოხ­ს­ნა. იგი პა­სუ­ხობს შე­კითხ­ვას — რო­დის? რა­ტომ? და გუ­ლის­ხ­მობს არ­სობ­რი­ვი ას­პექ­ტე­ბის ამოც­ნო­ბას. მა­გა­ლი­თად, რო­დის გა­მო­ვი­ყე­ნო ეს ოპე­რა­ცია? რა­ტომ ითხოვს ეს ამო­ცა­ნა ამ კონ­კ­რე­ტულ ოპე­რა­ცი­ას? ტრან­ს­ფე­რულ ცოდ­ნა­ზე სწო­რედ პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნაა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი და საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში, ყვე­ლა­ზე მე­ტად, ეს ცოდ­ნაა იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი.

რით უწყობს ხელს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პე­და­გო­გი­კა ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას? სა­მიზ­ნე ცნე­ბით და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით. მარ­თ­ლაც, სა­მიზ­ნე ცნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, სა­მი­ვე ტი­პის შე­კითხ­ვა აქ­ტი­ურ­დე­ბა — რა? რო­გორ? რა­ტომ? რო­დის?

მა­გა­ლი­თად, სა­მიზ­ნე ცნე­ბა — სა­ზო­გა­დო­ე­ბა, და­ვა­ლე­ბა — გერ­ბის შექ­მ­ნა. გერ­ბ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა შემ­დე­გი შე­კითხ­ვე­ბი: რა­ტომ ვართ მე­გობ­რე­ბი? რა­ტომ წარ­მო­ად­გენს ჩვე­ნი სა­მე­გობ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას? რო­გორ წარ­მო­ვა­ჩი­ნო, რომ ჩე­მი სა­მე­გობ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს? რა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა? აქ კარ­გად ჩანს, რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა სწო­რი პა­სუ­ხე­ბის პე­და­გო­გი­კა­სა და გა­გე­ბის პე­და­გო­გი­კას შო­რის. პირ­ვე­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია, არ­სე­ბი­თად „რა“ შე­კითხ­ვა­ზე, მა­გა­ლი­თად, რა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა? ამ ტი­პის შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ მო­ითხოვს ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას. საკ­მა­რი­სია ცოდ­ნის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა. რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნა, თუ ის არ არის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბუ­ლი, ზე­და­პი­რუ­ლი და გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლია, მას სიღ­რ­მე არ აქვს, არ არის და­ფეს­ვი­ა­ნე­ბუ­ლი კოგ­ნი­ტურ სტრუქ­ტუ­რებ­ში. რა­საც ფეს­ვი არ აქვს, ის ნა­ყოფს ვერ იძ­ლე­ვა.

სწო­რი პა­სუ­ხე­ბის პე­და­გო­გი­კა სიტყ­ვას აიგი­ვებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას­თან, გა­გე­ბის პე­და­გო­გი­კას კი, მოს­წავ­ლე, კე­თე­ბით და აღ­მო­ჩე­ნე­ბის გზით, მი­ყავს სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სიღ­რ­მი­სე­ულ ას­პექ­ტე­ბამ­დე, სიტყ­ვის გარ­სი­დან მის არ­სამ­დე, და­ფა­რულ, უნი­ვერ­სა­ლურ სტრუქ­ტუ­რე­ბამ­დე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ: პირ­ვე­ლი სწავ­ლე­ბის პე­და­გო­გი­კაა, ხო­ლო მე­ო­რე — სწავ­ლის პე­და­გო­გი­კა.

მე­ოთხე პრინ­ცი­პი — სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბას. რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნა­თა იერარ­ქი­ზე­ბა და ორ­გა­ნი­ზე­ბა. მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბას შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს, სულ 5-7 ერ­თე­ულს შე­ი­ცავს, რომ­ლი­თაც ის ინ­ფორ­მა­ცი­ას ამუ­შა­ვებს. რო­დე­საც და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ცოდ­ნის ელე­მენ­ტე­ბი გვაქვს კოგ­ნი­ტურ სის­ტე­მა­ში, წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სას, ცოდ­ნის ცალ­კე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი იკა­ვებს მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბის ერ­თე­უ­ლებს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად, შეზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბი გვაქვს. ხო­ლო, რო­ცა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბულ ცოდ­ნა­თა ქსე­ლე­ბი გვაქვს, მა­შინ, წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სას, მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბის ერ­თე­უ­ლებს იკა­ვებს ცოდ­ნის მტევ­ნე­ბი თუ აკი­დო­ე­ბი. ცხა­დია, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მკვეთ­რად ძლი­ერ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბის რე­სურ­სე­ბი. მა­შა­სა­და­მე, აზ­როვ­ნე­ბის სიძ­ლი­ე­რე და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რამ­დე­ნა­დაა ცოდ­ნა­თა კომ­პო­ნენ­ტე­ბი ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ კომ­პე­ტენ­ცი­ას ქმნის არა ცოდ­ნის ცალ­კე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, არა­მედ ცოდ­ნა­თა კომ­პო­ნენ­ტებს შო­რის მჭიდ­რო ინ­ტე­რაქ­ცია, ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი.

რით უწყობს ხელს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პე­და­გო­გი­კა ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბას? ცნე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­კით. ცნე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იდეაა, აზ­რობ­რი­ვი კონ­ს­ტ­რუქ­ტია, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს აზ­როვ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, სტრუქ­ტუ­რი­რე­ბას, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბით, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ცოდ­ნის სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენ­ტე­ბის ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლად, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას. ზე­თე­მა­ტუ­რი, ზე­კონ­ტექ­ს­ტუ­რი სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბით და მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კონ­ტექ­ს­ტებ­სა და თე­მებ­ში მოვ­ლე­ნა­თა, სა­გან­თა­შო­რის კავ­ში­რე­ბის და­ნახ­ვის და დამ­ყა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

მე­ხუ­თე პრინ­ცი­პი — სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის და­უფ­ლე­ბას. რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სწავ­ლის სწავ­ლა? იმი­ტომ, რომ ეს გუ­ლის­ხ­მობს იმ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­უფ­ლე­ბას, რომ­ლი­თაც ცოდ­ნას გან­ვა­ვი­თა­რებთ. სწავ­ლა­ში კი მე­ტი მიღ­წე­ვა იმას აქვს, ვინც ამ სა­შუ­ა­ლე­ბებს ფლობს. ეს ნიშ­ნავს:

ცოდ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და­უფ­ლე­ბას;

სწავ­ლის პრო­ცე­სის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად მარ­თ­ვას;

სა­კუ­თარ თავ­ში რე­სურ­სე­ბის პოვ­ნას დაბ­რ­კო­ლე­ბა­თა გა­და­სა­ლა­ხად;

სწავ­ლის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რ­დას.

რით უწყობს ხელს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პე­და­გო­გი­კა სწავ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის და­უფ­ლე­ბას? „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ პე­და­გო­გი­კა სწავ­ლის პე­და­გო­გი­კაა და, შე­სა­ბა­მი­სად, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ზე, პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა­ზე. მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი რეფ­ლექ­სი­ე­ბი გას­დევს მთელ პრო­ცესს, რაც აისა­ხე­ბა თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცე­ბის საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვებ­ში. მა­გა­ლი­თად, რო­გორ ვი­მუ­შა­ვო კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე? რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დ­გა? რა ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა დამ­ჭირ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯის­თ­ვის? ან — რა სტრა­ტე­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე და­ვა­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად? რას გა­ა­კე­თებ­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად, ხე­ლახ­ლა რომ იწყებ­დე და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას? ამ მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ სა­აზ­როვ­ნო პრო­ცე­სე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად მარ­თ­ვას, სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც ზრდის მა­თი სწავ­ლის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და აუმ­ჯო­ბე­სებს მათ მიღ­წე­ვებს. ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აქვს გან­ც­და იმი­სა, რომ სკო­ლა ის ად­გი­ლია, სა­დაც მას კი არ გან­ს­ჯი­ან, არა­მედ ეხ­მა­რე­ბი­ან სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს აქ­ტი­ვო­ბის ორ­მა­გი ფუნ­ქ­ცია. ერ­თი ფუნ­ქ­ცია, ეს არის ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა, მე­ო­რე — გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის წარ­მო­ე­ბა. და თა­ვად ცნე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს აჩ­ვე­ნებს ცოდ­ნას, რო­გორც სტრუქ­ტუ­რას და ამ სტრუქ­ტუ­რი­სა­კენ მი­მა­ვალ გზას.

რო­გორც ვნა­ხეთ, თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცა, თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბით, ხუთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა და მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ამ პრინ­ცი­პებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე და­ნერ­გ­ვა არც თუ ისე იოლი საქ­მეა. ეს მო­ითხოვს დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას, თავ­და­დე­ბას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს. ჩვენ­თ­ვის იმე­დის­მომ­ცე­მია, რომ ამ საქ­მე­ში მხარ­ში ამოგ­ვიდ­გა სა­ი­მე­დო და ძლი­ე­რი პარ­ტ­ნი­ო­რი — USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა და მი­სი გუნ­დი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პროგ­რა­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ჩარ­თ­ვა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, ეს რე­ფორ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის და მი­სი მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა. პროგ­რა­მამ საკ­ვან­ძო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სეგ­მენ­ტი აირ­ჩია, ესაა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა. ამ სეგ­მენ­ტ­ში სა­სი­კე­თო ძვრე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა წა­ად­გე­ბა არა მარ­ტო ამ სა­ფე­ხუ­რის საგ­ნებს, არა­მედ მომ­დევ­ნო სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას და რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

 

წყარო: USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები