24 ნოემბერი, კვირა, 2024

სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მე­ბი

spot_img

ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი

ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი,
თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

დღეს­დღე­ო­ბით თით­ქ­მის ყო­ვე­ლი ერის, ხალ­ხის, უმ­თავ­რეს მი­ზანს წარ­მო­ად­გენს გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე ზრუნ­ვა, ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სა­თა­ნა­დო ცოდ­ნის მი­ცე­მა და თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ ძლი­ე­რი სკო­ლა ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია, ხო­ლო სკო­ლის სიძ­ლი­ე­რე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მას­ში მო­მუ­შა­ვე პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა­ზე. მარ­თა­ლია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ათე­უ­ლი წე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს­თ­ვი­საც უმ­ძი­მე­სი იყო, მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით ბევ­რი რამ უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­იქ­მ­ნა და და­იხ­ვე­წა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, შედ­გა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, დე­ტა­ლუ­რად გა­ი­წე­რა ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნი­სათ­ვის, გან­ხორ­ცი­ელ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი არა­ერ­თი პრო­ექ­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვი კი ისაა, რომ 2007 წელს და­არ­ს­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი (TPDC), რომ­ლის მი­ზა­ნია სკო­ლა­ში სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხელ­შეწყო­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის დამ­კ­ვიდ­რე­ბის გზით. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, 2008 წელს, დამ­ტ­კიც­და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი. სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი პე­და­გო­გი­სა შემ­დე­გია:

„მუხ­ლი 4. პო­ზი­ტი­უ­რი, უსაფ­რ­თხო, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა და კლა­სის მარ­თ­ვა…

მუხ­ლი 5. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა…

მუხ­ლი 6. სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა…

მუხ­ლი 7. სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა…

მუხ­ლი 8. მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა…

მუხ­ლი 9. თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა…

მუხ­ლი 10. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია…

მუხ­ლი 11. სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა…

მუხ­ლი 12. პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის დაც­ვა…“ (მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი).

ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, თა­ვის მხრივ, სხვა არა­ერ­თი ინ­დი­კა­ტო­რით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა და არც იმ­დე­ნად მარ­ტი­ვია, რო­გორც ერ­თი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტით­ვე გა­ნი­საზღ­ვ­რა და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი წამ­ყ­ვა­ნი და მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც.

2010 წლი­დან ტარ­დე­ბა პე­და­გოგ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი მას­წავ­ლებ­ლო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ცალ­კე­ულ სა­გა­ნებ­სა და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. ტეს­ტი მიზ­ნად ისა­ხავს, შე­ა­მოწ­მოს, რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს პე­და­გო­გი სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რულ მოთხოვ­ნებს. „მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა იმის ერ­თ­გ­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა, რომ სკო­ლებ­ში იმუ­შა­ვე­ბენ პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თაც არა მარ­ტო შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ცოდ­ნა ექ­ნე­ბათ, არა­მედ პრო­ფე­სი­ი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბიც“ (პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი 2021).

ზე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რა, მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მეა. გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­თი მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რა მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კან­დი­და­ტი, რომ ის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­საქ­მ­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი დე­ტა­ლუ­რა­დაა ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი და გან­მარ­ტე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო აქ­ტ­ში, კერ­ძოდ, „მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წეს­ში“.

დო­კუ­მენ­ტ­ში, ასე­ვე, მი­თი­თე­ბუ­ლია, რო­გორ უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მას­წავ­ლებ­ლო­ბის კან­დი­დატ­თა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი, ვინ უნ­და წარ­მარ­თავ­დეს ამ პრო­ცესს და იღებ­დეს სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ჩვე­ნი წე­რი­ლის მი­ზა­ნია, მოკ­ლედ და შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად აღ­ვ­წე­როთ, რო­გორ ხდე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბა ჩვენს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, რამ­დე­ნად მი­ე­სა­და­გე­ბა ის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­კუ­მენ­ტით გან­საზღ­ვ­რულ წე­სებს და აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. ვი­სა­უბ­როთ იმა­ზეც, თუ რამ­დე­ნად პრობ­ლე­მუ­რია სა­ჯა­რო სკო­ლა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის და­საქ­მე­ბა.

„მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წეს­ში“ გარ­კ­ვე­ვი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ „კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მი­ერ იქ­მ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია“ (მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წე­სი, მუხ­ლი 5.1. კო­მი­სი­ის შექ­მ­ნის წე­სი), „კომი­სი­ის წევ­რ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­სა და შე­მად­გენ­ლო­ბას, მათ შო­რის კო­მი­სი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, გან­საზღ­ვ­რავს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი აუცი­ლე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“ (მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წე­სი, მუხ­ლი 5.2. კო­მი­სი­ის შექ­მ­ნის წე­სი). ამ მხრივ, ჩვენს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ე­რად ხდე­ბა, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად არი­ან და­მო­უ­კი­დე­ბელ­ნი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი დი­რექ­ტო­რი­სა­გან? სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­და­გოგ­თა ჯგუ­ფებ­ში ხში­რად იწე­რე­ბა, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­სა­უბ­რე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა ფორ­მა­ლუ­რია, გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა დი­რექ­ტორს წი­ნას­წარ აქვს მი­ღე­ბუ­ლი ან ჩანს, რომ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი მოქ­მე­დე­ბენ დი­რექ­ტო­რის სურ­ვი­ლი­სა და სიმ­პა­თი­ის შე­სა­ბა­მი­სად. პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხია კო­მი­სი­ის წევ­რ­თა კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბაც, რის შე­სა­ხე­ბაც უფ­რო ვრცლად ქვე­მოთ გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

სა­ყუ­რადღე­ბოა, რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლა­ში და­სა­საქ­მე­ბელ პე­და­გოგ­თა სა­კონ­კურ­სო ეტა­პე­ბი. პირ­ველ ეტაპს, წე­სი­სა­მებრ, წარ­მო­ად­გენს კან­დი­და­ტე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­დარ­ჩე­ვა. სამ­წუ­ხა­როა, რომ პე­და­გო­გო­ბის მსურ­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის დღემ­დე გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა პრინ­ცი­პით ხდე­ბა მა­თი რე­ზი­უ­მე­ე­ბის გა­დარ­ჩე­ვა, რა ინ­ფორ­მა­ციაა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ამა თუ იმ კან­დი­და­ტის შე­სა­ხებ. მდგო­მა­რე­ო­ბას უფ­რო ამ­ძი­მებს ის ფაქ­ტი, რომ ხში­რად ერთ ვა­კან­ტურ პო­ზი­ცი­ა­ზე ათე­უ­ლო­ბით მას­წავ­ლე­ბელს იბა­რე­ბენ გა­სა­უბ­რე­ბი­სათ­ვის, რაც ქმნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ კან­დი­დატ­თა რე­ზი­უ­მე­ე­ბი არა­ვის არ წა­უ­კითხავს და აპ­ლი­კან­ტებს ან შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით და­უ­კავ­შირ­დ­ნენ, ან ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ბა­რეს გა­სა­უბ­რე­ბა­ზე.

კონ­კურ­სის მე­ო­რე ეტა­პია შერ­ჩე­ულ კან­დი­და­ტებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა. სა­თა­ნა­დო სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­კუ­მენ­ტ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ „კო­მი­სი­ის მი­ერ კან­დი­და­ტის შე­ფა­სე­ბა უნ­და იყოს ობი­ექ­ტუ­რი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, თან­მიმ­დევ­რუ­ლად და თა­ნაბ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა კან­დი­და­ტი­სად­მი კონ­კურ­სის ყვე­ლა ეტაპ­ზე“ (მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წე­სი, მუხ­ლი 7.4. კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა). სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად ზედ­მი­წევ­ნით სრულ­დე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეს მოთხოვ­ნე­ბი? სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ ზე­და­პი­რუ­ლად. ამას ცხად­ყოფს ის, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბი­სათ­ვის არ არის დათ­ქ­მუ­ლი დრო­ი­თი რეგ­ლა­მენ­ტი. ზო­გი­ერთ კან­დი­დატ­თან გა­სა­უბ­რე­ბა დიდ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზო­გი­ერ­თის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ კო­მი­სია აპ­ლი­კანტს სა­ერ­თოდ აღარ უს­მენს და მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით უს­ვამს შაბ­ლო­ნურ შე­კითხ­ვებს. არა­ერ­თი პე­და­გო­გის­გან მსმე­ნია, რომ გა­სა­უბ­რე­ბა ხში­რად გა­დაზ­რ­დი­ლა ქა­ოს­ში. ასე­ვე, სა­ყუ­რადღე­ბო მო­მენ­ტია ისიც, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბის კან­დი­და­ტი თით­ქ­მის არას­დ­რო­საა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რა ტი­პის გა­სა­უბ­რე­ბა ელის, ჯგუ­ფუ­რი თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. აპ­ლი­კანტს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­სა­უბ­რე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

„კო­მი­სი­ის მი­ერ კან­დი­და­ტის შე­ფა­სე­ბა ეფუძ­ნე­ბა მის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის, გა­სა­უბ­რე­ბის ან სხვა და­ვა­ლე­ბის შე­დე­გე­ბის, სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბას“ (მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წე­სი, მუხ­ლი 7.5. კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა) — ვკითხუ­ლობთ „მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წეს­ში“. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა პრინ­ცი­პით ფას­დე­ბა აპ­ლი­კან­ტ­თა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა? თუ არი­ან კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი სა­თა­ნა­დოდ კომ­პე­ტენ­ტურ­ნი იმი­სათ­ვის, რომ შე­ა­ფა­სონ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ ჩვენ­და, ამ მხრი­ვაც პრობ­ლე­მუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. გა­სა­უბ­რე­ბი­სას აპ­ლი­კან­ტებს ხში­რად დარ­ჩე­ნი­ათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ შემ­ფა­სე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი თა­ვად არ იც­ნო­ბენ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს, სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებს, შე­ფა­სე­ბის პრინ­ცი­პებს; უნ­დობ­ლად უყუ­რე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბულ რე­ფორ­მებს; მი­აჩ­ნი­ათ, რომ არ უნ­და ტარ­დე­ბო­დეს მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლა­დაც არ არი­ან მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი. ხში­რად კო­მი­სია და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია ისე­თი პე­და­გო­გე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფი­თად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის მი­მართ, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მათ სა­უ­ბარ­სა და აპ­ლი­კან­ტი­სად­მი სკეპ­ტი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. ხაზ­გა­სას­მე­ლია ისიც, რომ კო­მი­სი­ის წევ­რად შე­იძ­ლე­ბა შერ­ჩე­უ­ლი იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლიც, რო­მელ­საც თა­ვად არ აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის სწავ­ლე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია და არც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და ჩა­უ­ბა­რე­ბია.

მოკ­ლედ უნ­და შე­ვე­ხოთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დას­მუ­ლი შე­კითხ­ვე­ბის ში­ნა­არ­ს­საც. უმე­ტეს­წი­ლად, რო­გორც პე­და­გო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, გა­სა­უბ­რე­ბას წარ­მარ­თავს შე­კითხ­ვე­ბი, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხიც მო­ითხოვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ცოდ­ნას (მაგ., ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი…). ბო­ლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბიც (მაგ., რა არის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, რო­გორ აიგე­ბა საგ­ნობ­რი­ვი კუ­რი­კუ­ლუ­მი…). შე­და­რე­ბით მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად მი­აჩ­ნი­ათ კო­მი­სი­ის წევ­რებს ისე­თი შე­კითხ­ვე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: რა­ტომ გსურთ მას­წავ­ლებ­ლო­ბა? რო­გო­რია სწავ­ლე­ბის თქვე­ნე­უ­ლი სტი­ლი და მიდ­გო­მა? რო­გორ აამაღ­ლებ­დით მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას? რო­გორ შექ­მ­ნი­დით საკ­ლა­სო ოთახ­ში კე­თილ­გან­წყო­ბილ გა­რე­მოს? თქვე­ნი სას­კო­ლო პრაქ­ტი­კი­დან გა­იხ­სე­ნეთ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით გა­უმ­კ­ლავ­დით. რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გექ­ნე­ბათ მოს­წავ­ლე­ებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან?.. ამ ტი­პის შე­კითხ­ვე­ბი კი ხში­რად გვხვდე­ბა უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს ეხ­მა­რე­ბა მო­ემ­ზა­დოს გა­სა­უბ­რე­ბი­სათ­ვის. ჩვენს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, რო­გორც აპ­ლი­კან­ტე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, ამ­გ­ვარ შე­კითხ­ვებს კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ერ­თ­გ­ვა­რი ირო­ნი­უ­ლი ტო­ნი­თაც კი სვა­მენ, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მათ­თ­ვის ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სა­კითხე­ბი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, სა­ხელ­მ­წი­ფო მო­წო­დე­ბუ­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ბო­ლო წლებ­ში, არა­ერ­თ­მა წამ­ყ­ვან­მა ქარ­თულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­ი­მუ­შა­ვა მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო­ებს საკ­მა­ოდ დიდ მა­ტე­რი­ა­ლურ და ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს. გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია თუ არა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ეს და­ნა­ხარ­ჯი? გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი პროგ­რა­მა­თა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის პრაქ­ტი­კულ გა­მო­ყე­ნე­ბას. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა ისიც, რომ ახალ­ბე­და პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის ვერც მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის გავ­ლა ვერ იძ­ლე­ვა და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი­ას. უმ­თავ­რე­სი წი­ნა­ღო­ბა, რო­მე­ლიც ახალ­ბე­და მას­წავ­ლე­ბელს კო­მი­სი­ას­თან გა­სა­უბ­რე­ბი­სას ეღო­ბე­ბა, გა­მოც­დი­ლე­ბის უქონ­ლო­ბაა (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა მო­ი­ცავს სას­კო­ლო პრაქ­ტი­კის კომ­პო­ნენ­ტ­საც). „თუ შან­სი არ მოგ­ვ­ცეს, რო­გორ შე­ვი­ძენთ გა­მოც­დი­ლე­ბას?“ — ესაა შე­კითხ­ვა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხში­რად და­ის­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფებ­ში. მას­წავ­ლებ­ლო­ბის კან­დი­და­ტებს ხში­რად რჩე­ბათ გან­ც­და იმი­სა, რომ გა­მოც­დი­ლე­ბის უქონ­ლო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი სა­ბა­ბია სკო­ლი­სათ­ვის უარი უთხ­რას და­საქ­მე­ბა­ზე ახალ­ბე­და პე­და­გო­გებს.

და­სას­რულს უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლი არ ეხე­ბა ერთ კონ­კ­რე­ტულ სკო­ლას და რომ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და­საქ­მე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის „სა­ზო­გა­დო ჭი­რად“ არის ქცე­უ­ლი. წე­რილ­ში ყუ­რადღე­ბა არ გაგ­ვი­მახ­ვი­ლე­ბია იმ­გ­ვარ იშ­ვი­ათ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, რო­დე­საც სკო­ლებ­ში პე­და­გოგ­თა შერ­ჩე­ვა სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს და სკო­ლა მარ­თ­ლაც ობი­ექ­ტუ­რად ირ­ჩევს სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შ­რო­მელს. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ არა­ერ­თ­მა სკო­ლამ შან­სი მის­ცა ახალ­ბე­და პე­და­გო­გებს, რო­მელ­თაც დღეს უამ­რა­ვი კმა­ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე და მშო­ბე­ლი ჰყავთ.

„სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფლო­ბენ ისეთ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, რო­მელ­ზეც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რებს მხო­ლოდ ოც­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ“ — უინ­ს­ტონ ჩერ­ჩი­ლის ამ ნათ­ქ­ვამს დღე­საც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი იზი­ა­რებს. ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, კარ­გად დავ­ფიქ­რ­დეთ, ვის მი­ვა­ნი­ჭებთ ამ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, შე­ვარ­ჩი­ოთ ღირ­სე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბის მქო­ნე­ნი. სა­სურ­ვე­ლია, სა­ხელ­მ­წი­ფო მე­ტად იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მე­ბით და ზრუ­ნავ­დეს მა­თი აღ­მოფხ­ვ­რი­სათ­ვის.

 

ლი­ტე­რა­ტუ­რა და რე­სურ­სე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში

♦ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი — https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841342?publication=0

♦ რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, თბი­ლი­სი 2021 — https://edu.aris.ge/news/maswavlebelta-damxmare-krebulebebi-2021-wlis-gamocdistvis.html

♦ მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბი­სა და შეწყ­ვე­ტის წე­სი — https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4638766?publication=0

♦ 25 Common Teacher Interview Questions-and How to Answer Them — https://www.themuse.com/advice/interview-questions-for-teachers-answers

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები