7 მაისი, სამშაბათი, 2024

სახელოვნებო სივრცეების განვითარება

spot_img

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საჯარო სკოლების მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და სკოლებში შემოქმედებითი და სახელოვნებო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, არაერთ პროექტს ახორციელებს.

პროექტის „მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა“ მიზანია სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდისა დამათი შემოქმედებითიუნარების განვითარება.

პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლების შემოქმედებით/მუსიკალურ ჯგუფებს გადაეცემათ მუსიკალური ინსტრუმენტების კომპლექტი – დრამის კომპლექტი, ელექტრო პიანინო, ელექტრო და ბას გიტარა, კლასიკური გიტარა, ხმის გამაძლიერებლები, სამართავი პულტი და სხვა აქსესუარები. პროექტის ფარგლებში, 25 საჯარო სკოლას გადაეცა მუსიკალური ინსტრუმენტების კომპლექტი.

2023 წელს სამინისტრო იწყებს ახალ პროექტს „სახელოვნებო სივრცეების განვითარება“, რომლის ფარგლებში განხორციელდება საჯარო სკოლების სახელოვნებო სივრცეების ინვენტარით, ტექნიკითა და რესურსებით აღჭურვა. მათ შორის: სახვითი ხელოვნების, ძერწვის, კერამიკის, ქარგვის, ქსოვის,და სხვა გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით.

ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი:

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტია სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, რაც სკოლების მიერ ავტორიზაციის გავლის და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის წინაპირობაა. ამ მიზნით, სამინისტრო არაერთ პროგრამას ახორციელებს, მათ შორის გახლავთ საჯარო სკოლების სამუსიკო და შემოქმედებითი სივრცეების მოწყობა, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ინტერესების ინტეგრირება მოახდინონ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში.

2020 წლიდან, სამინისტრომ 25 საჯარო სკოლა აღჭურვა მუსიკალური ინსტრუმენტებით, რაც გულისხმობს როგორც დასარტყამ, ასევე კლავიშიან ინსტრუმენტებს და სხვა აპარატურას. ამასთან ერთად, მიმდინარეობს სკოლების შემოქმედებითი სივრცეების კეთილმოწყობა.

2023 წლიდან კი, სამინისტრომ ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რაც გულისხმობს საჯარო სკოლებში შემოქმედებითი სივრცეების სხვადასხვა, იქნება ეს ხატვის, კერამიკის, ტექსტილის და ა.შ., რესურსებითა და ტექნიკით უზრუნველყოფას“.

 

თათია ჩხარტიშვილი, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე:

მე ვარ თათია, ჩვენი ბენდის ერთ-ერთი წევრი და სოლომომღერალი. განათლების სამინისტროს დახმარებით, ჩვენ მივიღეთ ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც ვატარებთ რეპეტიციებს და ვიღებთ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას. ვცდილობთ, პირველ საჯარო სკოლაში გატარებული დღეები უფრო გავულამაზოთ ბავშვებს“.

 

ნინო ჟვანია, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე:

სკოლის ბენდი ძალიან დიდი ხნის მანძილზე არსებობს და ნებისმიერ ღონისძიებას, სკოლის ბოლო დღე თუ საახალწლო, ვაფორმებთ მუსიკალურად. ბევრი ბავშვი იყო ამაში ჩართული. განათლების სამინისტროს მიერ გადმოცემულმა ინსტრუმენტებმა კიდევ უფრო გაგვიხალისა და გაგვიადვილა რეპეტიციის პროცესი“.

 

ანანო ჯინჭარაძე, ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე:

მე ვარ ანანო ჯინჭარაძე, პროექტ „ახალი თაობის“ გამარჯვებული, ქობულეთის ნომერ მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე. დამეთანხმებით, რომ თავისუფალი სივრცე და კომფორტი ყველა ახალგაზრდას სჭირდება. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ძალიან კარგი ინსტრუმენტებით შევქმნათ სკოლის ბენდი და ვასახელოთ სკოლა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ მუსიკის მხრივ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ძალიან კარგ გამოცდილებას მივიღებ ჩვენი სკოლის ბენდში“.

 

 

თანამედროვე სახელოვნებო და შემოქმედებითი სივრცეების შექმნა მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესის წახალისებისთვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები