26 აპრილი, პარასკევი, 2024

სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

spot_img

ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე

გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი,
ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი

 

სა­ქარ­თ­ვე­ლო ის­ტო­რი­უ­ლად ყო­ველ­თ­ვის მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი ქვე­ყა­ნა იყო. მე-11 სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­კო­სის – ლე­ონ­ტი მრო­ვე­ლის – მი­ხედ­ვით, ჯერ კი­დევ მე-6 სა­უ­კუ­ნე­ში, ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­თ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქარ­თუ­ლის გარ­და, კი­დევ 5 ენა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ: ბერ­ძ­ნუ­ლად, სომ­ხუ­რად, ასუ­რუ­ლად, ებ­რა­უ­ლად და ხა­ზა­რუ­ლად.

ასეა დღე­საც. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეხ­ვ­დე­ბით ბერ­ძ­ნუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად, სომ­ხუ­რად, რუ­სუ­ლად, ასუ­რუ­ლად, აფხა­ზუ­რად, ოსუ­რად, ხუნ­ძუ­რად, უდი­უ­რად, ქის­ტუ­რად, ქურ­თუ­ლად/იეზი­დუ­რად… მო­სა­უბ­რე მო­ქა­ლა­ქე­ებს. ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის გვერ­დით, აქ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი და სექ­ტო­რე­ბი: აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, სომ­ხუ­რი, რუ­სუ­ლი.

დღეს ამ სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენა, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო ენა, ისე ის­წავ­ლე­ბა პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან. მი­სი შეს­წავ­ლა გრძელ­დე­ბა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფაქ­ტია, რომ ხში­რად არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა არ იცი­ან (ან ძა­ლი­ან სუს­ტად იცი­ან) სა­ხელ­მ­წი­ფო ენა. უფ­რო­სი თა­ო­ბი­სათ­ვის ერ­თი­ან საბ­ჭო­ურ სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­ლ­დათ რუ­სუ­ლი ენა, კერ­ძო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ისი­ნი მშობ­ლი­ურ ენას მო­იხ­მარ­დ­ნენ, რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულს, მათ­მა დიდ­მა ნა­წილ­მა არ იცო­და (და არც სჭირ­დე­ბო­და) იგი. ეს საბ­ჭო­უ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვა ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა­საც, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში. ამ ინერ­ცი­ით ვერც მან შეძ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო ენის და­უფ­ლე­ბა. სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თუ­ლად უბ­რა­ლო სა­უბ­რის წარ­მარ­თ­ვაც კი უჭირთ, ვერ ფლო­ბენ უმარ­ტი­ვეს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჩვე­ვებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამის გა­მო უძ­ნელ­დე­ბათ ერ­თი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცია.

ძნე­ლია ცალ­სა­ხად იმის თქმა, დღეს რა არის ამის მი­ზე­ზი: სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხარ­ვე­ზე­ბი თუ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მთე­ლი რი­გი სო­ცი­ა­ლუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით. მი­ზე­ზე­ბი ორი­ვე­გან არის.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ უშ­ვე­ლა ამ საქ­მეს ვერც უამ­რავ­მა გრან­ტ­მა და სწავ­ლე­ბის უახ­ლე­სი მე­თო­დე­ბით შედ­გე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი ენის ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ცე­მამ, ვერც პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა-გად­მომ­ზა­დე­ბის ძვი­რადღი­რე­ბულ­მა პროგ­რა­მებ­მა, ვერც ნა­ირ-ნა­ირ­მა სას­წავ­ლო პრო­ექ­ტ­მა (მაგ. „ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“, რო­მე­ლიც არა­ქარ­თულ სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი პე­და­გოგ-ბა­კალა­ვ­რე­ბის ჩარ­თ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და…), ვერც ე.წ. „ბი­ლინ­გ­ვუ­რი სწავ­ლე­ბის“ მო­დე­ლის და­ნერ­გ­ვამ.

ამ სა­გა­ზე­თო წე­რილ­ში, ამ­ჯე­რად, მხო­ლოდ სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მებს შე­ვე­ხე­ბით. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში (მარ­ნე­უ­ლი, გარ­და­ბა­ნი) ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­კითხ­ვით შე­ვე­ცა­დეთ დაგ­ვედ­გი­ნა, რა უშ­ლი­დათ ხელს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის და­უფ­ლე­ბა­ში.

პა­სუ­ხე­ბი ასე­თი იყო:

  1. მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ბა­ლი დო­ნე: უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ვა­დაც ვერ ფლობს სა­ხელ­მ­წი­ფო ენას სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე; თუ ფლობს, არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და არას­პე­ცი­ა­ლის­ტია; ბევრს საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა და ამის შემ­დეგ გა­დამ­ზა­დე­ბა არ გა­უვ­ლია…
  2. სკო­ლის უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა: სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, ნაკ­ლე­ბი მოთხოვ­ნე­ბი ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გე­ბის მი­მართ, უყუ­რადღე­ბო­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის მხრი­დან…
  3. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა: არ არის მათ­ში შე­ტა­ნი­ლი მოს­წავ­ლე­თათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხა­ვი მა­სა­ლა, გა­დატ­ვირ­თუ­ლია მათ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი გრა­მა­ტი­კუ­ლი კა­ტე­გო­რი­ე­ბით; თით­ქ­მის მთლი­ა­ნად არის გა­მო­რიცხუ­ლი სა­კონ­ტაქ­ტო ენა, რაც აგ­რეთ­ვე ძა­ლი­ან ურ­თუ­ლებს მოს­წავ­ლე­ებს და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბას; ნაკ­ლე­ბად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მოს­მე­ნის კომ­პო­ნე­ნ­ტი…
  4. ქარ­თულ ენა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბა/ნაკ­ლე­ბო­ბა;
  5. სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის გა­უ­აზ­რებ­ლო­ბა – მო­ტი­ვა­ცი­ის არ­ქო­ნა.

(კვლე­ვა ჩა­ტარ­და 2021 წლის იან­ვარ/თე­ბერ­ვალ­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 111-მა რეს­პონ­დენ­ტ­მა, კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის სტუ­დენ­ტებ­მა: ავ­სა­ნე ხა­ლი­ლო­ვამ და აიგულ ნა­ზა­რო­ვამ).

და­ახ­ლო­ე­ბით მსგავს მი­ზე­ზებს ასა­ხე­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი მაცხოვ­რებ­ლე­ბი სომ­ხე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბულ ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც. ეს არის:

ა) მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ბა­ლი ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია;

ბ) სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა;

გ) ბი­ლინ­გ­ვუ­რი სის­ტე­მის ნაკ­ლო­ვა­ნი მხა­რე­ე­ბი (ყვე­ლა სა­გან­ში სა­ჭი­რო გახ­და, სულ მცი­რე, 2 მას­წავ­ლე­ბე­ლი. ერთს ქარ­თუ­ლად უნ­და აეხ­ს­ნა მა­სა­ლა, მე­ო­რეს _ მშობ­ლი­ურ ენა­ზე. სა­ბო­ლო­ოდ დარ­ჩა მხო­ლოდ ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თი­ლის `ქარ­თულ ნა­წილს~, რო­გორც წე­სი, უგუ­ლე­ბელ­ყოფს);

დ) სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პე­და­გოგ­თა სიმ­ცი­რე.

რო­გორც ამ გა­მო­კითხ­ვი­დან ჩანს, რე­სპონ­დენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ბალ დო­ნეს თვლის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის უცო­დინ­რო­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად. მათ დიდ ნა­წილს არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, არ აქვს სა­თა­ნა­დო ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და რაც ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, ხში­რად ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად/სომ­ხუ­რად ტარ­დე­ბა. პე­და­გო­გე­ბი ამას იმ ფაქ­ტით ხსნი­ან, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ერ­თოდ არ იცი­ან ქარ­თუ­ლი ენა, უჭირთ მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა.

პი­რა­დად ჩვენც, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნის მთა­ვარ მი­ზე­ზად მი­ვიჩ­ნევთ ამ დარ­გ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გი­უ­რი კად­რე­ბის სიმ­ცი­რეს, უფ­რო სწო­რად _ არარ­სე­ბო­ბას. დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს არც ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში არ მზად­დე­ბა ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ სკო­ლე­ბი­სათ­ვის. ხო­ლო ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის მზად­დე­ბი­ან, თავს ვერ გა­არ­თ­მე­ვენ იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რომ­ლე­ბიც ამ სკო­ლებ­ში ხვდე­ბათ. არა­ვის­თ­ვის არ არის სა­კა­მა­თო, რომ მშობ­ლი­უ­რი და უცხო ენის/მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი­თა და სას­წავ­ლო გეგ­მით ხდე­ბა. რა თქმა უნ­და, კარ­გია, რომ არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლებს, 2013 წლი­დან, ეძ­ლე­ვათ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნის და­დას­ტუ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­და­ზე, კარ­გია ისიც, რომ მოქ­მე­დებს მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა, მაგ­რამ ეს სუ­რათს ჯერ ვერ ცვლის.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, აქაც არის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ­მა ავ­ტო­რებ­მა სა­მო­მავ­ლოდ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

და­ვა­მა­ტებ­დი კი­დევ ერთ სა­კითხს _ ეს არის რამ­დე­ნი­მე ენის ერ­თ­დ­რო­უ­ლი სწავ­ლე­ბა. ამ სკო­ლებ­ში, მშობ­ლი­ურ ენას­თან ერ­თად (აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, სომ­ხუ­რი, რუ­სუ­ლი), პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან ის­წავ­ლე­ბა ქარ­თუ­ლიც, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო ენა, და უცხო ენა, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ინ­გ­ლი­სუ­რია; მე-5 კლა­სი­დან კი, ამას არ­ჩე­ვით ემა­ტე­ბა მე­ო­რე უცხო ენა (რუ­სუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი…). ამ­გ­ვა­რად, უკ­ვე პირ­ველ კლას­ში, 6 წლის მოს­წავ­ლეს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, უწევს სა­მი ენის შეს­წავ­ლა, ხო­ლო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას კი მას, სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე­ზე, 4 ენის ფლო­ბა მო­ეთხო­ვე­ბა. აქ არ შე­ვუდ­გე­ბი სა­უ­ბარს იმის შე­სა­ხებ, თუ რა სირ­თუ­ლე­ებს ვაწყ­დე­ბით რამ­დე­ნი­მე ენის ერ­თ­დ­რო­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სას. შე­დე­გი ის გახ­ლავთ, რომ სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა, მშობ­ლი­უ­რი ენის გარ­და, თით­ქ­მის არც ერ­თი ენა არ იცის.

ბო­ლო წლებ­ში შე­იმ­ჩ­ნე­ვა სა­სი­კე­თო ძვრე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ არა­ქარ­თ­ველ მო­სახ­ლე­ო­ბას, მი­ი­ღოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. ამოქ­მედ­და პროგ­რა­მა `1+4~ (ქარ­თულ ენა­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი 60-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სი+ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი). აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ირიცხე­ბი­ან მხო­ლოდ უნა­რე­ბის გა­მოც­დით, რო­მელ­საც მშობ­ლი­ურ ენა­ზე აბა­რე­ბენ. მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ ისი­ნი გა­დი­ან ერ­თ­წ­ლი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კურსს ქარ­თულ ენა­ში და შემ­დეგ სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლე­ბენ სა­სურ­ველ ფა­კულ­ტეტ­ზე. ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ სტუ­დენ­ტე­ბის ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მით წარ­მარ­თავს.

ასე­თი პროგ­რა­მა გვაქვს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც, რომ­ლის კურ­ს­მოს­მე­ნი­ლე­ბიც შემ­დეგ სწავ­ლას აგ­რ­ძე­ლე­ბენ ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხ­ვა ფა­კულ­ტეტ­ზე, მათ შო­რის _ გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პი­რა­დად მე არა­ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სიმ­ცი­რეს ნამ­დ­ვი­ლად არ ვუ­ჩი­ვი. ყვე­ლა ჯგუფ­ში მყავს რამ­დე­ნი­მე ეთ­ნი­კუ­რად არა­ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი, რო­მელ­თაც არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი აქვთ დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მათ­მა ძა­ლი­ან დიდ­მა ნა­წილ­მა, 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვამ­დე, სა­ერ­თოდ არ იცო­და ქარ­თუ­ლი ენა. უჭირთ თუ არა მათ ქარ­თულ სექ­ტორ­ზე სწავ­ლა? რა თქმა უნ­და, უჭირთ. მაგ­რამ იმ­დე­ნად დი­დია მა­თი მო­ტი­ვა­ცია, რომ საკ­მა­ოდ კარგ შე­დე­გებს აღ­წე­ვენ. ეს კი იმედს გვაძ­ლევს, რომ სულ მა­ლე უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ფლო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები