26 აპრილი, პარასკევი, 2024

სახელმძღვანელოების მაკეტების საჯარო განხილვა 18 მარტს დასრულდება

spot_img

 

4 მარტს დაიწყო ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებგვერდს grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

ემის-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის. საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობაზე, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 4 მარტს დაიწყო და 18 მარტს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები