24 ნოემბერი, კვირა, 2024

საქ­მე საკ­მა­ო­ზე მე­ტია, დრო კი არ ით­მენს…

spot_img

ახალ სას­წავ­ლო წელს ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში შეხ­ვ­და, თუმ­ცა ამის მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვი­რუ­სი არ არის – სკო­ლის შე­ნო­ბაა სა­რე­მონ­ტო.

ამ სკო­ლის გა­სა­ჭირ­ზე გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლო­საც ვწერ­დით: შე­ნო­ბა იმ­დე­ნად ავა­რი­უ­ლია, იქ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბა თან­და­თან სა­ხი­ფა­თო ხდე­ბო­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თი ეძებ­ნათ. შარ­შან­ვე, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, შო­რე­ნა სი­ხა­რუ­ლი­ძე­მაც თქვა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ავა­რი­უ­ლი მხო­ლოდ სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა დაგ­ვ­რ­ჩაო…

შარ­შან სკო­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თ­ში გა­ვი­და – სო­ფელ­ში­ვე იქი­რა­ვეს სახ­ლი კერ­ძო მფლო­ბე­ლის­გან და გა­ზაფხუ­ლი იქ გა­ა­ტა­რეს. თუმ­ცა, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, მზია ქო­რი­ძემ მა­შინ­ვე გვითხ­რა, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ დრო­ე­ბით გა­და­დი­ოდ­ნენ და არ იყო გა­მო­რიცხუ­ლი, ახალ სას­წავ­ლო წელს ახალ ფარ­თ­ში შეხ­ვედ­როდ­ნენ – სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-90-იან წლებ­ში, სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს შე­ნო­ბა იყო. დრო­ე­ბით შე­ნო­ბა­ში ფარ­თი ნამ­დ­ვი­ლად საკ­მა­რი­სი იყო, მე­ტიც – იმ­დე­ნად დი­დი, რომ მი­სი გათ­ბო­ბა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და. ამი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეს, წლე­ულს ისევ შე­ეც­ვა­ლათ ბი­ნა და მარ­თ­ლაც ბა­ღის შე­ნო­ბა­ში გა­და­ვიდ­ნენ. თა­ვის მხრივ, ეს იმან გა­მო­იწ­ვია, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღიც სხვა­გან გა­და­ვი­და – მათ­თ­ვის, ჯერ კი­დევ შარ­შან, ახა­ლი შე­ნო­ბა აშენ­და და ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი შარ­შან­ვე იქ უნ­და და­ეწყოთ, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა, ზემ­დ­გო­მებ­მა მხო­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნეს მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი წუ­ნი – ხარ­ვე­ზებ­ზე ზუს­ტად ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, მაგ­რამ ის კი ფაქ­ტია, რომ ამ დარ­ღ­ვე­ვე­ბის გა­მო შე­ნო­ბა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში არ მი­ი­ღეს და შარ­შან­დე­ლი სე­ზო­ნი, სწავ­ლის ნაც­ვ­ლად, კვლავ რე­მონ­ტ­ში გა­ა­ტა­რეს (ისე, ამ ქვე­ყა­ნა­ში ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მი თუ არ­სე­ბობს და ვინ­მე თუ აკონ­ტ­რო­ლებს მშე­ნებ­ლო­ბა­თა ხა­რისხს? ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტენ­დე­რე­ბით ნე­ბა­დარ­თულ და სა­ჯა­რო ობი­ექ­ტებ­ზე მა­ინც. აი, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი კი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი – ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი იზ­რ­დე­ბა, სა­გან­გე­ბო კონ­ტ­როლ­ზე უნ­და იყოს). რო­გორც ჩანს, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ­ჯე­რად ხა­რის­ხი­ა­ნად ჩა­ა­ტა­რეს და წლე­ულს სა­ბავ­შ­ვო ბაღ­მა იქ გა­და­ი­ნაც­ვ­ლა, შე­დე­გად სკო­ლა­საც ფარ­თი გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლ­და და მა­თაც კი­დევ ერ­თხელ შე­იც­ვა­ლეს ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა. ისე კი ეს შე­ნო­ბა ტე­რი­ტო­რი­უ­ლად გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს ად­გი­ლა­საა – სოფ­ლის ცენ­ტ­რი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში, ზედ მთა­ვა­რი გზის პი­რას, რო­მე­ლიც მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლია და მი­სას­ვ­ლე­ლად ყო­ველ­მ­ხ­რივ ხელ­საყ­რე­ლია, ძვე­ლი შე­ნო­ბა კი ცენ­ტ­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტ­რ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, თუმ­ცა მთა­ვა­რი ნაკ­ლი ისაა, რომ ღორ­ღით და­ფა­რუ­ლი გზა მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი არ არის, ოღონდ, ცხა­დია, ეს მე­პატ­რო­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბა არაა. პი­რი­ქით, მას მად­ლო­ბის მე­ტი არა­ფე­რი ეთ­ქ­მის.

ახალ შე­ნო­ბა­ში გა­და­ბარ­გე­ბულ სკო­ლას გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მა­ინც დახ­ვ­და. საქ­მე ისაა, რომ იქა­უ­რო­ბა ჯერ პა­ცი­ენ­ტებ­ზე, შემ­დეგ კი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის აღ­საზ­რ­დე­ლებ­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი; შე­ნო­ბა პე­რი­ო­დუ­ლად კი რე­მონ­ტ­დე­ბო­და, მაგ­რამ სკო­ლას და მოზ­რ­დი­ლებს სხვა სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­რე­მო სჭირ­დე­ბათ. ყო­ფი­ლი პა­ლა­ტე­ბი, ფარ­თით, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის­თ­ვის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია, რად­გან, სა­ვა­ლა­ლოდ, არც ცალ­კე­უ­ლი კლა­სე­ბია გა­დატ­ვირ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბით. თუმ­ცა, ოთა­ხებს აქა-იქ ხე­ლის შევ­ლე­ბა მა­ინც სჭირ­დე­ბო­და – ზო­გან იატა­კი იყო გა­სა­მაგ­რე­ბე­ლი, ზო­გან – ფან­ჯა­რა, კა­რი და ა.შ. სკო­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­ვის წი­ნა­შე დად­გა – მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ორ ცვლად ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, თუმ­ცა მათ გა­ცი­ლე­ბით პრაქ­ტი­კუ­ლი გზა აირ­ჩი­ეს – 1 კვი­რით დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გა­და­ერ­თ­ნენ. სოფ­ლის სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ ამ საქ­მე­ში გვერ­დ­ში და­უდ­გ­ნენ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, რაც უფ­რო მუ­შა­ხე­ლით ფი­ზი­კურ დახ­მა­რე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა – ხე­ლო­სა­ნი, დამ­ხ­მა­რე მუ­შა, თო­რემ ფი­ნან­სუ­რად სკო­ლას საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი აქვს და ხარ­ჯებს, ძი­რი­თა­დად, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით აუვიდ­ნენ.

26 სექ­ტემ­ბერს სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­ჯა­რო სკო­ლამ, უკ­ვე ჩვე­ულ დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლა სწავ­ლა. მოს­წავ­ლებს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი შე­ნო­ბა დახ­ვ­და, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც შე­ნო­ბის შიგ­ნი­თაა. თუმცა,  ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სახის ერ­თი პრობ­ლე­მა მა­ინც რჩე­ბა – ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია სკო­ლის ძვე­ლი შე­ნო­ბის ბე­დი: გა­ა­რე­მონ­ტე­ბენ თუ და­ან­გ­რე­ვენ და ახალს ააშე­ნე­ბენ. რო­გორც სკო­ლა­ში გვითხ­რეს, მათ რაც მო­ი­კითხეს, სა­მი­ნის­ტ­რო­დან დაწყე­ბუ­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, შე­ნო­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და სრულ რე­მონ­ტ­შია „ჩას­მუ­ლი“. თუმ­ცა, სო­ფელ­ში აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ან­გ­რე­ვენ და ახალს აშე­ნე­ბენ. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლას ამის თა­ო­ბა­ზე ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ მი­უ­ღია. სა­მა­გი­ე­როდ, გუ­რი­ის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცია მო­ითხო­ვა, რაც გა­და­აგ­ზავ­ნეს კი­დეც… თა­ვის დრო­ზე, სკო­ლამ სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­ს­პერ­ტო ბი­უ­როც მო­იწ­ვია ექ­ს­პერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად და მა­თი დას­კ­ვ­ნაც აქვთ, რომ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ჩა­ტა­რე­ბა სა­ში­შია, თუმ­ცა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თუ არა შე­ნო­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ამას და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა. ის ექ­ს­პერ­ტი­ზაც 2019 წელ­საა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მას მე­რე კი საკ­მაო დრო გა­ვი­და… არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად იმა­ზე­ცაა ლა­პა­რა­კი, რომ ნი­ა­და­გის ანა­ლი­ზიც უნ­და ჩა­ა­ტა­რონ…

ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე, სკო­ლა­შიც ვერ ამ­ბო­ბენ, რა ბე­დი ელის ძველ შე­ნო­ბას. შარ­შან, რო­ცა ამ თე­მა­ზე იქა­ურ რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბელს ვე­სა­უბ­რეთ, ერ­თ­გ­ვა­რად სი­ნა­ნუ­ლიც კი გა­მოთ­ქ­ვეს სკო­ლის მო­სა­ლოდ­ნე­ლი დან­გ­რე­ვის გა­მო, ეს ჩვე­ნი ბავ­შ­ვო­ბის სკო­ლაა, აქ გა­ვი­ზარ­დე­თო, თუმ­ცა ისიც აღ­ნიშ­ნეს, ახალ შე­ნო­ბებს იმ­დე­ნად კარ­გი პრო­ექ­ტით აშე­ნე­ბენ, არც იმა­ზე ვიტყო­დით უარ­სო…

ერ­თი სიტყ­ვით, ახ­ლა მთა­ვა­რია, დრო­ზე გა­ირ­კ­ვეს, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი – გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი თუ ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა. რო­გორც გითხა­რით, ძვე­ლი შე­ნო­ბის ად­გი­ლას ნი­ა­და­გის ქა­ნე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბაც შე­სას­წავ­ლია და თუ იქა­უ­რო­ბა უვარ­გი­სია, მა­შინ სკო­ლის­თ­ვის ახა­ლი ად­გილიც შე­სარ­ჩე­ვია…

მოკ­ლედ, საქ­მე საკ­მა­ო­ზე მე­ტია, დრო კი არ ით­მენს… იმე­დია, ამ აუცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლად არ გა­ი­წე­ლე­ბა და სკო­ლაც მა­ლე გა­ი­გებს თა­ვის ხვედრს. მით უფ­რო, ეს სკო­ლა არა მხო­ლოდ სა­ჭა­მი­ა­სერს და არა მხო­ლოდ ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თა­ვად სა­ჭა­მი­ა­სე­რის საკ­რე­ბუ­ლო­შიც რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი შე­დის – ჩო­მე­თი, ქვე­მო­ხე­თი, კა­ლა­გო­ნი, მა­მუ­ლა­რი. იქ სწავ­ლო­ბენ X-XII კლა­სე­ლე­ბი მე­ზო­ბე­ლი ზე­მო­ხე­თი­და­ნაც, ასე­ვე, მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­საზღ­ვ­რე სამ­ტ­რე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბი­დან – ქვა­ყუ­დე­დან და გორ­მა­ღა­ლი­დან. მარ­თა­ლია, არც ერთ ამ სო­ფელ­ში ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბა დი­დი არაა, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სკო­ლის სა­კითხი დრო­ში გა­ი­წე­ლოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა უნ­და და­უთ­მოს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­საც და, ზო­გა­დად, სწავ­ლა­საც, რად­გან ქვეყ­ნის აღ­მავ­ლო­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გზა სწო­რედ სწავ­ლა და თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბაა, ბავ­შ­ვებს კი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად აქვთ მი­სი მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები