20 მაისი, ორშაბათი, 2024

საქართველოს დამლაგებელთა გილდიის გარემოს დასუფთავების კამპანიას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები შეუერთდნენ

spot_img

დღეიდან მომდევნო კვირის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მასწავლებელთა ლიდერობით და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ეწყობა დალაგების აქციები. კამპანიაში ჩაერთვება 500-ზე მეტი მოსწავლე და სასკოლო საზოგადოების წევრი.

გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგი“ უკვე ორი წელია ზრუნავს ჩვენი ქვეყნის გარემოზე და მოხალისეების ჩართულობით ატარებს დასუფთავების აქციებს, ეწევა გარემოზე ზრუნვის აქტიური კამპანიას.

კამპანიის მიზანია მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გარემოს დაცვის ჩვევა და გაუძლიერდეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. იმავდროულად ინიციატივა ყურადღებას ამახვილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ესთეთიკური აღზდისა და სუფთა  გარემოში ცხოვრების მნიშვნელობაზე.

კამპანიის პირველ ეტაპს სპონსორობას თავად სადაგი უწევს და იმავდროულად მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს მხარი დაუჭიროს დაშემოუერთდეს ამ ინიციატივას.

მასწავლებლებთან ერთობლივი კამპანია 2024 წელსაც გაგრძელდება და მიზნად ისახავს გარემოს დაცვის მსოფლიო დღის, 5 ივნისის, გაცილებით მასშტაბურად აღნიშნვნას 100-ზე მეტი სკოლის ჩართულობით.

#სადაგი #ნუდაანაგვიანებ #გააძლიერესაქართველო

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები