2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოზიცია რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით

spot_img

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მკაფიოდ განმარტა, რომ რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

განცხადებაში აღნიშნულია,  „რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შემოსულა“ და „რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს“.

ასევე მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს განათლების სისტემის ღირებულებები რუსეთზე არ გადის და საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა არ იგეგმება. არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება, არ გადაიდგმება. ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში“.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ეს დეზინფორმაციაა, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, რაც სამინისტროს განცხადებაშიც იყო აღნიშნული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები