2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

საქართველომ მონაწილე გუნდებს შორის მე-2 შედეგი აჩვენა

spot_img

შვედეთში, ქალაქ ლუნდში დასრულდა გოგონათა ევროპის მე-3 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. საქართველოს ნაკრების წევრები ეროვნული ტურნირის შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერებით შეირჩნენ. ქეთა ციმაკურიძე, ნინო ჩხაიძე და გვანცა ხვედელიძე კომაროვის სკოლის, თეო კაკაბაძე კი მწვანე სკოლის მოსწავლეები არიან.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა, ოთხი გოგონას შემადგენლობით, 4 მედალი მოიპოვა:

ოქრო – ქეთევან ციმაკურიძე,

ვერცხლი – ნინო ჩხაიძე და თეო კაკაბაძე,

ბრინჯაო – გვანცა ხვედელიძე.

 

ნაკრების ლიდერი – გოჩა მანდარია, თანალიდერი – ზაზა გამეზარდაშვილი.

ოლიმპიადაში, ევროპის ქვეყნების გარდა, მსოფლიოს სხვა ქვეყნების უძლიერესი გუნდებიც მონაწილეობდნენ. სულ 52 ქვეყნის 189 მოსწავლე იყო წარმოდგენილი. საქართველომ მონაწილე გუნდებს შორის მე-2 შედეგი აჩვენა.

ქეთა ციმაკურიძემ რეიტინგით მეორე შედეგი აჩვენა. მასთან ინტერვიუს, როგორც 2022 წლის აბსოლუტურ ჩემპიონთან, ოლიმპიადის ორგანიზატორები გვთავაზობენ – https://rb.gy/bae08
ოლიმპიადაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები