21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

სასწავლო პროცესი ერთნაირად კომფორტული უნდა იყოს პროფესიული მასწავლებლისა და სტუდენტისთვის

spot_img

ნოდარ ხარაზიშვილი

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დირექტორი

 

 

 

 

ჩვე­ნი კო­ლე­ჯი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს, ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი არ გვაქვს. ამი­ტომ შე­ფერ­ხე­ბა მხო­ლოდ სა­ერ­თო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, მათ შო­რის, აკა­დე­მი­უ­რი არ­და­დე­გე­ბით. შემ­დეგ უკ­ვე ყვე­ლა პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლე­ბა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კულ ნა­წილს, ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მოფხ­ვ­რა კო­ლეჯ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შევ­ძე­ლით. 15-ივე პროგ­რა­მა­ზე — აიტი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­ფი­ნან­სო სერ­ვი­სე­ბი, ბუ­ღალ­ტე­რია, სამ­კერ­ვა­ლო წარ­მო­ე­ბა… — პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას კო­ლეჯ­ში­ვე ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­დუ­ლურ პროგ­რა­მებ­ზე შე­დე­გე­ბით ხდე­ბა და­დას­ტუ­რე­ბა, ესეც ჩვენ­თან გა­ვი­ა­რეთ, რად­გან პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რე­გუ­ლა­ცი­ის გა­მო, არ მუ­შა­ობ­დ­ნენ.

მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუცი­ლე­ბე­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ისე და­გეგ­მ­ვა, რომ იგი ერ­თ­ნა­ი­რად კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლი­სა და სტუ­დენ­ტი­სათ­ვის. ამი­ტომ რა­ღაც მო­დუ­ლე­ბი შე­საძ­ლოა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე დავ­ტო­ვოთ, ამას გა­მო­კითხ­ვით გა­დავ­წყ­ვეტთ. ისე­თი შემ­თხ­ვე­ვაც გვქონ­და, რო­ცა სტუ­დენ­ტე­ბი კო­ლე­ჯი­დან ერ­თ­ვე­ბოდ­ნენ ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ებ­ში ან პე­და­გო­გი იყო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და ვი­საც სა­ი­დან შე­ეძ­ლო (სახ­ლი, კო­ლე­ჯი), ისე ის­მენ­და ლექ­ცი­ებს. ამ სას­წავ­ლო წლის­თ­ვის ვი­დე­ო­ლექ­ცი­ე­ბის ბა­ზაც შევ­ქ­მე­ნით და თუ სტუ­დენ­ტი დათ­ქ­მულ დროს რა­ი­მე მი­ზე­ზით ვერ და­ეს­წ­რე­ბა ლექ­ცი­ას, დღის ნე­ბის­მი­ერ დროს შეძ­ლებს გაც­დე­ნი­ლი ლექ­ცი­ის მოს­მე­ნას. ასე რომ, ჩვენ ყო­ველ­მ­ხ­რივ მზად ვართ, სწავ­ლე­ბის ის რე­ჟი­მი აღ­ვად­გი­ნოთ კო­ლეჯ­ში, რაც 2019 წლამ­დე გვქონ­და, მით უმე­ტეს, რომ, და­მა­ტე­ბით, ბევრ გა­რე­მო­ე­ბა­ზე ვა­დაპ­ტირ­დე­ბით.

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ერ­თი­ო­რად გა­ი­ზარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი. ჩვენ­თან, წელს, 1200-ზე მე­ტი აპ­ლი­კან­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და. გარ­კ­ვე­ულ პროგ­რა­მებ­ზე კონ­კურ­სიც კი იყო — ერთ ად­გილ­ზე 14, 3, 7, 8 აპ­ლი­კან­ტი.

წარ­მა­ტე­ბებს და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას ვუ­სურ­ვებ ჩვენს სტუ­დენ­ტებს.

 

ბელა ავალიშვილი

პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ დირექტორი

 

 

კო­ლე­ჯი „ოპი­ზა­რი“ 25 მო­დუ­ლურ ავ­ტო­რი­ზე­ბულ პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს. მათ შო­რის ოთხი დუ­ა­ლუ­რია, ხო­ლო სა­მი — ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლის შე­დე­გე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბით. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ი­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დიპ­ლო­მი.

ინ­ტეგ­რი­რებ­ულ პრო­ფე­სი­ულ პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა გუ­ლის­ხ­მობს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სრუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად, პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დიპ­ლომ­თან ერ­თად, ზო­გა­დი სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­პირ­წო­ნე დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბას.

დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა კი გუ­ლის­ხ­მობს პრაქ­ტი­კულ ნა­წილს ან ძი­რი­თა­დი მო­დუ­ლე­ბის 50%-ზე მე­ტის გავ­ლას სა­წარ­მო­ში. სწო­რედ ამი­ტომ, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, მათ შე­უძ­ლი­ათ სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ერ­თონ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მის ბა­ზარ­ზე ასე­თი პერ­სო­ნა­ლი მე­ტად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია.

გა­სულ წელს კო­ვიდ 19-მა ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა მსოფ­ლიო, გა­მო­ნაკ­ლი­სი არც კო­ლე­ჯი „ოპი­ზა­რია“. პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა გავ­ლა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, უპ­რობ­ლე­მოდ და­იძ­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რი­გი პროგ­რა­მე­ბი­სა ვე­რაფ­რით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მით, არის პრო­ფე­სი­ე­ბი, რო­მელ­თა ათ­ვი­სე­ბა მხო­ლოდ კე­თე­ბით სწავ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჩვენ, ამ მხრივ, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნა არ გვქო­ნია. რად­გან პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, ამი­ტომ არც საგ­ზაო მშე­ნებ­ლო­ბის დუ­ა­ლურ ჯგუ­ფებს შე­უწყ­ვე­ტია სწავ­ლა; მაგ­რამ სას­ტუმ­რო სექ­ტო­რის სრუ­ლად გა­ჩე­რე­ბამ ავ­ტო­მა­ტუ­რად შე­ა­ჩე­რა სწავ­ლა სას­ტუმ­რო საქ­მის დუ­ა­ლურ პროგ­რა­მა­ზე. ამ სფე­რო­ში ჩვენ ორი პარ­ტ­ნი­ო­რი გვყავს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სტუ­დენ­ტებ­მა პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა მხო­ლოდ ერთ სას­ტუმ­რო­ში გა­ი­ა­რეს. ასე რომ, ჩვენს სტუ­დენ­ტებს სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნა პან­დე­მი­ის გა­მო ნამ­დ­ვი­ლად არ ჰქო­ნი­ათ. ყვე­ლა პროგ­რა­მა სრულ­ყო­ფი­ლად გა­ვი­ა­რეთ, თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლით.

ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის გა­და­ი­ხე­და სას­წავ­ლო მო­დუ­ლე­ბი, რა­თა სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით შევ­ძ­ლოთ სწავ­ლე­ბის შე­რე­უ­ლი მე­თო­დის და­ნერ­გ­ვა; გა­მო­კითხ­ვით და­ვად­გი­ნეთ, რომ პე­და­გო­გებ­სა და სტუ­დენ­ტებს აქვთ ტექ­ნი­კას­თან წვდო­მა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რი. გარ­და ამი­სა გა­ფარ­თოვ­და კო­ლე­ჯის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, რაც მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის მომ­ზა­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­სუ­ლი 4 ახა­ლი სა­ხე­ლოს­ნო, USAID-ის პრო­ექტ „ზრდა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ მხარ­და­ჭე­რით, სათ­ბუ­რის მონ­ტა­ჟი; ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, შე­იქ­მ­ნა და წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს „სამ­რეწ­ვე­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია“, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი ტექ­ნი­კით და ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის სტუ­დენტს სა­კუ­თა­რი კრე­ა­ტი­უ­ლი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში; კო­ლეჯ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ამე­რი­კუ­ლი CISCOS აკა­დე­მია და ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნა­დი ფონ­დით, კო­ლე­ჯი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პი­რე­ბის­თ­ვის.

მიმ­დი­ნა­რე წელს საგ­რ­ძ­ნობ­ლად იმა­ტა კო­ლე­ჯი­სად­მი ინ­ტე­რეს­მა, რაც ციფ­რებ­ში ასე გა­მო­ი­ხა­ტა — 390 ად­გილ­ზე (22 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა) 881 აპ­ლი­კან­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და. პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა შერ­ჩე­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ა­სა და ჩა­რიცხ­ვის წეს­ში შე­სულ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა კო­ლეჯს სწავ­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­ზომ­ვის მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის­ცა. ამი­ტომ, უფ­რო მე­ტად მო­ტი­ვი­რე­ბულ სტუ­დენ­ტებს ვე­ლო­დე­ბით.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები