25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მას­წავ­ლებ­ლო­ბა მზის სხი­ვი­ვით გა­ნა­თე­ბუ­ლი პრო­ფე­სიაა – ხათუნა რაზმაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2021-ის გამარჯვებულია

spot_img

5 ოქ­ტომ­ბერს, მას­წავ­ლებ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, 2021 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და. ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძე გახ­და. ხა­თუ­ნა წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლია. მას, ფუ­ლა­დი პრი­ზის სა­ხით, კამ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა სპონ­სორ­მა, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დ­მა 10 000 ლა­რი გა­დას­ცა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო წელს იუბილარია, 2021-ის დაჯილდოების ცერემონიალზე პროექტის გუნდი ერთგვარი შეჯამებით წარდგა საზოგადოების წინაშე.  საინტერესო ხუთწლიანი ისტორია, ხუთი გამორჩეული მასწავლებლით, „ათეულთა კლუბი“ 50 საუკეთესო  მასწავლებლით, რომელიც წლიდან წლამდე ბევრი საინტერესო აქტივობის ინიციატორია და კოლეგებისთვის საუკეთესო „მეგზური“ პროფესიულ საქმიანობაში, ერთ მთავარ მიზანს –  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას – ემსახურება. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე იხსენებს, რაოდენ რთულად წარმოსადგენი იყო მათთვის, ხუთი წლის წინ, რომ ეს კამპანია ასეთი წარმატებული იქნებოდა – „ჩვენ ავირჩიეთ განათლება სწორედ იმიტომ, რომ გვჯერა,  კარგი განათლების გარეშე წარმატებული განვითარება შეუძლებელია. ჩვენი საქმე დავინახეთ სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით  – მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის გაზრდის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია საზოგადოებაში. ძალიან ბევრმა ადამიანმა თუ ორგანიზციამ აიტაცა, ჩვენთან ერთად, ეს იდეა და  ვფიქრობ, იმ მომენტში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გამოჩენა და გადაწყვეტილება, როგორც სპონსორები ჩართულიყვნენ  ამ პროცესში, იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი. განვლილ ხუთ წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ თავად კამპანია გავხადეთ პოპულარული და ცნობადი იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესიაში მეტ ახალგაზრდას მოუნდეს ჩართვა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურა კერვალიშვილი ამბობს, რომ ფონდმა და ჯილდომ ერთად დაიწყეს მოღვაწეობა. ეს იყო მათი პირველი პროექტი, რომელიც დასაფინანსებლად აირჩიეს. „ჩვენი თანამშრომლობა შედგა და გვიხარია, რომ ფეხბედნიერიც აღმოჩნდა ეროვნული ჯილდო. წლიდან წლამდე არათუ ნელდება ინტერესი, უფრო და უფრო ძლიერდება. მასწავლებლები მართლა დიდი ემოციით და ინტერესით ელიან ჯილდოს ყველა ღონისძიებას, იქნება ეს ყოველწლიური გახსნის ცერემონია, ფინალისტების დასახელება თუ საბოლოო დაჯილდოება. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ წარმატებული პროექტია. მადლობა ამისთვის განათლების კოალიციას და მადლობა ძალიან კომპეტენტურ ჟიურის, რომლის პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაში ეჭვი არასდროს შეუტანია ვინმეს. ზოგადად, ასეთი კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, ფონდისთვის კი – მასწავლებელი. ის არის უმთავრესი რგოლი, რომელიც ხარისხიან განათლებას განსაზღვრავს. ამიტომ ამ რთულ პროფესიის ადამიანებს დიდი პატივისცემა ეკუთვნის საზოგადოებისგან, ჩვენი მხრიდან კი, ეს არის მოკრძალებული მცდელობა, მადლობა გადავუხადოთ პროფესიული საქმიანობისთვის. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემაში ახალი თაობის შემოსვლა, ახალგაზრდებს უნდა გაუჩნდეთ მეტი მოტივაცია და სურვილი. ჯილდოს ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ეს არის – დავანახოთ ახალგაზრდებს, მომავალ თაობას მასწავლებლის პროფესიის ხიბლი და საჭიროება, რომ ამ პროფესიასაც აქვს საზოგადოების მხრიდან დაფასებაც და მხარდაჭერაც და რომ ამ პროფესიაშიც შეიძლება იყო ძალიან წარმატებული.“

ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ემო­ცი­ებს გვი­ზი­ა­რებს და თავს უბედ­ნი­ე­რეს ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს, რად­გან ახ­ლა უფ­რო თა­მა­მად და ლა­ღად შეძ­ლებს მთავა­რი მიზ­ნის –  დღის ცენ­ტ­რის გახ­ს­ნას იმ­პ­ლან­ტი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მი­სი კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცი­აც სწო­რედ ეს გახ­და.
⏩ ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა გი­ლო­ცავთ. რა შეგ­რ­ძ­ნე­ბაა სა­უ­კე­თე­სო ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის გახ­დე რჩე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და რას ნიშ­ნავს ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო თქვენ­თ­ვის?

⏩ სა­ო­ცა­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, ეს არის ემო­ცი­ა­თა ზღვა, ნა­კა­დი, რო­მელ­საც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხელ­დე­ბა არ აქვს. ეს ის ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბია, რო­ცა მარ­თ­ლა შე­მიძ­ლია ვთქვა – „შე­ჩერ­დი წა­მო!“. რო­ცა გინ­და, ბედ­ნი­ე­რე­ბით გავ­სებ­დეს  და გი­ლა­მა­ზებ­დეს ეს წუ­თე­ბი მთელ ცხოვ­რე­ბას. მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ორ უდი­დეს მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. პირ­ველ რიგ­ში, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ვუ­სურ­ვებ წინ­ს­ვ­ლას და წარ­მა­ტე­ბას პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში; მე­ო­რე – ძა­ლი­ან დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, ჩე­მი ბარ­ბა­რე­სა და მი­სი მე­გობ­რე­ბის­თ­ვის გა­ვაკე­თო არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა არა ყრუ ბავ­შ­ვებს, არა­მედ იმ­პ­ლან­ტი­რე­ბულ ბავ­შ­ვებს, რომ­ლებ­საც ჩვენ­გან ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ თა­ნად­გო­მა. ჯილ­დოს აღე­ბაც სწო­რედ ამ მიზ­ნის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მინ­დო­და. იმ­პ­ლან­ტი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი რე­ა­ლუ­რად ზე­და­პი­რულ სივ­რ­ცე­ში არი­ან, არც ყრუ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან და არც ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამი­ტომ მა­თი  თა­ნად­გო­მა და გაძ­ლი­ე­რე­ბა, ვფიქ­რობ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. თუ არა გა­ნათ­ლე­ბას, სხვას რას შე­უძ­ლია ამ საქ­მის გა­კე­თე­ბა. მინ­და, ჩე­მი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ენთუ­ზი­აზ­მი და მონ­დო­მე­ბა ახ­ლა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ვუ­კავ­ში­რო.

ვფიქ­რობ, მათ­თ­ვის გახ­ს­ნი­ლი დღის ცენ­ტ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის, მა­თე­მა­ტი­კის წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ეკო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიყ­ვა­ნო. ცხა­დია, ეს იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცენ­ტ­რი და არა სკო­ლას­თან არ­სე­ბუ­ლი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ მოვ­ლენ და აქ იპო­ვიან სა­კუ­თა­რ თა­ვს, მო­ა­ხერ­ხებენ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. აუცი­ლე­ბ­ლად დას­ჭირ­დე­ბათ ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯი­მა­ნი; ასე­ვე მინ­და,  ცენ­ტ­რ­ში შექ­მ­ნან ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, მა­გა­ლი­თად, სამ­კა­უ­ლე­ბი, ქოთ­ნებ­ში დარ­გონ ყვა­ვი­ლების ჩი­თი­ლე­ბი, მო­უ­ა­რონ მცე­ნა­რე­ებს და ცო­ტა კუ­ლი­ნა­რი­აც შე­ის­წავ­ლონ.

რაც მთა­ვა­რია, ჩე­მი ოც­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ახ­ლა ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბა მომ­ცემს. მარ­თ­ლა ქარ­ბორ­ბა­ლა­სა­ვით დატ­რი­ალ­და ჩემს თავს ყვე­ლა­ფე­რი, ზღა­პა­რი­ვი­თაა, სა­დაც ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა და მი­ზა­ნიც გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია. ჯილ­დოს წყა­ლო­ბით, ახ­ლა უფ­რო თა­მა­მად და ლა­ღად გა­მო­ვი­ყე­ნებ ჩემს პრო­ფე­სი­ას არა­ფორ­მა­ლუ­რი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანწი­ლად გა­ნა­პი­რო­ე­ბებს ჩე­მი შვი­ლის და, არა მხო­ლოდ ჩე­მი შვი­ლის, მო­მა­ვალს.

რა არის ის მაქ­სი­მუ­მი, რი­სი გა­კე­თე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში?

⏩ ვფიქ­რობ, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში მაქ­სი­მუ­მი ჯერ არ გა­მი­კე­თე­ბია, წინ კი­დევ ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მე მაქვს გა­სა­კეთე­ბე­ლი. თი­თო­ე­უ­ლი კარ­გი მას­წავ­ლებ­ლის უკან ბევ­რი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე დგას და მეც, რა თქმა უნ­და, ვრჩე­ბი სკო­ლა­ში იმ მიზ­ნით, რომ კი­დევ არა­ერ­თი თა­ო­ბა აღ­ვ­ზარ­დო. ახ­ლა კი­დევ უფ­რო სხვაგ­ვა­რად და­ვა­ნა­ხებ ბავ­შ­ვებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას — რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მზის სხი­ვი­ვით გა­ნა­თე­ბუ­ლი პრო­ფე­სიაა. აქ­ტი­უ­რად გა­ვუ­წევ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ჩვენს პრო­ფე­სი­ას.

მოგ­ვი­ყე­ვით რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

⏩ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ დი­დი  გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და. ოთხი წე­ლია, რაც ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან „ბავ­შ­ვი, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში,  ერ­თობ­ლი­ვად ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვა­ტა­რებთ, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ყვე­ლა მოს­წავ­ლე­ზე – სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ყვე­ლა თა­ნაბ­რად უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი. სა­ერ­თოდ, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ჩე­მი მის­ვ­ლაც სწო­რედ ჩე­მი შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. და­საწყი­სის­თ­ვის სულ ვამ­ბობ­დი, რომ არა­ნა­ი­რი ცოდ­ნა არ მქონ­და ამ სფე­რო­ში. ბო­ლო სა­მი-ოთხი წე­ლი კი და­ვიწყე ინ­ტენ­სი­უ­რი სწავ­ლა, დაკ­ვირ­ვე­ბა. სულ სხვაგ­ვა­რად და­ვი­ნა­ხე თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო სივ­რ­ცე­ში; მივ­ხ­ვ­დი რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბაც ხომ ამას გუ­ლის­ხ­მობს – გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის. რაც დრო გა­დის, მინ­და კი­დევ უფ­რო ღრმად შე­ვი­ხე­დო, მე­ტი ვის­წავ­ლო და გა­ვა­კე­თო ამ სფე­რო­ში.

და­ბო­ლოს, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის?

⏩ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ჩემ­თ­ვის ცხოვ­რე­ბაა – სა­ო­ცა­რი გან­ც­დაა, რო­ცა თვალს გა­და­ვავ­ლებ იმ 22-წლი­ან პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, გა­ვა­ტა­რე. ეს არის სი­კე­თის, სიყ­ვა­რუ­ლის, ერ­თ­გუ­ლე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის წლე­ბი. სულ ვამ­ბობ, რომ ყო­ველ ჯერ­ზე ვსწავ­ლობ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან რა­ღაც ახალს. რო­ცა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლად გა­მო­მაცხა­დეს, მათი ხმე­ბი ჩა­მეს­მო­და – „მასწ. გა­ი­მარ­ჯ­ვეთ რააა“. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ხვალ სკო­ლა­ში მი­სუ­ლი მათ ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას მი­ვუ­ლო­ცავ.

წუ­ხელ 77 მად­ლო­ბა დავ­წე­რე. ეს რიცხ­ვი რომ ჩემ­თ­ვის სიმ­ბო­ლუ­რია, ამ დღე­ებ­ში, ჩემ­მა ყო­ფილ­მა მოს­წავ­ლემ, ათი წლის შემ­დეგ შე­მახ­სე­ნა, რო­მე­ლიც შემ­თხ­ვე­ვით შემ­ხ­ვ­და. მად­ლო­ბე­ბის გრძე­ლი სი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის ინ­ს­პი­რა­ცი­აც მი­სი სიტყ­ვე­ბი იქ­ცა. თუმ­ცა, ახ­ლა 77 მად­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მეს გა­მოვ­ყოფ. პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და,  მად­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ას, იმი­ტომ რომ 5 წლის წინ, ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი წა­მო­იწყო; ასე­ვე, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჯილ­დოს მთა­ვარ სპონ­სორს, გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდს და მხარ­დამ­ჭერს – „ლი­ბერ­თი ბანკს“. და­ბო­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც ჩე­მი გა­მარ­ჯ­ვე­ბის სჯე­რო­და. ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბა­საც მათ ვუძღ­ვ­ნი.

ესა­უბ­რა  ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები