4 მაისი, შაბათი, 2024

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა

spot_img

საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

მინისტრის ბრძანება 

მუხლი 1

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018150) დამტკიცებული „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის“:

  1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  2. ტესტირება, გარდა ამ მუხლის მე-2 და 2​1პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.“.

2. მე-3 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 2​1 პუნქტი:

„2​1. ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ტექნოლოგიებში ტარდება  როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე.“

♦ ცვლილების თანხმად, ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გაუწევს.

♦ საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას.

უფროს მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს;

წამყვან მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები