3 მაისი, პარასკევი, 2024

სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებს ბურ­თა­ო­ბა­ში ვინ აჯო­ბებს

spot_img

თბი­ლი­სის №60 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში (დი­რექ­ტო­რი – შო­თა მა­ლა­ზო­ნია) ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწვრთნე­ლე­ბის, მსა­ჯე­ბის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბის, გა­მორ­ჩე­უ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტურ­ნი­რე­ბი მი­ნი-ფეხ­ბურ­თ­ში.

მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის პირ­ველ სე­მეს­ტ­რ­ში, ნო­ემ­ბერ­ში, გა­მარ­თუ­ლი მე­მო­რი­ა­ლი მი­ეძღ­ვ­ნა 1981 წლის 13 მა­ისს, დი­უ­სელ­დორ­ფ­ში, თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ სა­ხე­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის – ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას, და­ვით ყი­ფი­ა­ნის, რა­მაზ შენ­გე­ლი­ა­სა და გე­ნი­ა­ლუ­რი მწვრთნე­ლის, ნო­დარ ახალ­კა­ცის ნა­თელ ხსოვ­ნას.

ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და VII-VIII-კლა­სელ­თა 8 გუნ­დი. გუნ­დე­ბი ორ ქვეჯ­გუ­ფად და­ი­ყო და თა­მა­შე­ბი წრი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­და. ჯგუ­ფე­ბი­დან I-II ად­გი­ლებ­ზე გა­სულ­მა გუნ­დებ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს.

სა­ბო­ლო­ოდ, მე-3 ად­გილ­ზე გა­ვი­და VIIIდ კლა­სი ( გუნ­დის კა­პი­ტა­ნი – და­ვით ყა­ჭე­იშ­ვი­ლი, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი – ლე­ლა ვარ­და­ნია). ფი­ნალ­ში ერ­თ­მა­ნეთს შეხ­ვ­დ­ნენ VIIIე და VIIIგ კლა­სე­ბის  გუნ­დე­ბი. თა­მა­შის დროს, გუნ­დე­ბი და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით, დის­ციპ­ლი­ნით, შრო­მით, ლი­დე­რო­ბით.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დის – VIIIგკლა­სის კა­პი­ტა­ნია მი­ხე­ილ ოქი­ტაშ­ვი­ლი, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი — ლია ქავ­თა­რა­ძე; VIIIე კლა­სის გუნ­დის, რო­მე­ლიც მე-2 ად­გილ­ზე გა­ვი­და, ხკა­პი­ტა­ნია თა­მაზ ბე­ქა­უ­რი, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი — თა­მარ მო­სეშ­ვი­ლი; ან­გა­რი­ში 6:5.

და­სა­ხელ­დ­ნენ ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი:

  1. სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე – გი­ორ­გი ბუ­ლის­კე­რია და სან­დ­რო კარ­კო­საშ­ვი­ლი;
  2. სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი – ლუ­კა ღლონ­ტი (24 გა­ტა­ნი­ლი გო­ლი);
  3. მო­აზ­როვ­ნე ფეხ­ბურ­თე­ლი – თა­მაზ ბე­ქა­უ­რი;
  4. ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი – მი­ხე­ილ ოქი­ტაშ­ვი­ლი.

გუნ­დე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, შო­თა მა­ლა­ზო­ნი­ამ.

♦ ♦ ♦

მო­რი­გი მე­მო­რი­ა­ლი მე-60 სკო­ლა­ში მი­ეძღ­ვ­ნა, ასე­ვე, 1981 წლის 13 მა­ისს, დი­უ­სელ­დორ­ფ­ში, თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სის ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ ფეხ­ბურ­თელ­თა გუნ­დის უფ­როსს – კა­ხი ასა­თი­ანს, მწვრთნელს – სერ­გო კუ­ტი­ვა­ძეს, „დი­ნა­მოს“ ექიმს – პრო­ფე­სორ ზა­ქა­რია თე­ლი­ას და მკურ­ნალ ექიმს – ან­ზორ გა­ბი­ტაშ­ვილს.

ხსოვ­ნის ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ IX-X-კლა­სელ­თა გუნ­დე­ბი. 8 გუნ­დი ორ ქვეჯ­გუ­ფად და­ი­ყო, თა­მა­შე­ბი წრი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­და. ჯგუ­ფე­ბი­დან I-II ად­გი­ლებ­ზე გა­სულ­მა გუნ­დებ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს.

საპ­რი­ზო მე-3 ად­გილ­ზე Xგ კლა­სის გუნ­დი გა­ვი­და, კა­პი­ტა­ნი – ლი­კა უბი­რია, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი – ეკა­ტე­რი­ნე გი­ორ­გო­ბი­ა­ნი.

ფი­ნალ­ში ერ­თ­მა­ნეთს Xა და IXგ კლა­სე­ბის გუნ­დე­ბი შეხ­ვ­დ­ნენ. ორი­ვე გუნ­დი მონ­დო­მე­ბით თა­მა­შობ­და, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სა­ფეხ­ბურ­თო აზ­როვ­ნე­ბი­თა და ხედ­ვით, სწრა­ფი პა­სე­ბით, მოძ­რა­ო­ბე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, ლი­დე­რო­ბით, პრე­სინ­გის დროს თა­ვის დაღ­წე­ვით. გუნ­დებ­მა სა­თა­მა­შო დრო გა­მო­ი­ყე­ნეს და ხა­რის­ხი­ა­ნი თა­მა­ში აჩ­ვე­ნეს. მო­ედ­ნის სივ­რ­ცე­ში მოძ­რა­ო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ორ­თა­ვე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი.

ფი­ნა­ლუ­რი თა­მა­ში მარ­თ­ლაც სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დი გახ­და IXგ კლა­სი, გუნ­დის კა­პი­ტა­ნი – სა­ბა გე­ლაშ­ვი­ლი, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი – ია გო­ბი­ა­ნი.

მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი Xა კლა­სის გუნ­დის კა­პი­ტან­მა ილია ჯე­ჯე­ლა­ვამ ფი­ნალ­ში 5 გო­ლი გა­ი­ტა­ნა, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი – მა­რი­ნე და­ვი­თუ­ლი­ა­ნი, ან­გა­რი­ში 7:6.

და­სა­ხელ­დ­ნენ ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი:

  1. სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე – ნი­კო­ლოზ ვა­სა­ძე;
  2. სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი – ილია ჯე­ჯე­ლა­ვა (13 გა­ტა­ნი­ლი გო­ლი);
  3. ტექ­ნი­კუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი – სა­ბა მე­ლაშ­ვი­ლი;
  4. მო­აზ­როვ­ნე ფეხ­ბურ­თე­ლი – ან­დ­რია სი­რა­ძე;
  5. ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი – ნი­კა ხურ­ცი­ლა­ვა.

მე-60 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ტურ­ნირს ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: „დი­ნა­მოს“ ექი­მის, ზა­ქა­რია თე­ლი­ას შვი­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ცი­უ­რი თე­ლია, ექი­მი, მტკი­ცე­ბი­თი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტ­რის ლა­ბო­რან­ტი; შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი – ალექ­სან­დ­რე (სან­დ­რო) თე­ლია, ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი, თე­რა­პევ­ტი, ოჯა­ხის ექი­მი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი და ზა­ზა თე­ლია, დერ­მა­ტო­ლოგ-ვე­ნე­რო­ლო­გი, სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი; ქა­ლ­ბატონი ლამარა კონ­ტუაძე, თელიების ოჯახის მეგობარი.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტანს თა­სი გა­დას­ცა ალექ­სან­დ­რე (სან­დ­რო) თე­ლი­ამ.

ორი­ვე ტურ­ნი­რის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, მე-60 სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის პე­და­გო­გი ვახ­ტანგ ბა­ქა­ნი­ძე.

ტურ­ნი­რე­ბის მსვლე­ლო­ბას დი­დი ყუ­რადღე­ბით ადევ­ნებ­და თვალს სკო­ლის ექი­მი, პე­დი­ატ­რი, ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა ძან­ძა­ვა. მი­სი ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე, არც ერ­თი მო­ნა­წი­ლე არ და­იშ­ვე­ბა მო­ე­დან­ზე. დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით მას მზრუნ­ვე­ლო­ბის­თ­ვის. ასე­ვე, მად­ლო­ბას ვუხ­დით სკო­ლის მე­ნე­ჯერს, ქალ­ბა­ტონ თა­მარ ან­დ­რი­ა­ძეს, მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კითხე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დრო­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები