12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიის LimesCongress-ს 2024-ში ბათუმი უმასპინძლებს

spot_imgspot_img

აჭარის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ვარშავის უნივერსიტეტისა და არქეოლოგიური ჯგუფის ჩართულობით, პირველად საქართველოში, რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდება.

2022 წლის, 22-27 აგვისტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ ზაურ ახვლედიანი, სააგენტოს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი ლაშა ასლანიშვილი და სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველი ემზარ კახიძე ნიდერლანდებში, ქალაქ ნაიმეგენში, #ლიმესკონგრესი2022 მონაწილებდნენ.

ლიმეს კონგრესი 1949 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ყოფილი “Imperium Romanum” (რომის იმპერიის) გავრცელების არეალში იმართება. ფორუმში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები იღებენ. ამ წელს კონგრესს 35 ქვეყნის 500-მდე დელეგატი დაესწრო.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება