25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

KIU-მ „GET LOST WIZZAIR“-ის მონაწილეებს უმასპინძლა

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ვიზიტად მყოფი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები ეწვივნენ.

პროექტის „GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“    მონაწილე 200 სტუმრისთვის მოეწყო საინფორმაციო ტური. ვიზიტორები გაეცნენ რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს საუნივერსიტეტო ქალაქს, დაათვალიერეს  KIU-ს კამპუსი,საცხოვრებელი და სასწავლო სივრცე და სტრიტ არტის ნამუშევრები. ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს.

ბლოგერების ვიზიტი უნივერსიტეტში პროექტის „GET LOST WIZZAIR“ ფარგლებში განხორციელდა. მსგავსი მასშტაბის ინფოტური საქართველოში პირველად ჩატარდა.  ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსულ 100 ჟურნალისტს, ბლოგერსა და ინფლუენსერს (მეწყვილეებთან ერთად) 4 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ისინი გაეცნენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებსა და  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ვიზიტის შემდეგ იგეგმება სხვადასხვა ვიდეორგოლის გადაღება და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე მათი განთავსდება.

პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში იმერეთის რეგიონის  ცნობადობის ზრდის ხელშეწყობას, ქუთაისში DMO იმერეთისა  და კომპანიის Wizz air abu dhabi-ს  თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.

პროექტში პარტნიორი ორგანიზაციების სტატუსით ჩართულები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება,  საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის – სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები