24 ნოემბერი, კვირა, 2024

რო­გორ მკითხ­ველს ვზრდით?

spot_img

ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე

პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

 

„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ 17 ოქ­ტომ­ბ­რის ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და ქე­თე­ვან აბ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლი „ერ­თი ტენ­დენ­ცი­ის შე­სა­ხებ“. მას­ში გან­ხი­ლუ­ლია ძალ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხი, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა სკო­ლა­ში სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტე­ბის შე­მოკ­ლე­ბა/ადაპ­ტი­რე­ბას, „პოეზი­ის გაპ­რო­ზა­უ­ლე­ბა­სა და ეპო­სის გა­ში­ნა­არ­სე­ბას“. ვე­თან­ხ­მე­ბით ავ­ტორს – ამ ტენ­დენ­ცი­ამ ბო­ლო წლებ­ში მზარ­დი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. თუ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ მხო­ლოდ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ იბეჭ­დე­ბო­და ასე­თი გა­ში­ნა­არ­სე­ბუ­ლი სა­ხით და ისიც სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა დიდ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევ­და, დღეს ის უკ­ვე ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის სხვა ნი­მუ­შებ­საც შე­ე­ხო. ასე თუ გაგ­რ­ძელ­და, ალ­ბათ შორს არ არის ის დრო, რო­დე­საც მოს­წავ­ლე მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის სი­უ­ჟეტს გა­ეც­ნო­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა მხატ­ვ­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და გა­მო­ხატ­ვის წმინ­და ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს, იგი მის­თ­ვის სა­მუ­და­მოდ შე­უც­ნო­ბი დარ­ჩე­ბა.

ლი­ტე­რა­ტუ­რა რომ ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გია, დღეს ამა­ზე უკ­ვე აღა­რა­ვინ და­ვობს. „მწერ­ლო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას ორი მთა­ვა­რი სა­კითხია გა­სარ­კ­ვე­ვი – რა არის გა­მო­ხა­ტუ­ლი (გად­მო­ცე­მუ­ლი, ასა­ხუ­ლი) ნა­წარ­მო­ებ­ში, და რო­გორ. ჩვე­უ­ლებ­რივ, პირ­ველ კითხ­ვას ად­ვი­ლად გა­ე­ცე­მა ხოლ­მე პა­სუ­ხი… მე­ო­რე კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა კი გა­ცი­ლე­ბით ხან­გ­რ­ძ­ლივ დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­ცი­ურ ანა­ლიზს ითხოვს“ (ელე­ნე თა­ბო­რი­ძე, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა სკო­ლა­ში, თბ. 2022წ). აი, ამ მე­ო­რე კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის მი­ღე­ბი­სა­გან ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ მოს­წავ­ლეს, რო­დე­საც მას ე.წ. „გა­ში­ნა­არ­სე­ბულ“ მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტებს ვთა­ვა­ზობთ. მხატ­ვ­რუ­ლი სიტყ­ვა სადღაც უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი ზღა­პარს ან სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექსტს ემ­ს­გავ­სე­ბა.

პი­რა­დად მე არ მი­მაჩ­ნია სწო­რად არც პო­ე­მე­ბის გა­ში­ნა­არ­სე­ბა და არც ჩვე­ნი აგი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ში­ნა­არ­სობ­რივ დო­ნე­ზე გან­ხილ­ვა. მწე­რალს სწო­რედ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ენობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მი­აქვს მკითხ­ვე­ლამ­დე სათ­ქ­მე­ლი, სწო­რედ მხატ­ვ­რუ­ლი გა­მო­სახ­ვის ხერ­ხე­ბით გვა­ზი­ა­რებს იგი ის­ტო­რი­ულ ეპო­ქა­სა და გმი­რის ხა­სი­ათ­თან. ვრცე­ლი პრო­ზა­უ­ლი ტექ­ს­ტის (გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ მას­ში ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენის ელე­მენ­ტე­ბი ჭარ­ბობს) გარ­კ­ვე­უ­ლი შე­მოკ­ლე­ბა, ადაპ­ტი­რე­ბა ალ­ბათ აუცი­ლე­ბე­ლიც არის, მაგ­რამ აქ­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი უნ­და იყოს მე­თო­დუ­რი აპა­რა­ტიც, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს ტექ­ს­ტის მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წი­ლის აღ­ქ­მა­სა და გა­აზ­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

რო­დე­საც სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტე­ბის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ, ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან უნ­და გავ­მიჯ­ნოთ ხალ­ხუ­რი ზღა­პა­რი, რო­გორც ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბის ნი­მუ­ში, და ლი­ტე­რა­ტუ­ლი ტექ­ს­ტი, რო­მელ­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი ავ­ტო­რი ჰყავს. რაც შე­ე­ხე­ბა ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის ნი­მუ­შებს, აქ ცო­ტა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გვაქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მათ ერ­თი ავ­ტო­რი არ ჰყავთ, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქმნი­და თა­ვად ხალ­ხი; ხში­რად ერ­თი და იმა­ვე ზღაპ­რის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ზღა­პარ­ზე ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას) მრა­ვა­ლი ვა­რი­ან­ტი არ­სე­ბობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფი­ნა­ლი­თა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ენობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ისიც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს ზღაპ­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ იქ­მ­ნე­ბო­და. ამი­ტო­მაც არც თუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა მა­თი ადაპ­ტი­რე­ბა სას­კო­ლო პრო­ცეს­თან, მოს­წავ­ლის ასა­კობ­რივ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­თან. ნი­მუ­შად ყვე­ლა­სათ­ვის ნაც­ნობ ზღა­პარს „მე­ლა­სა და ჩიტს“ და­ვა­სა­ხე­ლებ. გვახ­სოვს, რო­გორ უყ­რი­და შე­ში­ნე­ბუ­ლი ჩი­ტი ჩი­ო­რა თა­ვის ბარ­ტყებს მსუ­ნაგ მე­ლას იმ იმე­დით, რომ ერთს მა­ინც გა­და­არ­ჩენ­და. არ ვი­ცი, ეს სი­უ­ჟე­ტი რამ­დე­ნად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია სხვა ქვეყ­ნე­ბის ფოლ­კ­ლორ­ში, ჩვენს ხალხს კი ალ­ბათ ჩვენ­მა ის­ტო­რი­ულ­მა სი­ნამ­დ­ვი­ლემ უკარ­ნა­ხა მი­სი შექ­მ­ნა. რა ვქნათ, არ წა­ვა­კითხოთ იგი ბავ­შ­ვებს? არა­და მი­სი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფი­ნა­ლით (მო­ნა­დი­რე მა­შინ­ვე გა­მოჩ­ნ­და და მე­ლა გა­აგ­დო, ჩიტ­საც ყვე­ლა ბარ­ტყი უვ­ნებ­ლად დარ­ჩა). ადაპ­ტი­რე­ბა თა­ვად იაკობ გო­გე­ბაშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის, ამ სა­ხით შე­ი­ტა­ნა მან იგი „დე­და ენის“ 1912 წლის გა­მო­ცე­მა­ში, მა­შინ რო­დე­საც „დე­და ენის“ პირ­ველ გა­მო­ცე­მა­ში ტექ­ს­ტი სრუ­ლი სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. 1944 წელს იაკო­ბი­სე­უ­ლი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი შე­ი­ტა­ნეს ნ. ბოც­ვა­ძემ და ეკ. ბურ­ჯა­ნა­ძე­მაც „დე­და ენის“ ახალ გა­მო­ცე­მა­ში, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვ. რა­მიშ­ვი­ლის „დე­და­ე­ნა­შიც“ 1969 წელს და ამით არა­ფე­რი და­შა­ვე­ბუ­ლა.

სა­ერ­თოდ კი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ თქვე­ნი გა­ზე­თი ხში­რად გვთა­ვა­ზობს მსგავს წე­რი­ლებს და გვაძ­ლევს და­ფიქ­რე­ბის, ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბას. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში (და ბუ­ნებ­რი­ვია, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბა­შიც) ძა­ლი­ან ბევ­რია სა­კა­მა­თო და მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები