20 აპრილი, შაბათი, 2024

ერ­თი ტენ­დენ­ცი­ის თა­ო­ბა­ზე 

spot_img

ქე­თე­ვან აბ­რა­მიშ­ვი­ლი

ფი­ლო­ლო­გი, რე­დაქ­ტო­რი

 

ერთ ტენ­დენ­ცი­ა­ზე მინ­და ვი­ლა­პა­რა­კო, რა­საც მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ადაპ­ტი­რე­ბა, პო­ე­ზი­ის გაპ­რო­ზა­უ­ლე­ბა და ეპო­სის გა­ში­ნა­არ­სე­ბა ჰქვია, იმ ტენ­დენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლო კავ­შირ­შია სიტყ­ვას­თან – ზღაპ­რის, თქმუ­ლე­ბის, ძვე­ლი თუ ახა­ლი ქართუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ხატ-სა­ხე­ებ­თან, მო­ზარ­დი თა­ო­ბის ფი­ზი­კურ-სუ­ლი­ერ აღ­ზ­რ­დას­თან და… თუ ამ ჯაჭვს გავ­ყ­ვე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან.

„ნა­მე­ტა­ნი იქ­ნე­ბა იმა­ზედ ლა­პა­რა­კი, რა დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ქვეყ­ნი­სათ­ვის კითხ­ვას ყმაწ­ვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­და­ზედ, რად­გა­ნაც ცხა­დია, რომ ქვეყ­ნის მყო­ბა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზედ, რო­მელ­საც მის­ცე­მენ ახალ თა­ო­ბას.“ 1

რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ზღა­პა­რი ან სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი არაა და სკო­ლა­შიც მხო­ლოდ ადაპ­ტი­რე­ბულ ტექ­ს­ტებს არ ას­წავ­ლი­ან. მე მხო­ლოდ იმ სა­ერ­თო და სამ­წუ­ხა­როდ, მზარდ ტენ­დენ­ცი­ას შე­ვე­ხე­ბი, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ წა­მო­ყო თა­ვი და დღი­თი დღე გლო­ბა­ლურ მას­შ­ტაბს იძენს. ეს მავ­ნე ტენ­დენ­ცია ნელ-ნე­ლა შე­მოგ­ვე­პა­რა და ახ­ლა ხვი­ა­რა მცე­ნა­რე­სა­ვით შე­მოხ­ვე­ვია ზღაპ­რის, თქმუ­ლე­ბის, მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის „ხელი-ხელ სა­გოგ­მა­ნებ“ მარ­გა­ლი­ტებს.

უარ­ყო­ფი­თი ტალ­ღა, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ტენ­დენ­ცი­ის სა­ხით იჩენს ხოლ­მე თავს, შე­იძ­ლე­ბა ყუ­რადღე­ბის ღირ­სა­დაც არ ჩათ­ვა­ლო და წლე­ბის შემ­დეგ უკ­ვე სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად იქ­ცეს და თა­ვი­სი კვა­ლი და­აჩ­ნი­ოს მო­მა­ვალ თა­ო­ბას, მო­მა­ვალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

რა სა­ო­ცა­რიც არ უნ­და იყოს, ადაპ­ტა­ცია, პირ­ველ რიგ­ში, ზღაპ­რებს შე­ე­ხო, მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე გაჩ­ნ­და უამ­რა­ვი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი, ე. წ. ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ზღა­პა­რი.

„ზღა­პა­რი დღე­საც აძ­ლევს ახალ­გაზ­რ­დო­ბა­სა და ხალხს იმ ჯან­საღ საკ­ვებს, რო­მელ­საც ისი­ნი არა­ნა­ირ სხვა საკ­ვებ­ზე არ გაც­ვ­ლი­ან.“ – ამას იაკობ გრი­მი წერ­და თა­ვის „გერ­მა­ნულ მი­თო­ლო­გია“-ში.2

იაკობ გრი­მი არ იყო უბ­რა­ლო მეზღაპ­რე, იგი ის ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­მაც მეც­ნი­ე­რუ­ლად შე­ის­წავ­ლა გერ­მა­ნუ­ლი ზღა­პა­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ე­ცა­და და­მა­ხინ­ჯე­ბი­სა თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი „შეს­წო­რე­ბე­ბის­გან“ და­ეც­ვა და ხე­ლუხ­ლებ­ლად შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის, რად­გან კარ­გად უწყო­და, რომ „ზღა­პა­რი ის სუ­ლი­ე­რი საკ­ვე­ბია, რო­მე­ლიც ზრდის კა­ცობ­რი­ო­ბას, რო­მე­ლიც წყა­ლი­ვით და საკ­ვე­ბი­ვით სჭირ­დე­ბა.“ 3

ზღა­პა­რი ხატ-სა­ხე­ე­ბის ენით გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, თით­ქოს­და სიტყ­ვე­ბით ხა­ტავს, მაგ­რამ ეს არაა სა­კუ­თა­რი პო­ე­ტუ­რი ფან­ტა­ზი­ით შექ­მ­ნი­ლი ხა­ტე­ბი.

„ყო­ვე­ლი ზღა­პა­რი იგი­ვე პა­ტა­რა დრა­მაა, რო­მე­ლიც ჩვენ­ში­ვე არ­სე­ბულ სცე­ნა­ზე თა­მაშ­დე­ბა.“ 4 – ამი­ტო­მაა, ასე სა­თუ­თად რომ არ­ხევს იგი ჩვე­ნი გუ­ლის უხი­ლავ სი­მებს და მი­სი გა­და­კე­თე­ბი­სა თუ სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბის შე­დე­გე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, პა­ტა­რებს და შემ­დეგ, სკო­ლის ასა­კი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 35 წლის ჩათ­ვ­ლით, ახალ­გაზ­რ­დებს ეხე­ბათ.

ყრმო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი „შეც­დო­მა“, სხვა­დას­ხ­ვა ავად­მ­ყო­ფო­ბი­სა თუ ზნე-ხა­სი­ა­თის სა­ხით, სწო­რედ ზრდას­რულ ასაკ­ში იჩენს ხოლ­მე თავს, რად­გან – ბავ­შ­ვო­ბის ხა­ნი­დან მო­დის ზნე­ობ­რი­ვი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის, თვით­და­ჯე­რე­ბი­სა თუ თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ოპ­ტი­მიზ­მის, ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კი­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ასე­ვე სა­კუ­თარ თავ­ში და­ეჭ­ვე­ბის, კომ­პ­ლექ­სე­ბის, ნევ­რო­ზე­ბის, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა და ბევ­რი ისე­თი იმ­პულ­სიც, რის სა­თა­ვე­საც ვე­ძებთ და ვერ გვი­პო­ვია. სა­თა­ვე კი ჩვენ­სა­ვე ბავ­შ­ვო­ბა­შია.

ზღა­პარს აქვს რიტ­მის სიმ­ბო­ლი­კა. ამი­ტომ იმ­დენ­ჯერ უნ­და იქ­ნას გა­მე­ო­რე­ბუ­ლი ერ­თი­ და ­ი­გი­ვე წი­ნა­და­დე­ბა, რამ­დენ­ჯე­რაც ზღა­პარ­შია მო­ცე­მუ­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ, თუნ­დაც რა წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რიტ­მი, რაც ზღა­პარ­ში ერ­თი ­და ­ი­მა­ვე პა­სა­ჟის გა­მე­ო­რე­ბით იქ­მ­ნე­ბო­და („გვრი­ტო, გვრი­ტო სად მი­დი­ხა­რო?“…). ეს რიტ­მი ემ­თხ­ვე­ვა ბავ­შ­ვის ზრდის რიტმს, უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვის კარგ მეხ­სი­ე­რე­ბას.

სუ­ლაც არაა შემ­თხ­ვე­ვი­თი, რომ ბავ­შ­ვე­ბი ასე და­ბე­ჯი­თე­ბით ითხო­ვენ ხოლ­მე ერ­თი და იმა­ვე ზღაპ­რი­სა თუ ლექ­სის, ამ­ბის გა­მე­ო­რე­ბას. არ გა­პა­ტი­ე­ბენ ერ­თი სიტყ­ვის შეც­ვ­ლა­საც კი.

რიტ­მუ­ლი სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­ში ისე­თი ფა­ქი­ზი პრო­ცე­სე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ხდე­ბა, რო­გო­რი­ცაა მაგ., გა­გე­ბი­სა და შეგ­რ­ძ­ნე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა — რა­საც ამ­ბობ­და და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი და რა პრინ­ცი­პი­თაც აქვს შექ­მ­ნი­ლი „და­ვი­თი­ა­ნი“ („მე სიბ­რ­ძ­ნი­სა­ებრ ჩემ­თა­სა არ და­ვა­დუ­მებ ბრძნო­ბა­სა, რა­სა­ცა მომ­ცემს გამ­ჩე­ნი შეტყო­ბა­სა და გრძნო­ბა­სა“). ამი­ტო­მაა მი­სი სა­ო­ცა­რი პო­ე­ზია, ფსალ­მუნ­თა ავ­ტო­რის მსგავ­სად, სიმ­ღე­რას­თან, რიტ­მ­თან, სა­რი­ტუ­ა­ლო ცეკ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი;

„იქ, სა­დაც ნა­ნახს ვიხ­სე­ნებთ, ყუ­რით გა­გო­ნილ­საც აღ­ვიქ­ვამთ, რიტ­მულ სის­ტე­მა­ში ორი­ვე უნა­რი ერ­თ­მა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. რიტ­მუ­ლი სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა აგ­რეთ­ვე ჩვენ მი­ერ ნა­ნა­ხის დახ­სო­მე­ბა და სმე­ნით აღ­ქ­მა, რაც, თა­ვის მხრივ, ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.“ ნე­ბის ძა­ლე­ბი კი წარ­მარ­თავს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას.5

„ზღა­პა­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი რიტ­მის მქო­ნე ნა­წარ­მო­ე­ბი, ისე­თი­ვე მო­საფ­რ­თხი­ლე­ბე­ლია და ისე­ვე არ შე­იძ­ლე­ბა მას­ზე ძა­ლა­დო­ბა, რო­გორც ფერ­წე­რულ, მუ­სი­კა­ლურ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ თუ ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა სფე­როს ნა­წარ­მო­ებ­ზე. ზღაპ­რის რიტმს ქმნის ალი­ტე­რა­ცი­უ­ლი სიტყ­ვე­ბის ხმა­რე­ბა, მო­ტი­ვე­ბის გა­მე­ო­რე­ბა, მას­ში სამ­მა­გო­ბის პრინ­ცი­პის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვა. ეს ფერ­ხუ­ლის, ღვთა­ე­ბის მი­მოს­ვ­ლის რიტ­მია, რაც ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ ყო­ფა­ში ბორ­ჯღა­ლით გად­მო­ი­ცე­მო­და და რაც და­დე­ბით ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა­ზე. მი­სი და­მა­ხინ­ჯე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად აქ­ცევს ნა­წარ­მო­ებს, ეს კი, მარ­თ­ლაც, სა­ში­ნე­ლე­ბის გრძნო­ბას გა­უ­ჩენს ბავშვს.“ 6

ზღა­პა­რი ისე­დაც მარ­ტი­ვია, ოღონდ გე­ნი­ა­ლუ­რად მარ­ტი­ვი და არა მგო­ნია, ჩვე­ნი ჩა­რე­ვა ჭირ­დე­ბო­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს ზღაპ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას აღა­რა აქვს მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ზღაპ­რის­თ­ვის  და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, უნი­კა­ლუ­რი და­საწყი­სი „იყო და არა იყო რა“… – ასე მშვი­დად რომ გა­დაჰ­ყავს ბავ­შ­ვი ზღაპ­რის პი­რო­ბით სამ­ყა­რო­ში და ზღაპ­რუ­ლი ხატ-სა­ხე­ე­ბის აღ­საქ­მე­ლად ამ­ზა­დებს (ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ეს, ერ­თი შე­ხედ­ვით უბ­რა­ლო და­საწყი­სი, კა­ცობ­რი­ო­ბის შექ­მ­ნის ის­ტო­რი­ის ძა­ლი­ან ღრმა და მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლი ფორ­მუ­ლაა).

„ყოვ­ლად გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია ტენ­დენ­ცია, რომ ზღა­პა­რი სა­გან­გე­ბო გა­მარ­ტი­ვე­ბა-ადაპ­ტა­ცი­ის გა­რე­შე არ უნ­და მი­ვა­წო­დოთ ბავ­შ­ვებს. ეს ახა­ლი ხედ­ვა, რო­მე­ლიც აიტა­ცეს გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა და კლა­სი­კოს­თა ქმნი­ლე­ბებ­საც შე­ე­ხო, მო­დის ზღაპ­რის არ­სის არ­ცოდ­ნი­დან. ამ ჟან­რის ნა­წარ­მო­ებ­მა იმი­ტომ არ გა­მო­ი­ა­რა 21 სა­უ­კუ­ნე ქრის­ტეს და­ბა­დე­ბი­დან და ალ­ბათ ერ­თი იმ­დე­ნიც – მი­ნამ, რომ ხელ­ვ­ყოთ.“ 7

აქ­ტი­უ­რად ხდე­ბა ზღაპ­რის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა სა­ბავ­შ­ვო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბით. იმა­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, რომ ბავ­შ­ვი ამ დროს გა­უნ­ძ­რევ­ლად ზის და ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში იკ­ლავს თა­მა­შის, სირ­ბი­ლის, მოძ­რა­ო­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბას. თა­მა­შე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ზარ­დი ასა­კის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბელ და და­უშ­ვე­ბელ სი­სას­ტი­კეს ნერ­გავს მათ­ში.

ბავ­შ­ვებ­ში, მო­ზარ­დებ­ში ძა­ლი­ან მომ­რავ­ლ­და ში­შის, ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის სინ­დ­რო­მი, გამ­რავ­ლ­და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა და რაც მთა­ვა­რია, მო­ზარ­დის ცნო­ბი­ერ­მა ბევ­რი ისე­თი რამ და­უშ­ვა, რა­საც ად­რე ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით და რა­ში­დაც ჩვენს სა­ბავ­შ­ვო ინ­დუს­ტ­რი­ას დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის.

სწავ­ლა-აღ­ზ­რ­და იმ­დე­ნად მჭიდ­რო­დაა გა­დაჯ­ჭ­ვუ­ლი მო­ზარ­დი თა­ო­ბის ფი­ზი­კურ-სუ­ლი­ერ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან, რომ იმა­საც კი აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რა­ნა­ი­რად ვიხ­მართ თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას – იქ­ნე­ბა იგი ოდენ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ც­ვე­ლი, მხო­ლოდ ინ­ტე­ლექტს რომ ეხე­ბა თუ ცოცხა­ლი, ფრთი­ა­ნი, გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი. მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, პო­ე­ზია იქ­ნე­ბა თუ პრო­ზა, მხო­ლოდ სიტყ­ვით ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას, სიტყ­ვაა მი­სი იარა­ღი, კლა­სი­კოს­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, „გა­ნი­ა­რა­ღე­ბუ­ლია“ და შეკ­ვე­ცილ, ხატ-სა­ხე­ე­ბის­გან დაც­ლილ წი­ნა­და­დე­ბე­ბა­დაა გარ­დაქ­მ­ნი­ლი. მხო­ლოდ ამ­ბა­ვი შეგ­ვ­რ­ჩა ხელთ. ამ­ბა­ვი კი ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­რის ნე­ბის­მი­ერ ნა­წარ­მო­ებს შე­იძ­ლე­ბა ერ­თი და იგი­ვე ჰქონ­დეს.

მინ­და შე­ვე­ხო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის სა­კითხს, რაც გარ­კ­ვე­ულ სიძ­ნე­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ არც იმ­დე­ნად, რომ მხატ­ვ­რუ­ლი სიტყ­ვის­გან დაც­ლილ ში­ნა­არ­სად გარ­დავ­ქ­მ­ნათ და მხო­ლოდ ამ­ბა­ვი მი­ვა­წო­დოთ.

ძვე­ლი ქარ­თუ­ლი იმ­დე­ნად არაა და­შო­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულს, რომ ტექ­ს­ტ­ზე დარ­თუ­ლი გან­მარ­ტე­ბი­სა თუ ლექ­სი­კო­ნის დახ­მა­რე­ბით ვერ ჩავ­წ­ვ­დეთ ქარ­თუ­ლი სიტყ­ვის აზ­რ­სა და ხიბლს და ისე­თი მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წვდო­მა და­ვუ­კარ­გოთ მო­ზარდ თა­ო­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა: „წამებაჲ წმი­დი­სა შუ­შა­ნი­კი­სი დე­დოფ­ლი­საჲ“, (ანუ „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა“ – რო­გორც რა­ტომ­ღაც და­ვარ­ქ­ვით!), „ცხო­რე­ბაჲ წმი­დი­სა გრი­გოლ ხაან­ძ­თე­ლი­სა“ („გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის ცხოვ­რე­ბა“), „წა­მე­ბაჲ წმი­დი­სა და ნე­ტა­რი­სა ჰა­ბო­ი­სი“ („აბო თბი­ლე­ლის წა­მე­ბა“).

მით უმე­ტეს, არა­ნა­ი­რი „გად­მო­ქარ­თუ­ლე­ბა“ არ ჭირ­დე­ბა სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის გე­ნი­ა­ლუ­რი სი­მარ­ტი­ვით და­წე­რილ იგავ-არა­კებს, მი­სი სათ­ქ­მე­ლი სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვის გრძნო­ბა-გო­ნე­ბამ­დეც კი იოლად აღ­წევს.

მოს­წავ­ლე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად  ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტექ­ს­ტის გვერ­დით არ­სე­ბობს აგ­რეთ­ვე ახა­ლი ქარ­თუ­ლით „ნა­თარ­გ­მ­ნი“ ტექ­ს­ტი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რაც უნ­და ზედ­მი­წევ­ნით იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მკითხ­ვე­ლი (მეტ­წი­ლად მოს­წავ­ლე­ე­ბი, მო­ზარ­დე­ბი – ძველ ქარ­თულ­ში გა­უჩ­ვე­ველ­ნი და გა­მო­უც­დელ­ნი) „მთარ­გ­მ­ნე­ლის“ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ასო­ცი­ა­ცი­ას და ხატ-სა­ხე­ებს მიყ­ვე­ბა და არა სა­კუ­თარს, ამი­ტომ სიტყ­ვის უშუ­ა­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბის მა­გი­უ­რი ძა­ლა სუს­ტ­დე­ბა. ტექ­ს­ტ­თან ლექ­სი­კო­ნის დარ­თ­ვა-გან­მარ­ტე­ბა კი სა­კუ­თარ თავ­თან, სა­კუ­თარ წარ­მო­სახ­ვას­თან ტო­ვებს მკითხ­ველს და თა­ვი­სუფ­ლე­ბას უტო­ვებს მი­სი გან­ც­დი­სა და გა­გე­ბის უნარს, მის ფან­ტა­ზი­ას.

ასე­ვე, არ­სე­ბობს ტექ­ს­ტის „გა­ში­ნა­არ­სე­ბა“.

პრინ­ცი­პი, რომ სულ არა­რა­ო­ბის ცოდ­ნას, ჯო­ბია ში­ნა­არ­სი მა­ინც იცო­დეს, არა მგო­ნია, სწო­რი მიდ­გო­მა იყოს. ში­ნა­არ­სით მხო­ლოდ ამ­ბა­ვი ეცო­დი­ნე­ბა. ჩვენ რა ვი­ცით, მო­ზარ­დის გულ­სა და გო­ნე­ბას უეც­რად რა სიტყ­ვა მოხ­ვ­დე­ბა და რა ზე­მოქ­მე­დე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რას შეც­ვ­ლის მის ცხოვ­რე­ბა­ში. მხატ­ვ­რულ ლიტ­რა­ტუ­რას ხომ მხო­ლოდ მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის არ ვას­წავ­ლით. გარ­და ამი­სა, რაც უფ­რო ძნე­ლი და­საძ­ლე­ვია სა­გა­ნი და რაც უფ­რო ეც­დე­ბა მოს­წავ­ლე მის შეს­წავ­ლას, მით უფ­რო გა­უ­ვარ­ჯიშ­დე­ბა და გა­უძ­ლი­ერ­დე­ბა ნე­ბა. მით უმე­ტეს, თუ ამას საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ხათ­რი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით გა­ა­კე­თებს. მას­წავ­ლებ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მა­გი­უ­რად მოქ­მე­დებს.

სა­გან­გე­ბოდ მინ­და შე­ვე­ხო „ვეფხის­ტყა­ო­სანს“, დი­დი წვლი­ლი რომ მი­უძღ­ვის ქარ­თ­ვე­ლი ერი­სა და ქარ­თუ­ლი ენის გა­დარ­ჩე­ნა­ში.

„ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ის უკ­ვ­და­ვე­ბის წყა­როა, მძლავ­რი იარა­ღია, ასე­რი­გად რომ ჭირ­დე­ბათ მო­ზარ­დებს გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში და ამ რთულ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წლებ­ში აყა­ლი­ბებს კი­დეც მათ­ში სწორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სამ­ყა­რო­სად­მი, ადა­მი­ა­ნი­სად­მი, ბო­რო­ტი­სა და კე­თი­ლი­სად­მი (რი­სი გარ­ჩე­ვაც დღეს ასე ძა­ლი­ან ჭირს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ზღაპ­რე­ბის, „გზა­საც­დე­ნი­ლი“ მულ­ტ­ფილ­მე­ბი­სა თუ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის გა­მო), აყა­ლი­ბებს ზო­გად ზნე­ობ­რივ პრინ­ცი­პებს და ამი­თი, რაც მთა­ვა­რია, მო­ზარ­დ­თა ყუ­რადღე­ბას მი­მარ­თავს სამ­ყა­როს ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო კა­ნო­ნე­ბის­კენ და იცავს მათ გარ­და­ტე­ხის ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი ტკი­ვი­ლი­სა და პრობ­ლე­მის­გან:

„მო­ზარ­დის ფი­ზი­კურ-ფსი­ქი­კუ­რი ძა­ლე­ბი იმის­თ­ვის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა, რომ სამ­ყა­როს სა­ი­დუმ­ლოთ მი­ე­ახ­ლოს, გა­დას­ხ­ვა­ფერ­დე­ბა/გა­ნიც­დის ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ას და ინ­ს­ტიქ­ტუ­რად ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით იმოქ­მე­დებს – ძა­ლა­დო­ბი­სა და ერო­ტი­კის. სა­უ­ბე­დუ­როდ, თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კას ეს გარ­და­ტე­ხის ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი ჰგო­ნია. არა­და, სწო­რი აღ­ზ­რ­დის შემ­თხ­ვე­ვა­ში, 14 წლი­დან 20 წლამ­დე, ახალ­გაზ­რ­დებ­ში ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო. ამ­გ­ვა­რი რა­მე­ე­ბი ზე­და­პი­რუ­ლად არ დევს  და თუ ამ ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნი­ხი­ლე­ბა, რა­ღაც სატ­კი­ვარ­თან გვაქვს საქ­მე. თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის ავად­მ­ყო­ფო­ბად სწო­რედ ამ სა­კითხე­ბის­დ­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მუდ­მე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. მაგ­რამ ამ სა­კითხებს სწო­რედ იმი­ტომ ანი­ჭე­ბენ ამ­ხე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რომ არ იცი­ან რო­გორ გა­უღ­ვი­ვონ ინ­ტე­რე­სი ახალ­გაზ­რ­დებს სამ­ყა­როს იდუ­მა­ლე­ბის შეც­ნო­ბის­კენ, ამ სიტყ­ვის ყვე­ლა­ზე ღრმა გა­გე­ბით.“ 8 – ეს სტრი­ქო­ნე­ბი ჯერ კი­დევ მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში და­ი­წე­რა და რა სამ­წუ­ხა­როა, რომ დღეს კი­დევ უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

მხატ­ვ­რულ სიტყ­ვას, გეს­მის თუ არა მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, თა­ვი­სი ძა­ლა და ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს მკითხ­ველ­ზე და მსმე­ნელ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვო­ბის წლებ­სა და მო­ზარდ ასაკ­ში. ყვე­ლას გან­გ­ვიც­დია ალ­ბათ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ სიტყ­ვის მა­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, სიტყ­ვა-სიტყ­ვით გვეს­მო­და თუ არა.

ახ­ლა კი ხში­რად ვხვდე­ბით სიტყ­ვა-სიტყ­ვით „თარ­გ­მანს“. ერ­თი შე­ხედ­ვით იოლად გა­სა­გე­ბი სტრი­ქო­ნე­ბიც კი,  რო­გო­რე­ბი­ცაა: „იყო არა­ბეთს როს­ტე­ვან, მე­ფე ღმრთი­სა­გან სვი­ა­ნი“ – „არა­ბე­თის სა­მე­ფო ტახ­ტ­ზე იჯ­და მე­ფე როს­ტე­ვა­ნი“ ან „სხვა ძე არ ეს­ვა მე­ფე­სა, მართ ოდენ მარ­ტო ასუ­ლი,“ – „როს­ტე­ვანს ჰყავ­და ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი თი­ნა­თი­ნი, ჭკვი­ა­ნი, ლა­მა­ზი“.

ვამ­ბობთ, „არა­ბეთ­ში ცხოვ­რობ­და მე­ფე როს­ტე­ვა­ნიო“ თუ „იყო არა­ბეთს როს­ტე­ვან“, ში­ნა­არ­სი არ იც­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ იც­ვ­ლე­ბა ფორ­მა, რიტ­მი, წარ­მო­სახ­ვა, მხო­ლოდ ტვი­ნი-ინ­ტე­ლექ­ტი არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ერ­თ­ვე­ბა რიტ­მუ­ლი სის­ტე­მა, სის­ხ­ლის მი­მოქ­ცე­ვა, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა – ის, რა­საც ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი მშვინ­ვერ-სუ­ლი­ე­რი მოძ­რა­ო­ბა ჰქვია და რაც წარ­მარ­თავს ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კურ-ფსი­ქი­კუ­რი სხე­უ­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას. 21-ე სა­უ­კუ­ნის ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ენა ჩვე­ნი წარ­მო­სახ­ვი­სა და ფან­ტა­ზი­ის უნარს ემუქ­რე­ბა, მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტი კი ჩვენ­ში შე­მოქ­მე­დე­ბით უნარს ავი­თა­რებს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გვზრდის, სუ­ლი­ერ საზ­რ­დოს გვაძ­ლევს. გა­გე­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ყუ­რით გა­გო­ნე­ბას, გა­გე­ბა შეგ­რ­ძ­ნე­ბა­საც ნიშ­ნავს, სიტყ­ვის გა­ცოცხ­ლე­ბას ნიშ­ნავს. ყვე­ლა­ნა­ი­რი იდუ­მა­ლე­ბა და ხიბ­ლი იკარ­გე­ბა. იკარ­გე­ბა ის, რის­თ­ვი­საც და­ი­წე­რა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და რა­ტო­მაც მო­აღ­წია ჩვე­ნამ­დე.

მე, სა­გან­გე­ბოდ, ყვე­ლა­ზე იოლი მა­გა­ლი­თი ავი­ღე, სხვა თქვენც ჩემ­ზე უკეთ მო­გეხ­სე­ნე­ბათ. იმის თქმა მინ­და, რომ სწავ­ლე­ბის ამ­გ­ვა­რი სტი­ლით არა­თუ ვა­ზი­ა­რებთ მოს­წავ­ლე­ებს „ვეფხის­ტყა­ო­სანს“, ინ­ტე­რესს გა­ვუქ­რობთ და და­ვუ­კარ­გავთ. “მხო­ლოდ ამ­ბის ცოდ­ნა ვის რას არ­გებს…

ძვე­ლი ქარ­თუ­ლი არაა და­შო­რე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულს. ამას ტექ­ს­ტის გან­ძარ­ც­ვა და გა­ღა­რი­ბე­ბა ჰქვია. ისე, რო­გორც მე­ფე­თა ძვირ­ფას აკ­ლ­და­მებს ძარ­ც­ვავ­დ­ნენ…

ამ პრო­ცესს სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მაც შე­უწყო ხე­ლი და საკ­მა­რი­სია სა­სურ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ჩა­წე­რო, რომ იმ წამ­ს­ვე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­სი, მოკ­ლე ვერ­სია, „პე­რიფ­რა­ზი“, „ახა­ლი ქარ­თუ­ლით“ და­წე­რი­ლი ვერ­სია და ა.შ.

კვდე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა, სიტყ­ვის ის მარ­თ­ლაც ცხო­ველ­მ­ყო­ფე­ლი ძა­ლა, რი­სი მე­ო­ხე­ბი­თაც ხდე­ბა სამ­ყა­როს სა­ი­დუმ­ლო­თა შეც­ნო­ბა, რაც წყა­ლი­ვით აუცი­ლე­ბე­ლია მო­ზარ­დი თა­ო­ბის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით, 7-14-21 წლის ასაკ­ში და გარ­და­ტე­ხის ასა­კის არა­ერთ პრობ­ლე­მას მოხ­ს­ნის.

აღ­ზ­რ­და ბავ­შ­ვის მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას, მის ბედ­ში­დაც კი ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას გუ­ლის­ხ­მობს და მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის (რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მოქ­მე­დი იარა­ღია ამ საქ­მე­ში) ჩვე­უ­ლებ­რივ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ენა­ზე გად­მო­ცე­მა მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და მშრა­ლი სიტყ­ვის ამა­რა ტო­ვებს მო­ზარდ თა­ო­ბას…

მარ­თა­ლია, დე­მოკ­რა­ტი­ის ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ, რო­მელ­მაც ბევ­რი რამ სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ სწავ­ლე­ბა­ში, პე­და­გო­გი­კა­ში არ უნ­და ნიშ­ნავ­დეს იმ საკ­რა­ლუ­რის გა­შიშ­ვ­ლე­ბას, რაც ჩვე­ნი გუ­ლის იდუ­მალ კუნ­ჭულ­შია მი­მა­ლუ­ლი და მუ­დამ ფხიზ­ლობს, რო­გორც სა­ნუკ­ვა­რი სა­ი­დუმ­ლო, რომ სა­თა­ნა­დო ად­გი­ლას, სა­თა­ნა­დო დროს შეგ­ვახ­სე­ნოს თა­ვი და დაგ­ვეხ­მა­როს.

რო­ცა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია ზღა­პა­რი, თქმუ­ლე­ბა, ლექ­სი, მოთხ­რო­ბა, რო­მა­ნი, რო­ცა უარს ვამ­ბობთ მხატ­ვ­რულ ხატ-სა­ხე­ზე, მხატ­ვ­რულ სიტყ­ვა­ზე, რიტ­მ­ზე, რით­მა­ზე, პო­ე­ტურ მე­ტა­ფო­რა­ზე, ალი­ტე­რა­ცი­ა­ზე, მხატ­ვ­რულ სა­ხე­ებ­ზე და რა ბევ­რი გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ებ­ზე – იკარ­გე­ბა მო­ზარ­დი თა­ო­ბის­თ­ვის ასე აუცი­ლე­ბე­ლი სამ­ყა­როს იდუ­მა­ლე­ბა­თა შეც­ნო­ბის მოთხოვ­ნი­ლე­ბა – ჩვენ მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს­თ­ვის ვზრდით ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ჭკუ­ით და არა გუ­ლით მო­აზ­როვ­ნე თა­ო­ბას, რო­მელ­საც აღარ შე­უძ­ლია გუ­რა­მიშ­ვი­ლი­ვით თქვას: „გულ­მა მთქვა“, ვის­თ­ვი­საც გუ­ლის­თ­ქ­მა მხო­ლოდ ინ­ს­ტიქ­ტე­ბი­სა და ქვე­ნა ვნე­ბა­თა ძა­ხი­ლია.

სუ­ლი­ე­რი შიმ­ში­ლი­სა და გა­უცხო­ე­ბის­თ­ვის ხომ არ ვი­მე­ტებთ ჩვენს შვი­ლებს?

დრო არ იც­დის!

იქ­ნებ, დავ­ფიქ­რ­დეთ!

 

  1. ი.ჭავ­ჭა­ვა­ძე, 1938:136-137
  2. FRIEDEL LENZ, BILDSPRACHE DER MლRCNEN, 1997: 3
  3. FRIEDEL LENZ, BILDSPRACHE DER MლRCNEN, 1997:4
  4. FRIEDEL LENZ, BILDSPRACHE DER MლRCNEN, 1997:7
  5. Erziehung und Unterricht aus Menschenerkenntnis GA 302a:7
  6. რუ­სუ­დან ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, „ჯადოს­ნუ­რი ზღაპ­რის ფე­ნო­მე­ნი“ 2016:5
  7. რუ­სუ­დან ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, „ჯადოს­ნუ­რი ზღაპ­რის“ ფე­ნო­მე­ნი
  8. Rudolf Steiner Erziehung und Unterricht aus Menschenerkenntnis GA 302a

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები