31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

რო­გორ ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს დროს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ე­ბი

spot_img

სტა­ტია ეხე­ბა დრო­ის კონ­ცეფ­ცი­ებს, რო­მელ­შიც მო­ვი­აზ­რებთ დროს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სიტყ­ვებს: გუ­შინ, დღეს, ხვალ, პირ­ვე­ლი, შემ­დე­გი, ბო­ლოს და ა.შ. და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის დრო­ის კონ­ცეფ­ცი­ე­ბის სწავ­ლე­ბა გაგ­ვი­ად­ვი­ლებს მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რუ­ტი­ნის შეს­რუ­ლე­ბას, კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის სხვა დრო­ის­თ­ვის გა­და­ტა­ნას, ქცე­ვი­თი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­რე­შე.

რო­დის სწავ­ლო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი დროს­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ცეფ­ცი­ებს? ეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 5-6 წლის ასა­კი­დან იწყე­ბა. ბავ­შ­ვე­ბი ამ ასაკ­ში ცდი­ლო­ბენ, თან­მიმ­დევ­რუ­ლად მოჰ­ყ­ვ­ნენ რა­ი­მე ამ­ბა­ვი, გა­იხ­სე­ნონ აქ­ტი­ვო­ბის პირ­ვე­ლი, შემ­დე­გი და ბო­ლო ნა­წი­ლი, ააგონ რა­ი­მე მოვ­ლე­ნა თან­მიმ­დევ­რუ­ლად მოვ­ლე­ნე­ბის დაწყო­ბით და მე­ტად გა­აც­ნო­ბი­ე­რონ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბი/აქ­ტი­ვო­ბე­ბი, დღის სხვა­დას­ხ­ვა მო­ნაკ­ვეთ­ში.

ბავ­შ­ვის დღის რუ­ტი­ნა გვეხ­მა­რე­ბა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დ­გათ დრო­ის კონ­ცეფ­ცი­ის გაც­ნო­ბა­ში. ისი­ნი ჯერ სწავ­ლო­ბენ, რომ დღე იყო­ფა სხვა­დას­ხ­ვა ნა­წი­ლად: დი­ლა, შუ­ადღე, სა­ღა­მო და ღა­მე. სხვა­დას­ხ­ვა რუ­ტი­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დრო­ის სხვა­დას­ხ­ვა მო­ნაკ­ვეთ­თან, რაც უად­ვი­ლებს ბავ­შ­ვებს მათ და­მახ­სოვ­რე­ბას და ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას. მა­გა­ლი­თად: დი­ლას ბაღ­ში მივ­დი­ვართ, შუ­ადღეს სა­დი­ლის დროა, ღა­მე ვი­ძი­ნებთ და პი­ჟა­მას ვიც­ვამთ.

ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა და სა­ინ­ტე­რე­სოა წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბის გაც­ნო­ბა, მათ იცი­ან, რომ ზაფხუ­ლი ასო­ცირ­დე­ბა სიცხეს­თან და სო­ფელ­ში, ზღვა­ზე წას­ვ­ლას­თან, სა­დაც ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლად ატა­რე­ბენ დროს. ზამ­თარ­ში კი მო­დის თოვ­ლის ბა­ბუა და თოვ­ლ­ში თა­მა­შის დრო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ და­ი­მახ­სოვ­რონ რო­დი­საა მა­თი და­ბა­დე­ბის დღე, რო­ცა ძა­ლი­ან ცი­ვა, ცხე­ლა, ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბის დროს თუ ყვა­ვი­ლე­ბის ამოს­ვ­ლის დროს.

 

დროს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ე­ბი არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ კოგ­ნი­ტურ სფე­როს­თან, ის სხვა­დას­ხ­ვა გან­ვი­თა­რე­ბის სფე­როს ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ითხოვს, რო­გო­რი­ცაა: ადაპ­ტუ­რი, სო­ცი­ა­ლურ-კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი და სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი სფე­რო­ე­ბი. სწო­რედ ადაპ­ტუ­რი სფე­როს კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი აძ­ლევს მათ სა­შუ­ა­ლე­ბას, თვი­თონ შე­ას­რუ­ლონ სხვა­დას­ხ­ვა დროს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თა­ვის მოვ­ლის და ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, გა­იხ­სე­ნონ დღის რო­მელ მო­ნა­კვე­თ­ში რი­სი გა­კე­თე­ბის დროა, ხან­და­ხან წი­ნას­წარ შე­ას­რუ­ლონ რა­ი­მე და ამის შე­სა­ხებ აც­ნო­ბონ ოჯა­ხის წევ­რებს.

ჩაც­მა-გახ­დის უნა­რე­ბი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, დრო­ის და სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით, აირ­ჩი­ონ და ჩა­იც­ვან ბავ­შ­ვებ­მა ტან­საც­მე­ლი, მა­გა­ლი­თად, დი­ლით ბა­ღის ტან­საც­მ­ლის დროა, სა­ღა­მოს სახ­ლის ტან­საც­მ­ლის დროა, ღა­მე პი­ჟა­მას დროა და ა.შ.

ბავ­შ­ვებს ასე­ვე სჭირ­დე­ბათ კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნა­რე­ბი, იქ­ნე­ბა ეს ვერ­ბა­ლუ­რი თუ არა­ვერ­ბა­ლუ­რი, რა­თა უკეთ გა­ი­გონ სპე­ცი­ფი­კუ­რი წე­სე­ბი, რუ­ტი­ნა და დღის რე­ჟი­მი სახ­ლ­სა თუ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში.

გთა­ვა­ზობთ თა­მა­შებს, რომ­ლე­ბიც გა­უ­ად­ვი­ლებს თქვენს შვილს დრო­ის კონ­ცეფ­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბას და შეს­წავ­ლას:

  1. დღის ვი­ზუ­ა­ლუ­რი რუ­ტი­ნის შექ­მ­ნა

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ შექ­მ­ნათ სხვა­დას­ხ­ვა ვი­ზუ­ა­ლუ­რი გან­რი­გი, დრო­ის კონ­ცეფ­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მა­გა­ლი­თად, აიღეთ დი­დი თეთ­რი მუ­ყა­ოს ქა­ღალ­დი და და­ყა­ვით 4 ნა­წი­ლად. პირ­ველ ფო­ტო­ზე და­ხა­ტეთ მზის ამოს­ვ­ლა და გაღ­ვი­ძე­ბის მოქ­მე­დე­ბა – ეს იქ­ნე­ბა დი­ლა, ამო­სუ­ლი მზის ფო­ტო­ზე და­ხა­ტეთ ბა­ღის შე­ნო­ბა და გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლი – ეს იქ­ნე­ბა შუ­ადღე, მზის ჩას­ვ­ლის დროს და­ხა­ტეთ სახ­ლი და ოჯა­ხის წევ­რებ­თან თა­მა­ში – ეს იქ­ნე­ბა სა­ღა­მო და ბო­ლოს ღა­მე, მთვა­რე და ვარ­ს­კვ­­ლა­ვე­ბი – ამ ფო­ტო­ზე და­ხა­ტეთ და­ძი­ნე­ბის რუ­ტი­ნა – ეს იქ­ნე­ბა ღა­მე.

იგი­ვე პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­გიძ­ლი­ათ ითა­მა­შოთ წე­ლი­წა­დის 4 დრო­ზე – გა­ზაფხუ­ლი, ზაფხუ­ლი, შე­მოდ­გო­მა და ზამ­თა­რი –  და­ა­სუ­რა­თონ ბავ­შ­ვებ­მა და თქვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი ჩა­ა­კა­რით.

  1. ამ­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლად მო­ყო­ლა

• და­ეხ­მა­რეთ თქვენს პა­ტა­რას, თან­მიმ­დევ­რუ­ლად მოყ­ვეს ამ­ბა­ვი, რო­გორ გა­ა­ტა­რა დღე, რა გა­ა­კე­თა, რო­გორ იკ­ვე­ბა, რა ითა­მა­შა. მო­ყო­ლის დროს გა­მო­ი­ყე­ნეთ „ჯერ“, „შემ­დეგ“ და „ბო­ლოს“. მი­ე­ცით ბავშვს გო­ნივ­რუ­ლი დრო, თვი­თონ გა­იხ­სე­ნოს მოვ­ლე­ნე­ბი, თუ და­ა­ვიწყ­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ შე­ახ­სე­ნეთ და და­ეხ­მა­რეთ თხრო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ში;

 

• მო­უ­ყე­ვით მის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ზღაპ­რე­ბი და მოთხ­რო­ბე­ბი სუ­რა­თე­ბის მი­ხედ­ვით. სუ­რა­თის მი­ხედ­ვით იმ­ს­ჯე­ლეთ ჯერ რა მოხ­და, შემ­დეგ რო­გორ გაგ­რ­ძელ­და ამ­ბა­ვი. ხან­და­ხან აური­ეთ თან­მიმ­დევ­რუ­ლი ბა­რა­თე­ბი და გა­მო­იც­ნონ, რო­გორ უნ­და და­ვა­ლა­გოთ სწო­რად, დრო­ის და მოვ­ლე­ნე­ბის მი­ხედ­ვით;

• ამ­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი მო­ყო­ლის უნა­რე­ბი შე­გიძ­ლი­ათ სა­ხა­ლი­სო კუ­ლი­ნა­რი­ი­თაც და­ას­წავ­ლოთ. შე­ე­კითხეთ თქვენს შვილს მის­თ­ვის ნაც­ნო­ბი კერ­ძი რო­გორ მზად­დე­ბა და მო­ამ­ზა­დეთ ერ­თად. მა­გა­ლი­თად: რო­გორ გა­ვა­კე­თოთ ყიყ­ლი­ყო? ჯერ უნ­და დავ­ჭ­რათ პუ­რი, მე­რე ავ­თ­ქ­ვი­ფოთ კვერ­ცხი, ავან­თოთ გაზ­ქუ­რა და დავ­დოთ ტა­ფა, მო­ვა­თავ­სოთ პუ­რის ნაჭ­რე­ბი კვერ­ცხი­ან თეფ­შ­ში და ბო­ლოს დავ­დოთ ტა­ფა­ზე.

  1. კა­ლენ­დ­რის შე­მო­ხაზ­ვა

შე­ი­ძი­ნეთ ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­ხა­ლი­სო კა­ლენ­და­რი სა­ბავ­შ­ვო გმი­რე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. და­კი­დეთ კა­ლენ­და­რი მის ოთახ­ში. დი­ლით, რო­ცა გა­იღ­ვი­ძებს, სთხო­ვეთ, შე­მო­ხა­ზოს შემ­დე­გი დღე – დღე­ვან­დე­ლი დღე. აღ­ნიშ­ნეთ, რომ წი­ნა რიცხ­ვი მან გუ­შინ შე­მო­ხა­ზა, შემ­დეგს კი ხვალ შე­მო­ხა­ზავს.

  1. ხვა­ლინ­დე­ლი გეგ­მე­ბის მო­ფიქ­რე­ბა

ძი­ლის წინ ჰკითხეთ თქვენს შვილს, ხვალ რი­სი გა­კე­თე­ბა სურს – სად წა­ვი­დეთ, რა ვი­თა­მა­შოთ, ვის ვეს­ტუმ­როთ. და­ე­ლო­დეთ მის პა­სუ­ხებს და მე­ო­რე დღეს შე­ას­რუ­ლეთ ერ­თად და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ი­ღოთ ფო­ტო­ე­ბი და მე­ო­რე დღეს ჩა­მოთ­ვა­ლოთ გუ­შინ რა გა­ა­კე­თეთ. ეს და­ეხ­მა­რე­ბა ბავშვს, ყო­ველ­დღი­უ­რად, მარ­ტი­ვად და სა­ხა­ლი­სოდ აით­ვი­სოს დრო­ის კონ­ცეფ­ცი­ე­ბი.

მასალა მოამზადა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორმა და განათლების ფსიქოლოგმა, სოფიო მელაძემ  

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები