24 ნოემბერი, კვირა, 2024

რო­გორ და­ვიც­ვათ ბავ­შ­ვე­ბი ბუ­ლინ­გის­გან

spot_img

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ის „და­ი­ნა­ხე ყვე­ლა­ფე­რი“ ფარ­გ­ლებ­ში, ნორ­ვე­გი­ის სა­ელ­ჩო­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, მიმ­დი­ნა­რე­ობს 3-წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი „არც ერ­თი ბავ­შ­ვი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე“, რო­მე­ლიც ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლ­სა და ვე­ბი­ნა­რებს მო­ი­აზ­რებს. ჩვე­ნი სტატია სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ვე­ბი­ნა­რის მა­სა­ლა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მომ­ზად­და, რო­მე­ლიც ბუ­ლინ­გის თე­მას ეთ­მო­ბო­და.  

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ბუ­ლინ­გი; რა რის­კე­ბი არ­სე­ბობს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ის; რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ბუ­ლინ­გი მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე, აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­სა თუ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვებ­ზე; რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ვამ­ცი­როთ ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი — გვე­სა­უბ­რე­ბა ფსი­ქო­ლო­გი მაია ცი­რა­მუა.

 

ბუ­ლინ­გი – რე­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა

ბუ­ლინ­გი ძა­ლი­ან ღრმა კვალს ტო­ვებს ფსი­ქი­კა­ზე და ერთ-ერ­თი პრე­დიქ­ტო­რია ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის, რო­გო­რი­ცაა დეპ­რე­სია, სო­ცი­ა­ლუ­რი შფოთ­ვის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მა და სხვა. ძა­ლი­ან მა­ღა­ლია რო­გორც სუ­ი­ცი­დუ­რი ფიქ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ასე­ვე სუ­ი­ცი­დის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც. ასე რომ, ეს ის სა­კითხია, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლად მო­ითხოვს მის არ­ს­ში კარ­გად გარ­კ­ვე­ვას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ არა­ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტეთ ეს ტერ­მი­ნი, მა­ინც არ არის სწო­რად გა­გე­ბუ­ლი და ხში­რად არას­წო­რად ხმა­რო­ბენ ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, არ შე­იძ­ლე­ბა ვიხ­მა­როთ ტერ­მი­ნი ბუ­ლინ­გი, რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან მოს­წავ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბა­ზე, ასე­ვე, რო­დე­საც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ძა­ლა­დობს თა­ნამ­შ­რო­მელ­ზე. ბუ­ლინ­გი ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ დო­ნე­ზე ძა­ლა­დო­ბის ფორ­მაა, ანუ ერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის, ერ­თი მდგო­მა­რე­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს, მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­ებს შო­რის (არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მოს­წავ­ლე­თა ასაკს, უფ­როს­კ­ლა­სე­ლია თუ უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლი). ბუ­ლინ­გ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მი­თებ­ში ერ­თ­გ­ვა­რი მი­ნი­მი­ზი­რე­ბა ხდე­ბა ამ პრობ­ლე­მის, რომ ეს ბავ­შ­ვუ­რი ხუმ­რო­ბაა და არა­ნა­ირ კვალს არ ტო­ვებს, რაც მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა.

ბავ­შ­ვუ­რი ხუმ­რო­ბა თუ ბუ­ლინ­გი

ბუ­ლინ­გის სა­კითხ­ში კარ­გად გარ­კ­ვე­ვი­სას, უნ­და ვი­ცო­დეთ მი­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რომ ეს პრო­ცე­სი არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი – ერთ პირს გან­ზ­რა­ხუ­ლი აქვს მე­ო­რე პი­რის და­ჩაგ­ვ­რა სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით. ჩაგ­ვ­რას გან­მე­ო­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თი აქვს და სა­ხე­ზეა ძალ­თა ასი­მეტ­რია, ანუ მხა­რე, რო­მე­ლიც ბუ­ლინგს მი­მარ­თავს, გარ­კ­ვე­ულ „უპი­რა­ტე­სო­ბას“ გრძნობს და ეს უპი­რა­ტე­სო­ბის გან­ც­და სრუ­ლი­ად სუ­ბი­ექ­ტუ­რია, ძა­ლი­ან ღრმა კავ­შირ­შია ბავ­შ­ვის, ზო­გა­დად პი­როვ­ნე­ბის, თვი­თაღ­ქ­მას­თან.

რო­გორ გან­ვას­ხ­ვა­ვოთ ბუ­ლინ­გი ბავ­შ­ვუ­რი ხუმ­რო­ბის­გან, რა არის ბუ­ლინ­გის არ­სი? თუ შემ­თხ­ვე­ვა არის ხუმ­რო­ბა, აქ არ იკითხე­ბა მოვ­ლე­ნის გან­მე­ო­რე­ბა­დო­ბა. თუ ბავშვს, ყო­ველ­დღი­უ­რად ან რა­ღაც პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, სას­კო­ლო ნივ­თებს უმა­ლა­ვენ, ეს ტენ­დენ­ცი­ა­სა­ვით არის, ეს ერ­თი ნი­შა­ნია. ხუმ­რო­ბის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვი და­ზი­ან­დეს, მაგ­რამ ეს მოვ­ლე­ნა ერ­თ­ჯე­რა­დია, შემ­თხ­ვე­ვი­თი. რო­დე­საც ბუ­ლინ­გია, მოქ­მე­დი პი­რე­ბი მე­ორ­დე­ბი­ან, პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ერ­თი და იგი­ვე ფი­გუ­რე­ბი იკ­ვე­თე­ბი­ან – ვი­საც ჩაგ­რა­ვენ და ვინც ჩაგ­რავს. ეს არის ის, რი­თაც ჩვენ უნ­და ამო­ვიც­ნოთ, ხუმ­რო­ბაა ეს თუ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ჩაგ­ვ­რა ერ­თი ბავ­შ­ვის მი­ერ მე­ო­რე­სი. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც ხდე­ბა ინ­ცი­დენ­ტი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა თვი­თონ ბავ­შ­ვე­ბის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­დე­საც ხუმ­რო­ბაა და შემ­თხ­ვე­ვით ხდე­ბა მოვ­ლე­ნა, ორი­ვე მხა­რე ერ­თ­ნა­ი­რად ნაწყე­ნი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. რო­დე­საც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია, ერ­თი მხა­რე, რო­მე­ლიც ჩაგ­რავს, შე­და­რე­ბით „მშვი­დად“ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა (ასე უჭი­რავს თა­ვი), მე­ო­რე მხა­რე კი გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლია, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ტი­რო­დეს კი­დეც. აი, აქ ჩანს ასი­მეტ­რია.

თვი­თონ ქცე­ვას თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ეს არ არის უწყი­ნა­რი ქცე­ვა. ბუ­ლინ­გის დროს ქცე­ვას აქვს ამო­ცა­ნა, რა­ღაც და­ამ­ტ­კი­ცოს, ძა­ლა­უფ­ლე­ბა აჩ­ვე­ნოს დ აეს გარ­კ­ვე­უ­ლი მიზ­ნით ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, კლა­სის წი­ნა­შე სა­ჯა­როდ და­ამ­ცი­როს თა­ნა­ტო­ლი, რომ ყვე­ლას გა­ე­ცი­ნოს. ხუმ­რო­ბის დროს ასე­თი გან­ზ­რახ­ვა არ ჩანს. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა დაკ­ვირ­ვე­ბა ბავ­შ­ვე­ბის რე­აქ­ცი­ებ­ზე, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით – თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რო­გორ უყუ­რე­ბენ ამ მოვ­ლე­ნას, რაც მოხ­და. რო­დე­საც შემ­თხ­ვე­ვით, ხუმ­რო­ბის დროს და­ზი­ან­და პი­რი, ის, ვინც და­ა­ზი­ა­ნა, ძა­ლი­ან წუხს, გრძნობს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და მზა­დაა, ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს. ბუ­ლინ­გის დროს, ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ის, რომ მჩაგ­ვ­რე­ლი ბავ­შ­ვი არ იღებს თა­ვის თავ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, აკ­ნი­ნებს და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას უკარ­გავს ზი­ანს, რო­მე­ლიც თა­ნა­ტოლს მი­ა­ყე­ნა. „ერ­თი წა­მო­ვარ­ტყი, მას“ — და­ახ­ლო­ე­ბით მსგავს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს, ეძებს ვის გა­და­აბ­რა­ლოს და ყო­ველ­თ­ვის პო­უ­ლობს, აქვს ამის უნა­რი.

სწო­რი სტრა­ტე­გია მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან

ყვე­ლა­ზე სწო­რი სტრა­ტე­გიაა, ალ­ბათ, რო­დე­საც სკო­ლას, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს გარ­კ­ვე­უ­ლი ალ­გო­რით­მი, რო­გორ იმოქ­მე­დოს მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.

პირ­ვე­ლი – უნ­და გა­ნი­მუხ­ტოს სი­ტუ­ა­ცია, ანუ მხა­რე­ე­ბი უნ­და და­შორ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს და კონ­ფ­ლიქ­ტის დე­ეს­კა­ლა­ცია მოხ­დეს იმი­ტომ, რომ ზოგ­ჯერ საქ­მე შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბამ­დეც კი იყოს მი­სუ­ლი და მა­თი და­შო­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

მე­ო­რე – ორი­ვე ბავ­შ­ვი აუცი­ლებ­ლად თა­ნაბ­რად უნ­და გახ­დეს ზრუნ­ვის ობი­ექ­ტი, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და გაგ­ვიჩ­ნ­დეს კითხ­ვე­ბი: ერ­თი მხრივ – ბავშვს, რო­მე­ლიც სხვას ჩაგ­რავს, რა­ში სჭირ­დე­ბა ჩაგ­ვ­რა? რას კვე­ბავს ეს ქცე­ვა? რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რა უნ­და შე­იც­ვა­ლოს მის ცხოვ­რე­ბა­ში, მის უნა­რებ­ში იმი­სათ­ვის, რომ აღარ დას­ჭირ­დეს სხვი­სი ჩაგ­ვ­რა თვით­რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ი­სათ­ვის, თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სათ­ვის? და მე­ო­რე მხრივ – რა ზი­ა­ნი მი­ად­გა ბუ­ლინ­გის მსხვერპლს და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­მოს­წორ­დეს? რო­გორც გითხა­რით, ბუ­ლინ­გი ძა­ლი­ან მძი­მე, ღრმა კვალს ტო­ვებს ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კა­ზე, რაც იწყე­ბა ჩა­კეტ­ვით, იზო­ლა­ცი­ით და ხში­რად ძა­ლი­ან მძი­მედ აისა­ხე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე. ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ბავ­შ­ვი უარს ამ­ბობს სკო­ლა­ში სი­ა­რულ­ზე, ზო­გა­დად, ინ­ტე­რესს კარ­გავს, ანუ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი უჩ­ნ­დე­ბა სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის კუთხით.

ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, რო­გორ რე­ა­გი­რე­ბენ მშობ­ლე­ბი (ორი­ვე მხა­რეს ვგუ­ლის­ხ­მობ), რომ­ლე­ბიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რედ გა­და­იქ­ცე­ვი­ან ხოლ­მე და თით­ქოს ბუ­ლინ­გი გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს წო­ნას­წო­რო­ბა და და­ჩაგ­რუ­ლი ბავ­შ­ვის მშო­ბელ­მა თა­ვად და­ჩაგ­როს მჩაგ­ვ­რე­ლი ბავ­შ­ვის მშო­ბე­ლი. ბევ­რი ასე­თი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს. ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის სკო­ლამ ითა­მა­შოს კარ­გი მე­დი­ა­ტო­რის რო­ლი და არ მის­ცეს მშობ­ლებს და­პი­რის­პი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ კონ­ფ­ლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია კი არ მოხ­დეს, რა­ღაც­ნა­ი­რად ეს ცეცხ­ლი ჩა­აქ­როს.

ძა­ლი­ან დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და ყუ­რადღე­ბა მარ­თებს მჩაგ­ვ­რე­ლი ბავ­შ­ვის მშო­ბელს. არა­ერ­თი კვლე­ვი­თაა დად­გე­ნი­ლი, რომ ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მჩაგ­ვ­რე­ლის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბა, ძა­ლი­ან ხში­რად, მო­ზარ­დო­ბის ან ზრდას­რულ ასაკ­ში, კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ან ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის მა­ღა­ლი რის­კე­ბის წი­ნა­შე დგე­ბა. რო­დე­საც მშო­ბე­ლი ხე­დავს, რომ მის შვილს არ აქვს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, არ აქვს ემ­პა­თია მე­ო­რე მხა­რის მი­მართ, ანუ ვერ ხვდე­ბა რა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მარ­კე­რი უნ­და გახ­დეს, რომ სა­ჭი­როა ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ხში­რად, მშო­ბე­ლი „წყალს უს­ხამს“ ბავ­შ­ვის ამ­გ­ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რაც ძა­ლი­ან ცუდ შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს ხოლ­მე. ამი­ტომ, ორი­ვე მხა­რეს თა­ნაბ­რად უნ­და მივ­ხე­დოთ.

კი­დევ ერ­თი სა­კითხია, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ვე­ხო – რო­გორც წე­სი, ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბის გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თ­ლოს ან გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს ემ­ს­გავ­სე­ბა ხოლ­მე და ხდე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მჩაგ­ვ­რე­ლის დე­მო­ნი­ზე­ბა, მის­თ­ვის იარ­ლი­ყის მი­წე­ბე­ბა, რომ მჩაგ­ვ­რე­ლია და ეს ხში­რად ძა­ლი­ან დი­დი ტვირ­თია ბავ­შ­ვის­თ­ვის ან ზედ­მე­ტად ვიქ­ტი­მი­ზი­რე­ბა ხდე­ბა იმ ბავ­შ­ვის, რო­მე­ლიც მსხვერ­პ­ლის როლ­ში აღ­მოჩ­ნ­და. თქვენ იცით, რო­გორ ხდე­ბა ვიქ­ტი­მის და მო­ძა­ლა­დის რო­ლე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა – ვიქ­ტი­მი­ზი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი შე­იძ­ლე­ბა თა­ვის­ზე პა­ტა­რას­თან, სუს­ტ­თან ისე­თი­ვე მჩაგ­ვ­რე­ლის როლ­ში მოგ­ვევ­ლი­ნოს, მოკ­ლედ, ირ­თ­ვე­ბა ძა­ლა­დო­ბის პერ­პე­ტუმ მო­ბი­ლე და ეს სადღაც უნ­და გაწყ­დეს. ყვე­ლა სკო­ლას, რო­გორც უკ­ვე ვთქვი, გარ­კ­ვე­უ­ლი ალ­გო­რით­მი უნ­და ჰქონ­დეს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რო­გორ მარ­თოს ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი. სკო­ლის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მე­ლი თა­ნაბ­რად უნ­და იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ბუ­ლინ­გის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და ბუ­ლინ­გ­ზე რე­ა­გი­რე­ბის სა­კითხებ­ში, ბავშვს ყველ­გან ერ­თი და იგი­ვე რე­აქ­ცია უნ­და ხვდე­ბო­დეს.

ზო­გა­დად, სკო­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა რო­გორ და­ა­რე­გუ­ლი­რებს მხა­რე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას. არ­სე­ბობს მე­დი­ა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტი (რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა და ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში უფ­რო ფან­ტას­ტი­კის სფე­რო­დან შე­იძ­ლე­ბა იყოს), რო­დე­საც სკო­ლა მხა­რე­ებ­თან მუ­შა­ობს, ამ­ზა­დებს მათ შეხ­ვედ­რას და ორი­ვე მხა­რეს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ი­ნა­ხოს რა ხდე­ბა ამ ორ ბავშვს შო­რის. ზოგ­ჯერ პრო­ცე­სი იმ­დე­ნად ღრმა­დაა წა­სუ­ლი, რომ მე­დი­ა­ცი­ას უკუჩ­ვე­ნე­ბა აქვს და შე­იძ­ლე­ბა ვი­თა­რე­ბა უფ­რო მე­ტად და­ამ­ძი­მოს. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სკო­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც მშო­ბე­ლი იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას რა გა­ა­კე­თოს. ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მშო­ბელ­თა გა­ნათ­ლე­ბას, ინ­ფორ­მი­რე­ბას ბუ­ლინ­გის თე­მის ირ­გ­ვ­ლივ. ამ სა­კითხის ყუ­რადღე­ბის მიღ­მა და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

ვის შე­იძ­ლე­ბა მი­მარ­თოს მშო­ბელ­მა და­სახ­მა­რებ­ლად, რო­დე­საც სკო­ლის რე­სურ­სი აღარ ჰყოფ­ნის

ამ სა­კითხებ­ში, რა­ზეც ახ­ლა ვსა­უბ­რობთ, საკ­მა­ოდ კარ­გად არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­თან არ­სე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტ­რი, ჰყავს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რომ­ლებ­მაც ნამ­დ­ვი­ლად იცი­ან რო­გორ უნ­და იმარ­თოს ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვე­ბი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სკო­ლის რე­სურ­სი აღარ ჰყოფ­ნის სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბას, რა თქმა უნ­და, რე­კო­მენ­და­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ა­რო კვა­ლი­ფი­ცი­ურ ფსი­ქო­ლოგ­თან რო­გორც მშო­ბელ­მა, ასე­ვე მოს­წავ­ლემ, მას­წავ­ლე­ბელ­მა, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თუ სხვ. თუ სკო­ლას არ ჰყავს ფსი­ქო­ლო­გი, შე­უძ­ლია მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხოს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლის ვი­თა­რე­ბას და გას­ცემს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­გორ იმარ­თოს შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა ისე, რომ არც ერ­თი ბავ­შ­ვი არ და­ზი­ან­დეს – არც მჩაგ­ვ­რე­ლი და არც და­ჩაგ­რუ­ლი.

რო­გორ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ბავ­შ­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, რომ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი არ გახ­დეს

ის, რის გა­მოც ბავ­შ­ვი ჩაგ­რავს ან იჩაგ­რე­ბა, ძა­ლი­ან დიდ კავ­შირ­შია მის თვი­თაღ­ქ­მას­თან და სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ უნა­რებ­თან. თუ­კი ბავ­შ­ვი ფსი­ქო­ლოგ­თან მიგ­ყავთ, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს მას­თან. შე­იქ­მ­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც რო­გორც დის­ციპ­ლი­ნა, არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი, შე­დის სკო­ლებ­ში – „სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბა“. ეს ან­ტი­ბუ­ლინ­გუ­რი პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. სკო­ლა­ში მის­ვ­ლის მო­მენ­ტი­დან­ვე, სკო­ლამ და მშო­ბელ­მა, ერ­თად, ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა სწო­რედ ამ სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბა უნ­და და­იწყონ. ლა­პა­რა­კია ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან უნა­რებ­ზე,   რომ­ლის დე­ფი­ციტ­საც ზრდას­რუ­ლე­ბიც გან­ვიც­დით ხოლ­მე. რა არის ეს? ეს არის ის, რომ მე ვიც­ნობ­დე სა­კუ­თარ თავს; ვი­ცო­დე რა შე­მიძ­ლია ან არ შე­მიძ­ლია; მქონ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა…

მჩაგ­ვ­რე­ლი და და­ჩაგ­რუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბით, ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ერ­თ­მა­ნეთს. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ხე­ზეა ხოლ­მე და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, რის გა­მოც, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერ­თი ამის ჰი­პერ­კომ­პენ­სი­რე­ბას ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვით ახ­დენს, მე­ო­რე კი, რჩე­ბა გა­ნი­ა­რა­ღე­ბულ, უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რის დე­ფი­ციტ­თან გვაქვს საქ­მე. ეს არის ემ­პა­თი­ის უნა­რი – შე­ა­ფა­სო-ამო­იც­ნო სა­კუ­თა­რი ემო­ცია, შე­ა­ფა­სო-ამო­იც­ნო სხვი­სი ემო­ცია; კონ­გ­რუ­ენ­ტუ­ლად და სწო­რად უპა­სუ­ხო. ბრა­ზის მარ­თ­ვის პრობ­ლე­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ სხვა პრობ­ლე­მას­თა­ნაა კავ­შირ­ში. ბავშვს უნ­და ას­წავ­ლო, რო­გორ და­ი­ტი­ოს თა­ვი­სი ემო­ცია. ჩვენ რას ვას­წავ­ლით? რომ უნ­და შე­ა­კა­ვონ ემო­ცი­ე­ბი, არ გა­მო­ხა­ტონ ში­ში, ბრა­ზი და ა.შ. ამ დროს, ყვე­ლა ემო­ცია ლე­გი­ტი­მუ­რია, ყვე­ლა ემო­ცია უნ­და გა­მო­ხა­ტო. პრობ­ლე­მა იმა­ში არ არის, რომ ბრაზ­დე­ბი, პრობ­ლე­მა იმა­შია, რო­გორ იტევ ამ ბრაზს, ანუ რო­გორ მარ­თავ, რო­გორ გა­მო­ხა­ტავ და აქ სა­ჭი­როა ბრა­ზის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლად გა­მო­ხატ­ვის სწავ­ლე­ბა.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რი, რაც სჭირ­დე­ბა ბავშვს, რომ გაძ­ლი­ერ­დეს, ასერ­ტუ­ლო­ბაა. რა არის ასერ­ტუ­ლო­ბა? ასერ­ტუ­ლი ქცე­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არის ქცე­ვა, რომ­ლი­თაც შენ შე­გიძ­ლია ისე­თი პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რომ­ლი­თაც არც სა­კუ­თარ თავს იზი­ა­ნებ და არც სხვას. მა­გა­ლი­თად, რო­გორ ვთქვა არა ჩე­მი კლა­სე­ლე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე (ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კითხია), რომ   არას თქმის შემ­დეგ არ გა­ვი­რი­ყო, არ გავ­ხე თეთ­რი ყვა­ვი. არას თქმა ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი უნა­რია — რო­გორ ამ­ბობ ამ არას, რამ­დე­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხარ, ამ დროს სხე­უ­ლის ენა­საც აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, თა­ვი რო­გორ გი­ჭი­რავს და რა არ­გუ­მენ­ტე­ბი მოგ­ყავს. ეს ის უნა­რია, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ სკო­ლამ­დელ ასაკ­ში უნ­და ას­წავ­ლო ბავშვს, რო­დე­საც ბაღ­ში და­დის. ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, რომ არას თქმა ცუ­დი ტო­ნია, მით უმე­ტეს, თუ უფ­როს ადა­მი­ანს ეუბ­ნე­ბი, უზ­რ­დე­ლი ხარ. ხში­რად სწო­რედ ამ არას თქმის ცოდ­ნას შე­უძ­ლია ბავ­შ­ვი სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ძა­ლა­დის­გან და­იც­ვას, თუნ­დაც რო­დე­საც სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ბავ­შ­ვ­მა უნ­და იცო­დეს, რომ შე­უძ­ლია უფ­როს ადა­მი­ანს უთხ­რას არა. ხში­რად მას ჰგო­ნია, რომ ამის უფ­ლე­ბა არ აქვს.

ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­დი­ა­ტო­რი

სხვა­დას­ხ­ვა მო­დე­ლი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში, სა­დაც მე­დი­ა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტი არ­სე­ბობს, ხში­რად მე­დი­ა­ტო­რე­ბი არი­ან უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ნას­წავ­ლი აქვთ მე­დი­ა­ცი­ის უნა­რე­ბი. ბავ­შ­ვებ­თან უფ­როს­კ­ლა­სე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა, უფ­რო ეფექ­ტუ­რიც კი იყოს. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე­დი­ა­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სკო­ლის ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი უნა­რი აქვს. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, ეს იყოს მან­და­ტუ­რი, შე­იძ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლო­ბით მა­თე­მა­ტი­კო­სი იყოს და მე­დი­ა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ა­როს გა­დამ­ზა­დე­ბა. გა­დამ­ზა­დე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. მთა­ვა­რია, სკო­ლა­ში არ­სე­ბობ­დეს ამის ნე­ბა და მე­რე – ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია აწარ­მო­ოს მე­დი­ა­ცია. ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და ვთქვა, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­თან არ­სე­ბულ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტ­რ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ ან თუ ფსი­ქო­ლო­გი გვყავს სკო­ლა­ში, მას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით.

ან­ტი­ბუ­ლინ­გუ­რი პროგ­რა­მე­ბი და მიდ­გო­მე­ბი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რია. შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა­ში არ­სე­ბობ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე მუ­შა­ობს და ერ­თ­ვე­ბა პრო­ცეს­ში. მა­თი საქ­მეა, შე­ის­წავ­ლონ სი­ტუ­ა­ცია, ოღონდ კი არ გა­მო­ი­ძი­ონ, არა­მედ შე­ის­წავ­ლონ – რო­დის ხდე­ბა შემ­თხ­ვე­ვა, ვინ არის ჩარ­თუ­ლი, რა იკ­ვე­თე­ბა, რა ტი­პის ჩაგ­ვ­რაა – სიტყ­ვი­ე­რი, ფი­ზი­კუ­რი, ნივ­თე­ბის გა­და­მალ­ვა თუ სხვ., რას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ა.შ. აქ შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი რო­ლი ითა­მა­შოს ფსი­ქო­ლოგ­მა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, ვინ არი­ან ამ ბავ­შ­ვე­ბის გარ­შე­მო, ე.წ.   ბა­ის­ტენ­დე­რე­ბი. ზო­გა­დად ან­ტი­ბუ­ლინ­გურ პროგ­რა­მებ­ში ბა­ის­ტენ­დე­რი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფი­გუ­რაა, ანუ ვინ დგას მჩაგ­ვ­რე­ლის უკან, ვინ არის ის, ვინც არა­ფერს ამ­ბობს, მაგ­რამ გულ­ში მჩაგ­ვ­რელს ეთან­ხ­მე­ბა, ვინ არის ის, ვინც ამ დროს იცი­ნის ან იძუ­ლე­ბუ­ლია, რომ გა­ი­ცი­ნოს — ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია და ხე­ლის გულ­ზე ჩანს ყვე­ლა­ფე­რი. რო­დე­საც არ­სე­ბობს შეს­წავ­ლი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის ნე­ბა, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნე­ბის­მი­ერ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მე­ლიც კლას­თან მუ­შა­ობს, ეს პრო­ცე­სი გაკ­ვე­თილ­ზე და­ი­ნა­ხოს.

რო­დე­საც ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის ან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი

სამ­წუ­ხა­როდ, სტა­ტის­ტი­კუ­რად, ყვე­ლა­ზე დი­დი პრო­ცენ­ტი, ვინც სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი ხდე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბაა სა­ჭი­რო თა­ვი­დან­ვე. პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი, რო­დე­საც ჩვენ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას ვემ­ხ­რო­ბით, ერთ სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბას, მას­წავ­ლე­ბელს (სპეც­მას­წავ­ლე­ბელს არ ვგუ­ლის­ხ­მობ) თა­ნა­ბა­რი მიდ­გო­მა უნ­და ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე თუ არ­მ­ქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ. ერთ-ერთ სკო­ლა­ში (ჯერ კი­დევ ად­რე­ულ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ახა­ლი შე­მო­სუ­ლი იყო), შშმ ბავშვს მერ­ხი ცალ­კე და­უდ­გეს, ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვა იყო. ძა­ლი­ან ხში­რად, ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ ხოლ­მე, რომ ასე­თი ტი­პის ბავ­შ­ვებ­თან პო­ზი­ტი­ურ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ა­ში არ გა­და­ვი­დეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხში­რად, მა­თი იზო­ლი­რე­ბა მშობ­ლე­ბის­გა­ნაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი – მე არ მინ­და, რომ ჩე­მი შვი­ლის გვერ­დ­ზე ასე­თი ქცე­ვის ბავ­შ­ვი სწავ­ლობ­დეს. მუ­შა­ო­ბა გვჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევრ სივ­რ­ცე­ში, ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზეც ძა­ლი­ან ბევ­რია სა­მუ­შაო. ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის დამ­ცა­ვი ფაქ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლი­სა და მშობ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და გახ­დეს იმი­ტომ, რომ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც აქვს პე­და­გოგ­სა და მშო­ბელს, იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ბავშვს და ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­კითხია. ჩვენ ბევ­რი ცუ­დი, მტკივ­ნე­უ­ლი მა­გა­ლი­თი გვაქვს.

რა უნ­და გა­კეთ­დეს, ცუ­დი შე­დე­გი რომ არ დად­გეს

ძა­ლი­ან ხში­რად, ჩვენ არ ვი­ცით რო­გორ ვი­რე­ა­გი­როთ, რო­გორ ვუ­პა­სუ­ხოთ გა­მოწ­ვე­ვებს. სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ციე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ ბავ­შ­ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ისევ და ისევ, სო­ცი­ა­ლურ უნა­რებს და­ვუბ­რუნ­დე­ბი, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია და ამა­ზე მუ­შა­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ გაკ­ვე­თილ­ზე შე­იძ­ლე­ბა. თუნ­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლი ავი­ღოთ, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვებს წა­სა­კითხად აძ­ლევს, მა­გა­ლი­თად, „თევ­ზი ხე­ზე“, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ებს, რომ­ლის მთა­ვარ გმირს დის­ლექ­სია აქვს. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კითხ­ვი­სა და შემ­დეგ გან­ხილ­ვის დროს, ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩნდე­ბა იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე­ებ­ში გაჩ­ნ­დეს ემ­პა­თი­ის უნა­რი, გაჩ­ნ­დეს გან­ც­და, რომ ის, ვინც ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და უცხო, მე არ მა­ში­ნებს.

რა იწ­ვევს დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ ქცე­ვას? ამ ქცე­ვის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბე­ბი, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და ში­შე­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ ნე­ი­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე ჩვე­ნი ტვი­ნი სამ­ყა­როს, ადა­მი­ა­ნებს ასე ყოფს – ჩვენ და ისი­ნი. რო­გორც ერ­თი დი­დი მეც­ნი­ე­რი ამ­ბობს, ოქ­სი­ტო­ცი­ნი (პრო­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა) გა­მო­ი­ყო­ფა, რო­დე­საც ვინ­მეს ვე­ხუ­ტე­ბით, რო­დე­საც ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობთ თავს ვინ­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ეს ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­დე­საც ჩვენ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ იმ ადა­მი­ან­თან, ვი­საც „ჩვენს ჯგუფ­ში“ მო­ვი­აზ­რებთ, ას­ტი­მუ­ლი­რებს პრო­სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვას, მაგ­რამ იგი­ვე ოქ­სი­ტო­ცი­ნი იქ, სა­დაც ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, ას­ტი­მუ­ლი­რებს აგ­რე­სი­ას, ანუ ამას ჩვე­ნი ტვი­ნი აკე­თებს, ეს დევს ჩვენ­ში. ამის მარ­თ­ვის ერ­თა­დერ­თი და მთა­ვა­რი იარა­ღია, მქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვი­ყო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იმას­თან, ვინც ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ვინც „ჩვენს ჯგუფ­ში“ არ შე­მო­დის და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ნიშ­ნით (რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი თუ სხვ.).

ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და აქ არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მე რა ნიშ­ნით გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლე ვი­ყო, ერ­თა­დერ­თი კლას­ში და ამი­ტომ გავ­ხ­დე ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი. ბუ­ლინ­გის ობი­ექ­ტი ყო­ველ­თ­ვის ხდე­ბა კონ­ტექ­ს­ტი­დან ამო­ვარ­დ­ნი­ლი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თმის ფე­რით, სი­მაღ­ლით, წო­ნით, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მოხ­დე­ნი­ლიც კი იყოს და სწო­რედ ის გახ­დეს ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლი. წლე­ბის წინ ვმუ­შა­ობ­დი ერთ გო­გო­ნას­თან, რო­მე­ლიც უცხო ქვეყ­ნი­დან იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი, სხვა ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. ქარ­თულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა, რაც ამ ბავ­შ­ვ­მა მითხ­რა: „ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თილ­ზე, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი იყო იმ ზი­ან­ზე, რაც ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ, ის­ტო­რი­უ­ლად, თქვენს ქვე­ყა­ნას მი­ა­ყე­ნა, მას­წავ­ლე­ბელ­მა ისე წა­იყ­ვა­ნა გაკ­ვე­თი­ლი, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი ჩემ­კენ იხე­დე­ბო­და. იმ დღი­დან, მე გავ­ხ­დი მტე­რი იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა თქვა, რომ მე ვარ ამ ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის, ამ რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი“. მი­სი ცხოვ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჯო­ჯო­ხე­თად გა­და­იქ­ცა ამ ამ­ბის შემ­დეგ. მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა და მთე­ლი აგ­რე­სია ამ ბავ­შ­ვის­კენ მი­მარ­თა, რო­მელ­საც ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან მძი­მე და რთუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და, სწო­რედ ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო. ბევრ რა­ღა­ცა­ზე უნ­და და­ფიქ­რ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ეს ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი სა­კითხია. ხში­რად ბუ­ლინ­გის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ვხდე­ბით ჩვენ, უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვე­ნი არას­წო­რი პო­ზი­ცი­ით, მას­წავ­ლე­ბე­ლია ეს, მშო­ბე­ლი თუ სხვა.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა ბუ­ლინ­გის შერ­ბი­ლე­ბა

ასე­თი მზა ტექ­ნი­კა არ არ­სე­ბობს, ეს მთე­ლი პრო­ცე­სია – პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, სი­ტუ­ა­ცი­ის შეს­წავ­ლით გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი – რა იწ­ვევს, რა­ში სჭირ­დე­ბა ბავშვს, რომ სხვა და­ჩაგ­როს, რა დგას ამ ქცე­ვის უკან. ზო­გა­დად, ბავ­შ­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ქცე­ვა, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მუ­რად გვეჩ­ვე­ნე­ბა, მის რა­ღაც მოთხოვ­ნი­ლე­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს, გარ­კ­ვე­ულ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, შე­იძ­ლე­ბა, ეს ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბის სურ­ვი­ლი იყოს. რო­დე­საც ბავშვს სჭირ­დე­ბა, რომ კლო­უ­ნად, ჯამ­ბა­ზად გა­და­იქ­ცეს, კლა­სი აცი­ნოს და ასე მი­იქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა, ან სხვა და­ჩაგ­როს, ე.ი. მას სა­კუ­თარ თავ­ში სხვა რე­სურ­სი ვერ უპო­ვია და ამა­ში სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა. ზოგ­ჯერ ეს ქმე­დე­ბა შეძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს არა ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბას­თან, არა­მედ გარ­კ­ვე­უ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას­თან. რა­ტომ სჭირ­დე­ბა ამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა, ხში­რად ეს თვით­შე­ფა­სე­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში, მას აქვს გან­ც­და, რომ სუს­ტია, უსუ­სუ­რია და მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა, ვი­ღა­ცას რა­ღაც უმ­ტ­კი­ცოს და ამა­ში უნ­და და­ვეხ­მა­როთ. ერ­თი რა­ი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი ტექ­ნი­კა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ რო­ცა ჩაგ­ვ­რას­თან გვაქვს საქ­მე, უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ იმა­ზე, რა­ში სჭირ­დე­ბა ბავშვს და­ჩაგ­როს სხვა ადა­მი­ა­ნი, რა­ტომ ცდი­ლობს ამ გზით თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბას, რა­ტომ არ აქვს მას სხვა რე­სურ­სი, რომ­ლი­თაც შეძ­ლებს თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას, რა­საც ხში­რად გა­რე­მოც უწყობს ხელს.

ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბა­ის­ტენ­დე­რებ­ზე – ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვის შემ­ყუ­რე, შემ­ს­წ­რე ბავ­შ­ვებ­ზე. რო­დე­საც ან­ტი­ბუ­ლინ­გუ­რი ქცე­ვის ალ­გო­რით­მ­ზე ვსა­უბ­რობთ, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რო­ლი აქ ბა­ის­ტენ­დერს აქვს – რო­დე­საც თქვენ გჩაგ­რავთ, ჩემ გარ­შე­მო, აუცი­ლებ­ლად, უნ­და და­ვი­ნა­ხო სა­თა­ნა­დო რე­აქ­ცია, რომ ჩე­მი ქცე­ვა მი­უ­ღე­ბე­ლი არ არის. მე ხომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის მჭირ­დე­ბა ეს ქცე­ვა, მათ­ში უნ­და გავ­ხ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლი, ამ მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი და თუ­კი ბა­ის­ტენ­დე­რი გაზ­რ­დი­ლია იმ იდე­ე­ბი­თა და უნა­რე­ბით, რომ ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­უძ­ლია თქვას, „სტოპ, მე არ მომ­წონს ასე­თი საქ­ცი­ე­ლი“ (ზოგ­ჯერ უსიტყ­ვო­დაც შე­იძ­ლე­ბა ად­გე და იმის უკან დად­გე, ვი­საც ჩაგ­რა­ვენ, მის მხა­რეს გა­დახ­ვი­დე), ვი­თა­რე­ბას შეც­ვ­ლის. ბავ­შ­ვებს ამას სკო­ლა­ში უნ­და ვას­წავ­ლი­დეთ და იმ ან­ტი­ბუ­ლინ­გურ პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც ჩემ მი­ერ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ზუს­ტად ეს სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი მიდ­გო­მაა: ერ­თი – ეუბ­ნე­ბი გა­ჩერ­დი; მე­ო­რე – არ აჰ­ყ­ვე­ბი და ამით აჩ­ვე­ნებ, რომ შენ მი­სი ქცე­ვა არ მოგ­წონს და არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი; მე­სა­მე – თუ ეს არ ჭრის, ატყო­ბი­ნებ შენ­თ­ვის სა­ი­მე­დო უფ­როს ადა­მი­ანს. ვას­წავ­ლოთ ჩვენს შვი­ლებს, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ სწო­რად და ეს გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად და­ი­ცავს კი­დეც მათ.

რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ მჩაგ­ვ­რე­ლი ლი­დე­რის­გან

პი­რა­დად მე, არა­სო­დეს მდო­მე­ბია, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ან ჩე­მი შვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ლი­დე­რი. ამ ტვირ­თის აკი­დე­ბა ბავ­შ­ვ­ზე, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ემო­ცი­უ­რი წნე­ხია მის­თ­ვის, თით­ქოს და­ვა­ლე­ბას ვაძ­ლევთ, იყა­ვი პირ­ვე­ლი, წამ­ყ­ვა­ნი და ა.შ. ხში­რად ის, ვინც ჩვენ ლი­დე­რი გვგო­ნია, მჩაგ­ვ­რე­ლია. ეს არის ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც მჭევ­რ­მეტყ­ვე­ლია, ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი, შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სხვი­სი დარ­წ­მუ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რი და ამ უნა­რებს იყე­ნებ­დეს ნე­გა­ტი­უ­რად. ამას ნე­გა­ტი­ურ ლი­დერს ვე­ძა­ხით და არ უნ­და აგ­ვე­რი­ოს კარ­გი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­ში, რო­მელ­მაც იცის რა შე­უძ­ლია და რა არ შე­უძ­ლია; ადეკ­ვა­ტუ­რად რე­ა­გი­რებს; თუ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა უნ­და, ამას კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლად აკე­თებს; სა­დაც უკან და­სა­ხე­ვია, უკან და­ი­ხევს; სა­დაც სა­ჭი­როა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა, გას­წევს; სა­დაც სა­ჭი­როა არას თქმა, იტყ­ვის არას. ჩვენ ის კი არ უნ­და გვინ­დო­დეს, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ლი­დე­რე­ბი, არა­მედ უნ­და გვინ­დო­დეს, რომ ისი­ნი იყ­ვ­ნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი, ჰქონ­დეთ კე­თილ­დღე­ო­ბის გან­ც­და, ობი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა, იცოდ­ნენ ვინ არი­ან და უხა­რო­დეთ ცხოვ­რე­ბა. ლი­დე­რო­ბა­ში არ არის ბედ­ნი­ე­რე­ბა.

რაც მთა­ვა­რია, ჩვენ, უფ­რო­სე­ბი უნ­და შე­ვიც­ვა­ლოთ, გავ­ხ­დეთ კარ­გი რო­ლუ­რი მო­დე­ლე­ბი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თ­ვის. თუ­კი ჩე­მი შვი­ლი ხე­დავს, რომ მე ვლან­ძღავ, ვა­გი­ნებ, ვჩაგ­რავ და ა.შ., და ეს „მო­სუ­ლა“, მა­შინ მის­თ­ვი­საც „მო­სუ­ლა“ მსგავ­სი ქცე­ვა. გა­მო­დის, რომ ორ­მა­გი სტან­დარ­ტით ვმოქ­მე­დებთ, რო­დე­საც ვას­წავ­ლით, რომ არ შე­იძ­ლე­ბა იმის კე­თე­ბა, რა­საც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში თვი­თონ ვა­კე­თებთ.

იხილეთ სრული ვერსია

გვერდის პარტნიორია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები