26 აპრილი, პარასკევი, 2024

რო­გო­რი იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა 20 წე­ლი­წად­ში

spot_img

კო­ვიდ-19-ის პან­დე­მია გვაჩ­ვე­ნებს, რომ გა­ნათ­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი თა­ვის­თა­ვად არ აეწყო­ბა. სა­მო­მავ­ლოდ, გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნით, შეგ­ვიძ­ლია, უკეთ გა­ვი­აზ­როთ შე­დე­გე­ბი, შე­ვი­მუ­შა­ოთ მოქ­ნი­ლი სის­ტე­მე­ბი და მზად შევ­ხ­ვ­დეთ მო­სა­ლოდ­ნელ რყე­ვებს.

რო­გო­რია ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OECD) მო­საზ­რე­ბე­ბი სწავ­ლე­ბის მო­მა­ვალ­ზე? რო­გორ გარ­დავ­ქ­მ­ნათ სა­გან­მან­თ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბი მო­მავ­ლის გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად?

ადა­მი­ა­ნე­ბი მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი­სას, ტრა­დი­ცი­უ­ლად, თვალს გა­და­ავ­ლე­ბენ წარ­სულს, რა­თა ხვა­ლინ­დე­ლი დღე უკეთ წარ­მო­იდ­გი­ნონ და და­გეგ­მონ. მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი ხში­რად მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს გვთა­ვა­ზობს. ბიზ­ნე­სის­თ­ვის გახ­ს­ნი­ლი სკო­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ტრა­დი­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბის ჩა­სა­ნაც­ვ­ლებ­ლად კი არა, გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად იყე­ნე­ბენ, ჯგუ­ფე­ბად და­ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი აუდი­ტო­რი­ებ­ში – სწავ­ლე­ბის ეს დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ფორ­მა 2020 წლის პირ­ველ თვე­ებ­ში თით­ქოს ჩვენ თვალ­წინ გა­უ­ჩი­ნარ­და.

ჩვე­ნი ხედ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მო­მავ­ლის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად მხო­ლოდ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვა არ კმა­რა;

უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბიც. სა­მო­მავ­ლოდ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნით შეგ­ვიძ­ლია, უკეთ გა­ვი­აზ­როთ შე­დე­გე­ბი, შე­ვი­მუ­შა­ოთ მოქ­ნი­ლი სის­ტე­მე­ბი და მზად შევ­ხ­ვ­დეთ მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებს.

➡ მთა­ვა­რი კითხ­ვა ესაა: ➡სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დღე­ვან­დე­ლი სივ­რ­ცე, ადა­მი­ა­ნე­ბი, დრო და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან თუ ზღუ­და­ვენ ჩვენს თვალ­სა­წი­ერს? ➡არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის მო­დერ­ნი­ზა­ცია დაგ­ვეხ­მა­რე­ბა თუ არა მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში? ➡სა­ჭი­როა თუ არა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ადა­მი­ა­ნე­ბის, სივ­რ­ცის, დრო­ი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფაქ­ტო­რებ­თან? ➡დღე­ვან­დე­ლი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია და გა­ფარ­თო­ე­ბა დი­დად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა იმის­გან, რაც დღეს გვაქვს: კონ­ტენ­ტი და სივ­რ­ცე, რო­მე­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, ძი­რი­თა­დად სკო­ლის ბა­ზა­ზეა (ციფ­რუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი­სა და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბის ჩათ­ვ­ლით) და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სულ უფ­რო და უფ­რო ფარ­თოდ ინერ­გე­ბა, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არ­სე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტის სწავ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გი­უ­რი ხერ­ხე­ბის ხელ­შეწყო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად და არა­ვინ ცდი­ლობს მათ გა­მო­ყე­ნე­ბას სწავ­ლე­ბა­სა და სწავ­ლა­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის.

➡ რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრან­ს­ფორ­მა­ცია? გა­და­სა­ხე­დია სივ­რ­ცე, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სწავ­ლე­ბა; მხო­ლოდ სკა­მე­ბი­სა და მა­გი­დე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა კი არა, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ფი­ზი­კუ­რი თუ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბა რო­გორც სკო­ლის შე­ნო­ბა­ში, ასე­ვე მის გა­რეთ. მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, სხე­უ­ლის, მი­მი­კის ან ნე­ი­რო­ნუ­ლი სიგ­ნა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს კონ­ტენ­ტი­სა და პე­და­გო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა მოქ­ნი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა აკა­დე­მი­ურ, სო­ცი­ა­ლურ თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თე­მებ­ზე. კითხ­ვის, წე­რი­სა და ან­გა­რი­შის ათ­ვი­სე­ბა მოხ­დე­ბა გან­ხილ­ვი­თა და გა­აზ­რე­ბით, ერ­თობ­ლი­ვი სა­უბ­რე­ბით. სტუ­დენ­ტე­ბი ის­წავ­ლი­ან წიგ­ნე­ბი­თა და ლექ­ცი­ე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბით და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­გა­მო­ხატ­ვით. იქ­ნებ, სკო­ლე­ბი სას­წავ­ლო ცენ­ტ­რე­ბი გახ­დეს, სა­დაც ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბის, ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის რო­ლის ასა­მაღ­ლებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვა?

ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით, სკო­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ გაქ­რეს.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი და და­მა­ტე­ბი­თი რე­ა­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მო­მა­ვალ­ში, შე­საძ­ლოა, წა­მი­ე­რად შე­ფას­დეს და და­დას­ტურ­დეს ცოდ­ნა, უნა­რე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც თან­და­თა­ნო­ბით იშ­ლე­ბა სხვა­ო­ბა ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლურ სწავ­ლე­ბას შო­რის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რი გო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის ხარ­ჯ­ზე ვი­თარ­დე­ბა — რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. მარ­თა­ლია, ეს სცე­ნა­რი, შე­იძ­ლე­ბა, თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ჩან­დეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლია სმარ­ტ­ფო­ნებ­ზე, სა­ა­თებ­სა და ციფ­რულ, პი­რად თა­ნა­შემ­წე­ებ­ზე, რაც ათი წლის წინ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.

ამ­გ­ვა­რი სცე­ნა­რე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იმოქ­მე­დებს რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნებ­სა და მარ­თ­ვის პრო­ცეს­ზე, ასე­ვე პე­და­გოგ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ზე. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა უკ­ვე გა­იხ­ს­ნა ახა­ლი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის­თ­ვის, და­იწყო დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია. ძა­ლა­უფ­ლე­ბა ნა­წილ­დე­ბა, პრო­ცე­სე­ბი უფ­რო ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ხდე­ბა. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ად­გილს უთ­მობს ერ­თობ­ლივ შე­მოქ­მე­დე­ბას. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, უთ­ვა­ლა­ვი ასე­თი სცე­ნა­რი შევ­ქ­მ­ნათ. მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა მა­თი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­ბი­ნა­ცია, და ალ­ბათ, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში. ამის მი­უ­ხე­და­ვად ამ­გ­ვა­რი აზ­როვ­ნე­ბა გვი­ბიძ­გებს, შე­ვის­წავ­ლოთ გა­ნათ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სტრუქ­ტუ­რებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი კად­რე­ბი­სა და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის მიზ­ნე­ბი და ფუნ­ქ­ცი­ე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ, უფ­რო მე­ტად დავ­ფიქ­რ­დე­ბით იმა­ზე, თუ რო­გო­რი მო­მა­ვა­ლი გვინ­და გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის.

ფიქრს კი, ხში­რად მო­აქვს შემ­დე­გი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი­სა და დი­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზე­ბი:??

რო­გო­რია სწო­რი ბა­ლან­სი მო­დერ­ნი­ზე­ბა­სა და ნგრე­ვას შო­რის?

რო­გორ მი­ვუ­სა­და­გოთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი ძველ სტრუქ­ტუ­რებს?

➡ რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი გლო­ბა­ლუ­რად მო­აზ­როვ­ნე და ად­გი­ლობ­რივ ჩარ­ჩო­ში ჩა­კე­ტილ სტუ­დენ­ტებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს?

➡ რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი ინო­ვა­ცი­ებს ისე, რომ ამავ­დ­რუ­ლად ვა­ღი­ა­როთ გა­ნათ­ლე­ბის ძალ­ზე კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ბუ­ნე­ბა?

➡ რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ახა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით?

➡ რო­გორ შევ­ც­ვა­ლოთ სივ­რ­ცე­ე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, დრო და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მძლავ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო­თი?

➡ უთან­ხ­მო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვის მო­საზ­რე­ბას ენი­ჭე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა?

➡ ვინ არის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლად წევ­რებ­ზე?

➡ თუ­კი გლო­ბა­ლუ­რი ციფ­რუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი არი­ან მთა­ვა­რი პრო­ვა­ი­დე­რე­ბი, რა სა­ხის სა­რე­გუ­ლა­ციო რე­ჟი­მია სა­ჭი­რო ისე­თი მწვა­ვე სა­კითხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, რო­გო­რი­ცაა მო­ნა­ცე­მე­ბის კუთ­ვ­ნი­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტია, მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა?

მო­მა­ვალ­ზე ფიქრს სჭირ­დე­ბა წარ­მო­სახ­ვა და სი­ზუს­ტე. უნ­და ვუფ­რ­თხილ­დეთ ცდუ­ნე­ბას, ავირ­ჩი­ოთ ჩვენ­თ­ვის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი მო­მა­ვა­ლი და მარ­ტო მის­თ­ვის მო­ვემ­ზა­დოთ.

მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია მძლავ­რი რყე­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა პან­დე­მი­ე­ბი და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბი, უთუ­ოდ გახ­შირ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მღელ­ვა­რე­ბე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლა­რი­ზა­ცია. თავს უფ­ლე­ბას ვერ მივ­ცემთ, ამას კვლავ მო­უმ­ზა­დებ­ლად შევ­ხ­ვ­დეთ.

ეს არ არის სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი მოთ­ქ­მა – პი­რი­ქით, ქმე­დე­ბის­კენ მო­წო­დე­ბაა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მზად უნ­და იყოს. ვი­ცით რა კა­ცობ­რი­ო­ბის უსაზღ­ვ­რო ძა­ლაც და სწავ­ლის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც, ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ გა­ნათ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის სა­წინ­და­რია, რო­გო­რი სცე­ნა­რიც არ უნ­და გვე­ლო­დეს მო­მა­ვალ­ში.

მო­ამ­ზა­და ნი­ნო მეტ­რე­ველ­მა – მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია OECD გა­ნათ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ან­დ­რე­ას შლა­ი­ქე­რის World Economc Forum-ში და­ბეჭ­დი­ლი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები