24 ნოემბერი, კვირა, 2024

რესურსცენტრები სკოლების საიმედო დასაყრდენია

spot_img

ჩვენს ტრა­დი­ცი­ულ შე­კითხ­ვებს პა­სუ­ხობს საჩხე­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

ცის­მა­რ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი

 

 

 

⇒ რო­გორ და­იწყეთ სას­წავ­ლო წე­ლი, პან­დე­მი­ამ რა­ი­მე და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი ხომ არ შე­გიქ­მ­ნათ?

⇒ თქვე­ნი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის სკო­ლე­ბი რამ­დე­ნად არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით?

⇒ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი პე­და­გო­გებ­ში?

⇒ რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­საწყე­ბად?

⇒ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია თუ არა საჩხერის სკო­ლე­ბი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბით?

⇒ ტექ­ნი­კუ­რად რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა?

⇒ რა არის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია დღეს და რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მი­სი რო­ლი სა­მო­მავ­ლოდ?

⇒ რა არის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წი­ნა­შე მდგა­რი პირ­ვე­ლი რი­გის პრობ­ლე­მა?

სკო­ლა: 33 — 32 სა­ჯა­რო, 1 კერ­ძო (წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზია სო­ფელ სა­ირ­ხე­ში)   〉〉〉   მოს­წავ­ლე: 5 670   〉〉〉   მას­წავ­ლე­ბე­ლი: 900 (12 მენ­ტო­რი, 100-ზე მე­ტი წამ­ყ­ვა­ნი, 90%-ზე მე­ტი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი)

 

♦♦♦ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბამ მკვეთ­რად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და უკ­ვე ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნიც კია გარ­კ­ვე­უ­ლი წე­სე­ბი­სა და შეზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა. ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბ­რის და­საწყის­ში, საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა სკო­ლა სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და ახალ სას­წავ­ლო წელს. სწავ­ლი­სათ­ვის უსაფ­რ­თხო სას­კო­ლო გა­რე­მო­ში აუცი­ლე­ბე­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­დან, წი­ნას­წარ ჰქონ­დათ მო­მა­რა­გე­ბუ­ლი სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის პირ­ბა­დე­ე­ბი, თერ­მო­მეტ­რე­ბი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სითხე­ე­ბი და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ამ პრო­ცეს­ში რე­სურ­ს­ცენ­ტ­რიც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. თუმ­ცა, ად­გი­ლებ­ზე ამ მა­სა­ლე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ყე­ნე­ბა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად წარ­მარ­თ­ვა უშუ­ა­ლოდ სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის, დი­რექ­ცი­ი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის პრე­რო­გა­ტი­ვაა და ამას ყვე­ლა სკო­ლა დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კი­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ზო­გა­და­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა პან­დე­მი­ურ გა­მოწ­ვე­ვებს თა­ვი გა­არ­თ­ვეს, მაგ­რამ იყო ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რო­ცა წერ­ტი­ლო­ვა­ნი შეზღუდ­ვე­ბი გახ­და სა­ჭი­რო და რამ­დე­ნი­მე სკო­ლა სრუ­ლად დის­ტან­ცი­უ­რი ან შე­რე­უ­ლი/ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა. დღე­საც, ორ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში (სხვი­ტო­რი­სა და სის­ვა­ძე­ე­ბის უბ­ნის), ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­მო, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სრუ­ლად დის­ტან­ცი­უ­რად, მი­ნის­ტ­რის №95/ნ ბრძა­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სას­წავ­ლო წლის პირ­ველ სე­მესტრს ვას­რუ­ლებთ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ მო­დელ­ზე მა­სი­უ­რად გა­დას­ვ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დამ­დ­გა­რა, რაც გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს ით­ქ­ვას, რომ წი­ნა წლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დის სირ­თუ­ლე­ე­ბი ასე თუ ისე დავ­ძ­ლი­ეთ და იმე­დია, მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­შიც არ დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ მო­დელ­ზე სკო­ლე­ბის ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­დაყ­ვა­ნა.

♦♦♦ რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და წი­ნას­წარ გა­ტა­რე­ბუ­ლი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­რე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და სკო­ლე­ბის სა­თა­ნა­დო ჰი­გი­ე­ნუ­რი რე­სურ­სე­ბით მო­მა­რა­გე­ბა. დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი დრო­უ­ლად და­ვა­რი­გეთ სკო­ლებ­ში და, ამ ეტაპ­ზე, ყვე­ლა სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ჰი­გი­ე­ნუ­რი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, დე­ბუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ნი­ტო­რინგს უწევ­და სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ სკო­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უწყ­ვე­ტო­ბა­სა და უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის. მო­ნი­ტო­რინ­გის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ასა­ხუ­ლი გვაქვს ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მ­ნილ ველ­ში — „სკო­ლის მო­ნი­ტო­რინ­გი“.

♦♦♦ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იყო ერ­თე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჯან­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, აც­რა­ზე უარს ამ­ბობ­და, მაგ­რამ მას­შ­ტა­ბუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი პრო­ტეს­ტის ფორ­მე­ბი არ ყო­ფი­ლა. პი­რი­ქით — რა­ი­ო­ნის პე­და­გო­გე­ბი მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ სა­ყო­ველ­თაო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში და სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში­ვე — ოქ­ტომ­ბერ­ში, უკ­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის 70%-მდე იყო აც­რი­ლი.

♦♦♦ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცია ის არის, რომ სკო­ლებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხარ­და­ჭე­რა, კონ­სულ­ტი­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნონ და არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად უშუ­ამ­დ­გომ­ლონ ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­თან, სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. სკო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, შეგ­რო­ვე­ბუ­ლი და სა­თა­ნა­დოდ გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი, ჩვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით, მი­ე­წო­დე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს შე­სა­ბა­მის დე­პარ­ტა­მენ­ტებ­სა და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­მა­ვალ სსიპ-ებს: ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მას, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რებს. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მი სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მათ წი­ნა­შე მდგა­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი. ჩე­მი არ­ც­თუ ისე ხან­მოკ­ლე მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვერ გა­ვიხ­სე­ნებ დღეს, რო­დე­საც კო­მუ­ნი­კა­ცია არ შემ­დ­გა­რი­ყო სკო­ლებ­სა და რე­სურ­ს­ცენტრს შო­რის. ეს ორ­მ­ხ­რი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი პრო­ცე­სი ჯან­საღ სა­ფუძ­ველს ქმნის ნდო­ბა­ზე, პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ც­და­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ იქ­ნე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი თუ ვიტყ­ვი, რომ რე­გი­ო­ნებ­ში (და არა მარ­ტო), სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­ი­მე­დო და­საყ­რ­დენ ძა­ლას წარ­მო­ად­გე­ნენ.

დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში, სკო­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებ, რაც და­საწყის­ში აღ­ვ­ნიშ­ნე. არ­სე­ბულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ შეც­ვა­ლა მათ­თან მუ­შა­ო­ბის სტი­ლი და მე­თო­დე­ბი. ურ­თი­ერ­თო­ბა, ძი­რი­თა­დად, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში, დის­ტან­ცი­უ­რად, თიმს-ის პლატ­ფორ­მა­ზე შექ­მ­ნილ სა­მუ­შაო ჯგუფ­ში გვი­წევს, სა­დაც გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, პე­რი­ო­დუ­ლად, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი იმარ­თე­ბა. შეხ­ვედ­რე­ბის დღის წეს­რიგს არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლო­ბა გან­საზღ­ვ­რავს. უფ­რო ნა­თე­ლი რომ გახ­დეს ეს პრო­ცე­სი, ბო­ლო შეხ­ვედ­რის ში­ნა­არ­ს­ზე გი­ამ­ბობთ ორი­ო­დე სიტყ­ვით. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი იყო პან­დე­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ანა­ლიზ­სა და იმ პრო­ცე­სე­ბის გან­ხილ­ვა­ზე, რაც უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლო წლის პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის დას­რუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ესე­ნია: გეგ­მი­უ­რი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სე­მეს­ტ­რუ­ლი ქუ­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი და გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში ასახ­ვა, კლა­სის დამ­რი­გებ­ლე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი მშობ­ლებ­თან, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის ან­გა­რი­ში სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ე­ბის წი­ნა­შე ბი­უ­ჯე­ტის გან­კარ­გ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სხვა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის თე­მა და მა­თი სკო­ლე­ბი­დან გას­ვ­ლის შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლი ვა­კან­სი­ე­ბის შევ­სე­ბის გზებ­ზე სა­უ­ბა­რი იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პან­დე­მია უამ­რავ სირ­თუ­ლეს აჩენს ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის პი­რის­პირ, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის შემ­დეგ, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა აღ­მოჩ­ნ­და. ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიღ­წე­ვად უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დღემ­დე სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში, დას­წ­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო ფორ­მა­ტით მიმ­დი­ნა­რე­ობს. არ შე­ფერ­ხე­ბუ­ლა მოს­წავ­ლე­თა უფა­სო სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სკო­ლე­ბის მო­მა­რა­გე­ბა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით, სკო­ლის ექი­მის კა­ბი­ნე­ტე­ბის აღ­ჭურ­ვა, მოს­წავ­ლე­თა სატ­რან­ს­პორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა და სხვა პროგ­რა­მე­ბი.

დღემ­დე, ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ზამ­თ­რის სე­ზონ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სხვა სა­ხის ინ­ფ­რას­რ­ტუქ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბა. საჩხე­რის რა­ი­ო­ნის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია და ეს ვის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა, არა­ვის­თ­ვი­საა სა­ი­დუმ­ლო, მაგ­რამ მუდ­მი­ვად არა­ფე­რი ძლებს და პე­რი­ო­დუ­ლად, ჩვენს სკო­ლებ­შიც ჩნდე­ბა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ასე­თი სა­ხის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ძი­რი­თა­დად, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მე­რი­ამ, წელს, პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მოკ­ვე­თა და და­ას­რუ­ლა სკო­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბის შე­კე­თე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კარ-ფან­ჯ­რე­ბი­სა და სპორ­ტ­დარ­ბა­ზე­ბის ჭე­რის გა­მოც­ვ­ლა. გარ­და ამ შემ­თხ­ვე­ვე­ბი­სა, გლო­ბა­ლუ­რი მას­შ­ტა­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და მერ­ჯე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის“ ფონ­დის მი­ერ, ერ­თი წლის შემ­დეგ, სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის დო­ნე­ზე რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი სკო­ლა მი­ვი­ღეთ.

♦♦♦ საჩხე­რის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 32 სა­ჯა­რო და ერ­თი კერ­ძო სკო­ლაა — წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის სა­ირ­ხის მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი გიმ­ნა­ზია, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლია 834 მას­წავ­ლე­ბე­ლი და სწავ­ლობს 5274 მოს­წავ­ლე. მას­წავ­ლე­ბელ­თა­გან 12 მენ­ტო­რის, 119 წამ­ყ­ვა­ნის, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია. მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი­დან, ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით 2% დარ­ჩე­ბა უს­ტა­ტუ­სოდ. რა­ი­ონ­ში საკ­მა­რი­სა­დაა კად­რე­ბი, რომ სკო­ლებ­ში ესგ-ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­გა­ნი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ის­წავ­ლე­ბო­დეს. იგუ­ლის­ხ­მე­ბა სტა­ტუ­სი­ა­ნიც და ისი­ნიც, ვი­საც ამის უფ­ლე­ბა აქვს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის საგ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ბევრ პე­და­გოგს რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცია და ეს მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ორ სკო­ლა­შიც ას­წავ­ლონ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი და შე­უვ­სე­ბე­ლი ვა­კან­სია, თით­ქ­მის, არც ერთ სკო­ლა­ში არ არის.

♦♦♦ ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა მიგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გაზ­რ­დი­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. სოფ­ლის სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია და ამ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მცირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლა­ქის სკო­ლებს, აქ უკე­თე­სი სი­ტუ­ა­ციაა — მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, ყვე­ლა­ზე დი­დი სკო­ლა 600-დან 701 ბავ­შ­ვამ­დე გა­ი­ზარ­და. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რა­ი­ო­ნის მას­შ­ტა­ბით, სწავ­ლის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­დას­ვ­ლა არ დაგ­ვ­ჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ არც ერ­თი სკო­ლის­თ­ვის არ არის უცხო დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლის პრობ­ლე­მე­ბი. ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ყო­ველ­თ­ვის ვერ ხერ­ხე­დე­ბა სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა. ზოგ­ჯერ ხდე­ბა რა­ღაც, რა­საც წი­ნას­წარ ვერ გათ­ვ­ლი და რაც უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე. ამი­ტომ, დის­ტან­ცი­ურ მო­დელს უპი­რა­ტე­სო­ბას ძნე­ლად თუ ვინ­მე მი­ა­ნი­ჭებს. ეს მხო­ლოდ ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა, რა­თა არ შე­იქ­მ­ნას ვა­კუ­უ­მი სკო­ლა­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის. დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლამ­დე, სკო­ლა წი­ნას­წარ ეც­ნო­ბა მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს, არ­კ­ვევს აქვთ თუ არა პი­რო­ბე­ბი მოს­წავ­ლე­ებს ასეთ ფორ­მატ­ში ჩა­სარ­თა­ვად. ზოგ­ჯერ სკო­ლას, თუ­კი აქვს ზედ­მე­ტი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, დრო­ე­ბით ათხო­ვებს ხოლ­მე ბავ­შ­ვებს. ზო­გი ტე­ლე­ფო­ნით ერ­თ­ვე­ბა და ასე ის­მე­ნენ გაკ­ვე­თი­ლებს.

♦♦♦ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის როლ­ზე ზე­მო­თაც ვი­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ, რო­გორც რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, არ ვიქ­ნე­ბი სუ­ბი­ექ­ტუ­რი, თუ ვიტყ­ვი ერთ რა­მეს, რა­შიც სრუ­ლად ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი — სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კუთხით, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია ად­გილ­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თბი­ლის­სა და სხვა დიდ ქა­ლა­ქებ­ში სკო­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მე­ტად ავ­ტო­ნო­მი­უ­რე­ბი არი­ან და მათ და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც ად­ვი­ლად შე­უძ­ლი­ათ სა­მი­ნის­ტ­როს­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტით სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, მაგ­რამ რე­გი­ო­ნებ­ში ამ მი­მარ­თე­ბით დი­დია რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის დატ­ვირ­თ­ვა. ვფიქ­რობ, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა უფ­რო მე­ტად უნ­და იყოს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი იმ სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, რაც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ვი­ცით, რომ ეს სა­კითხი სა­მი­ნის­ტ­რო­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ს­ჯის სა­გა­ნია და, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ მო­მა­ვალ­ში უფ­რო მე­ტი ფუნ­ქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა მოგ­ვი­წევს სას­კო­ლო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

♦♦♦ რაც შე­ე­ხე­ბა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის პრობ­ლე­მას, აქ და­ვა­სა­ხე­ლებ­დი უტ­რან­ს­პორ­ტო­ბას. ეს აფერ­ხებს ჩვენს მუ­შა­ო­ბას, რად­გან ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სკო­ლებ­ში ინ­ტენ­სი­ურ მო­ნი­ტო­რინგს. ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტი ცო­ტა მე­ტი რომ იყოს, ამას სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით მო­ვაგ­ვა­რებ­დით — შე­ვის­ყიდ­დით მომ­სა­ხუ­რე­ბას. ასე­ვე, ვი­სურ­ვებ­დით, რომ უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ო­დეს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რო­მელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის გავ­ლის გზით.

ესაუბრა ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები