2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

რესურსცენტრების უფროსები საჯარო მოხელეები გახდებიან

spot_img

16 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტეტ­მა, „ზოგა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა. ცვლი­ლებს შო­რის კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­მა იმ­ს­ჯე­ლეს „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­სა და „სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შრო­მის ანაზ­რა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებ­ზე. კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტრებს. მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის – სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის, აჭა­რი­სა და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის უფ­რო­სე­ბი კი არ ით­ვ­ლე­ბი­ან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბად. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის, ნო­დარ პა­პუ­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის უფ­რო­სე­ბიც გახ­დე­ბი­ან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და მათ­ზე გავ­რ­ცელ­დე­ბა „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი. ამის გარ­და, გა­იზ­რ­დე­ბა მა­თი ხელ­ფა­სიც და რო­გორც მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ გა­ნაცხა­და, ამ ცვლი­ლე­ბით რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­უ­თა­ნაბ­რ­დე­ბა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მე­ო­რა­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის – სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

ნო­დარ პა­პუ­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა იმან, რომ სა­მი­ნის­ტ­როს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის, რო­მელ­საც დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა აკის­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის, სკო­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის წი­ნა­შე, სტა­ტუ­სი და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი ბევ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­გან, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტის რან­გ­საც ჩა­მორ­ჩე­ბა. „გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან, კი­დევ უფ­რო იზ­რ­დე­ბა მა­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მე­ტი ყუ­რადღე­ბა სჭირ­დე­ბათ, მათ შო­რის, და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­დაც და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და, რაც ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი. რო­გორც გითხა­რით, გა­იზ­რ­დე­ბა მა­თი ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც ბევ­რად ჩა­მორ­ჩე­ბა, თუნ­დაც, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ხელ­ფას­საც. რა თქმა უნ­და, ეს გა­მო­იწ­ვევს ცვლი­ლე­ბებს სა­ბი­უ­ჯე­ტო ასიგ­ნე­ბებ­შიც – ცენ­ტ­რა­ლუ­რი, აჭა­რი­სა და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის ბი­უ­ჯე­ტები გა­ი­ღებს ამ სა­ფა­სურს. მა­ტე­ბა იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 400-500 ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში, თუმ­ცა, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რო­გორც ხდე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლის ხელ­ფა­სე­ბის ზრდა, მომავალში, მოხ­დე­ბა მა­თი ანაზღა­უ­რე­ბის მა­ტე­ბაც“.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 2024 წლი­დან თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, 10%-იანი ზრდის შემ­თხ­ვე­ვა­ში, 1,928.5 ლა­რით, ხო­ლო, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, 2024 წელს, მა­თი ხელ­ფა­სი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა და გახ­დე­ბა 2,394.0 ლა­რი (სა­ბა­ზი­სო ხელ­ფა­სი – 1,330 ლა­რის 1.8 სა­ხელ­ფა­სო კო­ე­ფი­ცი­ენ­ტ­თან მი­სა­და­გე­ბით), წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტის ზრდის ეფექ­ტი იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 391.0 ათა­სი ლა­რი. მათ შო­რის სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯის ზრდის წლი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი – 346.3 ათა­სი ლა­რი, ხო­ლო აჭა­რი­სა და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის რეს­პუბ­ლი­კუ­რი ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯის ზრდის წლი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი – 44.7 ათა­სი ლა­რი  – ნათ­ქ­ვა­მია კა­ნო­ნის პრო­ექ­ტ­ში.

⇔ რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩე­ვა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი და ვის ექ­ნე­ბა კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა? ამ კითხ­ვა­ზე მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე პა­სუ­ხობს, რომ კონ­კურ­სი ჩა­ტარ­დე­ბა „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით. ნო­დარ პა­პუ­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ: „დად­გინ­დე­ბა შე­სა­ფე­რი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ პრაქ­ტი­კუ­ლად რა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ, რე­ა­ლუ­რად, აქამ­დე, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა არა­ვის არ უნ­დო­და, იმ­დე­ნად შე­უ­სა­ბა­მო იყო პი­რო­ბე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ იმი­ტომ ვა­კე­თებთ ამას, რომ გა­ი­ზარ­დოს მოთხოვ­ნაც და მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, იმუ­შა­ონ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე“.

⇔ კი­დევ ერ­თი სა­კითხი, რო­მე­ლიც კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე და­ის­ვა, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბით და­ყო­ფას შე­ე­ხო. კო­მი­ტე­ტის ერთ-ერ­თ­მა წევ­რ­მა, რი­მა ბე­რი­ძემ, გან­ხილ­ვი­სას, ასე­თი კითხ­ვით მი­მარ­თა მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს: „ამ­ჟა­მად რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი არ არის და­ყო­ფი­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბით, მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რეთ­ში შე­იძ­ლე­ბა გვყავ­დეს ოთხი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი. რად­გან ეს არის ძვე­ლი თბი­ლი­სი, შე­სა­ბა­მი­სად, ემ­სა­ხუ­რე­ბა მთაწ­მინ­და-ჩუ­ღუ­რეთს ან ჩუ­ღუ­რეთ-ისანს. და­ახ­ლო­ე­ბით რომ ავი­ღოთ, 8 ადა­მი­ან­თან გვაქვს შე­ხე­ბის წერ­ტი­ლი. ხომ არ ფიქ­რობთ, რომ მოხ­დეს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი კუთხით და­ყო­ფა, რო­გორც თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბია და­ყო­ფი­ლი. ეს კი მოგ­ვ­ცემს კუ­მუ­ნი­კა­ცი­ის უკე­თეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ერთ ადა­მი­ან­თან გვექ­ნე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია და ეს მათ­თ­ვი­საც უფ­რო იოლი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტ­რ­საც ვე­სა­უბ­რე და მის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნ­და ეს წი­ნა­და­დე­ბა. თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გვექ­ნე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა – კერ­ძოდ, ერთ კონ­კ­რე­ტულ პირ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა“.

რი­მა ბე­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მის მი­ერ და­ყე­ნე­ბუ­ლი სა­კითხი, ანუ თუ გან­ვი­ხი­ლავთ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ და­ყო­ფას, არ გა­მო­იწ­ვევს და­მა­ტე­ბი­თი ერ­თე­უ­ლის გა­ჩე­ნის აუცი­ლებ­ლო­ბას, რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ზუს­ტად იმ­დე­ნი­ვე ადა­მი­ა­ნი დარ­ჩე­ბა, უბ­რა­ლოდ, ფუნ­ქ­ცი­უ­რად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის რგოლ­ში მო­მუ­შა­ვე სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ახ­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.

ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნო­დარ პა­პუ­კაშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს კითხ­ვის ავ­ტორს, რად­გან იმ­დე­ნად მო­ცუ­ლო­ბი­თია რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა და იმ­დე­ნად დიდ არე­ალს მო­ი­ცავს, რომ შე­საძ­ლოა ასე­თი მიდ­გო­მა უფ­რო ეფექ­ტუ­რიც აღ­მოჩ­ნ­დეს. „ვფქი­რობ,მხო­ლოდ პო­ზი­ტივს მო­ი­ტანს ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კუთხით, უბ­რა­ლოდ, იმ­დე­ნად დი­დი სა­კითხია, ასე ნა­უც­ბა­თე­ვად ამ კომ­პო­ნენ­ტის და­მა­ტე­ბა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ამ სა­კითხ­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­მარ­თ­ვა“.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ დრო­ის­თ­ვის, 70 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო შე­ად­გენს 1,754.5 ლარს, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, 2 400 ლა­რამ­დე გა­იზ­რ­დება.

♦♦♦

კო­მი­ტეტ­მა, ასევე  პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით, გა­ნი­ხი­ლა:

√  „ზოგა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბას ენი­ჭე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ით და­ჯილ­დო­ე­ბის წე­სი და­ამ­ტ­კი­ცოს.

ნო­დარ პა­პუ­კაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ღვაწ­ლ­მო­სი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის­თ­ვის, ეროვ­ნუ­ლი პრე­მი­ით და­ჯილ­დო­ე­ბის პი­რო­ბე­ბი.

წე­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს პრე­მი­ის თან­ხის ოდე­ნო­ბის გან­საზღ­ვ­რა­სა და სამ­კერ­დე ნიშ­ნის გა­და­ცე­მას. მი­სი­ვე თქმით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრე­მია გან­საზღ­ვ­რუ­ლია ერთ პირ­ზე — 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

სხდო­მა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის წე­სით წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტე­ბი: „საჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე და „საჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შრო­მის ანაზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე.

ცვლი­ლე­ბე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფუნ­ქ­ცი­ე­ბის გაფართოებისა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტის დამატების შესახებ.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ასე­ვე, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი.

„ზუს­ტ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის გან­მარ­ტე­ბა. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი იც­ვ­ლე­ბა ფსი­ქო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბი­სა და კონ­სულ­ტი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წე­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სა­ხით. ახ­ლე­ბუ­რად ყა­ლიბ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის გან­მარ­ტე­ბა, რო­გორც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი და ზუს­ტ­დე­ბა რე­სურ­ს­ს­კო­ლე­ბის მი­ერ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა,“ — გა­ნაცხა­და ნო­დარ პა­პუ­კაშ­ვილ­მა.

√ „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დგინ­დე­ბა კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რის დამ­ტ­კი­ცე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

„საუბა­რია სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან 5 წლის ვა­დით, კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დ­გომ, კო­ლე­ჯის მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლებად და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რე­ბის, ახა­ლი სტან­დარ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­კურ­სის წე­სით და­ნიშ­ვ­ნა,“ – გა­ნაცხა­და ნო­დარ პა­პუ­კაშ­ვილ­მა.

კო­მი­ტეტ­მა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი და­უ­ჭი­რა გან­ხი­ლულ ცვლილებს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები