4 მაისი, შაბათი, 2024

რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18 საათზე იწურება

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა (გადანაცვლება, წაშლა, დამატება)  30 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.

პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს.

!! დეტალური ინსტრუქცია:

თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა,  წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც  გინდათ მისი ჩასმა.  ჩაწერეთ  კოდი და მიეცით ბრძანება-დამატება.

აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომელიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.

!! პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ: 

♦ აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);

♦ გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

♦ მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;

♦ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;

♦ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;

♦ თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.

!! გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

✍️ გისურვებთ წარმატებას!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები