24 ნოემბერი, კვირა, 2024

რეგისტრაციის პირველადი სტატისტიკა – გამოცდები 2022

spot_img

ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.

რეგისტრაციის პირველადი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

♦ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

♦ სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500-ზე მეტი სტუდენტი;

♦ საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა   9 500-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

2022 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდა. გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, ენდონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა: www.naec.ge და ფეისბუკგვერდზე: https://www.facebook.com/www.naec.ge/ განთავსებულ ინფორმაციას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები