5 მაისი, კვირა, 2024

რა­ტომ არის ის­ლან­დი­ე­ლი მო­ზარ­დე­ბის ცხოვ­რე­ბის წე­სი ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი ევ­რო­პა­ში

spot_img

1990-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში ის­ლან­დი­ე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, ევ­რო­პა­ში, ყვე­ლა­ზე მსმე­ლებ­სა და მწე­ვე­ლებს შო­რის იყ­ვ­ნენ, დღეს კი ის­ლან­დია, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გ­ში, ბო­ლო ად­გილ­ზეა მო­ზარ­დებ­ში ალ­კო­ჰო­ლის, ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის მხრივ, მა­თი ცხოვ­რე­ბის წე­სი ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღია!

რო­გორ მი­აღ­წი­ეს ის­ლან­დი­ე­ლებ­მა ასეთ შე­დეგს?

„პა­რას­კევს ღა­მით, რე­ი­კი­ა­ვი­კის ცენ­ტ­რ­ში, ქუ­ჩებ­ში გავ­ლა შუძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან სა­ში­ში იყო მთვრა­ლი მო­ზარ­დე­ბის ბრბოს­თან შეხ­ვედ­რა,“ – ამ­ბობს ჰარ­ვი მილ­კ­მა­ნი.

⇒ ჰარ­ვი მილ­კ­მა­ნი ამე­რი­კე­ლია, ფსი­ქო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ახ­ლა რე­ი­კი­ა­ვი­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ას­წავ­ლის. მან გა­მო­იკ­ვ­ლია, რა­ტომ იღე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ამა თუ იმ ნარ­კო­ტიკს და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ არ­ჩე­ვა­ნი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ ახერ­ხე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი სტრეს­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას. ის­ლან­დი­ელ მეც­ნი­ე­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, მან სცა­და იმ ბი­ო­ქი­მი­ურ პრო­ცე­სებ­ში გარ­კ­ვე­ვა, რომ­ლე­ბიც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს.

აღ­მოჩ­ნ­და, რომ მრა­ვა­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც თა­ვის ტვინ­ში ბი­ო­ქი­მი­ურ პრო­ცე­სებს იწ­ვევს და შემ­დეგ ორ­გა­ნიზ­მი მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. მეც­ნი­ე­რებ­მა ისე­თი მოქ­მე­დე­ბე­ბის ძი­ე­ბა და­იწყეს, რომ­ლე­ბიც იმა­ვე პრო­ცე­სე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას მო­ახ­დენ­და ტვინ­ში.

ჰარ­ვი მილ­კ­მე­ნი: „და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს თამ­ბა­ქო­ზე, ალ­კო­ჰოლ­ზე, კო­კა-კო­ლა­ზე, ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებ­სა და გარ­კ­ვე­ულ საკ­ვებ­ზე…

გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თ­ვის რა­ი­მე უკე­თე­სი შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა.

ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ცეკ­ვა, მუ­სი­კა, ხატ­ვა ან სპორ­ტი ასე­ვე იწ­ვევს ტვინ­ში ბი­ო­ქი­მი­ურ პრო­ცე­სებს (რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და სტრე­სი­დან უვ­ნე­ბე­ლი გა­მო­სა­ვა­ლი). ემო­ცი­უ­რი ეფექ­ტის თვალ­საზ­რი­სით, ამ ქმე­დე­ბებს იგი­ვე ზე­გავ­ლე­ნა უნ­და ჰქო­ნო­და მო­ზარ­დებ­ზე, რაც სტი­მუ­ლა­ტო­რებს, ალ­კო­ჰოლს ან თამ­ბა­ქოს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ უფა­სო მას­ტერ­კ­ლა­სე­ბის პროგ­რა­მე­ბი შევ­თა­ვა­ზეთ სპორ­ტი­სა თუ ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ერ სა­ხე­ო­ბა­ში, რი­სი შეს­წავ­ლაც სურ­დათ“.

ასე გაჩ­ნ­და „თვი­თაღ­მო­ჩე­ნის პრო­ექ­ტის“ იდეა, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯე­რებს, ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ალ­კო­ჰო­ლის ბუ­ნებ­რივ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას შეს­თა­ვა­ზებ­და.

1992 წელს პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და და მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სკო­ლის ექ­თ­ნე­ბი­სა და სხვა მრჩე­ველ­თა მი­თი­თე­ბით, 14 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა, რომ­ლე­ბიც არ თვლიდ­ნენ, რომ მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ მათ­თ­ვის რე­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მა იყო ნარ­კო­ტი­კე­ბი და ალ­კო­ჰო­ლი.

თი­ნე­ი­ჯე­რებს ას­წავ­ლიდ­ნენ იმას, რი­სი შეს­წავ­ლაც სურ­დათ: მუ­სი­კა, ცეკ­ვა, ჰიპ-ჰო­პი, ხე­ლოვ­ნე­ბა, საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა… ამ აქ­ტი­ვო­ბებს უნ­და შე­ეც­ვა­ლა ბავ­შ­ვე­ბის ტვი­ნის ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და მი­ე­ცა მათ­თ­ვის ის, რაც პრობ­ლე­მებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად სჭირ­დე­ბო­დათ. თი­თო­ე­ულ მო­ზარდს პროგ­რა­მა­ში სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­ეთხო­ვე­ბო­და… სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ბევ­რი მათ­გა­ნი ხუთ წელ­ზე მე­ტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რ­ძე­ლებ­და ამ აქ­ტი­ვო­ბას.

თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვა, რომ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბის ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რეს, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და მა­თი თვით­შე­ფა­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბას არა მარ­ტო სა­კუ­თარ თავ­თან, არა­მედ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც.

ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, კვი­რა­ში სამ­ჯერ, სპე­ცი­ა­ლუ­რად, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ იყო და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ბევ­რი კვლე­ვა და გა­მო­კითხ­ვა ჩა­ტარ­და, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, მი­ღე­ბულ იქ­ნა ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა „ის­ლან­დი­ის ახალ­გაზ­რ­დო­ბა“.

მო­ზარ­დებ­ში ნი­კო­ტინ­სა და ალ­კო­ჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კა­ნო­ნის შეც­ვ­ლაც მო­უ­წია:

♦ აიკ­რ­ძა­ლა 18 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბის მი­ერ თამ­ბა­ქოს და 20 წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­ერ ალ­კო­ჰო­ლის ყიდ­ვა;

♦ აიკ­რ­ძა­ლა ალ­კო­ჰო­ლი­სა და თამ­ბა­ქოს რეკ­ლა­მა;

♦ გაძ­ლი­ერ­და მშობ­ლებ­სა და სკო­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, მშო­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა სკო­ლა­ში უნ­და და­არ­სე­ბუ­ლი­ყო.

ასე გა­აქ­ტი­ურ­და სას­კო­ლო საბ­ჭო­ე­ბი მშო­ბელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც, სწო­რედ სკო­ლას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, შვი­ლებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში უნ­და დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

♦ ასე­ვე მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კრძა­ლავ­და 16 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის, ზამ­თარ­ში – სა­ღა­მოს 22 სა­ა­თის და ზაფხულ­ში – შუ­ა­ღა­მის შემ­დეგ, გა­რეთ გას­ვ­ლას. ეს კა­ნო­ნი დღემ­დე მუ­შა­ობს.

გა­ი­ზარ­და სპორ­ტის, მუ­სი­კის, ხე­ლოვ­ნე­ბის, ცეკ­ვი­სა და სხვა კლუ­ბე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა, და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვებ­მა დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღეს. მა­გა­ლი­თად, რე­ი­კი­ა­ვიკ­ში, სა­დაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მედ­ზე მე­ტი ცხოვ­რობს, ე.წ. „და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ბა­რა­თი“ ოჯა­ხებს, წე­ლი­წად­ში, 35 000 კრონს (250 ფუნტ სტერ­ლინგს) აძ­ლევს, რომ გარ­თო­ბის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დონ.

დღეს ის­ლან­დია ლი­დე­რობს ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე „ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა“ მო­ზარ­დ­თა ცხრილ­ში. 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ შეძ­ლეს ალ­კო­ჰო­ლის მომ­ხ­მა­რე­ბელ, 15 და 16 წლის, ახალ­გაზ­რ­დე­ბის წი­ლის 42%-იდან 5%-მდე შემ­ცი­რე­ბა; კა­ნა­ფის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის – 17%-დან 7%-მდე; სი­გა­რე­ტის ყო­ველ­დღი­უ­რად მწე­ვე­ლე­ბის – 23%-დან 3%-მდე.

ის­ლან­დი­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­საც სთა­ვა­ზო­ბენ ამ პროგ­რა­მის მი­ღე­ბას, რაც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს მო­უ­ტან­და სარ­გებ­ლო­ბას, მაგ­რამ აქ სხვა პრობ­ლე­მა იჩენს თავს – ეს ხომ უდი­დე­სი ზა­რა­ლი იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის­თ­ვის. მათი ინ­ტე­რე­სი არ არის, მო­ზარ­დე­ბის თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბა და მა­თი აც­დე­ნა ალ­კო­ჰოლ­ზე, სი­გა­რეტ­სა და სხვა სტი­მუ­ლა­ტო­რებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გზი­დან, რო­მე­ლიც სიკ­ვ­დი­ლამ­დე მი­დის.

მათ სურთ მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები