26 აპრილი, პარასკევი, 2024

  რამდენი იქნება უფროსი და წამყვანი სპეცმასწავლებლის ხელფასი

spot_img
როგორც ცნობილია, 2021 წლის იანვრიდან, სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და, თვის ბოლოდან, ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით. დანამატის ოდენობა კი დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და მოსწავლეთა რაოდენობაზე.

ხელფასზე დანამატის ოდენობა უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება შემდეგნაირად:???

 

✅? ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 370 ლარის ოდენობით;
✅? ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 420 ლარის ოდენობით;
✅? სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 470 ლარის ოდენობით;
✅? ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარის ოდენობით;
✅? ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის – შემთხვევაში 570 ლარის ოდენობით.
ხელფასზე დანამატის ოდენობა წამყვანი სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად: ???
✅? ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 550 ლარის ოდენობით;
✅? ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 650 ლარის ოდენობით;
✅? სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარის ოდენობით;
✅? ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარის ოდენობით;
✅? ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში – 950 ლარის ოდენობით.

???

➡ 2021 წლის იანვრიდან ხელფასები გაიზარდა ყველა მასწავლებლისთვის (ზრდა -100 ლარი).

➡ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მასწავლებლებისთვის გაიცემა დანამატი – საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით;

➡ 2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები